„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“

page info icon
2022 მარტი 9
ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს... ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს... თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს - მთელი 70 თეთრი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,037 ₾
( 225 დონორი )
დასრულებულია
„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს... ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს... თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს - მთელი 70 თეთრი!
 „მხოლოდ ჩემია ნაჭერია! არავის არ მივცემ! შენც ნუ მიყურებ  ასე, დეიდა! მაინც არ მოგცემ...“ 
„არ მოუსმინოთ, დეიდა. მაიმუნობს! ისე, ძალიან კეთილია! მოგცემს! მე კი, წყალს გაგინაწილებთ. შემიძლია, ბევრი წყალი რომ მოვიტანო...“
         ხუთი წლის სანდროს უნდა, რომ გვაჩვენოს, როგორი ძლიერია! აი, რა ყოჩაღი ვარ, დედიკოს ვეხმარები. სახლში წყალი მოვიტანე, ჩემი დედიკოსთვის და დაიკოებისთვის. „დავიმსახურე კანფეტი?“ - მეკითხება. ჩემს კითხვას კი, კანფეტის გარდა კიდევ რა სჭირდება, ასე უპასუხა: „არ ვიცი ლაპარაკი, უბრალოდ მშია“.
„ცხრა წლის შაკომაც არ იცის, რა უნდა. ბავშვები ოცნებას გადაეჩვივნენ. უბრალოდ არ იციან, რას ნიშნავს ეს.“
          „ჩემთვის არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ბავშვებს საჭმელი მოუტანეთ“ - ამბობს ის ხმადაბლა. რცხვენია იმის, რომ იძულებულია ითხოვოს, რომ ცხოვრებამ აქცია მათხოვრებად. „თბილი ტანსაცმელიც კი არ გვაქვს, როდესაც სკოლაში წავალთ, გზაში რომ არ გავიყინოთ... არც ფეხსაცმელი. აი, ზაფხულის ჩუსტებით დავდივართ. ხანდახან ისე მრცხვენია, არ ვიცი, სად დავიმალო.“
არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რა ვუპასუხო ბავშვებს, როგორ გავამხნევო. არ ვიცი, როგორ შევარჩიო სიტყვები, როგორ დავაჯერო, რომ არ არიან ზედმეტი ამ სამყაროში. რა უნდა ვუთხრა ბავშვებს, როდესაც მათთვის ისიც კი ფუფუნებაა, ონკანიდან წყალი რომ მოდის?
ეს სასმელი წყალია
ეს კი - იმისთვის, რომ იბანაონ. პირდაპირ ოთახში... პირდაპირ პატარა ტაშტში
- შორენა, რატომ გაქვთ ოთახში ამდენი წლით სავსე ბოთლი?
შორენა: რა ვქნა, აბა? სახლში, არც საპირფარეშო გვაქვს, არც წყალი მოდის. გარედან მოგვაქვს. როგორ მოვინდომო ამაზე მეტი, როდესაც, ამ ოთახს თვეში 50 ლარად ვქირაობთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ეს უზარმაზარი თანხაა! ექვსი თვის დავალიანება მაქვს დაგროვილი ბინის პატრონთან ძალიან გულკეთილი ქალია, ჯერჯერობით ითმენს. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება და ქუჩაში აღმოვჩნდები.
          - ნათესავები არ გყავთ? დროებით მაინც რომ შეგიფარონ?
         შორენა: სამწუხაროდ, არა. მშობლების სახლში ჩემი ძმა ცხოვრობს, თავის ოჯახთან ერთად. ისედაც ძალიან უჭირთ. ასე, ოთხი შვილით, ვის უნდა მივადგე? სულაც დალხენილად რომ ცხოვრობდნენ... ხომ გესმით ჩემი?
         - რა არის თქვენი საარსებო წყარო? ბავშვების მამა სად არის?
          შორენა: ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ხანდახან ნახულობს ბავშვებს, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, ფინანსურად რომ დაგვეხმაროს. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 700 ლარის ოდენობით. დიდი თანხა ჩანს თითქოს, მაგრამ, ჩვენ არაფერში არ გვყოფნის. ვალები უნდა გადავიხადო, რომელიც მთელი თვის მანძილზე გროვდება. მერე კი, ფულიც აღარ გვრჩება. ქირასაც კი ვერ ვიხდი. ბავშვებს სულ შიათ. სოციალური სასადილო რომ არა, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. მაგრამ, ბავშვებს ის საჭმელი დიდად არ უყვართ.
 „მართლა მოგვიტანთ გემრიელ სოსისს? რამდენ ცალს? ყველას გვეყოფა?“
         ბარბარე (3 წლის): მე სოსისი მიყვარს! მაგრამ, მხოლოდ თითო-თითო გვხვდება ყოველთვის!
          სანდრო (5 წლის): ოჰ, ახლა ალბათ, ერთი ორას ცალ ხინკალს შევჭამდი!
          შაკო (9 წლის): არ ჩაგეტევა ამდენი მუცელში!
         სანდრო: შევჭამ, ცოტას ვირბენ, მერე კი, კიდევ შევჭამ! მერე, მთელი წელი აღარაფერს შევჭამ!
        შორენა: აი, ასე რომ დაიწყებენ ლაპარაკს, სიკვდილი მინდა. ცრემლები თავისით მომდის. იძულებული ვარ, ყველაფერზე უარი ვუთხრა. იქნებ, თანხას არასწორად ვანაწილებ? 700 ლარი, თითქოს არ არის პატარა ფული?
         - ხუმრობთ? თვეში 700 ლარი 5 ადამიანისთვის? ეს ხომ დღეში 5 ლარია ადამიანზე. ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს  და ვალებსაც თუ დაფარავთ, რანაირად უნდა იმყოფინოთ?
       შორენა: კი, არ დავფიქრებულვარ... თანაც ძალიან გაძვირდა ყველაფერი. ბავშვებისთვის ფეხსაცმლის ყიდვაზე ვერც ვიოცნებებ.
     - მაგრამ, როგორც ვხედავ, თქვენი პრობლემა მხოლოდ შიმშილი და ტანსაცმლის არქონა არ არის. ავეჯიც კი არ გაქვთ. ერთი საწოლი, პარკებში ჩალაგებული ტანსაცმელი...
      შორენა: ამას პრობლემად აღარც ვთვლი. კი, ერთი საწოლი გვაქვს. ამ საწოლზე ბავშვებს ვაწვენ. მე კი, ხან დამჯდარს, ხან იატაკზე მძინავს. კარადებიც არ გვაქს. არც ტანსაცმელი.
 „ბავშვებს ამ საწოლზე სძინავთ. ალბათ, თავადაც უსიტყვოდ მიხვდებით, რამდენად მოუხერხებელია.“
 „მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის შესანახი ადგილი არ აქვთ, ყველაფერი სუფთად და ლამაზად აქვთ დაწყობილი. წარმოუდგენელია, დედას რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდება, ამ ოთახში სისუფთავის შენარჩუნება.
„შაკო სკამის შეკეთებას ცდილობს...“
 „მაგრამ, სანდრო სხვანაირად ფიქრობს... მან სკამს სხვა დანიშნულება გამოუძებნა და... თითქოს მხიარულობს კიდეც“
 „ასე სწრაფად როგორ გავიზარდე? ამ საწოლში ხომ ვეტეოდი“ 
         - შორენა, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. მიმართეთ დახმარების თხოვნით ადამიანებს, ვისაც არ იცნობთ, მაგრამ ძალიან უნდათ, რომ დაგეხმარონ!
         შორენა: დამეხმარეთ, კეთილო ადამიანებო. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ამ პატარებისთვის. პროდუქტი გვჭირდება და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ. ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. გარდა ამისა, არც პლანშეტები აქვთ, არც ტელეფონები, გაკვეთილებს დისტანციურად რომ დაესწრონ. 
        - პროდუქტის გარდა, ალბათ, საწოლი და კარადა გჭირდებათ.
         შორენა: ვაიმე, რა თქმა უნდა. არ ვიცოდი, ამის თხოვნაც თუ შეიძლებოდა.
           - ყველაფრის თხოვნა შეგიძლიათ!
           შორენა: იქნებ, ქირის გადახდაშიც მომეხმაროს ვინმე? ეს შესაძლებელია?
           - ფონდის მეგობრებისთვის, შეუძლებელი არაფერია! 
* * *
          აი, კიდევ ერთი ისტორია, რომელიც სხვებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. აი ოჯახი, რომელიც იღუპება უხმოდ და უსიტყვოდ. შორენა ტკივილისგან ყვირის, უიმედობისგან ტირის, მაგრამ სამწუხაროდ, არავის ესმის მისი ხმა. მას, როგორც ძველ რადიომიმღებს, „ხმა აქვს გაფუჭებული“. ჩვენ კი მივედით და ბოლომდე ავუწიეთ ხმას! საბრალო, მარტოხელა დედის ძახილი, ყველამ რომ გაიგოს!
         შორენა ზაზაძის ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. ყველაფრისთვის მადლობელი იქნებიან. მაგრამ, პირველ რიგში, მათ პროდუქტი, საწოლები, კარადა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, და ასევე ქირის დავალიანების გადახდა სჭირდებათ. ამ ბინიდან რომ გამოასახლონ, არსად აქვთ წასასვლელი. პატრონი გულკეთილი კი არის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის მოთმინებას აქვს საზღვარი. 
          იქნებ, ეს ამბავი ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც მოახერხებს, დაეხმარება ამ ოჯახს  და  არ დატოვებს ქუჩაში? იქნებ, შეძლოს ვინმემ, და ქირის გადახდა საკუთარ თავზე აიღოს?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი, ალაზნის ქ. მეორე შესახვევი №12.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ზაზაძეების ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, მათ ხომ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შორენა ზაზაძე).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

მსგავსი პროექტები: