პროექტის რეპორტი მშობელმა მამამ ბავშვები სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა, მისი ოჯახი კი, ოთხ ბავშვს აგდებს იმ სარდაფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ! ალბათ, უცნობ ადამიანებს უფრო შეეცოდებათ ეს პატარები და გაუწევენ მათ დახმარებას! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მშობელმა მამამ ბავშვები სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა, მისი ოჯახი კი, ოთხ ბავშვს აგდებს იმ სარდაფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ! ალბათ, უცნობ ადამიანებს უფრო შეეცოდებათ ეს პატარები და გაუწევენ მათ დახმარებას!

page info icon
2023 ნოემბერი 16
„როდესაც ხედავ, რომ შენი შვილები შიმშილითა და სიცივით იტანჯებიან, შენ კი ვერაფერს შველი, ამაზე მძიმე საყურებელი არაფერია“ ნაძირალა მამამ შეუბრალებლად, ნესტიან სარდაფში, უსახსროდ, ტანსაცმლისა და მომავლის ყოველგვარი იმედის გარეშე მიატოვა თავისი მეუღლე და ოთხი პატარა შვილი. რა დაუშავეს ისეთი, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ნორმალური ცხოვრების იმედი წაართვა?! რისთვის დასაჯა ასე?! ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვას, მაშინვე მოეკლა, არ ჯობდა?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,455 ₾
( 551 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ამ სარდაფში მხოლოდ უიმედობა სუფევდა, თქვენ კი დახმარება გაგვიწიეთ და იმედიც დაგვიბრუნეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს ბავშვები ჯერ კიდევ სარდაფში ცხოვრობენ. ამ ზეწრებსა და ბალიშის პირებზე რომ დაიძინებენ, მულტფილმის გმირებთან ერთად, იმედია, მხოლოდ ფერად და მხიარულ სიზმრებს ნახავენ!

მამას ნივთები და ტექნიკა მიჰქონდა სახლიდან, 5 წლის სანდროს კი, უკვირდა: „სად მიგაქვს, მამიკო?“ ჯერ ტელევიზორი წაიღო, მერე მაცივარი, მერე კი თავისი ოთხი შვილის ცხოვრებიდან თავადაც გაქრა. ამ ბავშვებს დედასთან ერთად, მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა სარდაფში, რომელიც მამის ბებიას ეკუთვნის, რაც კიდევ უფრო დამამცირებელი იყო.

უფალმა განსაჯოს ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილებს ძარცვავს. ამ ბავშვებს ის საშინელი ტრავმები და გულის ტკივილი თქვენ დაავიწყეთ და აჩუქეთ ბევრად მეტი: ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, საწოლები, კომოდი, ტანსაცმელი... მარტოხელა დედას, მზევინარს გვერდში ამოუდექით, სულიერი სიმტკიცისა და ადამიანების სიკეთის რწმენის შენარჩუნებაში დაეხმარეთ ამ საბრალო ქალს.

არცერთი ბავშვის გულში არ უნდა იყოს ტკივილი და წყენა! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საჩუქრებით აავსეთ და გაახარეთ პატარა ინა!

- მზევინარ, ბავშვებს არ უკითხავთ, ისევ საიდან გაჩნდა სახლში ნივთები?
მზევინარ:
სანდროსთვის დიდი დარტყმაა ის, რაც მამამისმა გააკეთა. თავის დაიკოს, ინას სულ ამაზე ესაუბრება. თქვენი საჩუქრები კი, ბავშვებისთვის შესანიშნავი თერაპიაა. ავუხსენი, რომ არსებობს ფონდი, სადაც არიან მხოლოდ კეთილი ადამიანები, ვინც არავის არაფერს ართმევს და პირიქით, ჩუქნის.

ჯერ ტკბება სანატრელი დისტანციური მართვის მანქანის ცქერით. ისეთი ლამაზია ყველაფერი, ყუთიც და მანქანაც!

მზევინარი: „თქვენი საჩუქრები ჩემი შვილებისთვის შესანიშნავი თერაპიაა“

სადრო (5 წლის): პა-ბი-ბა-ბი მომცეს.
მზევინარი: თქვენ ვერ გაიგებთ სანდროს საუბარს, მას ლოგოპედის დახმარება სჭირდება. მე გითარგმნით. ტელეფონს ეძახის ასე, იმიტომ, რომ ღილაკებს ასეთი ხმა აქვს ნომერს რომ ავკრეფთ. ფონდმა ჩარიცხა თანხა, წავედი და სანდროს დაბადების დღეზე Samsung Galaxy ვუყიდე. ხელი მოჰკიდა თუ არა, ჩემზე უკეთ გაერკვა ყველაფერში: YouTube-ს რთავს, მესენჯერით ლაპარაკობს, თამაშებს იწერს...

„დაბადების დღეზე ტელეფონი მივიღე საჩუქრად!“ სანამ დედა ინსტრუქციას ეცნობოდა, სანდრომ ჩართო YouTube, მესენჯერი და თამაშის ჩაწერაც მოასწრო!

რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მოვაწესრიგეთ ჩვენი სარდაფი. ახლა, ბავშვებმა იციან, ნივთები სად დევს და სად უნდა შეინახონ. სანდროს თავისი თარო აქვს კომოდში, ინას კი - თავისი... სიხარულით მოირგეს ახალი შარვლები, ზედები. ტანსაცმლითაც ძალიან დამეხმარეთ. რამდენი ხანია, მათთვის არაფერი მიყიდია.
ბავშვებმა ამოალაგეს ლოგინის ახალი თეთრეული, გაუხარდათ, ახალი საბნები, ბალიშები, საწოლები რომ აქვთ. ორსართულიან საწოლს ჯერ ვერ ავაწყობთ, ცალ-ცალკე დგას საწოლები, აქ ხომ, ძალიან დაბალი ჭერია. ეჰ, რამდენი ხანია, ჩემს შვილებს დავიწყებული აქვთ, ნორმალური ცხოვრება რას ნიშნავს, საშინელ სასჯელს ჰგავს ამ სარდაფში ჩვენი ყოფა. თქვენი დამსახურებაა, ნორმალურ ცხოვრებას რომ ვუბრუნდებით და ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ.

ახალი ლეიბების, ბალიშებისა და საბნების გროვაში სხედან და ისვენებენ

აქაურობა ჩაბნელებულია, ჭერი დაბალია და ეს ისედაც უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ტელევიზორიც კი არ გვქონდა, ახალი ამბებისთვის რომ მოგვესმინა ან გადაცემისთვის გვეყურებინა. ახლა კი, ყურადღების გადატანა მაინც შეგვიძლია.

ფონდის მკითხველებმა მოიტანეს ყველა ის ნივთი, რაც მამიკომ წაიღო, და ბევრად უკეთესებიც კი!

ფონდის სოციალური მუშაკი, თანამშრომლები, მკითხველები, ახლა, ჩემი ახლობელი ადამიანები არიან, ყოფილი მეუღლე კი - სრულიად უცხო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ნამდვილად ასეა. თქვენ გაინტერესებთ, როგორ იკვებებიან ჩემი შვილები და პროდუქტით ავსებთ ჩვენს მაცივარს: ხორცი, კვერცხი, კარაქი, მაწონი... და ეს მაცივარიც, სწორედ თქვენი წყალობით გვაქვს!

„თქვენ გაინტერესებთ, რას ჭამენ ჩემი შვილები. მაცივარი შეგვიძინეთ და პროდუქტებით გაავსეთ კიდეც“

სარეცხი მანქანა და გაზქურა... სარეცხი მანქანა დამონტაჟებულია და მუშაობს კიდეც. გაზი აქ არ არის შემოყვანილი და აზრიც არ აქვს, მაინც მალე მოგვიწევს აქედან გადასვლა.

მზევინარი: „გაზქურას ახალ საცხოვრებელში რომ გადავალთ, მაშინ ჩავრთავთ. აქედან ხომ, გვასახლებენ.“

– მეუღლის ბებიამ ბინის დასაცლელად რა ვადა მოგცათ?
მზევინარი:
ერთი თვე, მაქსიმუმ ორი. უკვე შევატყობინე რაიონის გამგეობას, თავად ჩვენმა გამგებელმაც იცის ჩემი პრობლემის შესახებ, მერიაშიც იციან, ვანთისა და ხოდაშენის ტერიტორიაზე ეძებენ ახალ სახლს ქირით... იმედია, ყველაფერი გამოვა და არ დავრჩები ქუჩაში, ოთხ შვილთან ერთად. ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა. რა თქმა უნდა, ბავშვების ჯანმრთელობაც საყურადღებოა. სანდრო ლოგოპედს უნდა ვაჩვენო, ილია - თვალის ექიმს... ყველაფერს, რაც გვაჩუქეთ, წავიღებ თან.
– მზევინარ, პირადად თუ გაიცანით ჩვენი მკითხველებიდან ვინმე?
მზევინარ:
რა თქმა უნდა! და ბავშვებმაც გაიცნეს. შორი გზიდან ჩამოვიდა ერთი კარგი ოჯახი: ცოლ-ქმარი, დიდ ბიჭთან ერთად. პროდუქტი ჩამოგვიტანეს: ფქვილი, ზეთი, მარცვლეული, შოკოლადი. ჩვენი რეგიონიდან, კახეთიდანაც გვესტუმრნენ. ნიკა წნორიდან, კიდევ, ერთი ბიჭი თელავიდან. მათაც ასევე საკვები და საჩუქრები ჩამოგვიტანეს...
ალბათ, ეს ყველაფერი რომ არა, ვერ გავუძლებდი იმ ტკივილს, რომლის გადატანაც მოგვიხდა მე და ჩემს შვილებს. ჩვენი სულიერი განკურნებისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია: თბილი სიტყვები, საჩუქრები და ყურადღება.

სარბოლო მანქანით თამაშის დროა! რალი იწყება!

ძალიან მტკივნეული იყო და მწარე, მაგრამ თქვენ იცით, ჭრილობები როგორ მოუშუშოთ ადამიანს. მადლობა უფალს, ამდენი სიყვარული რომ მიიღეს ჩემმა შვილებმა და გაიცნეს ამდენი ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი! საშინელი სასოწარკვეთილებისგან გვიხსნა თქვენმა ადამიანობამ! გმადლობთ, რომ გახდით ჩვენი ახლობელი ადამიანები, როდესაც სისხლით ნათესავებმა ზურგი აქციეს ბავშვებს!

სანამ ოჯახი გადავა ნორმალურ საცხოვრებელში, ოთხ ბავშვს და მათ დედას კიდევ არაერთხელ დასჭირდებათ ჩვენი დახმარება. მათ უკვე აქვთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ ვერ უმკლავდებიან ყოველდღიურ ხარჯებს: საკვების, საფენების, მედიკამენტების ყიდვა, ექიმის კონსულტაციის საფასურის გადახდა... გვჯერა, რომ შეგიძლიათ, კიდევ მრავალი რამ შემატოთ ამ სიას, ამ ბავშვებთან მეგობრობის და მათი დახმარების სურვილი კი არ შემოიფარგლება ერთი პროექტით.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: