პროექტის რეპორტი რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

page info icon
2023 ოქტომბერი 9
იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე. მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
12,173 ₾
( 1,070 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

საუზმეც, სადილიც და ვახშამიც გვიწილადეთ, თქვენი დამსახურებაა, რომ არ დავიღუპეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ხუთი ზურგჩანთის ამაყი მფლობელი!

იმის გამო, რომ ზურგჩანთა არ ჰქონდა და ცელოფნის პარკით დაჰქონდა რვეულები და წიგნები, ანუკის არაერთხელ ატკინეს სკოლაში გული. ახლა კი, ხუთი (!) ჩანთა აქვს, კვირის ყოველი დღისთვის და მათ, ვინც აბრაზებდა, აღარაფერი აქვთ სათქმელი. პროექტის დაწყებამდე პროხოროვების ოჯახს, დედას თავის ხუთ შვილთან ერთად, მოკუნტულებს ეძინათ ერთადერთ საწოლზე.

როგორც იქნა, ამ ოჯახის წევრებს გამოძინების საშუალება მიეცათ, რადგან ახლა, ორი ორსართულიანი საწოლი აქვთ!

მთავარი კი ის არის, რომ აღარ უწევთ რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობა! თქვენ მათ პროდუქტი ჩამოუტანეთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბავშვებს ძალები რომ აღედგინათ და ამდენხნიანი უჭმელობის მერე, გემრიელად რომ ეჭამათ.

კლასის ჩატი ნათიასთვის მიუწვდომელი იყო ისევე, როგორც ტიკ-ტოკი, მესინჯერი, ფილმების ყურება, თამაში და სურათების მომენტალური გადაღება! ახლა კი, ამ ულამაზესი ცისფერთვალება გოგონასთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია!

- ალა, დღეში რამდენჯერ აჭმევთ თქვენს შვილებს? ამჟამად ეს საკითხი ყველაზე მეტად გვაღელვებს.

ალა: დღეში სამჯერ და ასე, კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. უამრავი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, დაგვეხმარნენ, გადაგვარჩინეს და პროდუქტით მოგვამარაგეს. ამ ადამიანებმა გაგვიზიარეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ!

გიორგი კილაძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ისე ზრუნავს ჩვენზე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე. უსაზღვროდ გულუხვი და კეთილშობილი ადამიანია! მისი ოჯახი და მეგობრებიც კი გავიცანით, ყველანი ერთად გვესტუმრნენ. ტომრებით ჩამოგვიტანა ფქვილი, კარტოფილი, პურის საცხობი ღუმელი გვაჩუქა. ახლა, შემიძლია სახლშიც გამოვაცხო პური. ბავშვებს მოუტანა იმდენი ტკბილეული, ორი თვის განმავლობაში ჭამდნენ, ჩააცვა კიდეც. ტანსაცმლის მაღაზიამ გადასცა ნივთები ჩვენთვის.

სოფიკო, ჩემი უფროსი შვილის თანაკლასელის, მარის დედა, ერთ-ერთი პირველი მოვიდა ჩვენთან, ჩემი ძვირფასი. მანაც პროდუქტი მოგვიტანა. ნინიმ, რომელიც აქ ცხოვრობს, ფოთში, ასევე მოგვაწოდა ფქვილი და კარტოფილი... მაქვს ბურღულეული, შაქარი, ზეთი და ნახევარფაბრიკატებიც... უმცროსი ბავშვებისთვის დიდი რაოდენობით ფაფები, რომელიც ფონდისგან მივიღეთ. დიდი შემართებით ვართ მეც და ბავშვებიც. ღმერთმა ნუ ქნას, ისევ აღმოვჩნდეთ იმ ზღვარზე, რა მდგომარეობაშიც ადრე  ვიყავით!

ნინი (9 წლის): საჭმელი რომ არ გვქონდა, მოწყენილები ვიყავით, ცუდ განწყობაზე, ახლა კი, ვმხიარულობთ!

მარი (10 წლის): ტანსაცმელი და საწოლები რომ არ გვქონდა, ისიც განწყობას გვიფუჭებდა. სულ მოწყენილი, გაბრაზებული დავდიოდი და ტირილი მინდოდა. ვერ ვიძინებდი.

- უძილობა გაწუხებდა ასეთ პატარა გოგოს?!

მარი: დეიდა, ექვს ადამიანს თუ გძინებიათ ოდესმე ერთად? იცი, რა ძნელია? ანუკი სულ მაღვიძებდა, ძილში ის მირტყამდა ფეხებს ყველაზე მეტად. ეჰ, მორჩა, კარგად იყავი, ანუკი! რა კარგია, საწოლები რომ მოგვიტანეთ. თორემ ძალიან დავიღალე! ახლა, ჩემთვის მძინავს, მარტოს. 9 საათზე ვწვები, რვაზე კი ვდგები და მივდივარ სკოლაში. კვირას საერთოდ 11-ზე ვიღვიძებ. მძინავს თბილად და ტკბილად.

მთავარი ხელის შემშლელი ძილის დროს, ახლა, უსაქმოდ დარჩა!

განსახლება მოხდა ამ ოჯახში. ახლა, ყველას საკუთარი საწოლი აქვს

კიდევ, კარადა გვაქვს და კომოდი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ადრე, ყველას ნივთები იატაკზე, ყუთებში ელაგა, რომელიც დედას მაღაზიაში უფასოდ მისცეს. ყველაფერი ერთმანეთში არეული იყო და თანაც, ულამაზოდ გამოიყურებოდა. ახლა, ხომ ლამაზად დევს? ყველა საკუთარ თაროს აწესრიგებს.

ასეთ ლამაზ კარადაში არეულად როგორ უნდა შეყარო ტანსაცმელი? ყველაფრის თაროებზე ლამაზად დადებას მოგანდომებს

ნინი: ჩვენი ანუკი გამდიდრდა! იმდენი ჩანთა აქვს, რომ მაღაზიის გახსნა შეუძლია!

ახლა, ანუკის იმდენი ჩანთა აქვს, რომ მაღაზიის გახსნა შეუძლია! შეხედეთ, თვლებით გაწყობილი ჩანთა როგორ მოიხდინა ამ ლამაზუკამ! 

- საინტერესოა, ეს როგორ მოხდა? ჩვენც გვიამბეთ!

ნინი: ბავშვები გვესტუმრნენ ფოთის მე-12 საჯარო სკოლიდან, ათნი მოვიდნენ და ჩანთები გვაჩუქეს. ვიდეოც ჩავწერეთ ერთად.

მარი: ბავშვები კი არა, მეათეკლასელები არიან უკვე.

ნინი: მერე, კიდევ გვაჩუქეს ჩანთები დეიდებმა და ბიძიებმა.

- ანუკი, ახლა რას გეუბნებიან ის ბავშვები, ვინც ადრე დაგცინოდა, ცელოფნის პარკით რომ დადიოდი?

ანუკი (6 წლის): მეუბნებიან: „რა ლამაზი და კარგი ჩანთა გაქვს!“

- ახლა როგორ ფიქრობ, სხვებს უნდა მოუსმინო?

ანუკი: არა. ადრეც კარგი გოგო ვიყავი, ცელოფნის პარკით რომ დავდიოდი და ჩემი წყენინება სულაც არ იყო საჭირო.

მარი: მე კი, ახლა, სკოლაში მხოლოდ ახალ და ლამაზ ტანსაცმელს ვიცვამ. და ის ბავშვებიც აღარ დამცინიან, ადრე ვინც მაბრაზებდა. მეთამაშებიან და ჩემთან მეგობრობაც კი უნდათ.

მარი მოკლე ვიდეორგოლებს იღებს პლანშეტით და იმსახურებს უამრავ მოწონებას

ალა: ეჰ, თქვენმა მკითხველებმა ხომ, თავიდანვე მიგვიღეს კარგად. ღარიბებიც კი მოვწონდით. დასაფასებელი და გულში ჩამწვდომი სწორედ ეს არის, ამას ვუხსნი ჩემს შვილებსაც. შეწუხდნენ, ჩვენს კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა, ადამიანურ ურთიერთობებში სწორედ ამას აქვს ოქროს ფასი. სახლში, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ამ სიყვარულისა და სიკეთის შედეგი მხვდება.

ეს ახალი ფარდებიც გვაჩუქეს. თბილი საბნები. ახალი ჭურჭელი. ადრე, ერთადერთ ქვაბს ვხმარობდი ყველაფრისთვის... ანდრიას საწოლიც. ზამთარიც სითბოში გავატარეთ. ფონდის მკითხველებს მადლობას ვუხდი ამ გაზის გამათბობლისთვის, რომელიც ასე დროულად გვაჩუქეს! ანდრიას ბაღში ვირუსი შეხვდა. ბრონქიტს როგორ ვუმკურნალებდი, სახლში სიცივე რომ ყოფილიყო?! ყოველ ჯერზე, ტაძარში რომ მივდივარ შვილებთან ერთად, მეც და გოგონებიც სანთლებს ვანთებთ და ღმერთს ვთხოვთ, ჯანმრთელად გამყოფოთ ყველა. მუდამ დალოცვილები და ბედნიერები ყოფილიყავით, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

ეს ახალი ფარდებიც მკითხველებისგან საჩუქრად მიიღეს

ალა: „ეს ზამთარიც ბედნიერად გადავაგორეთ. ჯერ ისევ ცივა და გამათბობელიც ჩართული მაქვს, რომ არ შესცივდეთ ბავშვებს“

ელენიკოს კი, ახალი პლაზმური ტელევიზორი ამშვიდებს ყველაზე უცებ. ფერადი მულტფილმი წამებში აშრობს ცრემლებს მის თვალზე

თქვენ დამეხმარეთ უამრავი პრობლემის მოგვარებაში. გარდა ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდით. თქვენ უკეთ იცით, როგორ უნდა მისწეროთ წერილი. შედეგად კი, პროდუქტის ერთჯერადი 300-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცა სოციალურმა სამსახურმა.

- ეს ძალიან ცოტაა.

ალა: მერია შეგვპირდა, რომ მარტში ამ სახლში შეცვლიან კარ-ფანჯარას და ახალ შპალერსაც გააკრავენ. კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი იცით? ჩვენი მონაცემები შეტანილია უსახლკაროთა სიაში და ბინას ველოდებით. მერიაში გვითხრეს, რომ 2024 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში, ბათუმში მოგვცემენ ბინას.

- ნახევარ წელიწადში გავიგებთ ყველაფერს. ვიმედოვნებთ, რომ აასრულებენ დაპირებას. ალა, კიდევ რა სახის დახმარება გჭირდებათ ამჟამად?

ალა: ანდრიას ბრონქიტი გაურთულდა და ვშიშობ, რომ სახლის პირობებში ვერ გავუმკლავდები. ექიმის კონსულტაცია და წამლები სჭირდება. გთხოვთ, დამეხმარეთ, ძვირფასო მეგობრებო.

ეს პატარა გულები სინათლითა და სითბოთი აივსო! თქვენს გარეშე კი, სიღატაკის ბნელი ქვესკნელი შთანთქავდა! ეს რომ არ მოხდეს, მოდით, ერთად ვადევნოთ თვალყური პროხოროვების ოჯახის ცხოვრებას, შევთავაზოთ დახმარება პროდუქტით, ტანსაცმლით, წამლებით... უამრავი თქვენგანი მზრუნველობისა და თანაგრძნობის ნამდვილ ნიჭს ფლობს. სწორედ ამ ნიჭის დამსახურებით, მიეცემათ ამ საოცარ ბავშვებს ბედნიერების შანსი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: პროხოროვების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!














მსგავსი პროექტები: