სასოწარკვეთილება - ჩვენი ბედისწერაა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასოწარკვეთილება - ჩვენი ბედისწერაა

page info icon
2020 იანვარი 29
page info icon
4560
ყოველ დღე დედა და მამა საშინელი არჩევანის წინაშე დგანან - იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,395 ₾
( 125 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!


ვარდიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი მოკლებულია ყველაფერს რაც 21-ე საუკუნეში ნორმად ითვლება. ყოველ დღე ისინი საშინელი არჩევანის წინაშე დგანან - იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები.  თქვენ როგორ მოიქცევით, ასეთი არჩევანს წინაშე რომ დადგეთ?
ერთმანეთი რომ გაიცნეს, ნინო თხუთმეტი წლის იყო, ვაჟა თვრამეტის. შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს. 17 წელი რომ შეუსრულდა ნინოს, 17 წლის წინ - გოგონა შეეძინათ. ლამაზი, ჯანმრთელი თამარი! წლამდე ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. შემდეგ თამარი შეიცვალა. მთელი დღე გაუნძრევლად იწვა. მერე გულყრები დაეწყო, შეტევები... ცერებრული დამბლა დაუდგინეს. 
„გული მოგვიკვდა. ეს განაჩენივით ჟღერდა. ვიცოდი ამ დაავადების შესახებ და ყოველთვის მეშინოდა. ვიცოდი, რომ იგი არ იკურნება, რომ ადამიანთან სიცოცხლის ბოლომდე რჩება... ვიცოდი, რომ იგი არ კლავს, მაგრამ ბავშვის და მისი ახლობლების ცხოვრებას ტანჯვად აქცევს“
- ნინო, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
ნინო: 17 წელია ჩვენი გოგოს ცხოვრებით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. თამარის გარდა კიდევ 4 შვილი გვყავს. ზუსტად ვიცი დამიწყებენ „ჭკუის სწავლებას“ რისთვის აჩენდიო, იმ ერთისთვის მოგევლო და გეპატრონაო. ასეთ ბოროტ ადამიანებს მინდა ვუთხრა - ბავშვები ეს ღმერთის საჩუქარია, ხოლო ვინც ამ საჩუქარზე უარს ამბობს იგი უარს ეუბნება ღმერთს! მე და ვაჟამ კი ჩვენს სახლში უფალი ხუთჯერ შემოვუშვით. 
-   როგორია თქვენი ერთი დღე!
-   დილა იწყება თამარის ტირილით. ის ყოველთვის ტირის როცა იღვიძებს. მე და მეუღლე მას ვაცმევთ, ვაჭმევთ, ვბანთ... ამას ერთად ვაკეთებთ. მე მარტო ვერ ვერევი. თამარი გაიზარდა და დამძიმდა. იმის გამო, რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდები, მეუღლე სულ სახლშია. ვეღარ მუშაობს. თამარის გარდა კი პატარებსაც მოვლა სჭირდებათ! მეგი 13 წლისაა, სწავლობს და ძალიან მეხმარება ოჯახის საქმეებში. პატარა და-ძმისთვის ის პატარა დედაა! ეკატერინე 5 წლისაა, ჩვენი პატარა პრინცესაა. როცა მას ვუყურებ, უფალს მადლობას ვწირავ და ვეუბნები, „მადლობა, რომ მარგუნე წილად ბედნიერება ვიყო მისი დედა“.  
ჩვენი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ-დავითი 3 წლისაა. დიახ, არ მოგესმათ, მას ორი სახელი აქვს! წმინდა გაბრიელის და მეფე დავითის საპატივცემულოდ. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ასახელებს! ეს კი ჩვენი ნაბოლარა მარიამია. მალე 1 წლის გახდება. და აქვე, შეგეკითხებით: ამ ბავშვებიდან რომელი არ უნდა გამეჩინა? რომელზე უნდა მეთქვა უარი?
-ნინო, ნათესავები არ გეხმარებიან?
- შეძლებისდაგვარად ყველა მეხმარება, მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით მოვედი აქამდე. თქვენი აზრით 600 ლარი საკმარისია ამხელა ოჯახისთვის? მხოლოდ თამარის წამლებსა და პამპერსებში ამ თანხის ნახევარი იხარჯება. კომუნალურებსაც ხომ უნდა გადახდა... და საკვებს ვეღარ ვყიდულობთ. პურს მე ვაცხობ ბავშვებისთვის და ესაა ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამიც.
- მეგი, გვითხარი შენ რაზე ოცნებობ?
მეგი (13 წლის): არც კი ვიცი. დედა და მამა რომ ჯანმრთელები იყვნენ. თამარი რომ არ ტიროდეს სულ... სკოლისთვის მჭირდება ნივთები, რვეულები... არც კი ვიცი რა მინდა. 
ეკატერინე (5 წლის): მე მინდა რომ დედიკოს წელი აღარ სტკიოდეს და რომ შეძლოს ჩემი ხელში აყვანა. აი, დედა, მამა და მეგი პრინცესას მეძახიან, მაგრამ აბა თქვენ გინახავთ სადმე პრინცესა, რომელსაც ლამაზი კაბები არ აქვს? ან რომელსაც ფეხსაცმელი არ აქვს? აი, ეს ყველაფერი თუ მექნება, მაშინ თქვენც პრინცესა დამიძახეთ!
- ნინო, თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! მათ შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს. მიმართეთ მათ!
ნინო: ერთი სათხოვარი მაქვს, არ გაიმეტოთ ჩემი შვილები შიმშილისთვის. დაგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ! არც კი ვიცი რა ვთქვა. თამარს გამოკვლევები სჭირდება და ექიმთანაც ვერ ჩამყავს უსახსრობის გამო. ორგანიზმი აღარ იღებს იმ წამლებს რაც 2 წლის წინ დაუნიშნეს, ანალიზები და კვლევები სჭირდება, მაგრამ როგორ რანაირად მოვახერხო ეს? ისე გაუმძაფრდა ეპილეფსიის გულყრები, ზოგჯერ მეშინია, რომ ცოცხალი ვერ გადამირჩება. 
- მიმართეთ ჩვენს მკითხველს!
- მგონი ისედაც ზედმეტად დაგთრგუნეთ. არავინაა ვალდებული ისმინოს და იკითხოს სხვისი გაჭირვების შესახებ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აღარ დამრჩა! 
------------------------------------------------------------------------------------
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას ვარდიაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც ხედავთ, ლაურას და მის პატარებს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ სარეაბილიტაციო კურსი ზვიადისთვის და პროდუქტები.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ლაურას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი თელა. ტელ:  599 45 44 53  
ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან!
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვარდიაშვილების ოჯახი)
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: