გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!
ახლა ზუსტად ვიცი - სასწაულები ხდება!
-მე და თამრო მთელი ღამე ჩურჩულით ვლოცულობდით: ნეტა, ველოსიპედი იყოს, ნეტა, ველოსიპედი იყოს... და მოხდა სასწაული - თქვენ ის მოიტანეთ! - ხუთი წლის გაბრიელი სიხარულით დახტის სანატრელი ველოსიპედის გარშემო.
ნეტავ, მისი თვალები განახათ, როდესაც, ერთი კვირის წინ, მისი ოცნება მანქანიდან გადმოვიღეთ! ჭყლოპინისა და აღტაცების ნაცვლად, გაბრიელი ატირდა! “რამხელაა, რამხელაა“, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ბიჭუნამ და ტყავის სავარძელს გულის ფანცქალით შეავლო ხელი...
დიახ, სასწაულები ხდება და ამ სასწაულებს ჩვენ ვახდენთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ჩვენ უკვე იმდენ გაჭირვებულ ადამიანს ვაჩუქეთ ბედნიერება! ამჯერად კი, ჩვენმა მხარდაჭერამ და სიყვარულმა გოდაძეების სახლის კარიც გააღო.
ამ დიდი და მეგობრული ოჯახის ნაცრისფერი, უსიხარულო დღეების შესახებ მოგიყევით პუბლიკაციაში - "გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!" https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze
სამი შვილის სასოწარკვეთილი მშობლები - 38 წლის სოფიკო და 61 წლის ვაჟა გოდაძე დახმარებას ითხოვდნენ. მათი შვილები აუტანელ სიღარიბეში იზრდებოდნენ: დამპალი კედლები, დაჟანგული საწოლები, დახეული ტანსაცმელი, ნესტი... ოჯახის თავი, მთელი ცხოვრება, მძიმე შრომით ცდილობდა ერთი ნაჭერი პურის შოვნას. მისი წყალობით, როგორღაც გაჰქონდათ თავები, მაგრამ ერთი წლის წინ, ვაჟამ ფეხი მოიტეხა და ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

და აი, მას შემდეგ, რაც ჩვენ გოდაძეების ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ, სასწაული მოხდა! ამ ადამიანების უბედურების შესახებ ფონდის მეგობრებმა შეიტყვეს და 9 წლის ნათიას, 7 წლის თამარის (თამრო), 5 წლის გაბრიელისა და მათი მშობლების ოცნებები რეალობად იქცა!
- ბავშვები თქვენი საჩუქრებით ვერ ძღებიან! ჩვენ სახლში ბედნიერებამ დაისადგურა! ველოსიპედი კი ნამდვილ სასწაულად იქცა! ნათიას, თამროს და გაბრიელს ის ქუჩაშიც კი არ გააქვთ - ეშინიათ, არ დაიკაწროს. პატარებისთვის ის ცოტა მაღალია და სულ ყირავდება. თქვენი საჩუქარი რომ არ გააფუჭონ, ჯერ ოთახში სწავლობენ ტარებას. მხოლოდ თქვენი ფოტო-გადაღებისთვის გაბედეს მისი გარეთ გამოტანა.

და საწოლები?! ბავშვებმა მათ კიდევ ერთი გამოყენება მოუძებნეს: დღისით ის ბატუტია, ღამით კი, წესისამებრ, საწოლი. როგორც იქნა, ჩემს შვილებს ნორმალურად შეუძლიათ დაძინება! აქამდე, სამივეს ერთ, რკინის, ძველ, მორყეულ საწოლზე ეძინა.

- სოფიკო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
- პირველ რიგში, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა სამყაროს მიმართ! ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაკარგულა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვჭირდებით, რომლებიც ჩვენზე ფიქრობენ და გვერდში გვიდგანან რთულ მომენტებში! მადლობა თქვენი ამისთვის! ეს თქვენი დამსახურებაა!
ჩვენთან იმდენი ადამიანი მოვიდა, საჩუქრებით! ბავშვებისთვის პროდუქტები, ტანსაცმელი მოჰქონდათ... სხვადასხვა რეგიონიდან და სოფლიდან ჩამოდიოდნენ. ღმერთი მათ აუცილებლად გადაუხდის მადლობას სიკეთისა და მზრუნველობისთვის, ჩვენ კი ვლოცულობთ და უფალს ვევედრებით, რომ ჩვენს ახალ მეგობრებს ასმაგად მიუზღოს მათი წყალობისთვის!

- ყველაზე მეტად ვინდაგამახსოვრდათ? მათისახელები თუ გახსოვთ?
- განსაკუთრებით გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი - ქეთინო დამამახსოვრდა. ისეთი ხალისიანები იყვნენ, ჩემს პატარებს ისე ახარებდნენ! თითქმის მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარეს. ჩვენს სახლში იმდენი კისკისი ისმოდა! ბავშვები თამაშობდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ლექსს მოყვებოდა. ქეთინო კი, მათი ტოლივით იცინოდა და ერთობოდა! ის ისეთი პოზიტიური და სიცოცხლით სავსეა! ღმერთმა ყველა დალოცოს!
ისინი ახალი წლის დღეებში მოვიდნენ და იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს! საკვები, ტანსაცმელი, სხვადასხვა სახატავი მასალა: ფანქრები, გასაფერადებლები, ალბომები... მათთან განშორება ძალიან სამწუხარო იყო... მაგრამ ჩვენ ისინი გვახსოვს და იმ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ მოგონებად, გულში ვინახავთ.
- სოფიკო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
- არა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენი წელია, ჩვენ მათ ერთადერთი თხოვნით მივმართავთ - სახლის სახურავი შეგვიკეთონ, მაგრამ ამაოდ. გვეგონა, თქვენი სტატიის მერე მაინც გაეღვიძებოდათ სინდისი, მაგრამ სამწუხაროდ... იქნებ ამ პუბლიკაციის შემდეგ შეიცვალოს რამე, არ ვიცი...
იცით, ფეისბუქის პოსტს დეპუტატი, სოფიო კილაძე გამოეხმაურა და ანგარიშზე 100 ლარი გადმოგვირიცხა! პირადად ჩვენ, მასთან ურთიერთობა არ გვქონია - მისმა წარმომადგენელმა დაგვირეკა, გვაცნობა გადმორიცხვის შესახებ და ქალბატონი სოფიოსგან, კეთილი სიტყვები გადმოგვცა! ისეთი ბედნიერი ვიყავი! ასჯერ ვთხოვე, ჩვენი ოჯახის სახელით, მისთვის მადლობა გადაეხადა და საუკეთესო სურვილები გადაეცა.

- სოფიკო, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
- მათ ჩვენ მომავლის იმედი ჩაგვისახეს გულებში და გვაგრძნობინეს, რომ ჩვენს ოჯახს მარტო არ უწევს გასაჭირთან გამკლავება... ბავშვებმა კი სასწაულის ირწმუნეს! არადა, ჯერ კიდევ გუშინ, ისინი რბილ საწოლებზე, ტანსაცმლის კომოდზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ, ველოსიპედზე ხომ საერთოდ... ბავშვები ხომ მშვენივრად ხედავენ, რა მდგომარეობაშია მათი ოჯახი; ხედავენ რომ ფული საჭმლისთვისაც კი არ გვაქვს...
ახლა კი - სასწაული მოხდა! ყველა მათი ოცნება რეალობად იქცა! და ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ!

გაბრიელი (5 წლის): უკვე ვეღარ ვითმენ! შეიძლება, ჩაგეხუტოთ? მადლობა, მადლობა, მადლობა! რა მაგარია - ჩვენ ახლა საკუთრი ველოსიპედი გვაქვს! აღარ მოგვიწევს სხვისი ხვეწნა, რომ გვათხოვონ! აი, ვისწავლი კარგად ტარებას და მეზობლებთან ერთად, რბოლას მოვაწყობ!
- საჩუქრებიდან კიდევ რა მოგეწონა, გაბრიელ?
გაბრიელი (5 წლის): საწოლები! დასაძინებლად - რბილია და სახტუნაოდ - მაღლა ხტები!

- სახტუნაოდ? შენ რა, მათზე ხტუნაობ?
გაბრიელი (5 წლის): არ გეწყინოთ, მაგრამ კი... როგორც ბატუტზე... ისეთი სახალისოა!
თამრო (7 წლის): ნუ გეშინიათ, არ გავაფუჭებთ. ძალიან ფრთხილად ვხტუნაობთ. დედაც სულ გვეუბნება: „ფრთხილად, ქვეშაგები არ გააფუჭოთ!“, ხოდა ვცდილობთ, რომ ფრთხილად ვიყოთ...
იცით, კიდევ რა მოგვეწონა? პატარა კომოდი მოგვიტანეს და ახლა ჩვენი ყველა ტანსაცმელი ლამაზად არის უჯრებში ჩალაგებული და ერთ გროვად აღარ ყრია კუთხეებში. გოგოებს ხომ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ, ლამაზად?! ბიჭებსაც!

- ძალიან გვიხარია, ასე რომ გასიამოვნეთ და ყველაფრით კმაყოფილები რომ ხართ! ნათია, ჩუმად რატომ ზიხარ?
ნათია (9 წლის): თამრო და გაბრიელი იმდენს რატრატებენ, ერთ სიტყვას ვერ ჩააკვეხებს კაცი. მინდოდა, ყველასთვის მადლობა მეთქვა, ჩვენზე და დედაზე ასე რომ იზრუნეს. ახლა მას სარეცხი მანქანა აქვს და მისთვის ბევრად მარტივი იქნება, რადგან აქამდე, ჭის გაყინულ წყალში, ხელით უწევდა რეცხვა.
- დარწმუნებული ვარ, დღეიდან, ცხოვრებაში მხოლოდ სიხარულით სავსე წუთები გექნებათ, რადგან ახლა ამდენი ერთგული მეგობარი გყავთ!
- სოფიკო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ,რომ დაგეხმარონ?
- არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება და შემიძლია თუ არა, კიდევ რამე გთხოვოთ; მითუმეტეს, ამ საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაკავდეს; მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, კვლავაც, დაზიანებული სახურავია. წვიმის დროს სახლშიც თქეშია. ერთი ოთახით სარგებლობა საერთოდ არ შეგვიძლია, იქ ნამდვილი წყალდიდობა ხდება ხოლმე. მეორე ოთახში ვჭამთ და გვძინავს, საწოლები და სასადილო მაგიდა კუთხეებში მოვათავსეთ, წყალი რომ არ დაესხას...
ამაზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ იქნებ ვინმემ შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარება?
სხვა დანარჩენზე კი, ვეცდებით, თავად ვიზრუნოთ. თქვენ მთავარი გააკეთეთ - დაგვიბრუნეთ სიკეთისა და ადამიანების რწმენა! ახლა ჩვენ ვიცით - სასწაულები ხდება!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ ბევრი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე -შანსია,რომ თქვენც ყოველთვის ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:გოდაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც, ბმულზე:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!












თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 აგვ 11 | პროდუქტები | 230 | transferred |
2020 აგვ 6 | ჩაიდანი | 65 | transferred |
2020 აგვ 3 | კომოდი | 240 | transferred |
2020 ივლ 23 | ველოსიპედი | 250 | transferred |
2020 ივლ 2 | პროდუქტები | 460 | transferred |
2020 ივლ 2 | საწოლი | 600 | transferred |
2020 ივნ 1 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 460 | paid |
სულ ხარჯი: 2,305 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
25.05.2020 00:00:00 | ქუბიაშვილი კახაბერი | 2 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
05.05.2020 00:00:00 | თამარ კაზაზიშვილი | 10 | Transfer to account |
05.05.2020 00:00:00 | გიორგი დევდარიანი | 5 | Transfer to account |
02.05.2020 17:25:16 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
02.05.2020 13:27:09 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
01.05.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | ბოლქვაძე ირმა | 2 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 10 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
29.04.2020 00:00:00 | ტოხვაძე თათული | 5 | Transfer to account |
28.04.2020 00:00:00 | ხუციშვილი ესმა | 3 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | თავაძე ირაკლი | 10 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
25.04.2020 12:39:02 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.04.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
24.04.2020 23:54:36 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
24.04.2020 00:00:00 | ანა კუჭავა | 20 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | გურანდა აბუაშვილი | 10 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | ლილუაშვილი ლევანი | 5 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 2 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | ჯავახია შოთა | 5 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | მაჭავარიანი მარიამ | 10 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | თამარი ნაკაიძე | 10 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | ჯულიეტა მაჭავარიანი | 10 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | დოლაკიძე თეონა | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | სესილია ბოხუა | 5 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | შანშიაშვილი ეკატერინე | 30 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | გოჩიტაშვილი თამარა | 30 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ხუციშვილი ნოდარი | 37 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ხოსიაური ნინო | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | გაბადაძე მედეა | 5 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | Sanadze Giorgi | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
20.04.2020 20:06:04 | ანონიმი | 100 | PayGe (VISA, MasterCard) |
19.04.2020 00:00:00 | ლანდა ლურსმანაშვილი | 5 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | ნინო პატარიძე | 50 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | ეკატერინე ჭელიძე | 30 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 4 | Transfer to account |
17.04.2020 00:03:11 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.04.2020 00:00:00 | ნინო უტარაშვილი | 30 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | ნინო თაბაგარი | 20 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | მერი საკანდელიძე | 15 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ქუბიაშვილი კახაბერი | 2 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ანა ჩაგელიშვილი | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 4 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 8 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ნათია რეიზბა | 20 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 15 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | არჩვაძე სალომე | 10 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | ნინო ზუკაკიშვილი | 1 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | უჩა კილასონია | 20 | Transfer to account |
14.04.2020 00:00:00 | სოფიო გეგეჭკორი | 10 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 10 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | კალანდარიშვილი ანა | 10 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | მაია ლორთქიფანიძე | 10 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ნათია ჭყოიძე | 5 | Transfer to account |
11.04.2020 11:11:20 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
11.04.2020 00:00:00 | გიორგი სურგულაძე | 50 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | მარგველაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | ჭალაგანიძე დავით | 5 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | მაია ხიდეშელი | 10 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | ლია შუბითიძე | 2 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | ნიკა პაპოშვილი | 5 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | თამარი ჩიქოვანი | 10 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | სოსელია დავით | 10 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | ქიქავა ნათია | 5 | Transfer to account |
07.04.2020 20:27:51 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
07.04.2020 16:33:05 | ანონიმი | 40 | VISA, MasterCard (Geopay) |
07.04.2020 00:00:00 | მერებაშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ხიდეშელი სოფიო | 15 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | კანდელაკი ალექსანდრე | 5 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | სესილია ბოხუა | 5 | Transfer to account |
05.04.2020 00:00:00 | თამარ მაღლაფერიძე | 10 | Transfer to account |
04.04.2020 21:19:45 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.04.2020 00:00:00 | სესილია ბოხუა | 5 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | ეთერ ხიზანიშვილი | 10 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | შალვა დვალი | 10 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | გიორგი თოგოშვილი | 30 | Transfer to account |
03.04.2020 16:32:42 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.04.2020 00:00:00 | ფარჯიანი იგორი | 50 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 2 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | ხუბულავა სალომე | 20 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | ნინო ოდიშარია | 10 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | შპს ფლექს გრუპი | 200 | Transfer to account |
02.04.2020 08:30:54 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
02.04.2020 00:00:00 | ქორიძე თამთა | 5 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 20 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ქიმერიძე ნიკოლოზ | 20 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
31.03.2020 16:57:12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
31.03.2020 04:01:38 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
31.03.2020 00:46:36 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
31.03.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 20 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ბერიძე აპოლონ | 5 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | გურაშვილი ნინო | 1 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 2 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ი/მ ზურაბი ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
29.03.2020 00:00:00 | ირაკლი თოდუა | 30 | Transfer to account |
28.03.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
28.03.2020 00:00:00 | თამარ გომარელი | 1 | Transfer to account |
27.03.2020 18:24:38 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.03.2020 14:00:32 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.03.2020 12:37:43 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.03.2020 00:00:00 | ნინო მანჯგალაძე | 50 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | ფენაშვილი ჯონი | 10 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | მელიქიძე იური | 30 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | პაიჭაძე მარიამი | 30 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | ასანიძე თამარ | 3 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
27.03.2020 00:00:00 | გორდაძე თეონა | 20 | Transfer to account |
26.03.2020 17:13:23 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.03.2020 13:12:49 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.03.2020 10:26:31 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.03.2020 00:00:00 | თამთა საღინაძე | 5 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | მარიამ ლეკიშვილი | 15 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | თამარ ბიგანიშვილი | 3 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | ნინო ხელაძე | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | გორდაძე თინათინი | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,305 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|