დედამ მიგვატოვა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედამ მიგვატოვა

page info icon
2019 ივნისი 24
6 წლის ლიზიმ, 10 წლის მარიმ და 13 წელის საბამ უმძიმესი, როგორიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, სტრესი გადაიტანეს.ისინი დედამ მიატოვა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,000 ₾
( 39 დონორი )
დასრულებულია
6 წლის ლიზიმ, 10 წლის მარიმ და 13 წელის საბამ უმძიმესი, როგორიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს,  სტრესი გადაიტანეს. ისინი დედამ მიატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ეს მოხდა ოთხი წლის წინ. 
როდესაც ქალმა უსიტყვოდ მიატოვა ოჯახი, მის მეუღლეს მინდია ბოკუჩავას – ბავშვების მამას, გულმა უმტყუნა. მას არ შეეძლო გაეცა პასუხი შვილების შეკითხვებზე:  “სად არის დედა?”, “რატომ არ მოდის?”, “რატომ წავიდა?”, “აწი არ დაბრუნდება?”. 
დიახ, მინდიას არ ჰქონდა პასუხი, იგი ვერ იჯერებდა: კარგი, დავუშვათ, წავიდა მისგან, მაგრამ ბავშვები – სამი მცირეწლოვანი შვილი როგორ მიატოვა?! ის ვერ ამშვიდებდა ბავშვებს, ხოლო სულიერი ტკივილი იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი ინფარქტი დაემართა, შემდეგ კი  მეორე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდიამ საკუთარ თავზე აიღო დედის ფუნქციებიც: სადილს აკეთებს, თუ აქვს საშუალება რისგან გააკეთოს, რეცხავს,  მინდია ბავშვებს უვლის.
 რომ ვთქვათ ბოკუჩავების ოჯახი ღარიბულად ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ, რამეთუ მამა და სამი შვილი წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ: ნახევრად დანგრეული სახლი, გაბზარული ჭერი, ობმოდებული კედლები, გაპარტახებული ავეჯი. დიახ, ასე გამოიყურება მათი საცხოვრებელი, რომელმაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი. 
როდესაც დედა სახლიდან წავიდა, ლიზი 2 წლის იყო და, საბედნიეროდ, იგი არ ახსოვს. საბედბიეროდ იმიტომ, რომ მარი, რომელსაც იმ ავბედით დღეს 7 წელი შეუსრულდა და დედა ახსოვს, დღემდე ვერ გამოსულა სტრესული მდგომარეობიდან და ხშირად თავისთვის ბუტბუტებს: «მე დედა არ მყავს, მე დედა არ მყავს”.  12 წლის საბა კი საკუთარ თავში ჩაიკეტა: არავისთან საუბრობს, კლასში უსიტყვოდ ზის და მასწავლებლის შეკითხვაზე – “საბა, რა გჭირს?, პასუხობს თვალზე მომდგარი ცრემლებით, დაბნეულობითა და ბავშვური სევდით. 
270 –ლარიანი სოციალური შემწეობა – ეს არის ის თანხა, რომელიც ბოკუჩავების ოჯახმა უნდა იმყოფინოს. ეს ის მიზერია, რომლის მეშვეობით სნეულ მამას და მის შვილებს სული უდგათ, თუმცა აქ საუბარი მხოლოდ გადარჩენაზეა: ბავშვები ხშირად შიმშილობენ, წვიმიან ამინდში სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლის და ტანისამოსის უქონლობის გამო.
ეს ყველაფერი ხდება საკურორტო დაბა ანაკლიაში, რომელიც ბოლო წლებში აივსო მდიდრული სახლებით, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ამ შეჭირვებული ოჯახის დახმარება, შესაძლოა, საერთოდ, არ სურთ მათი შემჩნევა!
ბავშვები ოცნებობენ, ლამაზი სახლი ჰქონდეთ, თავისი, პატარა ლამაზი სახლი, სადაც მამასთან ერთად სისუფთავეში და სიმყუდროვეში შეძლებენ ცხოვრებას, სადაც არ მოუწევთ ყოველი ქარის შემდეგ, ფანჯრებიდან ჩამოხეული ცელოფნების დაწებება... 
მამას ძალიან უნდა მუშაობა დაიწყოს, ბავშვები უკვე იმ ასაკში არიან, რომ ცოტახნით მათ მარტო დატოვებას შეძლებს. თუ ვინმე ამ სახითაც დაეხმარებით ეს მისი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 
მეგობრებო, მინდია ბოკუჩავა და მისი შვილები საჭიროებენ ყველაფერს: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, თეთრეულს, სათამაშოებს, ავეჯს, სასკოლო ნივთებს, საოჯახო ტექნიკას, ხოლო თვად მამა კი – ძვირადღირებულ პრეპარატებს. 
თუ თქვენ გაქვთ შესაძლებობა გაუწოდოთ დახმარების ხელი ამ შეჭირვებულ ოჯახს, ბავშვებს, რომლებიც დედამ მიატოვა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მინდია ბოკუჩავა)  ან გადარიცხოთ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.
თქვენ  ასევე შეგიძლიათ თანხა ჩრიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩენი ფონდი. 
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით! 

მსგავსი პროექტები: