ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

page info icon
2022 თებერვალი 28
«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» - ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვეს ველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,381 ₾
( 173 დონორი )
დასრულებულია

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ!დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

კეთილოადამიანო, დაუყოვნებლივგააზიარეესპოსტი! დაეხმარეშენსმეგობრებსაცმონაწილეობამიიღონღვთისნიერსაქმეში!

«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» - ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვესველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.


„იმ ბავშვებმა თქვეს: „ჩვენს სათამაშოებს ხელი არ მოკიდო!“ და მალხაზმა სცემა. დედა კი გვეჩხუბა, ცემა არ შეიძლებაო! იმიტომაც ვტირი“


პატარა ბიჭუნას ეს ცხარე ცრემლი, დედისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია. მზად არის, თავის შვილებთან ერთად იტიროს. მაგრამ, რას უშველის ამით?

თამარა: აი რა ვქნა, მითხარით?! ბავშვებს ეზოში აღარ ვუშვებ, გული რომ აღარ ეტკინოთ. ყოველთვის ტირილით მოდიან. საკუთარი სათამაშოები არ აქვთ. რა სათამაშოებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც, საჭმელიც კი არ გვაქვს?

- რა არის თქვენი საარსებო წყარო?

თამარა: სოციალური დახმარება - 600 ლარი და ჩემი პენსია - 100 ლარი.

- რამდენი წლის ხართ თამარა? რომელ პენსიაზე საუბარი?

თამარა: მე-3 ჯგუფის ინვალიდი ვარ. მენჯ-ბარძაყის სახსარი მაქვს დაზიანებული. სამი თვის რომ ვიყავი, დედას ხელიდან გავუვარდი. ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. როდესაც, შველა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, ვერ მიმკურნალეს. მერე, რომ გავიზარდე, კი გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ, აზრი აღარ ჰქონდა. მერე გავთხოვდი, შვილები მეყოლა და საკუთარ თავზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობ. ტკივილგამაყუჩებელს ვყიდულობ და ცოტა ხნით მავიწყებს ტკივილს. მხოლოდ ამის მერე, შემიძლია რაღაცის გარეცხვა, ან მომზადება.


„ჩემი სარეცხი მანქანა ეს არის. ბავშვების დასაბანადაც ამ სათლში ვაცხელებ წყალს“


თამარა: პანდემიამდე, დროებით სამუშაოებზე მტკივანი ფეხითაც დავდიოდი. ვალაგებდი სახლებს და ბაღებს. მეუღლე კი, ამ დროს ბავშვებთან რჩებოდა. ჩემზე უკეთესად უვლიდა მათ. ის ძალიან კარგი ადამიანია.

არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არანაირი შრომა არ გვეთაკილება. მზად არის ეზოები ხვეტოს, მშენებლობაზე იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა მასაც არ უწყობს ხელს. ყველას მივმარავთ, ვთხოვთ, დაგვასაქმონ, მაგრამ უშედეგოდ...


 „ჩვენი შვილები, ჩვენი სიყვარულის ნაყოფია, და თუ ჩემზე ვინმე იტყვის, თუ ვერ ინახავს, რას აჩენდაო, უნდა ეშინოდეთ უფლის!“


- დიდი სიყვარულით საუბრობთ მეუღლეზე, ეს ხომ დიდი იშვიათობაა.

თამარა: ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა, მას შემდეგ, განუყრელები ვართ. ვოცნებობდით, საკუთარი პატარა სახლი გვქონოდა ნაკვეთით, ძროხა და ქათმები გვყოლოდა. მაგრამ, მამამთილთან ერთად ბინაში დავსახლდით და დავრჩით. მეუღლე სამსახურს ვერ შოულობს, სოციალური დახმარებითა და ჩემი პენსიით კი, მით უმეტეს, როდესაც ამხელა კომუნალური გადასახადების დაფარვა გვიწევს, რამის დაგროვება შეუძლებელია. წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ.

- ამ თანხით რის ყიდვას ახერხებთ?

თამარა: 90 ლარი - გაზის გადასახადი, 40 ლარი - დენის, 80 ლარს ვუხდი მასწავლებელს, რომელიც რამზის სკოლის მერე ამეცადინებს. ჩემმა შვილებმა, უნდა ისწავლონ კარგად. ამ უკუნეთი სიბნელისთვის თავის დაღწევას, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ. ვყიდულობთ ერთ ტომარა კარტოფილს, ფქვილს, ზეთს, რომელიც ყოველთვე ძვირდება. თუ დაგვრჩა რამე, შესაძლებელია კიდევ რაღაც საკვების ყიდვა.


„დე, მხოლოდ შვიდი ცალი კარტოფილი დაგვრჩა. მშივრები დავრჩებით ხვალ“


მალხაზი (5 წლის): დედა ამბობს, მართლა ჰალკი თუ მინდა გავხდე, კარტოფილი უნდა ვჭამო და უგემური ფაფა. მართალია?

- და რატომ გინდა გახდე ჰალკი?

მალხაზი: კუნთები რომ გამეზარდოს. მაშინ, ყველას მოვერევი, ვინც მე და ჩემს ძმებს სათამაშოებით არ გვათამაშებს. ჩვენ კი, მხოლოდ შვიდი ცალი კარტოფილიღა დაგვრჩა... როგორ უნდა მომემატოს ძალა?


„არ იტირო, ყველას ვცემ, ვინც გაწყენინა და მანქანით არ გათამაშა...“


- იცი, ვფიქრობ, კარგია, ძალიან ძლიერი რომ გინდა გახდე. მაგრამ, სხვების ცემა, არ არის მაინცდამაინც კარგი საქციელი. იქნებ ჯობდეს, საკუთარი სათამაშოები რომ გქონდეს და არავისთან ჩხუბი არ მოგიწიოს? როგორ ფიქრობ?

მალხაზი: ვფიქრობ, არ არის ცუდი აზრი. მაგრამ, საიდან უნდა მქონდეს?

- იცი, რამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? უბრალოდ, მათ არ იციან, რომ სამტრედიაში ცხოვრობენ ასეთი საყვარელო ბიჭები, რომლებსაც არ აქვთ სათამაშოები. მე  კი, მოვუყვები თქვენზე, სურათებს ვაჩვენებ, და ისეთ სათამაშოებს მოგიტანენ, როგორსაც მოისურვებთ.


„მოიცა, ეხლა ლამაზად დავსხდებით. გრიგოლ, რამაზი, მოდით, ვაჩვენოთ ყველას, რა მაგრები ვართ“


გრიგოლი (3 წლის): „მათლა მოიტანენ“? „კოკა-კოლასაც“ მოიტანენ“? „ახალ ტელსაც“? დედამ გვითლა, ლომ ახალი წელი იქნება, მაგლამ ალ იყო!

რამაზი (6 წლის): ახალ წელს საჩუქრებს ეძახის. იმდენი იტირა, თოვლის ბაბუმ არაფერი რომ არ მოგვიტანა.

- ხოდა, უთხარით ყველას, რაზე ოცნებობთ?


გრიგოლი (3 წლის): «„კოკა-კოლა“ მინდა და „მანანა პიპია“»


მალხაზი (5 წლის): „მე მინდა მქონდეს კუნთები, პულტიანი მანქანა და ველოსიპედი. ყველას ვანახებდი სწრაფად სიარული როგორ უნდა! და აღარ დამჭირდებოდა სხვის ველოსიპედი!“


რამაზი (6 წლის): პულტიანი მანქანა, მეც გამიხარდებოდა. ვიცი, მალხაზი, თავისას არ მათხოვებს. შეიძლება, ჩემთვისაც, ცალკე? კიდევ სათამაშო პისტოლეტი მინდა, პლანშეტი, ბევრი კარტოფილი, წვნიანი, ლობიო და ტორტი! მგონი, ბევრი გამოვიდა...

- დაბადების დღეზე გინდა ტორტი?

რამაზი (6 წლის): საერთოდ, ყოველდღე შემიძლია ვჭამო, მაგრამ  ჩემი დაბადების დღეც მალე მოდის... და ჰალკიანი ტორტი მინდა! შევჭამ და ჩავიფიქრებ, რომ ისეთივე ძლიერი ვიყო! თორემ მალხაზი ჩემზე პატარაა, მე კი ვერ ვერევი! ის ყველაზე ღონიერია ჩვენს ეზოში!

- ახლა კი, დედიკოს ჯერია. თამარა, გვითხარით, რაზე ოცნებობთ?

თამარა: ნებისმიერი დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, კარგი შვილები რომ გაზარდოს. ჩემი ოცნებაა, კარტოფილის ასე დათვლა აღარ მოუწიოთ. რომ, აღარ მკითხონ: „საჭმელი ხვალ აღარ გვექნება?“ ერთი დღე მაინც, მინდა, გავატარო ტკივილის გარეშე. რომ არ მიჭირდეს ყოველი ნაბიჯის გადადგმა. მინდა, მეუღლემ, სამსახური რომ ნახოს ბოლოს და ბოლოს. ვიცი, რომ თქვენს პოსტებს ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს. იქნებ, ვინმემ მოახერხოს და დაასაქმოს თამაზი? ძალიან მშრომელი და პატიოსანია. ეზო რომ მქონდეს, გთხოვდით, ერთი ძროხა და ქათმები მაჩუქოთ. აღარ მექნებოდა საკების პრობლემა! ისე კი, არანაირი ტექნიკა არ მაქვს: არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, არც ტელევიზორი. მაგრამ ეს როგორ გთხოვოთ, როდესაც ბავშვები შიმშილობენ?



***

რამაზის, მალხაზს და გრიგოლს, საჩუქრები არასდროს მიუღიათ. მათი დედიკო კი, თამარა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, საშინელ ტკივილს ითმენს. ყოველთვე თანხას უხდის მასწავლებელს, რომ მისმა შვილმა კარგად ისწავლოს და მიაღწიოს ყოველგვარ წარმატებას. როგორ გაიმეტებს რამეს საკუთარი თავისთვის, როდესაც იცის, რომ სახლში საჭმელი არ არის. ის ნამდვილი ქართველი დედაა!

თქვით, მეგობრებო, ნუთუ ასე უნდა იცხოვრონ ბავშვებმა? წარმოგიდგენიათ, თუ გაბოროტდნენ, როგორები გაიზრდებიან? წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება მათი მომავალი, თუ დაეხმარებით.

თამარას და მის შვილებს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც დედას ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: სამტრედია, წერეთლის ქ. ბინა 2ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ  ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თამარა ახობაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!


მსგავსი პროექტები: