4 ბავშვი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

4 ბავშვი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე!

page info icon
2018 სექტემბერი 12
page info icon
18785
14 წლის ლუკა, 10 წლის მარიამი, 3 წლის ნინო და 2 წლის ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,367 ₾
( 322 დონორი )
დასრულებულია

სიტუაცია, რომლშიც ამ ბავშვებს უხდებათ ცხოვრება, არის სრულიად აუტანელი. მათ არამარტო შიათ და არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არამედ საშუალებაც არ აქვთ, რომ თავი დააღწიონ სიღარიბეს და ჰქონდეთ განვითარების პერსპექტივა. 
ახალგაზრდა დედა, ხათუნა ჟორჟიკაშვილი, ფაქტიურად მარტო ზრდის 4 შვილს. 14 წლის ლუკა, 10 წლის მარიამი, 3 წლის ნინო და 2 წლის ილია მოკლებულნი არიან ყოველგვარ ბავშვურ სიხარულს, ნორმალურ კვებას და მკურნალობას, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ. 
შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ამორტიზირებულია: ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედელზე ობია გაჩენილი, ზამთარში ბავშვები სიცივისგან კანკალებენ, ცივდებიან და გამუდმებით ახველებენ. 
გასულ წელს ხათუნა Сჰეპატიტით  დაავადდა. მკურნალობამ მას მთელი ენერგია წაართვა, რომელსაც იგი შვილებს ახმარდა.
ბავშვების მამა არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და ხათუნას მარტო უხდება ორ ფრონტზე ბრძოლა - ჰეპატიტთან და სიღარიბის წინააღმდეგ. 
ჩვენი ვიზიტის დღეს, მეოთხე ბავშვი სახლში არ  დაგვხვდა. ხათუნას თქმით, 10 წლის მარიამი ნათესავმა  წაიყვანა, რადგან უსახსრობის გამო, ოჯახი ფაქტიურად სულს ღაფავს. ერთადერთი შემოსავალი არის მწირი სოციალური შემწეობა, რაც მხოლოდ ცარიელა პურის საშუალების ყიდვას თუ იძლევა, დახმარება კი არსაიდან ჩანს. 
„რომ არა კეთილი ადამიანები, შიმშილისგან ამოგვხდებოდა სული.  ღამით, ბალიშზე რომ დავდებ თავს, ვტირი, რადგან გული მისკდება იმზე ფიქრით, თუ რა უნდა ვაჭამო ხვალ ბავშვებს ან რით ვუმკურნალო...არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ  რომ გავუძლო ასეთ ყოფას...“, - ამბობს ხათუნა, 4 შვილის დედა. 
მეგობრებო, ჟორჟიკაშვილების ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი, რომ ეს ბავშვები როგორმე გამოვტაცოთ ხელიდან სიდუხჭირეს. ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, მედიკამენტებს, ელემენტარულ  საყოფაცხოვრებო ნივთებს. 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჟორჟიკაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: