ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ღმერთო, მიცოცხლე ჩემი შვილი !“

ამ 3 წლის გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მისი სუნთქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს.
34,006.36 ₾
2,416
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია
„ღმერთო, მიცოცხლე ჩემი შვილი!“

მეგობრებო, ალბათ გახსოვთ პატარა სეილი, რომელიც 2 წელია სიცოცხლისთვის იბრძვის. საავადმყოფოში წევს და მისი პატარა სხეულს უამრავი მილი და სადენი აქვს შეერთებული.
თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, მეგობრებო, რომ საქართველოში სხვისი პრობლემები არ არსებობს, რომ სხვისი შვილებიც ისევე შეგვიძლია შევიყვაროთ როგორც - საკუთარი!
თქვენს ნდობას ვაფასებთ, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ ყოველ დახარჯულ თეთრზე ანგარიში ჩაგაბაროთ!
- არ დამავიწყდება არც ერთი ადამიანი, რომლებმაც გამამხნევეს, მათი სიტყვები ჩემთვის ძალის მომცემი აღმოჩნდა. სრულიად უცხო ადამიანები რეკავდნენ და მეუბნებობნენ „ნუ გეშინია, ჩვენ ვილოცებთ სესილისთვის, ის კარგად იქნება, ის ახლა ჩვენი შვილიცაა“
- ნესტან, ახლა როგორ გრძნობს თავს სესილი?
- სამწუხაროდ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, ამჟამად ის საავადმყოფოშია. მართვითი სუნთქვის აპარატზე. დღეში რამდენიმე საათით ვნახულობ. მაგრამ ვამჩნევ, რომ ის ჩემს ხმას ცნობს... რომ ვეფერები ცდილობს გამიღიმოს.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც სესილისთვის თანხა შემოგვწირეს?
- ჩემი შვილი, მხოლოდ თქვენი დახმარებით არის ცოცხალი! ის, რომ მას საკვები და წამლები არ აკლია, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. არც ერთ ნათესავს, არც ერთ ახლობელს არ გაუკეთებია მისთვის ამდენი, რაც თქვენ გააკეთეთ!
- ახლა რა გჭირდებათ?
- როგორც ყოველთვის, კვება, პამპერსი, წამლები... თქვენ უკვე იმდენი რამე მომიტანეთ! ჩვენი ცხოვრება იმდენად ადვილი გახდა! არანაირი ტექნიკა არ მქონდა, არც საწოლი არც ტელევიზორი... სარეცხი მანქანა, მაცივარი... ვერც ჩამოვთვლი ყველაფერს! ახლა ადამიანებად ვგრძნობთ თავს.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
- დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უამრავმა ქართველმა შეიყვარა! ვიცი რომ მათი ლოცვა ცემს გოგონას აძლიერებს. ალბათ გახსოვთ, როგორ მდგომარეობაში ვიყავი პირველად როცა დამირეკეთ, სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა კი თითოეული თქვენგანი მე მაძლიერებს!
მთელი ფონდის სახელით მადლობას გიხდით, მეგობრებო! ვიცით, რომ თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის!
სამწუხაროდ ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულდა, არ დატოვოთ ისინი მარტო, კვლავ დაუდექით გვერდში და დაეხმარეთ!
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
დანიშნულება: სესილი ბოლქვაძე
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/439-bolkvadze/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი)
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ სხვისი დარდის გაზიარებით ჩვენ უფალს ვუახლოვდებით!

მსგავსი პროექტები: