დასახიჩრებული ბავშვობა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დასახიჩრებული ბავშვობა

page info icon
2018 მაისი 21
page info icon
3293
ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, დახმარება არ ჩანს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
867 ₾
( 44 დონორი )
დასრულებულია
43 წლის ქალი მარტოდმარტო ზრდის 6 შვილს. ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, ხოლო დახმარება არსაიდან ჩანს. 

აკობიების ოჯახი 12 წელი რუსეთში ცხოვრობდა. მამა მშენებლობაზე მუშაობდა, დედა კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, აგროვებდნენ ბინის საყიდელ ფულს, ბავშვებს არ აკლდა საჭმელი და ტანსაცმელი...   თუმცა, შექმნილი პრობლემების გამო დედას შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნება მოუწია. 
ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ბებიასთან დასახლდნენ, მოგვიანებით  რაიონული საავადმყოფოს შენობას შეაფარეს თავი, რამდენიმე წლის წინ კი ამორტიზირებულ შენობაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც გაუსაძლისი პირობები დახვდათ: სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლები დანესტიანებულია, ჭერი - დაობებული, ხოლო იატაკი ლამის სადაცაა ჩაიქცევა... 
განა შეუძლია მარტოხელა დედას, რომლის შემოსავალი თვეში სოციალური შემწეობის სახით 460 ლარს შეადგენს, გააკეთოს რემონტი, იყიდოს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გადაიხადოს კომუნალური გადასახადი და, რაც მთავარია,   დააპუროს შვილები?  რა გამოდის? 2 ლარი დღეში ერთ ადამიანზე - ეს ხომ კატასტროფაა?!
ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი 5 წლისაა, ყველაზე უფროსი ბავშვი კი - 14. მზია ოცნებობს იურისტი გახდეს, რათა დაიცვას ადამინები, რომლებიც  უსამართლოდ იტანჯებიან. იგი ათვითცნობიერებს შექმნილ ვითარებას და მწარედ განიცდის მდგომარეობას, რომელშიც მისი ოჯახი აღმოჩნდა. „ერთ დროს, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი ოთახი, არ გვციოდა და არ გვშიოდა, ახლა კი არაფერი გაგვაჩნია, თეთრეულიც კი არ გვაქვს...“,- ამბობს 14 წლის მოზარდი.
მეგობრებო, ეს ბავშვები გაურკვეველი სიტუაციის და უფროსების უპასუხისმგებლო ქცევის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დარჩებით გულგრილი მათი მწარე ხვედრის მიმართ და გაუწვდით მათ დახმარების ხელს!
აკობიების მრავალშვილიანი ოჯახი დღეს გასაჭირშია და შველას ითხოვს, მათ თქვენი თანადგომის იმედი აქვთ! მოდით,  არ დავაყოვნოთ და ვაჩუქოთ ამ პატარებს მომავლის იმედი! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
თუ გაქვთ  სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ აკობიების მრავალშვილიან ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აკობიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/329-akobia/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანი!

მსგავსი პროექტები: