რა ღირს ბავშვის სიცოცხლე საქართველოში? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რა ღირს ბავშვის სიცოცხლე საქართველოში?

page info icon
2021 იანვარი 26
page info icon
763
7 თვის ერნესტთან, 4 წლის ლუკასთან და 7 წლის დამიანესთან თოვლის ბაბუა არასდროს მისულა. როგორ უნდა აუხსნა პატარებს - რატომ? რატომ მიდის ზღაპრული თოვლის ბაბუა ჯანდაცვის სამინისტროს იმ უნამუსო მოხელეების შვილებთან, რომლებსაც ამ ანგელოზების 4 წლის დაიკოს სამკურნალოდ ფულის გამოყოფა "დაავიწყდათ" და მან საშინელ წამებაში, უბედური ქართველი დედის ხელებში დალია სული, ეპილეფსიის მორიგი შეტევისას. რა უბედურებაა?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,426 ₾
( 93 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ვის შეუძლია გვითხრას, რამდენი ლარი ღირს 4 წლის ბავშვის სიცოცხლე? განა ის ფასდაუდებელი არ არის?

ოჯახი, რომელიც დღეს გვინდა გაგაცნოთ, სხვა ოჯახებისგან არაფრით განსხვავდება. შიმშილი, სასოწარკვეთა და უმწეობის შეგრძნება - აი, რა საერთო აქვს ჩვენს ყველა ბენეფიციარს. მათ საჭმლის ფული არ აქვთ, ბავშვები ცუდად იკვებებიან და მშივრები იძინებენ; მაგრამ ყველაზე საშინელი ეს არ არის... შიმშილს როგორღაც აიტან და გადაიტან...

– მჯერა, რომ ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს, - ამბობს კეთილი, ქართველი ქალი, - ჩემი გოგონა კი ახლა ზეცაშია, ანგელოზთა შორის და ჩვენთვის ლოცულობს...

საშინელებაა იმის დანახვა, ეს ბავშვები როგორ ცხოვრობენ - პატარა ოთახში, სადაც იატაკი და კედლები დიდი ხნის წინ დალპა და სადაც თაგვები დარბიან. „იატაკის ხვრელებიდან მღრღნელები ძვრებიან, მათ ბავშვების საწოლებშიც კი ვპოულობ, - ჩივის ნანა. - მაგრამ რა ვქნათ? სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს!“

ნანა, თუ შეიძლება, გვითხარით, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ნანა: მე სამი შვილი მყავს. ჩვენ საშინელ პირობებში ცხოვრობთ და ზოგჯერ, მათ გამოსაკვებად არაფერი მაქვს... ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა საშინელებაა! მიმოიხედეთ გარშემო! ეს სახლი თავზე გვენგრევა, სახურავი ჟონავს, კედლები იშლება, სარდაფიდან კი თაგვები ძვრებიან! ზოგჯერ, მათ ბავშვების საწოლშიც კი ვპოულობ! მთელი ღამე თვალებს ვერ ვხუჭავ, რადგან მეშინია, არ დაგვკბინონ... ზაფხულში კი აქაურობა მორიელებით არის სავსე. მთელი ავეჯი დამტვრეულია, უფროსებს - დამიანეს და ლუკას ჩანგრეულ საწოლზე სძინავთ და ზედ ძლივს ეტევიან. მაგრამ რა ვქნათ? იატაკზე ძილს ეს სჯობს...

ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ნანა:არა, რას ამბობთ! ეს ჩემი დედამთილის სახლია. იგი ასაკოვანია ქალია, ნერვული აშლილობით. რამდენიმე წლის წინ, მას ნერვული შეტევა ჰქონდა და ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა... ახლა, ხმაურს საერთოდ ვეღარ იტანს და ჩვენი შვილები, რომლებიც, ბუნებრივია, დარბიან და თამაშობენ, მას ძალიან აღიზიანებენ... აქედან გადასვლა გვინდა, დედამთილს სიმშვიდე და მოსვენება სჭირდება, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს! ზოგჯერ, საჭმელიც კი არაფერი გვაქვს, ბინის ქირის გადახდას ნამდვილად ვეღარ შევძლებთ!

და თქვენი მშობლები? ნათესავები საერთოდ არ გეხმარებიან?

ანა:ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით. დედაჩემს ფიბრომა აქვს და ოპერაცია სჭირდება. მამა ადრე ტაქსისტად მუშაობა და გვეხმარებოდა, მაგრამ ახლა, მას მუშაობა აღარ შეუძლია. მათ ჩვენ - ახალგაზრდები უნდა ვეხმარებოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, თავადაც ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველი ახალი დღის დადგომას შიშით ველოდებით. ჩემს და-ძმებს თავი ძლივს გააქვთ. მე და ჩემი მეუღლე ორივე ღარიბი ოჯახიდან ვართ და წარმოიდგინეთ, სიმდიდრისკენ არასოდეს მივისწრაფოდით... ჩვენ მხოლოდ მშვიდი, უშფოთველი ოჯახური ცხოვრება გვინდოდა. გვქონდა კიდეც, სანამ ჩემი მეუღლე, სამი წლის წინ, სამსახურს დაკარგავდა... იმ დროს, ჩვენს ოჯახში ისეთი ტრაგედია დატრიალდა, რომლის გახსენებაც კი არ მინდა! იმ წუთიდან, თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა! (ქალი ბრუნდება და ცრემლებს იწმენდს).

ნანა, მოგვიყევით, გაგვიზიარეთ თქვენი ტკივილი, იქნებ ცოტა შვება იგრძნოთ...

ნანა: სამი წლის წინ ჩვენი ერთადერთი გოგონა, ჩვენი ანგელოზი - პატარა ნიკოლი გარდაიცვალა,... ის მხოლოდ 4 წლის იყო! როგორ იტანჯებოდა, საბრალო... და ყველაზე საშინელება ის არის, რომ მისი დახმარება შესაძლებელი იყო! ის ჩვენმა სიღარიბემ და უგულო მოხელეების უმოქმედობამ შეიწირა! როდესაც ნიკოლი ორი თვის იყო, უბედური შემთხვევის შედეგად, მან თავის არეში დაზიანება მიიღო - ნაცნობის შვილმა მძიმე, ლითონის ტაფა ისროლა, რომელიც ჩემს გოგონას პირდაპირ თავში მოხვდა. ყველაფერი აქედან დაიწყო - ეპილეფსიის საშინელი შეტევები, ენცეფალიტი... საშინელი ტანჯვის 4 წელიწადი! მას გამოკვლევები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და წამლები სჭირდებოდა, რაც ზღაპრულად თანხები ღირდა, რომელიც ჩვენ არც კი დაგვსიზმრებია! ბავშვებით ხელში, დახმარების სათხოვნელად ვის აღარ მივმართე, მაგრამ პასუხს არავინ მაძლევდა, ერთი კაბინეტიდან მეორეში მგზავნიდნენ, დაფინანსებას კი არ გვაძლევდნენ. მორიგი შეტევა ტრაგედიით დასრულდა - ნიკოლი სამუდამოდ დავკარგეთ... უფალმა თავისი ანგელოზი თავისთან, ზეცაში წაიყვანა. საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ის ფულის უქონლობამ და ადამიანთა გულგრილობამ დაღუპა... (ქვითინებს.)

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას... იქნებ თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყვეთ? მეუღლე როგორ გაიცანით?

ნანა: ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით და ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. მე ის მოწონდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ორმხრივი გრძნობა იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მან სოციალურ ქსელებში მიპოვა და მომწერა, პაემანზე დამპატიჟა. დიდხანს არ ვხვდებოდით, მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი და დავქორწინდით. იური მშრომელი კაცია, უსაქმოდ არასდროს ზის - ან მუშაობს, ან მუდმივი სამსახურის ძიებაშია. სახლში, ბავშვების მოვლაშიც მეხმარება. დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი მეუღლე მშენებლობაზეც მუშაობდა და მზარეულადაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ, მუდმივ სამსახურს ვეღარ შოულობს... სხვა თუ არაფერი, სახლში ცოტაოდენი ფული მაინც შემოჰქონდა, მაგრამ ახლა, ჩვენ სოციალური დახმარებით ვარსებობთ, რომელიც საჭმელზეც კი არ გვყოფნის!

ჩვეულებრივ, შვილებს რას აჭმევთ?

ნანა:ერბოკვერცხს, კარტოფილს, მაკარონს... ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მშივრები არიან. ახლახან, საჭმელად არაფერი გვქონდა, ამიტომ მეზობელმა ცოტაოდენი კარტოფილი მოგვიტანა. შევწვი და იმ დღეს, პირველად, საღამოს 7 საათზე ჭამეს! კეთილი მეზობლები რომ არა, ალბათ შიმშილით დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით... ზოგჯერ, სრულიად უცხო ადამიანები მზად არიან, დახმარების ხელი სწორედ იმ დროს გამოგიწოდონ, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა და გამოსავალი აღარ არსებობს... მე ამაში უფლის მოწყალებას ვხედავ! მჯერა, რომ ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს!

ეკლესიაში ხშირად დადიხართ?

ნანა:თითქმის ყოველ შაბათ-კვირას! თუ არ წვიმს, ბავშვებთან ერთად მივდივარ, სანთლებს ვანთებთ და ვლოცულობთ. მადლობა ღმერთს, ღვთისმშობლის ეკლესია სახლიდან არც ისე შორს არის, ამიტომ მას ხშირად ვსტუმრობთ.

ნანა, მუშაობა თავად თუ გიცდიათ?

ნანა:დიახ, ახლომდებარე მაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ბავშვებს მუდმივად ყურადღება და დედობრივი მზრუნველობა სჭირდებათ. ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან. მით უმეტეს, უმცროსი ჯერ კიდევ ძუძუთი კვებაზე მყავს, ამიტომ ეს ყველაფერი სამსახურს ვერაფრით შევუთავსე... (მძიმედ ოხრავს).

თქვენი შვილები სკოლაში ან საბავშვო ბაღში თუ დადიან? თუ შეიძლება, ცოტა რამ მათ შესახებაც მოგვიყევით.

ნანა:ო-ო-ო, ჩემი ერთადერთი სიხარული და ჩემი ცხოვრების აზრი ისინი არიან! დამიანე ძალიან ნიჭიერი ბიჭია, კარგი ნიშნებით მახარებს! ყველაზე კარგად მათემატიკა, მაგალითების და ამოცანების ამოხსნა ეხერხება. ჩემმა ნაცნობმა მისი უფასოდ მეცადინეობაც კი ითავა, ამბობს, რომ ასეთ ნიჭს განვითარება აუცილებლად სჭირდება! მაგრამ აი, დისტანციური სწავლა... ინტერნეტი არ გვაქვს, სკოლის ბუქიც ცუდად მუშაობს; მას გაკვეთილების გამოტოვება უწევს... დაწყებით კლასებში ნახევარი სასკოლო პროგრამა რომ გამოტოვოს, ეს რა შედეგებს მოიტანს?

თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. დამიანე, მოგვიყვები შენ შესახებ? სწავლა თუ გიყვარს? შენი ყველაზე საყვარელი საგანი რომელია?

დამიანე (7 წლის):მე ყველა საგანი მომწონს, ყველა საინტერესოა, მაგრამ მათემატიკა ყველაზე მეტად მიყვარს! დედა ამბობს, რომ ნიჭი მაქვს!

რომ გაიზრდები, ვინ გახდები? ალბათ, დიდი მათემატიკოსი, არა?

დამიანე:არა! ვოცნებობ, მზარეული გავხდე! მამაჩემი ადრე რესტორანში მუშაობდა და ერთხელ, თან წამიყვანა. იქ ნება დამრთეს, რომ ხაჭაპური და პიცა თავად გამომეცხო, წარმოგიდგენიათ? იცით, რა მაგარი იყო?

ყოჩაღ, დამიანე! თოვლის ბაბუას საჩუქარი თუ შეუკვეთე?

დამიანე:დიახ, ველოსიპედი! ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, მაგრამ თოვლის ბაბუა ჩვენთან არ მოსულა... დედა ამბობს, რომ მსოფლიოში ბევრი ბავშვია, ის კი ერთია და ჩვენამდე მოსვლას ვერ ახერხებს... შენ ხომ არ იცი, ჩვენი ჯერი როდის მოვა?

ვფიქრობ, ძალიან მალე! არ იდარდო... შენ, ლუკა? შენ რაზე ოცნებობ? (პატარამ მხოლოდ თავი გააქნია, გაიქცა და დაიმალა).

დამიანე:რხცვენიაააააა! (იცინის). მის ნაცვლად მე გიპასუხებთ: მას მანქანები და ტკბილეული უყვარს, დედას მათ ყიდვას ყოველთვის სთხოვს!

მოდით, დედიკოსაც ვკითხოთ. ნანა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნანა:მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები არ შიმშილობდნენ და თავს ზემოთ ჭერი ჰქონდეთ! თუ ჩემი ბიჭები ბედნიერები იქნებიან, მეც ბედნიერი ვიქნები!


თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ნანა:თავადაც ხედავთ - ჩვენ პირველყოფილი ადამიანებით ვცხოვრობთ! სახლი ავარიულია, ავეჯი -  დამტვრეული, არანაირი პირობები არ არსებობს... ჩემი პატარებისთვის, პირველ რიგში, საკვები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვჭირდება, მათ ჩასაცმელი საერთოდ არაფერი აქვთ... წყლის გამაცხელებელიც გვჭირდება, თორემ მათი დაბანა ნამდვილი წამებაა. პატარა ერნესტისთვის - ჭოჭინა, რადგან იზრდება და მისი ხელით ტარება უკვე ძალიან მიჭირს. საწოლები დამტვრეულია, მათზე ძილი შეუძლებელია... ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით! ღმერთია მოწმე, მე მხოლოდ შვილებისთვის ვითხოვ! არ მინდა, რომ ისინი, როგორც ჩემი პატარა გოგონა, სიღარიბის მსხვერპლნი გახდნენ!

როდესაც თქვენი ფონდის შესახებ შევიტყვე, თავიდან არც კი მჯეროდა, რომ მართლა არსებობს ისეთი ორგანიზაცია, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ ხალხს ეხმარება... მაგრამ თქვენი „ფეისბუქის“ პოსტები იმას მოწმობენ, რომ თქვენი წყალობით, კეთილი ხალხი მოძმეთა გასაჭირის შესახებ იგებს და ერთმანეთს ეხმარება.

***

  მეგობრებო, ბახტაძეების ოჯახი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათ ძალიან სჭირდებათ ნებისმიერი დახმარება. მათ ესაჭიროებათ: საკვები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და  ავეჯი. ამ კეთილი, ქართული ოჯახის დახმარება და მათთვის ხვალინდელი დღის იმედის დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს!

    ბახტაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, ი. აბაშიძის ქ. სახლი 2/20, ბ.34.

    ან დაურეკეთ ნანას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 557 18 76 59.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარებაესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ბახტაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ბახტაძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: