პროექტის რეპორტი ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს.

page info icon
2023 ოქტომბერი 4
ყოველი შემდეგი გულყრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიორგისთვის. გიორგის, ნინის და მათი დედიკოს, მეგის ტანჯვის ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია. შეუძლებელია გაიცნოთ ისინი და გული დარდით არ აგევსოთ. მხოლოდ დედას, უფლის გამოგზავნილ ანგელოზს, შეუძლია ამდენის ატანა. მეგი: ჩემს ბიჭს მძიმე დაავადებების სრული კომპლექტი აქვს: ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და აუტიზმი. კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადაიტანა. იცით, რამდენჯერ შემომთავაზეს გიოს თავიდან მოშორება და ცხოვრების ახლიდან დაწყება? მეხვეწებოდნენ, ბავშვთა თავშესაფარში ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცილურ დაწესებულებაში ჩამებარებინა. თქვენ ამის გაკეთებას შეძლებდით? მე ვერ შევძელი. შეძლებდით თავიდან მოგეშორებინათ შვილი, რომელიც ოთხჯერ გამოგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,366 ₾
( 370 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: