ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?..

- პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს... მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა... სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! - ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ? - პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა...
6,030.88 ₾
464
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

ჰა-ჰა! – იცინის მზეთუნახავი!

მე ახლა ლამაზი თვალი მაქვს!..

პატარა ანჟელა სიხარულისგან დახტის... - თქვენ ყველაზე კეთილი ადამიანები ხართ მსოფლიოში - ფონდის სულ ყველა მეგობარი! - დაუღალავად რატრატებს 7 წლის პატარა და სახლში მექაჩება. - დეიდა, ნახეთ, რა ლამაზი თვალი მაქვს!.. მოგწონთ? ახლა ლამაზი ვარ, არა? აი, ეს ტელეფონიც ფონდმა მაჩუქა! ისეთი მაგარიააა! მე მასზე ისე ვოცნებობდი!..

სიხარულისგან სუნთქვა ეკვრის პატარა, ქართველ მზეთუნახავს, ანჟელას.

ახლა ეს პატარა ანგელოზი ბედნიერია და ეს მხოლოდ თქვენი მოწყალების და გულისხმიერების დამსახურებაა, ფონდის მეგობრებო! 

ჩვენ, სულ ახლახან, სტატიაში „დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?“მოგიყევით 7 წლის ანჟელა ჩიკაშუას ისტორია, რომლის წაკითხვაც ცრემლების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/582-chikashua/

პატარა ანჟელას და მის დედას საშინლად ეშინოდათ მეოთხე ოპერაციის... მეოთხე ზოგადი ანესთეზიის... ექიმების დანახვაზე, 7 წლის პატარა ანჟელა ტიროდა და იმალებოდა...

მაგრამ დღეს, - შეხედეთ, როგორი დიდია უფალი! ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პატარა ანჟელასა და დედამისის ტანჯვა წარსულს ჩაბარდა. ანჟელა სარკეში სიხარულით იხედება და მომავალს იმედით შესცქერის! მან იცის, მეგობრებო, რომ თქვენ და ჩვენ - ყველა კეთილი ქართველი, მის გვერდით ვართ! 

მარგარიტა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი შვილის შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ? 

მარგარიტა: იცით, მე უკვე იმედი მქონდა დაკარგული, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა... ჩემმა საბრალო გოგონამ იმდენი ტანჯვა გადაიტანა... (ტირის). ამის გახსენებაც კი მაშინებს! მაგრამ მოულოდნელად, სასწაული მოხდა! ჩვენ უფალმა თქვენი თავი გამოგვიგზავნა! 

ჩემს პატარას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თვალის პროთეზირება. ოპერაციის გაკეთება თურქეთში გვინდოდა, მაგრამ აგერ, თითქოს ჩვენს ჯიბრზე, ეს კორონავირუსი დაიწყო...

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს მარტოხელა დედისთვის, რომელიც შეჩვეულია ათასი ზღურბლის ტკეპნას, დახმარების თხოვნა-ვედრებას და შეუძლებელს აკეთებს ერთადერთი შვილს გადასარჩენად! 

ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი გვითხრა, ჩვენ კი ყველა რესურსი ამოვწურეთ და უკვე აღარ ვიცოდი, სად და ვისთან გავქცეულიყავი! მაგრამ თქვენ ჩვენთვის სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი სასწაული! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩვენი თქვენდამი მადლიერება. გულწრფელად ვამბობ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, მით უმეტეს ახლა, როდესაც კაცობრიობა, პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენისთვის იბრძვის და ყველას ასე უჭირს.

სწორედ ფონდის წყალობით დავადგინეთ, რომ ამ ოპერაციას საქართველოშიც წარმატებით აკეთებენ. ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა, ექიმებთან კონსულტაცია, ოპერაციის თარიღის დანიშვნა და სახლში დაბრუნება ერთ დღეში მოვასწარით! 

ყველაფერი თქვენ მოაგვარეთ - საუკეთესო ექიმებთან კონსულტაციის, მთლიანი ოპერაციის, პროთეზის და სახლში დასაბრუნებელი გზის ფულიც კი თქვენ გადაგვიხადეთ! ღმერთო ჩემო!.. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა! მე მუდამ თქვენთვის ვილოცებ, ფონდის მეგობრებო! 

მოგვიყევით, ოპერაციამ როგორ ჩაიარა. ყველაფერი რიგზეა? ანჟელა როგორ გრძნობს თავს? 

მარგარიტა:რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდით... ეს უკვე მეოთხე ოპერაცია და მეოთხე ზოგადი ანესთეზია იყო! ჩემი გოგონა კი სულ რაღაც 7 წლისაა... უფლის წყალობითა და თქვენი დახმარებით, ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით! თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ამ რთულ პერიოდში გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი და შესაძლოა, უკანასკნელიც კი გაიღო ჩემი გოგონას ჯანმრთელობისთვის! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ თქვენც და თქვენს შვილებსაც!  

ჩემი ანჟელა? ღმერთო, ის ისე განიცდიდა, ისე ეშინოდა! 

ოპერაციის ეშინოდა და კიდევ იმის, რომ იმპლანტის ჩასმას სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოასწრებდნენ და სკოლაში... (სლუკუნებს)... თვალის გარეშე მოუწევდა წასვლა... მაგრამ მადლობა უფალს, ახლა ყველაფერი კარგად არის. პროთეზირებამ წარმატებით ჩაიარა, ორგანიზმმა იმპლანტი არ უარყო და ჩემი გოგონა ბედნიერია! არ დაიჯერებთ, მაგრამ სარკეს არ შორდება და ახალი, ლამაზი თვალის ცქერით ვერ ძღება! 

ყველა სადარდებელი დაავიწყდა, როდესაც თქვენი ფონდის თანამშრომელმა მას მობილური ტელეფონი აჩუქა! ანჟელას ბედნიერებას უბრალოდ საზღვარი არ ჰქონდა! ეს მისი სანუკვარი ოცნება იყო და თქვენ ის აუხდინეთ! ეს ჩვენთვის სრული მოულოდნელობა იყო. ჩემი გოგონა ტელეფონს ხელიდან აღარ უშვებს და სელფებს იღებს, ყვავილებს უღებს სურათებს... ამ საჩუქარმა ყველა ის საშინელება გადაავიწყა, რისი გავლაც ჩვენ მოგვიწია! 

თქვენი სიხარული ჩვენც ძალიან გვიხარია, მარგარიტა! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მხარდასაჭერად ვინმემ დაგირეკათ, ან მოგინახულათ?

მარგარიტა: რამდენჯერმე დაგვირეკეს, თანაგრძნობა და დახმარების მზაობა გამოთქვეს. ბიჭები მოვიდნენ, სამხედროები, 265 ლარი მოგვიტანეს და თან ბოდიშს იხდიდნენ, - ასე ცოტა რომ არისო. არადა, ჩვენთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია! ისე გაგვახარეს! სამწუხაროდ, მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ერთ-ერთს ნამდვილად გიორგი ერქვა. მან ანჟელასთან სურათიც კი გადაიღო. ჩემ გოგონას ისე გაუხარდა! მისთვის ყურადღება და სითბო ძალიან მნიშვნელოვანია! 

თქვენი პოსტი ანჟელას თანაკლასელებმაც წაიკითხეს და მათაც შეაგროვეს არც თუ ისე უმნიშვნელო თანხა - 275 ლარი! ჩვენ მათი უზომოდ მადლიერები ვართ! 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს - ელისოს და ნინოს. მათი უზომოდ მადლიერი ვარ სითბოსა და ყურადღებისთვის. ადრე, ექიმების დანახვაზე, ანჟელა ტირილს იწყებდა, ახლა კი ისინი ოჯახის წევრებივით შეუყვარდა! 

- ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე?თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და თუ დაგეხმარნენ რამით? 

მარგარიტა: ჩვენ ყოველთვის გვიჭერდა მხარსაჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი თორნიკე რიჟვაძე. მინდა, მთელი სულით და გულით გადავუხადო მას მადლობა. სამწუხაროდ, მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა ანჟელას ოპერაციაში ვერ დაგვეხმარა, მაგრამ არ მინდა, უმადური გამოვჩნდე, რადგან თბილისისა და ბათუმის მერიაც არაერთხელ დამხმარებია, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროც...

მარგარიტა, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და თანადგომა?

მარგარიტა:უბრალოდ, სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რას ნიშნავდა ჩემთვის ეს თანადგომა. სწორედ თქვენი სტატიის წყალობით გაიგეს ჩვენმა თანამემამულეებმა, რომ ანჟელას დახმარება სჭირდებოდა და ჩვენ მხარდასაჭერად ყველა გაერთიანდა. 

ანჟელა თვალის გამო ძალიან განიცდიდა და კომპლექსდებოდა. მეც, მასთან ერთად... ბავშვის ცრემლები კი დედის გულში მახვილის ტოლფასია... მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა! ახლა, მე და ჩემი გოგონა, თქვენი და ფონდის კეთილი მეგობრების წყალობით, ბედნიერები ვართ! 

ანჟელა (7 წლის):დედა, დედიკო, შეიძლება, მეც ვთქვა? 

რა თქმა უნდა, ანჟელა, სწორად ახლა მინდოდა შენთან საუბარი! 

ანჟელა (7 წლის):დეიდა, მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მე ახლა ასეთი ლამაზი თვალი მაქვს! მე ხომ ლამაზი გოგონა ვარ, არა? ნახეთ, რამდენი სურათი მაქვს! ჩემი ახალი ტელეფონი მოგწონთ?

რა თქმა უნდა! ბედნიერებასა და ჯანმრთელობაში მოიხმარე! შენ თვითონ თუ მოგწონს? 

ანჟელა (7 წლის):აბა, რა! ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ვიცი, რომ თქვენ მაჩუქეთ! ყველას ვანახებ ხოლმე და ვეუბნები, რომ ის მე ფონდმა მაჩუქა! 

- რა ჭკვიანი გოგო ხარ, ყველაფერი იცი! ახლა ბედნიერი ხარ, ანელა?

ანჟელა (7 წლის): დიახ, დიახ! ძალიან ბედნიერი ვარ! ახლა აღარ მრცხვენია და ქუჩაში თვალზე აღარავინ მიყურებს ხოლმე! ისეთი საწყენია, ყველა შენ რომ გიყურებს და ჩურჩულებს... ტელეფონი კი საერთოდ, სუუუუუპერ საჩუქარია! მოულოდნელი საჩუქარი! თქვენ მე ოცნება ამიხდინეთ! დიდი მადლობა! 

კიდევ რაზე ოცნებობ?

ანჟელა (7 წლის):მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა - ძალიან მინდა, ჩემი ოთახი და საწოლი მქონდეს! მეტი არაფერზე ვოცნებობ! თორემ, აქ ძალიან მეშინია. ერთხელ თაგვმაც კი მიკბინა; ახლახან კი რაღაც საშინელება დავინახე - დედამ მითხრა, მაგას მორიელი ჰქვიაო...

- მარგარიტა, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

მარგარიტა: თქვენ ჩემი გოგონას ოცნებებს შეასხით ფრთები, მაშასადამე - ჩემს ოცნებებსაც! როგორ შეიძლება, კიდევ რამე გთხოვოთ? ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია - დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს, ვინც ჩვენი გასაჭირი უყურადღებოდ არ დატოვა! 

არის კიდევ ერთი პრობლემა, მაგრამ არც კი ვიცი, ვის მივმართო. უკვე რამდენი ხანია, ათასი ზღურბლი გადავტკეპნე იმ იმედით, რომ როგორმე, იქნებ, საცხოვრებელი გამოგვიყონ... თუნდაც პაწაწინა! ამჟამად, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, რომელშიც უბრალოდ საშინელი პირობებია. ანჟელამ მართლაც ნახა მორიელი, თავისი საწოლის გვერდით და მას სურათიც კი გადაუღო! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ბავშვისთვის რომ ეკბინა! 

 ყველა დანარჩენს როგორმე თავად გავართმევ თავს. ანჟელა უკვე წამოიზარდა და მეც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სამსახური ვიშოვო.

დარწმუნებულები იყავით, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენთვის გააკეთეთ! უფალმა დალოცოს თქვენი ფონდი! ფონდის ყველა მეგობარს კი ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს! ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ! 

----

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე;ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთანშედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთანშედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

დაურეკეთ მარგარიტას, გაამხნევეთ და მხარში დაუდექით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტელ.: 595 49 74 55; მისამართი:ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა 49 (დასავლეთ საქართველო)

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ანჟელა ჩიკაშუა) 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.https://chernovetskyifund.ge/ge/projects/582-chikashua/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: