ბედნიერებას ამ სახლთან მიახლოებაც ეშინია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბედნიერებას ამ სახლთან მიახლოებაც ეშინია!

page info icon
2022 აგვისტო 10
page info icon
829
„აი, ამ ფანჯრებიდან, ოთახში საშინელი ღამურები შემოდიან, შეიძლება, თმაშიც ჩაგაფრინდნენ... ხანდახან მგონია, რომ თვალებს ამომჩიჩქნიან“, - ამბობს 8 წლის მარიამი და გვაჩვენებს ფანჯრებს, რომელზეც ცელოფნებია გაკრული. ამ ფანჯრებს მიღმა კი, ჩანს სხვა ბავშვების ცხოვრება, ისეთი ტკბილი და ლამაზი... ზოგჯერ, ძალიან მოუნდება ხოლმე, გადაიქცეს სხვა გოგონად, ერთი საათი მაინც იცხოვროს სხვა ბავშვებივით. ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა ეს შთაბეჭდილებები და მოგონებები... მაგრამ მარიამს, აქვს მისი საკუთარი, მძიმე ცხოვრება... ცელოფანში გამოკრული ცხოვრება, ღამურებით, ნესტის სუნითა და ხმელი პურის გემოთი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,315 ₾
( 145 დონორი )
დასრულებულია
ბედნიერებას ამ სახლთან მიახლოებაც ეშინია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „ღმერთო, მინდა, სხვა ბავშვების ცხოვრებით ვიცხოვრო, ერთი საათი მაინც“
„აი, ამ ფანჯრებიდან, ოთახში საშინელი ღამურები შემოდიან, შეიძლება, თმაშიც ჩაგაფრინდნენ... ხანდახან მგონია, რომ თვალებს ამომჩიჩქნიან“, - ამბობს 8 წლის მარიამი და გვაჩვენებს ფანჯრებს, რომელზეც ცელოფნებია გაკრული. ამ ფანჯრებს მიღმა კი, ჩანს სხვა ბავშვების ცხოვრება, ისეთი ტკბილი და ლამაზი... ზოგჯერ, ძალიან მოუნდება ხოლმე, გადაიქცეს სხვა გოგონად, ერთი საათი მაინც იცხოვროს სხვა ბავშვებივით. ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა ეს შთაბეჭდილებები და მოგონებები... მაგრამ მარიამს, აქვს მისი საკუთარი, მძიმე ცხოვრება... ცელოფანში გამოკრული ცხოვრება, ღამურებით, ნესტის სუნითა და ხმელი პურის გემოთი.
ამ ნაცრისფერ სახლში, ცხოვრობენ ყველაზე უბედური ადამიანები
      ბერბერაშვილების ოჯახი ექვსი ადამიანისგან შედგება: დედა ნონა, უფროსი „ბავშვები“ – 33 წლის ილია და 24 წლის ელგუჯა, ასევე, 18 წლის ნანა, 16 წლის ეთერი და 8 წლის მარიამი. შეგნებულად ვამბობ: ელგუჯა და ილია ბავშვები არიან. სამწუხაროდ, ნონას უფროსი შვილები, გონებრივად ჩამორჩენილები არიან. ამ ნაცრისფერმა ცხოვრებამ გოგონებსაც დაასვა დაღი. ეთერი ძალიან ნერვიულობს, ხშირად ტირის, ჩაიკეტა საკუთარ თავში. ნანა, ჯერჯერობით, იკავებს თავს. ცდილობს, უსაქმოდ არ იჯდეს, თავს არიდებს ნაცრისფერ ფიქრებს... ამ ნაცრისფერ სახლში, მზის ერთადერთი სხივი მარიამია. თავისი პატარა ხელებით ყველაფრის გაფერადებას ცდილობს.
„ოდესმე გვექნება ლამაზი სახლი, ნათელი ფერის კედლებით“
მარიამი (8 წლის): ნორმალური სახლი თუ გვექნება, კედლებს თეთრად შევღებავ, დავახატავ უამრავ ცისარტყელას და ყვავილს! ჭერიც თეთრი იქნება!
- ნონა, როგორც ვხედავ, საცხოვრებელი პირობებია თქვენი მთავარი პრობლემა?
ნონა: რა გითხრათ... ჩვენთვის, ყველა პრობლემა მთავარია. მაგრამ, ზოგის მოგვარება შესაძლებელია, ზოგს კი - უკვე შევეგუეთ. ვიცი, რომ ჩემი ბიჭების ჯანმრთელობას არაფერი ეშველება. დიდები არიან, მაგრამ ისე იქცევიან, როგორც პატარა ბავშვები. არც წერა იციან, არც კითხვა. ყველაფერი სწყინთ და ჩხუბობენ... 
გოგონების მდგომარეობის გამოსწორება, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასეთი ცხოვრების გამო, გულჩათხრობილები არიან, ადამიანებთან ურთიერთობას თავს არიდებენ, ყოველ წუთს შეიძლება ტირილი დაიწყონ. ეთერის ჰგონია, რომ სიღატაკის გამო, ზურგს უკან ყველა დასცინის. ამიტომ, ეშინია ადამიანებთან საუბრის. კიდევ კარგი, მარიამს ჯერ არ აქვს ასეთი პრობლემები.
 „ჩვენთან მეგობრობა არავის უნდა... ჩვენ მათ არ ვგავართ!“
        მარიამი: მე მიყვარს ადამიანებთან ლაპარაკი! რომ გავიზრდები, მასწავლებელი გამოვალ, როგორც ჩემი მათემატიკის და სპორტის მასწავლებელი, მეც ლურჯი მანქანა მეყოლება! ხომ გჯერა ჩემი? ხომ მეყოლება მანქანა?
        - რაღაცას მთელი გულით თუ ინატრებ, აუცილებლად ახდება.
        მარიამი: არა, არ ხდება ასე! აი, ძალიან, ძალიან მინდა, ჩემს დაბადების დღეზე ტორტი რომ მქონდეს. 8 აგვისტოს მაქვს. მაგრამ,  ტორტი არასდროს მქონია. ზუსტად ვიცი, წელსაც არ მექნება.
 „ეს ჩემი კუთხეა. აქ მიდევს ჩემი ყველაზე ძვირფასი ნივთები“
         - ტორტი თუ გექნება, სანთლებს რომ ჩააქრობ, რას ჩაიფიქრებ?
          მარიამი: სახლს! სხვას არაფერს. ჩემი აზრით, თუ სახლი გვექნება, მერე იქნება სხვა ყველაფერიც.
ბედნიერებას ამ საზარელ სახლში მოსვლის ეშინია
ეს არის სახლში ყველაზე ლამაზი ადგილი... აქ, უზარმაზარი ღრიჭოები მაინც არ არის კედლებში
ადგილიც კი არ აქვთ, ის მინიმალური ნივთები, რომ დაალაგონ, რაც გააჩნიათ
- როგორ აღმოჩნდით ამ სახლში, ნონა?
ნონა: ეს ჩემი მშობლების სახლია. სულ აქ ვცხოვრობდით. ყოველთვის ასეთ ცუდ დღეში იყო. სახლსაც ვერ დაარქმევ. ხის კედლები, ფანჯრები შუშების გარეშე. თავადაც ხედავთ, როგორი ძველია აქ ყველაფერი. სარეცხ მანქანას რომ ჩავრთავთ, ერთიანად ზანზარებს. ზოგს სარეცხი მანქანა გვიჭირავს, ზოგს - კედლები.
რეცხვის დროს, სარეცხ მანქანას თუ არ დაიჭერ, შეიძლება სახლი უბრალოდ დაინგრეს
        - ვინმე გეხმარებათ? ახლობლები, ან ნათესავები?
        ნონა: არავინ გვყავს... მშობლები დიდი ხნის წინ დავკარგე, მეუღლეც და დებიც გარდამეცვალა. მარტო დავრჩი ჩემს შვილებთან ერთად.  მათ არავინ ჰყავთ ჩემს გარდა. მე კი, მათ გარდა არ მყავს არავინ. ხოდა, ვცხოვრობთ ასე. არავინ გვყავს, დახმარების ხელი რომ გამოგვიწოდოს ან, ლუკმა პური მაინც რომ ვთხოვოთ.
 „მეფური ნადიმის“ ნარჩენები
- რას ჭამთ? რაზე გყოფნით სოციალური დახმარების თანხა?
ნონა: დახმარებას ვიღებთ და ბიჭების პენსიებს. საკვებზე ძლივს გვყოფნის. კიდევ, რამდენიმე ქათამი გვყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე, ერთ-ორი ცალი კვერცხი მაინც გვექნება და ბავშვები მშივრები არ დარჩებიან. გვყოფნის პურის, მაკარონის და კარტოფილის საყიდლად. სხვა დანარჩენზე კი, მხოლოდ ვოცნებობთ.
„ეს წიწილაც გაიზრდება და საჭმელს გვაჭმევს“
მარიამი: იცი, კვერცხისგან რამდენნაირი გემრიელი საჭმლის მომზადება შეიძლება? „თვლებით“, ან „თვლების“ გარეშე შეწვა, მოხარშვა, და კიდევ, ჩემი საყვარელი საჭმელი - „ყიყლიყო“. გასწავლი, როგორ უნდა! აიღებ პურს, კვერცხში კარგად ამოავლებ და შებრაწავ. უგემრიელესია!
 „პური თუ დაგვრჩა, „ყიყლიყოებს“ შეგიწვავ“
         - მგონი შენგან კარგი კულინარი დადგება!
        მარიამი: არა! ხომ გითხარი, მასწავლებელი დადგება ჩემგან!
          - ნონა, გვითხარით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? როგორ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება და ბავშვები გავამხნევოთ?
         ნონა: არც კი ვიცი... აი, თავად გადახედეთ. არ გვაქვს მაგიდა, სკამები, საწოლები ჩავარდნილია. გოგონებს ფეხსაცმელი სჭირდებათ, მარიამს - სასკოლო ნივთები, უფროსებს კი - კომპიუტერი. და, თუ იქნება საშუალება, რამენაირად, ჩვენი სახლი რომ შევაკეთოთ? მაგრამ, ეს არარეალურია! 
         მარიამი: მე კი, დაბადების დღეზე ტორტი მინდა და სახლი! მაგრამ ჯერ, მხოლოდ ტორტი.
სანამ მარიამს, თავისი დებივით არ დაუკარგავს ოცნების უნარი, შეიძლება, ყველაფერი მართლაც გამოუვიდეს!
***
         მარიამმა მათი მძიმე ცხოვრების შელამაზება სცადა. ჯერ პატარაა და შეუძლია ოცნება. ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეიძლება, მის ცხოვრებაშიც რაღაც კარგი რომ მოხდეს. უფროსებს აღარ სჯერათ, ლაპარაკიც კი ვერ შეძლეს. მუდამ დახრილი აქვთ თვალები, ცრემლებით სავსე... რცხვენიათ. რცხვენიათ რის? მათ ხომ არ აურჩევიათ ასეთი ცხოვრება. შეიძლება გრცხვენოდეს საკუთარი საქციელის. მაგალითად, თუ დახმარება  შეგეძლო, და ზურგი აქციე. შეგეძლო საკვები გეწილადა მაგრამ, მარტომ შეჭამე. ბავშვების ბრალი არ არის, ასეთ სახლში რომ დაიბადნენ. ჩვენ კი, დამნაშავე ვიქნებით საკუთარი ნამუსისა და უფლის წინაშე, თუ არ ვიმოქმედებთ.
ოჯახი ბევრს არ ითხოვს. ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები სჭირდებათ: მაგიდა, სკამები, საწოლები, მაცივარი და გაზქურა. და თუ ტორტს ვაჩუქებთ, არა უშავს, დაბადების დღისთვის რომც ვერ მოვასწროთ, მარიამის გულში ნაპერწკალს ავანთებთ. ნაპერწკალს, რომელმაც შეიძლება მთელი მისი ცხოვრება შეცვალოს!
მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი! შეხედეთ, რა კარგები არიან! თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თიანეთის მუნიციპალიტეტი. სოფელი ზარიძეები.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბერბერაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: