ღმერთო, გადამირჩინე შვილები! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო, გადამირჩინე შვილები!

page info icon
2019 თებერვალი 8
ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემს შვილებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ვლოცულობ, აგრეთვე, ყველა ბავშვზე, ვინც განსაცდელშია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
530 ₾
( 25 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, შეხედეთ ამ ბავშვების სახეებს. მათ არანაირი დანაშაული არ მიუძღვით იმაში, რომ მძიმე ბავშვობა აქვთ. ისი საზოგადოების მხრიდან ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებენ, თუმცა სახელმწიფო ჩინოვნიკებს არ სურთ ამის გაგება. 
ბანეთიშვილების ოჯახში 4 მოზარდი იზრდება, რომელთაგან  ორს აქვს სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 12 წლის მერაბს გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება, ხოლო 5 წლის ხათუნა ცერებრული დამბლით არის დაავადებული. 6 ადამიანი ორ პატარა ოთახში ცხოვრობს, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია. მათ საცხოვრებელში ცივა, კედლები ნესტითაა დაფარული, ავეჯი კი მწყობრიდანაა გამოსული. 
ოჯახის მამა უმუშევარია, მან ვერადავერ იშოვა მუშის სტაბილური სამსახური. თუკი რამე ერთჯერადი გამოჩნდა, იგი გამომუშავებულ მწირ თანხას საკვებ პროდუქტებში ხარჯავს, რაც ამ ეტაპზე ამ ოჯახისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვებს არ გააჩნიათ კალორიული კვება, ხანდახან შიმშილობენ კიდევაც. 
ჩვენ ვესაუბრეთ ზინა ბანეთიშვილს, ოთხი შვილის დედას:   
- როგორ იწყება დღეს თქვენს ოჯახში? 
ზინა: პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ ჩვენით დაინტერესდით. დილა კი ასე იწყება: ჩემი მეუღლე უთენია დგება და მიდის სამუშაოს საძებნელად, იქნებ რაღაცა გამოჩნდესო... მერე იღვიძებს 2 წლის ბიჭი, შემდეგ კი უფროსი ბავშვები. ხათუნას დილაობით კრუნჩხვები ემართება, ისტერიკაში ვარდება. უფროსი გოგო, 14 წლის ნინო, ძალიან  მეხმარება პატარების მოვლაში. სამწუხაროდ, მას სკოლის გაცდენა უხდება, რადგან მარტო ყოველთვის ვერ ვუმკლავდები ხათუნას მოვლას და დამშვიდებას. 
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს? 
ზინა: პენსია და მეუღლის მიერ ხანდახან გამომუშავებული მწირი თანხა. ხათუნას თვეში 200 ლარი ესაჭიროება სამედიცინო კვლევისთვის და ფულს ძირითადად  ამაში ვხარჯავთ. სამწუხაროდ, მერაბის სამკურნალო თანხა არ გაგვაჩნია. კიდევ კარგი, რომ ბავშვს აღენიშნება მსუბუქი ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა. 
- ვინმე გეხმარებათ? 
ზინა: არა, არავინ გვეხმარება. 
- ხომ არსებობს სპეციალური პროგრამები ბავშვების სამკურნალოდ, არ დაინტერესებულხართ? 
ზინა: სამწუხაროდ, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ვიცი მხოლოდ ის, რომ არსებობს სპეციალური სკოლები, მაგრამ ალბათ ძალიან ძვირი ღირს... 
-ხდება ხანდახან ისე, რომ შიმშილობთ?
ზინა: დიახ, თუმცა ვცდილობ ბავშვებს არ მოვაკლო საჭმელი...ლობიო, წყალწყალა სუპი და პური. ეს არის ჩვენი სადილი. 
-მერაბის და ხათუნას შემდეგ არ შეგეშინდათ შვილის გაჩენა?
ზინა: ძალიან მეშინოდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. აწი ვიცი, რომ მერაბს და ხათუნას მზრუნველი  და-ძმა ეყოლება. ღამით, როდესაც ბავშვებს დავაძინებ, ვლოცულობ. ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემს შვილებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ვლოცულობ, აგრეთვე,  ყველა ბავშვზე, ვინც განსაცდელშია. 
მეგობრებო, ბანეთაშვილების ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საოჯახო ნივთებს, თეთრეულს. თანხის გადარიცხვა ამ ბავშვების მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბანეთაშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“ (ილია ჭავჭავაძე). 

მსგავსი პროექტები: