დედიკო და მამიკო მათ აღარასოდეს ჩაეხუტებიან... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო და მამიკო მათ აღარასოდეს ჩაეხუტებიან...

page info icon
2018 აპრილი 12
ეს პატარები ობლად დარჩნენ. ისინი ვერასდროს შესძლებენ მშობლების ხმის გაგონებას. „დედიკო“ და „მამიკო“ მათთვის უკვე წარსულია, რომელსაც ვერ დააბრუნებ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,623 ₾
( 141 დონორი )
დასრულებულია
საბა 8 წლის არის, ლიზი კი - 4-ის. მათზე ბებო და პაპა ზრუნავენ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ბავშვების მოსავლელად, თუმცა  განა რამე ჩაენაცვლება დედის და მამის სიყვარულს? 
„ბებო, მიყიდე ნაყინი...ბებო, მიყიდე თოჯინა...ბებო, მიყიდე ნამცხვარი...გული მტკივა, როდესაც ვერ ვუსრულებ ჩემს პატარებს თხოვნას. აი, როგორ უნდა ავუხსნა ბავშვს, რომ მთელი პენსია წამლებზე და საკვებზე მიდის და რომ აწი ასე შეჭირვებულად მოგვიწევს ცხოვრება?! მე და ჩემი ქმარი უკვე იმ ასაკში ვართ, რომ თავად გვჭირდება მოვლა. მეშინია იმის გაფიქრებაც კი, რომ რა ეშველებათ ამ ბავშვებს ჩვენს შემდეგ, ისინი ხომ ძალიან პატარები არიან ჯერ...“, - ამბობს  ლიზა ბებო. 
…მისი ქალიშვილი თამარი, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ, დასახლდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც გაიცნო კახა არბოლიშვილი. ახალგაზრდებს შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. 2010 წელს მათ საბა შეეძინათ. თამარი სასწრაფო დახმარების ექთანი გახლდათ, ხოლო  კახა ფეხბურთში  წვრთნიდა ბავშვებს. 
4 წლის შემდეგ ქვეყანას პატარა ლიზი მოევლინა, ხოლო მისი დაბადებიდან მეხუთე დღეს, თამარი მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებმა დაადგინეს, რომ 32 წლის ქალს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რომლის შესახებ მან არაფერი იცოდა. 
დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე ზრუნვა მამამ აიღო თავის თავზე, ცივ ნიავს არ აკარებდა მათ, თუმცა... ბედკრულმა განგებამ არც იგი დაინდო. 
3 თვის წინ,  45 წლის სიცოცხლით სავსე მამაკაცი თრომბით გარდაიცვალა.  აი, ასე დარჩნენ ობლად საბა და ლიზი, საოცრად საყვარელი ბავშვები, რომლებსაც ამიერიდან მშობლების გარეშე მოუწევთ ცხოვრების რთულ გზაზე სიარული. 
„თამარის გარდა მყავდა ვაჟიშვილი, რომელიც 20 წლის წინ დაიღუპა უბედური შემთხვევის დროს. ასე, რომ არავინ გვყავს ახლობელი დარჩენილი. კახას გარდაცვალება ისეთი დარტყმა იყო ჩვენთვის, რომ ჯერ გონს ვერ მოვეგე და მოვეგები ოდესმე? მე და ჩემი ცოლი ვაკეთებთ რაც შეგვიძია, თუმცა დახმარების გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავძლოთ“, - ამბობს პაპა ირაკლი. 
ამ ადამიანების წინაშე დღეს საკითხი ასე დგას - როგორმე უნდა გაძლონ, გადალახონ ეს მძიმე ეტაპი, არ   უნდა ჩავარდნენ სასოწარკვეთაში და უნდა გაუმკლავდნენ არსებულ უამრავ სირთულეს, მხოლოდ ამ ორი პატარა ანგელოზის გამო...ამის გაკეთებას კი ისინი თქვენი  დახმარებისა და თანადგომის გარეშე ვერ შესძლებენ!
ცხინვალის რეგიონიდან ეს დევნილი ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს...მაგრამ ყველაზე მეტად მათ ამჟამად ყურადღება სჭირდებათ. 
მეგობრებო, თუ გაქვთ პატარა ობლების - საბასა და ლიზის, დახმარების შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საბა და ლიზი არბოლიშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).


მსგავსი პროექტები: