მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს!

page info icon
2019 თებერვალი 4
ლილოს დასახლებაში მდებარე ამ პატარა ნაგებობას სახლსაც ვერ დაარქმევ. ნახევრად ჩამოშლილი კედლები დამტვრეული სახურავით არის გადაფარული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
545 ₾
( 32 დონორი )
დასრულებულია
ამ ბარაკში ლალი მჭედლიშვილი თავის შვილთან ერთად, 18 წლის წინ დროებით მოათავსეს. მაგრამ, არაფერია  იმაზე მუდმივი, ვიდრე ის, რასაც დროებითს ეძახიან. იოსებ მჭედლიშვილი აქ გაიზარდა, დაქორწინდა და ახლა ცოლთან, სამ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. 
- ლალი, როგორ ცხოვრობთ აქ? 
- ვერ აღვწერ, როგორ ვწვალობთ! ტუალეტიც კი არ გვაქვს, არც აბაზანა გვაქვს. ტაშტში ვბანაობთ, წყალსაც შორიდან ვეზიდებით. ვთბებით შეშის ღუმელით, თუმცა სახლში იმდენი ღრიჭოა, რომ სითბო არ ჩერდება. ვერც გადავდივართ სხვაგან, არ გვაქვს ქირის ფული.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ნაგებობა ჯერ კიდევ არსებობს ოცდამეერთე საუკუნის თბილისში – სიცოცხლით სავსე ქალაქში. ექვსი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს - სახლი ქარიან ამინდში ზანზარებს, სახურავი ბინადრებს წვიმისგან არ იცავს, ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა.  მჭედლიშვილების ოჯახი არც კი ნატრობს სხვაგან გადასვლას, ისინი ამ სახლის შეკეთებაზე ოცნებობენ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ აქვთ.   
- ლალი, თუ მიმართეთ ვინმეს სახელმწიფო სტრუქტურებში? 
- სად არ ვიყავით, არავის არ აინტერესებს ჩვენი გაჭირვება. მე მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს! გაიხედეთ, მეზობელიც კი არ გვყავს. ერთხელ ერთმა კეთილმა კაცმა ორი ბოძი გვაჩუქა, ამით სახურავი გავამყარეთ. მაგრამ ეს ხომ დროებითია, სახლს კაპიტალური გამაგრება სჭირდება. ერთი ოთახი მაინც რომ გაკეთდეს, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად მოვთავსდებით. 
ოჯახში სამი ბავშვია - 9 წლის გელა, 7 წლის გიორგი, 5 წლის ნინო. ბებია მათ უსაფრთხოებაზე ნერვიულობს.
- ცოტა ხნის წინ გარეთ ძლიერი ქარი იყო, გელას ფიცარი დაეცა თავში. ძლივს გადარჩა ბავშვი. ღმერთმა გადაარჩინა! უფლის წყალობით სერიოზული ტრავმა არ მიიღო. 
ბავშვები, ასეთ აუტანელ პირობებშიც კი მაინც ხალისიანები არიან და მომავალზე ოცნებობენ.
- ბავშვებო, რაზე ოცნებობთ? 
- ალბათ გაგეცინებათ, მე მინდა პოლიციელი გავხდე. მინდა სამართლიანობაზე ვიზრუნო. ვფიქრობ ძალიან მომიხდება პოლიციელის ფორმა.  -  გვიპასუხა გელამ.
- მე და ჩემი და კი არ ვიცით რა გვინდა გამოვიდეთ. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ველოსიპედი გვინდა. ართი გვეყოფა, რიგრიგობით ვატარებთ. - თქვა გიორგიმ. 
- არა-არა – ჩაერია ლაპარაკში პატარა ნინო, - გადავიფიქრე, მე თოჯინა მინდა და მისთვის ორი ან სამი ლამაზი კაბა. მე მას ნინოს დავარქმევ... მე არ მაქვს ლამაზი კაბები და მას მაინც ჰქონდეს...
მეგობრებო, ჩვენ ყველას შეგვიძლია მჭედლიშვილების ოჯახის დახმარება! მათ ხომ არც ისე ბევრი რამ უნდათ - მხოლოდ მყარი, საიმედო სახლი! ნებისმიერი მხარდაჭერა მათთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს!
ფინანსური დახმარება მჭედლიშვილების ოჯახს თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი) ან გადაიხადოთ პირდაპირ საიტიდან
ასევე სასურველი თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ შემდეგ ფონდი.. (დამატებითი ინფორმაცია იხილით ბმულზე  https://goo.gl/GY2Gus).

მსგავსი პროექტები: