შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული საქართველოს შვილები!
2019 ნოემბერი 15
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,000 ₾
(
130 დონორი )
ზეციდან ანგელოზები გვიღიმიან!
ძვირფასო მგობრებო, თითოეული დახარჯული თეთრისთვის გაბარებთ ანგარიშს! ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ თქვენს ნდობას, მაგრამ ჩვენთვის ასვე მნიშვნელოვანია თვალნათლივ დაინახოთ, რომ თქვენს მიერ შემოწირული თანხები მიზნობრივად იხარჯება! ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, აკობიების ოჯახზე რომ გიამბეთ. მარტოხელა დედა, ექვს მცირეწლოვან შვილთან ერთად არაადამაინურ პირობებსა და საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა: დანგრეულ ქოხში, დაბზარული კედლებითა და მოშლილი სახურავით, დაობებული ჭერითა და დაშლილი ავეჯით.
მიზერული სოციალური დახმარება პურის საყიდლადაც არ ყოფნიდათ. ბავშვები ხშირად შიმშილობდნენ, წვიმიან ამინდში აცდენდნენ სკოლას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ფეხსაცმელი და არც ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ნესტიან ოთახში, ძველ გამათბობელთან ისხდნენ მთელი დღე.
მას შემდეგ, რაც ჩვენი სტატია გამოქვეყნდა, მათი ცხოვრება შეიცვალა! ზუგდიდის მერიის დახმარებით ოთახი გარემონტებულია! უამრავმა კეთილმა ადამიანმა მოუტანა ტანსაცმელი, პროდუქტი, ფულადი დახმარებაც კი გაუწიეს!
- ტასო, რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვენს შესახებ სტატია დავწერეთ?
ტასო: უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც მოხვედით და დახმარებას შეგვპირდით, მეგონა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები იყო... მეგონა ისევ დაწერენ, აჩვენებენ ჩემს შვილებს, ისაუბრებენ იმაზე, თუ რაოდენ მძიმეა ქვეყანაში ცხოვრება... ვიღაც ამით ქულებს დაიწერდა, ვიღაცას სალაპარაკო თემა გაუჩნდებოდა, და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, შევცდი...ჩემი ოჯახის შესახებ როგორც კი დაწერეთ, პირველივე დღიდან, მირეკავდნენ სრულიად უცხო ადამიანები, მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი! ერთმა კაცმა, სახელიც არ მახსოვს, 50 ლარი მაჩუქა, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო!
- კიდევ როგორ დაგეხმარნენ ტასო, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
ტასო: სიხარულით ცას ვეწიე! ოთახი გამირემონტეს! ადამიანად ვიგრძენი თავი. ჩემს შვილებს ნესტიან იატაკზე აღარ სძინავთ, მათ საწოლები აქვთ, და მომავლის იმედი!
- შეიძლება ბავშვებს გავესაუბროთ? მზია, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
მზია(15 წლის): ჩემი აზრით ყველაზე მეტად პროდუქტი გვჭირდებოდა! დედას ძალიან გაუხარდა.
რევაზი(14 წლის): სიმართლე რომ გითხრათ, სარეცხი მანქანა ძალიან გამიხარდა. სარეცხისთვის წყალი მე მომქონდა ხოლმე და ზამთარში ხელები მეყინებოდა.
ვარაზი(12 წლის): თითქოს ჩემს გულში იჯექით! ბავშვობიდან ვოცნებიბდი ველოსიპედზე...
რამაზი(9 წლის): ვარაზიმ თქვა რასაც ვფიქრობდი... ველოსიპედი იყო ჩემი ოცნებაც!
თაზო(8 წლის): პროდუქტი და კამფეტები გამიხარდა ყველაზე მეტად და კიდევ, ვარაზი ველოსიპედით გამასეირნებს ხოლმე!
თინა(6 წლის): მე კი სარეცხი მანქანის და გაზქურის ყუთები მომეწონა ყველაზე მეტად... ჩემს ბენის პატარა სახლი ექნება... და მეც!
-ტასო, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, იქნებ კიდევ რამეზე ოცნებობთ.
ტასო: არც კი ვიცი... ამდენი გააკეთეთ ჩვენთვის, კიდევ რამე როგორ უნდა გთხოვოთ? უბრალოდ ნუ დაგვივიწყებთ, დახმარება ისევ თუ დამჭირდა, ვიცი ვისაც უნდა მივმართო.
-როგორც თავად დარწმუნდით, ქართველებზე კეთილი ხალხი არ არსებობს! ეჭვიც არ გვეპარება, რომ არ მიგატოვებენ.
ტასო: დიახ, ეს ჩემი თვალით დავინახე და ვიწამე! დიდი მადლობა! მადლობა ჩემი შვილების ღიმილისთვის! ყველაფრისთვის დიდი მადლობა!
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს fb - პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა, მხოლოდ ახლა იწყება. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აკობიების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/531-akobia/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
Nova Technology,
TBCpay
ExpressPay
ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
პ.ს. ჩერნოვეცკის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას! ჩვენს პრაქტიკაში, ხალხის რჩეულმა პირველად გამოავლინა ასეთი ქრისტანული სიკეთე! დიდი მადლობა მას!
და კიდევ ვთხოვთ გამოგვეხმაუროს ყველას, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება ამ ოჯახის მიმართ. გაგვეცანით, თქვენ ჩვენი გმირები ხართ!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 თებ 14 | სარეცხი მანქანა, გაზქურა | 1,500 | transferred |
2020 თებ 14 | პროდუქტები | 299.79 | transferred |
2020 თებ 14 | ველოსიპედები | 600 | transferred |
2020 მარ 11 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 600 | paid |
სულ ხარჯი: 2,999.79 ₾
დარჩა 0.21 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2019 დეკ 23 | ზაალიშვილი ზურაბ | 50 | Transfer to account |
2019 დეკ 23 | ზურაბიანი თეიმურაზ | 30 | Transfer to account |
2019 დეკ 23 | კუტალაძე მარი | 3 | Transfer to account |
2019 დეკ 23 | ხარანაული მარიამი | 1 | Transfer to account |
2019 დეკ 23 | გიორგი მწყერაშვილი | 50 | Transfer to account |
2019 დეკ 23 | გიორგი ბალახაშვილი | 50 | Transfer to account |
2019 დეკ 21 | ი/მ მარიამი ჭიპაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 დეკ 20 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 დეკ 19 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 დეკ 19 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 დეკ 19 | ეკა ვარსემაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 დეკ 19 | გიორგი ქარდავა | 5 | Transfer to account |
2019 დეკ 18 | ანონიმი | 3 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 დეკ 18 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 დეკ 17 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 დეკ 17 | ბაგაევა ირინა | 10 | Transfer to account |
2019 დეკ 17 | გიორგი დიდებაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 დეკ 16 | ბექიშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
2019 დეკ 16 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
2019 დეკ 15 | გვანცა ჭელიძე | 4 | Transfer to account |
2019 დეკ 14 | პაატა ძაღოშვილი | 10 | Transfer to account |
2019 დეკ 14 | ანა მამრიკაშვილი | 30 | Transfer to account |
2019 დეკ 14 | სოფიო გერმანოზაშვილი | 30 | Transfer to account |
2019 დეკ 13 | წაქაძე ვასილ | 3 | Transfer to account |
2019 დეკ 12 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 დეკ 12 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 დეკ 12 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
2019 დეკ 12 | ხომასურიძე ელგუჯა | 1 | Transfer to account |
2019 დეკ 12 | ასლანიკაშვილი ლია | 100 | Transfer to account |
2019 დეკ 12 | გიორგი ბალახაშვილი | 50 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,000 ₾
დარჩა 0.21 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!
ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად...
შეგროვებულია
42,715.82 ₾
დაეხმარა
2,301
|