ყველაზე საშინელი გრძნობა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე საშინელი გრძნობა

page info icon
2020 აპრილი 30
როცა ჩემმა თემურიმ პირველად დაკარგა გონება და ჩემს თვალწინ დაეცა მიწაზე მეგონა, რომ ჩემი ორი წლის ბიჭი, სამუდამოდ დავკარგე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,740 ₾
( 170 დონორი )
დასრულებულია


  - როცა ჩემმა თემურიმ პირველად დაკარგა გონება და ჩემს თვალწინ დაეცა მიწაზე. მეგონა, რომ ჩემი ორი წლის ბიჭი, სამუდამოდ დავკარგე, ღმერთმა საკუთარ თავზე, ასეთი რამ ნურავის გამოაცდევინოს!

  „ნუ გეშინია დედიკო, უბრალოდ ჩაეძინა!“ - მეუბნებოდა პატარა სალომე. – „კი, ზუსტად ასე იყო“ - აჰყვა ბავშვიც, თან პატარა ძმას თმაზე ნაზად ეფერებოდა...

  „უბრალოდ ჩემი ძმა მალე იღლება“ - განაგრძო გოგონამ, -  „და უცებ ეძინება. დედიკოს კიდე არ ესმის და რატომღაც ეშინია! ჩემი დედიკო ამქვეყნად  ყველაზე კარგია. მეც მეშინია ხოლმე. მაგრამ მე ხომ უკვე დიდი ვარ. მთელი სამი წლის.“ - მაჩვენებს პატარა თითებით. – „გეხვეწებით, დაამშვიდეთ ჩემი დედიკო“

  „გევედრებით, შვილი გადამირჩინეთ, ჩემი უძლურობა მკლავს!“ - ტირის თემურის დედა, მაია.

  მეგობრებო, სამწუხაროდ, არავინ იცის ბავშვის გონების დაკარგვის მიზეზი. მაია კი, დღე და ღამე ლოცულობს და უფალს შველას სთხოვს.

  გვინდა გაგაცნოთ მშვენიერი ქართველი ოჯახი: დედა - მაია და მისი სამი მშვენიერი შვილი: საბა - 12 წლის, სალომე - 3 წლის და თემური - 2 წლის. სანამ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებოდა, მაია როგორღაც ახერხებდა სირთულეებთან გამკლავებას. მაგრამ ახლა...

  - მაია, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე. პირველ რიგში კი, თქვენს უმცროს შვილზე, თემურიზე.

  მაია: პატარა თემურის შეტევები ხშირად აქვს და გონებას კარგავს. ვერაფრით წავიყვანეთ გამოკვლევაზე, მიზეზი რომ გაგვერკვია, ძალიან გვიჭირს.  ერთი წლისაც არ იყო, ასე პირველად რომ დაემართა. იცით რა საშინელებაა, როცა ხედავ, შენი შვილი უმოძრაოდ როგორ წევს? ექიმს რომ მივმართოთ, არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია. აუცილებელია მისი თბილისში წაყვანა და სრული გამოკვლევის ჩატარება. ეს კი ჩვენთვის წარმოუდგენელად ძვირია.

  - რა არის ყველაზე რთული მისაღზრდაში?

  მაია: იცით, მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობ. მოსვენება ერთი წამითაც არ მაქვს. ბავშვს საკუთარ მშობლებსაც კი ვერ ვუტოვებ, უცებ შეტევა რომ დაეწყოს, შეიძლება უჩემოდ ვერ გაუმკლავდნენ და გამოუსწორებელი მოხდეს.

  - არ იტიროთ, მაია, ფონდი ახლავე გადარიცხავს კლინიკაში გამოკვლევის საფასურს. უფრო დაწვრილებით უამბეთ ჩვენს მკითხველებს თქვენს ოჯახზე. მათ შორის, უამრავი კეთილი ადამიანია ! რას ურჩევით დედებს, რომლებიც თქვენსავით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

   მაია: იმედი არასდროს დაკარგოთ. ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლეთ თქვენი შვილების ბედნიერებისთვის!

  - რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

  მაია: მარტოს ძალიან მიჭირს ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება. მშობლებთან ვცხოვრობ და უზომოდ გვიჭირს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მე კი ვერაფრით ვშველი.

  - გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი, თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა.

  მაია: ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო იყო, პირველი ქმრისგან, შვილი მყავს - საბა. სწორედ მისი მომავლის უზრუნველსაყოფად წავედი თურქეთში, დაუღალავად ვშრომობდი, იმის იმედით, რომ მალე ვნახავდი ჩემს ბიჭს. მაშინ პატარა იყო, 3 წლის.

  სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ნოდარი. ისიც ჩემსავით სამუშაოდ ჩამოსული იყო საქართველოდან. მეორედ გათხოვება აზრადაც არ მქონია, მაგრამ ნოდარი დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და საბოლოოდ დავთანხმდი. მის ოჯახში იცოდნენ, რომ უკვე მყავდა შვილი. არც მიფიქრია ამის დამალვა. მისმა მშობლებმა თანხმობა მოგვცეს და დავქორწინდით. ჩვენი საერთო შვილებიც  - სალომე და თემური, იქ დაიბადნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ის აზრი, რომ ჩემი უფროსი ბიჭი, უჩემოდ იზრდებოდა მოსვენებას არ მაძლევდა. ამიტომაც სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ საბას შესახებ ყველამ იცოდა, ნოდარის მშობლებმა სხვისი შვილი არ მიიღეს და ქირით გადასვლა მოგვიწია. ნოდარისთან ურთიერთობა დღითიდღე ფუჭდებოდა, მიზეზი კი დღემდე არ ვიცი...

  ერთხელაც, როცა თემური ერთი თვის იყო, ჩემი მეუღლე სამსახურიდან გვიან, ნასვამი და გაბრაზებული მოვიდა. ჩემმა შეკითხვებმა მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანა, შეურაცხყოფა მომაყენა და სასტიკად მცემა. ვეცადე მის დამშვიდებას, მაგრამ მან, ბინიდან გამაგდო და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა. ვკიოდი და შველას ვითხოვდი, იქ ხომ ჩემი შვილები დარჩნენ, პირისპირ, მთვრალ და აგრესიულ მამაკაცთან. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, ნოდარი დაიჭირეს და 1,5 პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ საერთოდ არ გვინახავს.

- ვინმე გეხმარებათ? ალბათ მარტო ვერ გაუმკლავდებოდით ამდენ სირთულეს?

  მაია: პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ბევრმა იცის ჩემი ისტორია და მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ჩემი მშობლები კი, ჩვენი კეთილდღეობისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ კიდეც. მამაჩემი ხშირად აგროვებს ჯართს და აბარებს, მცირედით მაინც რომ დაგვეხმაროს.

  - დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვის გადაუხდიდით?

   მაია: ჩემს მშობლებს, რომლებიც მუდამ ზრუნავენ ჩვენზე.

   -  როცა ოჯახი შექმენით, თქვენი მომავალი ცხოვრება როგორ წარმოგედგინათ?

  მაია: ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მამაკაცის მხარდაჭერას ვიგრძნობდი გვერდში ამომიდგებოდა და ცივ ნიავს არ მოგვაკარებდა. მეგონა, ერთად, უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება... მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

  - სახელმწიფო გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის თუ მიგიმართავთ?

   მაია: ძალიან გვეხმარება ქალაქ წყალტუბოს მერია. თემურისთვის გამოკვლევის ჩატარებაში დახმარებას შემპირდნენ  და ასევე, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რიგში ჩამაყენეს ბინის მიღებაზე. გულთან ახლოს მიაქვთ ჩემი ტკივილი და მათი ძალიან მადლობელი ვარ.

  - მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

   მაია: მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. იმედსა და ძალებს მხოლოდ რწმენა მაძლევს. ჩემი სულიერი მამა, თევდორე, ძალიან მეხმარება. სულ მეუბნება, რომ დედა ვარ,  ვალდებული ვარ ძლიერი ვიყო და აუცილებლად ყველაფერი  კარგად იქნება! მე მისი მჯერა!

  - ბავშვებზე გვიამბეთ, დადიან სკოლაში, ან ბაღში?

  მაია: ჩემი უფროსი შვილი, საბა სკოლაში დადის. კარგად სწავლობს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მასწავლებლები აქებენ. განსაკუთრებით უყვარს ინგლისური და ლიტერატურა. სალომე ჯერ პატარაა და  ბაღში მომავალ წელს მივიყვან. აი თემურის კი, არც კი ვიცი რა მოვუხერხო. ბაღში ვერ მივიყვან, საერთოდ ვერსად ვერ ვტოვებ მარტოს.

  - როგორია ბავშვების ყოველდღიური რაციონი?

  მაია: თავადაც იცით, რომ მოზარდისთვის სრულფასოვანი კვება აუცილებელია. მაგრამ როგორ? ჩვენი შემოსავალი არაფერზე არ გვყოფნის. ამას ძალიან განვიცდი... იძულებული ვარ ბურღულეული, მაკარონი და წყალწყალა წვნიანები ვაჭამო...

  - ზღაპრებს უყვებით ბავშვებს?

  მაია: სალომეს და თემურის ზღაპრები ძალიან უყვართ. მე და ბებია ვუყვებით ქართულ ხალხურ ზრაპრებს და ასევე ჯადოქრებზე. პატარა სალომეს(3 წლის) ძალიან უყვარს ზღაპარი ლამაზ პრინცესა რაპუცელზე, გრძელი ოქროსფერი თმით, რომელიც ძალიან მაღალ კოშკში ცხოვრობს და მის გადასარჩენად უფლისწული რომ მოდის, თმას გადაუგდებს ამოსასვლელად. საქართველოში ქერა თმა იშვიათობაა და სალომეს ძალიან მოსწონს უჩვეულო გარეგნობის პრინცესა, ამბობს, რომ თვითონავ უნდა ასეთი გრძელი, ოქროსფერი თმა.

  თემურის კი(2 წლის), მოსწონს ლეგენდა წმინდა გიორგიზე. მინდა ბავშვები იცნობდნენ ქართველ წმინდანებს. ასეთი ზღაპარი არ არსებობს, მაგრამ ბავშვი ხატს უყურებს და ჰგონია, რომ გიორგის ამბავი ზღაპარია. მეუბნება, რომ გიორგი უყვარს, გმირია, გველეშაპს მოკლავს და ყველას გადაარჩენს. მეც გმირი ვიქნებიო, და კიდევ ძალიან მოსწონს მისი ლამაზი ცხენი.

  - თუ შეიზლება, ბავშვებს გავესაუბრები. როგორ ხართ ბავშვებო? რა თამშები გიყვართ? დედიკოს ეხმარებით? საბა, კარგად სწავლობ?

  საბა(12 წლის): მე კარგად ვარ, თქვენ? ძალიან მიყვარს ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში. კარგად ვსწავლობ, და დედიკოს ძალიან უხარია. ინგლისური ენა და ლიტერატურა მიყვარს და ძალიან მინდა კომპიუტერი მქონდეს, სკოლაში ინტერნეტიდან დავალებებს გვაძლევენ, მე კი ვერ ვაკეთებ. და კიდევ, იქ ნებისმიერი წიგნის პოვნა შეიძლება, მე კი კითხვა ძალიან მიყვარს. ბებიას, ბაბუას და დედიკოს სულ ვეხმარები. პატარებს ვუვლი. ძალიან მინდა მალე დავამთავრო სკოლა, მუშაობა დავიწყო და ჩემს ოჯახს დავეხმარო.

  - და რა პროფესიას აირჩევ?

  საბა(12 წლის): ჯერ არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს კომპიუტერები. შეიძლება პროგრამისტი გავხდე. გამიგია, რომ მათ, ყოველთვის ბევრი სამუშაო და კარგი შემოსავალი აქვთ.

   - შენი დაიკო და ძამიკო გიყვარს?

  საბა(12 წლის): თითქმის ისევე მიყვარს, როგორც დედა. ყოველთვის დავიცავ, განსაკუთრებით - დას.

  - დაგიძინებია პატარები როდესმე?

  საბა(12 წლის): კი, რა თქმა უნდა, დედას ხომ უნდა მივეხმარო, ყურადღება მივაქციო, რომ დაიძინონ და არ იცელქონ. ძალიან საყვარლები არიან.

  - რას უსურვებდი მთელი საქართველოს ბავშვებს?

  საბა(12 წლის): ვუსურვებ, რომ ოჯახში ყველა ჯანმრთელად ჰყავდეთ... და არავინ ტიროდეს... როცა ვინმე ავადაა, ყველა ტირის.

  - სალომე, ძილის წინ ზღაპრებს ვინ გიყვება? ვინაა შენი საყვარელი ზღაპრის გმირი?

  სალომე(3 წლის): დედიკო დ ბებო მიყვება ხოლმე, სულ ვთხოვ ზრაპარს პრინცესაზე, ოქროსფერი თმით. ნამდვილი გოგონა ოქროსფერი თმით არასოდეს მინახავს.

  - რა გჭირდება, ბედნიერი რომ იყო?

  სალომე(3 წლის): დიდი სამზარეულო მინდა, როგორც ემილის, „ემილი-ტვ“-დან.

  - ამხელა სამზარეულოში რად გინდა?

  სალომე(3 წლის): თოჯინებს უნდა მოვუმზადო საჭმელი, როგორც ემილი. ნახეთ, ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა, ემილი ჰქვია. იცით როგორ მიყვარს? ჩემთან ერთად სძინავს.

   - რა გესიზმრება ხოლმე?

  სალომე(3 წლის): მესიზმრება, რომ პრინცესა ვარ და ვარდისფერი ოთახი მაქვს, დიდი სამზარეულო, როგორც ემილის და უამრავი თოჯინა!

  თემური(2 წლის): მე კი დიდი მანქანა მინდა, რომელშიც ჩავჯდები და გავატარებ. და კიდევ მინდა, გმირი ვიყო, როგორც გიორგი, ზღაპრიდან. მან გველეშაპი დაამარცხა, ცხენზე ამხედრებულმა... ოღონდ ეხლა სადღაა გველეშაპები...

  - მაია, რა შემოსავალი გაქვთ, რაზე გყოფნით?

  მაია: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, ჩემი მშობლები - პენსიას. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ხანდახან, ყველაზე აუცილებელი რამეებსაც კი ვერ ვყიდულობ. ჩემი ბიჭი ავად არის, მე კი არ ვიცი რა სჭირს და ექმითანაც კი ვერ მიმყავს.

  - რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება?

  მაია: ჩემი თემური რომ გამოჯანმრთელდეს. გავიგო რა სჭირს ჩემს ბიჭს, გონებას რატომ კარგავს. მას სასწრაფოდ სჭირდება შველა, მე კი უძლური ვარ.(ტირის)

- როგორ გაიგეთ ჩვენი ფონდის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

მაია: სტატია წავიკითხე  ხუთი შვილის დედაზე, თინათინზე, ვოცნებობდი, საშუალება მქონდეს მეც დავეხმარო. ასე გავიგე თქვენი ფონდის შესახებ, და კიდევ ის, რომ ნამდვილად ეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს. დიდხანს ვერ ვბედავდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მომეწერა. მერწმუნეთ, მხოლოდ ჩემი შვილის გამო. რამე რომ დაემართოს, ვერ გადავიტან. ყველა დედა გამიგებს, ვიცი.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილს სამედიცინო დახმარება სჭირდება. ისე კი, არც  ვიცი, ალბათ სარეცხი მანქანა, სამი შვილი მყავს და ძალიან ბევრის სარეცხია.  პროდუქტი და პამპერსი ძალიან გვჭირდება... ჩემმა შვილებმა არც კი იციან, კარად ჭამა რას ნიშნავს.

- გსურთ, რომ გაიცნოთ ფონდის მეგობრები? ახალი მეგობრები, რომ შეიძინოთ?

მაია: რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის ხსნა არის, მოხარული ვიქნები გავიცნო ყველა, ვინც ჩემს მდგომარეობაში შევა და ხელს გამიმართავს.

----------   

  მეგობრებო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, რომ თემური ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!

  გადარჩენისთვის პატარას სასწარაფო გამოკვლევა და მკურნალობა სჭირდება. ჯიბლაძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი! დაეხმარეთ მათ, „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მაიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ქ. წყალტუბო, დედაენის ქ. 17 ბინა 3 ტელ: 551540175

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ჯიბლაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ჯიბლაძეების  ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: