სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი - მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი - მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში!

page info icon
2024 იანვარი 9
დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა.. ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი? ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,949 ₾
( 451 დონორი )
დასრულებულია

სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი - მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში!

დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა..

ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი?

ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე  უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!

გიო 4 წლის: დღეს დილით მუცელის ტკივილმა გამაღვიძა. და შენ? (ეკითხება კორესპონდენტს) შენც გტკივა მუცელი როცა პური არ გაქვს? ჩანთაში რა გაქვს? კანფეტი ან რამე გემრიელი ხომ არ გიდევს?! მე კარგი ბიჭი ვარ…!

ხატია 9 წლის: ჩვენ გამათბობელი არ გვაქვს, ამიტომაც გაზქურათი ვთბებით, რომელსაც საშინელი სუნი აქვს. აი, უსუნე, დეიდა!  როცა ძალიან ყარს, მე და ჩემს ძამიკოებს არ გვძინავს. ცხვირზე ხელებს ვიფარებთ. ამის გამო ხომ არ დავიხრჩობით? როგორ ფიქრობ? ნეტა რატომ აქვს ასეთი საშინელი სუნი?

გაბრიელი 8 წლის: ზამთარში სკოლაში ერთი ჯემპრით დავდივარ, იმიტომ რომ თბილი ქურთუკი არ მაქვს.

გიო (4 წლის): და მე, დეიდა, არ მინდა რომ დედიკო ტიროდეს… ამიტომაც არასოდეს ვეტყვი, რომ ისევ მშია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

გაბრიელი  (8 წლის): არც თბილი ფეხსაცმელი. სიცივისგან ძვლები მტკივა. წვიმა მეზიზღება, რადგან ჩემს ფეხსაცმელს ძირი აქვს ამძვრალი და როცა წვიმს, ფეხები სულ სველი მაქვს ხოლმე. მერე ავად ვხვდები და დედა ტირის, რომ წამლის საყიდელი ფული არ აქვს. ახლა ითოვებს მალე. თოვლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვითამაშებ ჩემს თანატოლებთან ერთად თოვლში, რადგან არაფერი მაქვს თბილი ტანსაცმელი".

ინგა (დედა): ამ 10 კვადრატულ ფართში ქირით ვცხოვრობთ. 400 ლარს ვიხდი. სოციალური დახმარების ნახევარი ქირაში და კომუნალურ გადასახადებში მიდის.  წლების წინ, საშინელი  ტრაგედია შემემთხვა. მამამ დედა მიმიკლა. სასჯელი კი მოიხადა, მაგრამ იმის მერე კონტაქტი აღარ მაქვს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც თავს ვერ ვიკლავ  - ჩემი შვილები არიან. მაგრამ  ასეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს?  დღეს მხოლოდ 2 ლარი და 60 თეთრი მქონდა მაკარონის საყიდლად. კონსულტანტმა გოგონამ რომ ამიწონა, და სასწორზე 3 ლარის და 50 თეთრი რომ დაეწერა, ვთხოვე ამოეკლო 90 თეთრის მაკარონი. ის გოგო მიხვდა, რომ მეტი ფული არ მქონდა და არ ამოაკლო. ღმერთმა დალოცოს ამ სიკეთისთვის. ახლა ამ მაკარონს მოვუხარშავ ბავშვებს. ძვლები მეწვის ამათი ცოდვით. შიმშილს გაუძლონ, თუ სიცივეს? გამათბობელი არ არის სახლში და ამიტომ იძულებული ვარ, გაზის ქურები ავანთო. ტელევიზორში ბევრჯერ მოვისმინე ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არ შეიძლება დახურულ სივრცეში გაზის ქურის დიდხანს ანთება გათბობისთვის. სიცოცხლისთვის საშიში არისო. მაგრამ სხვა ძალა არ მაქვს.  

ბავშვები სიცივისგან იყინებიან.  ალბათ, მარტო დედები გამიგებთ, როგორი ტკივილია, რომ მშობელი საკუთარი შვილების ტანჯვას უყურებდეს და ვერაფრით ეხმარებოდეს. ერთადერთი რითიც ვეხმარები ის არის, რომ ჩემს წილ საჭმელსაც ბავშვებს ვუნაწილებ. მე რამენაირად გავუძლებ".

კეთილო ადამიანებო, ნუთუ დაუშვებთ, რომ ამ პატარებს შიმშილისგან ისევ ასტკივდეთ მუცელი და სიმწრის ცრემლებით იტირონ.  მშიერი ბავშვის ცრემლები ხომ ცამდე აღწევს, უფალთან. და მერე, ჩვენ  რა პასუხს გავცემთ უფალს, რით გავიმართლებთ მასთან თავს? 

ადამიანებო,  გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროს გადარჩენა  მხოლოდ სიკეთეს შეუძლია. ამ სამყაროში კი თქვენი შვილები, თქვენი და/ძმები, თქვენი შვილიშვილებიც ხომ ცხოვრობენ.  თქვენ მიერ გაღებული სიკეთე კი, ლამპარი იქნება მათი ცხოვრების გზაზე. ის ლამპარი, რომელიც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს სწორედ მაშინ გაგინათებთ გზებს, როცა ირგვლივ სიბნელე  დაისადგურებს. გახსოვდეთ, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც უფალთან მივყავართ, ეს სიკეთის გზაა. 

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ქსოვრელის ქუჩა 15

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: