ისინი ძლივს გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ ახლა, შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა კლავთ! ყველაზე შეჭირვებული ოჯახი! ამ ბავშვებმა, საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ, ეს ჩვენი ვალია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისინი ძლივს გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ ახლა, შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა კლავთ! ყველაზე შეჭირვებული ოჯახი! ამ ბავშვებმა, საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ, ეს ჩვენი ვალია!

page info icon
2023 მაისი 17
უკვე მესამე თვეა, ქეთევანი და მისი შვილები იქექებიან ნაცარში, ეძებენ, იქნებ ხანძარს წარსული ცხოვრებიდან ერთი კოვზი, ერთი თეფში მაინც გადაურჩა, მაგრამ ამაოდ - ცეცხლმა ყველაფერი შთანთქა! 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ ერთმა ნაპერწკალმა უსახლკაროდ დატოვა მაზიაშვილების ოჯახი და პრობლემები შეჰმატა მათ ისედაც შეჭირვებულ ცხოვრებას. ექვსი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. მათი წარსული ტკბილი ცხოვრებისაგან კი, დარჩა მხოლოდ გადაბუგული კედლები და ფერფლი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,426 ₾
( 316 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ისინი ძლივს გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ ახლა, შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა კლავთ! ყველაზე შეჭირვებული ოჯახი! ამ ბავშვებმა, საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ, ეს ჩვენი ვალია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 უკვე მესამე თვეა, ქეთევანი და მისი შვილები იქექებიან ნაცარში, ეძებენ, იქნებ ხანძარს წარსული ცხოვრებიდან ერთი კოვზი, ერთი თეფში მაინც გადაურჩა, მაგრამ ამაოდ - ცეცხლმა ყველაფერი შთანთქა! 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ ერთმა ნაპერწკალმა უსახლკაროდ დატოვა მაზიაშვილების ოჯახი და პრობლემები შეჰმატა მათ ისედაც შეჭირვებულ ცხოვრებას. ექვსი ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. მათი წარსული ტკბილი ცხოვრებისაგან კი, დარჩა მხოლოდ გადაბუგული კედლები და ფერფლი.

 „ამ ოთახში იყო საძინებელი... ახლა კი, ასე გამოიყურება, როგორც გამოქვაბული!“

 - ქეთევან, გვიამბეთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. დავითი ოთახებს მაჩვენებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა!

 ქეთევანი: ჩვენი სახლისგან არაფერია დარჩენილი. არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე. სხვა სოფელში, ნათესავის გასვენებაში ვიყავით ყველანი წასული. გიორგიმ ჩვენთან ერთად წამოსვლა არ მოისურვა, თქვა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. სახლში დარჩა, მე კი, მთელი დღე ცუდი წინათგრძნობა არ მასვენებდა. გიორგი ხომ, მიუხედავად თავისი ასაკისა და სიმაღლის, პატარა ბავშვივით არის. (შენიშვნა: გიორგი გონებრივად ჩამორჩენილია. 15 წლის არის.)

 მეზობელმა რომ დამირეკა, მაშინვე ვკითხე, გიორგი თუ იყო კარგად. „გიორგი ცოცხალია, მაგრამ...“ - მხოლოდ ეს სიტყვები გავიგონე. რომ ჩამოვედით, სახლი ჯერ კიდევ იწვოდა... გიორგი მეზობელთან იყო. ღმერთო, მადლობა იმისთვის, რომ ის მაშინ  სახლიდან გამოიყვანე! შვილი გადამირჩინე! კიდევ ორიოდე წამიც და შესაძლოა, ვეღარც მოეხერხებინა გამოსვლა, სახურავი თავზე დაემხობოდა და დამარხავდა ჩემს ბიჭს იმ ნახშირის გროვაში! ჩვენს მდგომარეობას სიტყვებით ვერ აღვწერ. ტირილიც კი აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ, იმ სახლში, ყოველი ნივთი, ყოველი წვრილმანი ჩვენთვის რამდენად ძვირფასი იყო. ამდენი წლის განმავლობაში ვაგროვებდით ფულს, ვაწესრიგებდით იქაურობას, 2014 წელს სესხიც კი ავიღეთ და ჩვენი საკუთარი ხელით გავაკეთეთ ყველაფერი...

 - უკვე დაადგინეს ხანძრის მიზეზი?

 ქეთევანი: გიორგი ამბობს, რომ შესცივდა და გაზქურა აანთო, ალბათ, გამართულად არ მუშაობდა. საღამოს კი, მეზობელმა დაუძახა და ეზოში გავიდა, როგორც ჩანს, ცეცხლი წამებში მოედო ყველაფერს. რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? აღარაფერი იცვლება. სახლი აღარ გვაქვს, გიორგი კი ცოცხალი გადარჩა - ეს არის მთავარი. ღმერთმა შვილი გადაგვარჩინა, ახლაც, ის დაგვეხმარება, რომ შიმშილითა და სიცივით არ დავიხოცოთ.

 - ახლა სად ცხოვრობთ?

 ქეთევანი: მთავრობამ 200 ლარად ბინა გვიქირავა და 5 000 ლარი გამოგვიყო სახლი რომ გადავხუროთ. მაგრამ, არაფერში გვყოფნის ეს თანხა. როგორც კი, უფლისა და თქვენი დახმარებით,  შეგროვდება საჭირო თანხა, მაშინვე დავიწყებთ სახურავისა და კედლების შეკეთებას. სოციალური შემწეობაა ჩვენი შემოსავალი. მე დამლაგებლად ვმუშაობ, თვეში 200 ლარს მიხდიან, მეუღლე კი, სოფელში ეხმარება ყურძნის კრეფაზე, მაგრამ იშვიათად. ისიც კაპიკებს შოულობს. სახლის აშენების კი არა, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს, ხანდახან.

 „აღარაფერი დაგვრჩა. ეს ყველაფერი მოგვიტანეს კეთილმა მეზობლებმა და მეგობრებმა“

 გიორგი (15 წლის): იცით, მე ჩემი საკუთარი ოთახი მქონდა. ყველას იქ ვემალებოდი. მერე კი, აღარაფერი დარჩა. ზღაპრების წიგნებიც მქონდა... მიყვარს ზღაპრები „კომბლე“, „კონკია“, დედიკო მიკითხავდა ხოლმე. მეც ვკითხულობდი, ხანდახან.

 „აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე. იქნებ, რამე ვიპოვო?“

 - წარსული ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

 ნიკოლოზი (11 წლის): არ ვიცი... ჩემი ოთახი მენატრება. ძალიან მენატრება. ბურთი და ტელეფონი. კარგი ბურთი მქონდა.

 - რაზე ოცნებობდი მაშინ? როგორ წარმოგედგინა შენი ცხოვრება?

 ნიკოლოზი: მე ხომ, ფეხბურთელობა მინდოდა... ახლა, უკვე აღარ ვიცი, ვინ გამოვალ. მეგონა, ფეხბურთზე სიარულს დავიწყებდი. რომ, დედიკო მიყიდიდა ბუცებს და ფორმას, და ყველაზე მაგრად ვითამაშებდი.

„კარგი იქნებოდა, მეთქვა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს მოვიტეხე ფეხი. ახლა, ხიდან ჩამოვვარდი როგორ უნდა ვთქვა? ეს ხომ, სირცხვილია!“

 - ფეხზე რა დაგემართა?

 ნიკოლოზი: არავის უთხრა... ხიდან ჩამოვვარდი. უკეთესი იქნებოდა, ფეხბურთის თამაშის დროს მომეტეხა ეს ფეხი, მაგრამ არა უშავს... ექიმმა თქვა, რომ მალე მომირჩება, უბრალოდ, ცოტა ხანს უნდა ვიწვე... ჩემთვის კი, უსაქმოდ წოლა ყველაზე ძნელია. ტელევიზორიც კი არ გვაქვს, რამე საინტერესოს რომ ვუყურო... ასე ვწევარ მთელი დღე და ვუყურებ ჭერს!

 „ფანქრები და ფურცლებიც კი აღარ გვაქვს, რამე რომ დავხატოთ“

 - ხანძრის მერე, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

 ნიკოლოზი: მახსოვს, როგორ გვეხმარებოდა მთელი სოფელი. როგორ გვამშვიდებდნენ, გვჩუქნიდნენ ტანსაცმელს. მოჰქონდათ თბილი საბნები! ყველა ისეთი გულკეთილია! გავიზრდები, მუშაობას დავიწყებ და ყველას გადავუხდი ამ სიკეთისთვის! მეც მინდა, რონალდუსავით ყველას რომ დავეხმარო. ის ღარიბი იყო, მაგრამ მერე, მილიონერი გახდა და ყველას, ვისაც უჭირს ეხმარება!

 „აქ ელაგა ბავშვების ტანსაცმელი. ახლა კი, მხოლოდ ფერფლია დარჩენილი“

 ქეთევანი: რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით. ყველას მადლობას ვუხდი, ვლოცულობ მათთვის და თქვენი დახმარებითაც მინდა გადავცე მადლობა! ყველანი წაიკითხავენ ჩვენს ისტორიას, მინდა ყველას სათითაოდ ვუთხრა, რომ მიყვარს!

 - ქეთევან, თქვენი აზრით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ზამთარი როგორღაც გადააგორეთ, ამჟამად რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა? 

 „ღმერთო, კარგი საწოლები კიდევ ოდესმე გვექნება?“

 ქეთევანი: თანხა გვაქვს, სახურავი რომ გადავხუროთ, გლობალურ რამეებს, ხომ ვერ მოვითხოვ? იქნებ, ჭურჭლით, ტანსაცმლით და საწოლებით დაგვეხმაროს ვინმე... ბავშვებს ძალიან სჭირდებათ პლანშეტები და სასკოლო ნივთები.

 ნიკოლოზი: კიდევ, ველოსიპედი! ბურთი! და ბუცები!

 ქეთევანი: თუ კი, უფლის დახმარებით შევძლებთ, სახლი რომ გადავხუროთ, კარ-ფანჯარა დაგვჭირდება. აღარაფერს ვამბობ საკვებ პროდუქტზე, სირცხვილია, ადამიანებისთვის ხელებში ყურება... 

დავნებდეთ, თუ ვცადოთ ყველაფრის ნულიდან დაწყება? დაგვეხმარებით? ჩვენ ამას მარტო ნამდვილად ვერ შევძლებთ

* * *

 მეგობრებო, მაზიაშვილების ოჯახმა დაკარგა ყველაფერი. მათი სახლი, ნივთები, ყველაფერი, რაც მძიმე შრომის ფასად მოაგროვეს წლების განმავლობაში, ხანძარმა შთანთქა. აღარაფერი აქვთ. ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა შვილებთან ერთად, ცხოვრობენ ოთახში, სადაც ძლივს ეტევიან. ეხმარებიან მეზობლები, ახლობლები, მაგრამ სინდისი არ მისცემთ უფლებას, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების სიკეთით დიდხანს რომ ისარგებლონ. მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ!

 მაზიაშვილები ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, ყველაზე ელემენტარული ნივთებიც კი, ისინი ხომ, ფაქტობრივად ნულიდან იწყებენ ცხოვრებას. უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჭურჭელი, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდა, სკამები და პლანშეტები ბავშვებისთვის. კიდევ არის ერთი განსაკუთრებული თხოვნა: ველოსიპედი, ბურთი და ბუცები!

 შეგიძლიათ ოჯახი მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მაზიაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: