ეს მშვენიერი ბავშვები ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!
2020 აპრილი 16
2187
ძველ, გატეხილ საწოლებზე სძინავთ, აქ არაფერია მთელი და ახალი...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,369.7 ₾
(
112 დონორი )
„თქვენ მე, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქეთ!“

სწორედ ეს სიტყვები მითხრა 15 წლის სანდრომ, რომელიც მალე(8 ივნისს), თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. ამჯერად, ყველაზე სანატრელი საჩუქრით, პერსონალური კომპიუტერით! ვიღაცისთვის ეს, შესაძლოა, სრულიად ჩვეულებრივი ნივთიც იყოს, მაგრამ სანდრო, მან ნამდვილად გააბედნიერა. სევდიანი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, მის მოწყენილ სახეზე კი ღიმილმა გამოანათა! ეს სწორედ თქვენი, ჩვენი მკითხველების, დამსახურებაა! თქვენ სანდროს აჩუქეთ, ალბათ პირველი მის ცხოვრებაში, მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთის მფლობელობის ბედნიერება!
ჯერ კიდევ გუშინ, ბიჭი მეზობელთან დარბოდა, ონლაინ გაკვეთილების მოსასმენად, ან უბრალოდ, კომპიუტერული თამაშით გასართობად. მის საბრალო, მარტოხელა დედას, საიდან ექნებოდა ისეთი ფუფუნების საგნის შეძენის შესაძლებლობა, როგორიც ნოუთბუქია! რომელ გადჯეტზე შეიძლებოდა საუბარი, როცა ექვსი თვის ნენესთვის ხელოვნურ კვებასაც კი ვერ ყიდულობდნენ!
ოჯახს თავი ძლივს გაჰქონდა, ბავშვები შიმშილობდნენ, და ამგვარ მდგომარეობას უკვე მიჩვეულებიც იყვნენ. დაკარგა რა, ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ვინმე დაეხმარებოდა, ამ სამი მშვენიერი ბავშვის სასოწარკვეთილმა დედამ, ანამ, მიმართა ჩვენს ფონდს. თუმცა ის აღიარებს, რომ არ ელოდა, საერთოდ ვინმე თუ გამოეხმაურებოდა... ქალს უკვე აღარც ეჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.
მაგრამ ჩერნოვეცკის ფონდის ვებგვერდზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა! ჩვენი კეთილი მკითხველების, თქვენი დამსახურებით! - ბავშებმა ნორმალურად კვება დაიწყეს, სანდრომ საჩუქრად კომპიუტერი მიიღო, რომელსაც ასე ძალიან ნატრობდა, ნინო კი, ახალ თოჯინებს აღარ შორდება.
- გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ანა: ჩვენი ცხოვრება სასწაულებრივად შეიცვალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თქვენი რამდენად მადლობელი ვარ. თქვენმა ფონდმა ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთა, და ამას ვერასდროს დავივიწყებ! ჩემი შვილები, ბოლოს და ბოლოს, აღარ შიმშილობენ, სანდროს კი კომპიუტერი აჩუქეს, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდა! სანდრო სიხარულით ცას ეწია, ვეღარანაირად ვერ ვაშორებ კომპიუტერს. სულ რაღაცას აკეთებს. ძალიან კმაყოფილია და ეზოში, ყველას უყვება, რამხელა საჩუქარი გაუკეთეთ.
ჩემი შვილები ბედნიერები არიან, დედას კი სხვა რა ენდომება, თუ არა მათი ბედნიერი სახეების დანახვა. ადრე, რომ ვუყურებდი, ტირილი მინდოდა - მათ თვალებში, მუდამ მხოლოდ შიმშილსა და შიშს ვხედავდი... მერწმუნეთ, დედისთვის ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა!.. ხედავდე, რომ შენს შვილებს შიათ, და არ იცოდე, რა გზას მიმართო... მაგრამ თქვენი დახმარებით, ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდით!

- ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ? ფონდის გარდა, ვინ დაგეხმარათ, მათი სახელები ხომ არ გახსოვთ?
ანა: უამრავი. კერძოდ თქვენი ფონდიდან. სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს მათი გვარები, მაგრამ ისინიც ჟურნალისტები არიან. ნინო, არაჩვეულებრივი გოგონა, მოდიოდა, გვეხმარებოდა, ბავშვებისთვის ტკბილეული მოჰქონდა. კიდევ დავითი, ძალიან კარგი ბიჭი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაგვხმარებოდნენ. საერთოდ, ძალიან, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ.
განსაკუთრებით ორი ახალგაზრდა გოგონა დამამახსოვრდა, ერთს თეონა ერქვა, მეორეს არ უთქვამს თავის სახელი, ბევრი პროდუქტი მოგვიტანეს, სათამაშოები ბავშვებს, ფულიც კი დაგვიტოვეს.
კიდევ ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც უბრალოდ დამირეკა, მითხრა, რომ რაღაც მომიტანა, და გარეთ გამოსვლა მთხოვა. როცა გამოვედი, კარებთან ზღვა პროდუქტი დამხვდა! ზეთი, ბურღულეული, პური, ბავშვებისთვის სტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები, უამრავი რამ მოგვიტანა.
ეს ყველაფერი, ისიც, რომ უცხო ადამიანები მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, თქვენი დამსახურებაა. სწორედ თქვენ უამბეთ ყველას, ჩვენი ტრაგედიის შესახებ.
- ანა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლება დაინტერესდა თქვენი ოჯახის მდგომარეობით? დაგეხმარათ ვინმე?
ანა: ხელისუფლება? საყვარელო, განა ეს ხელისუფლებაა? ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სიღარიბის გამო, მე და ჩემს ოჯახს ადამიანებად საერთოდ არ გვთვლიან. იმის მაგივრად, რომ რამე მოეცათ, პირიქით, წაგვართვეს... მაგალითად მრავალშვილიანობის დახმარება, იმის გამო რომ 76 000 ქულა მაქვს, არადა 70 000 - ზე მეტი არ უნდა მქონდეს. ამჟამად ჩვენი ოთხსულიანი ოჯახის მთელი შემოსავალი, 150 ლარს შეადგენს.
თქვენ რომ არა, დიდი ხანია შიმშილით დავიხოცებოდით. კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩემს მადლიერების გრძნობას სიტყვებით ვერ გამოვხატავ! თქვენ სიკვდილს გადაგვარჩინეთ, და ამას აკეთებთ ყოველდღიურად. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩვენ არ ვჭირდებით...
აი, მაგალითად გუშინ, გაზის კომპანიის თანამშრომლები მოვიდნენ და ბუნებრივი აირი ჩაგვიჭრეს, 600-ლარიანი დავალიანების გამო. ვემუდარებოდი, ვეუბნებოდი, რომ ნელ-ნელა გადავიხდიდი, მაგრამ მათ ხომ ადამიანობა არ გააჩნიათ. არ ვიცი, ბავშვებს ზამთარში რა ეშველებათ, ნენე და ნინო ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან. წყლის გაცხელების საშუალება ახლაც არა მაქვს . გული მტკივა, რომ ადრე, როდესაც მუშაობა შემეძლო, საჭირო ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის, ახლა კი აღარაფერს წარმოვადგენ!

- გვითხარით, კიდევ რა გჭირდებათ. ჩვენი მკითხველები გულისხმიერი ადამიანები არიან, ხომ იცით, შეეცდებიან, რომ დაგეხმარონ.
ანა: ძალიან ბევრი რამ მჭირდება, მაგრამ თქვენ უკვე ძალიან დაგვეხმარეთ, და უზომოდ მადლობელი ვარ ამისთვის! უხერხულია კიდევ რამე რომ გთხოვოთ, ისედაც უკვე ამდენი გააკეთეთ ჩვენთვის. მადლობელი ვიქნები, მთელი ცხოვრების მანძილზე და დაუღალავად ვილოცებ თქვენთვის! დედაჩემიც ყოველდღე აღნიშნავს, როგორი კარგი ადამიანები ხართ.
- პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა ადამიანების მხრიდან?
ანა: სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მჯეროდა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც სხვის გასაჭირი ისევე ახლოს მიაქვს გულთან, როგორც საკუთარი. საქმე იმაშია, რომ ადრეც ძალიან ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციას მივმართე, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია. რეკავდნენ, კითხვარებს ავსებდნენ, მაგრამ დახმარებას ამაოდ ველოდით. უბრალოდ თავს გვაჩვენებდნენ, რომ გვეხმარებიან, გვატყუებდნენ. მე კი ველოდებოდი. როდესაც მოგწერეთ, მაშინაც არაფრის იმედი არ მქონდა. მაგრამ თქვენ, სრულიად საპირისპირო დაგვიმტკიცეთ. თქვენს გარდა, არავინ დაგვხმარებია... თქვენი დამსახურებით, ისევ ადამიანების სიკეთის რწმენა დამიბრუნდა.
- სწორედ ეს სიტყვებია, ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ კვლავ დავეხმაროთ ადამიანებს. ანა, ბავშვებს რა მოეწონათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?

ანა: სანდროსთვის, ეს უდიდესი დღესასწაულია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა, როდესაც კომპიუტერი მოუტანეთ. თანაც, ეს ზუსტად მის დაბადების დღეს რომ დაემთხვა! დიდი ხანია, ჩემი შვილი, ასეთი ბედნიერი არ მინახავს! ჩვენმა მდგომარეობამ, ძალიან იმოქმედა მასზე, უცებ გაიზარდა და დასერიოზულდა. მაგრამ ახლა, მე მის თვალებში სწორედ იმ წმინდა, ბავშვურ სიხარულს ვხედავ, და სულ ვევედრები უფალს, რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლოს და გააძლიეროს ისეთი ადამიანები, როგორიც ხართ თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები!
და ნინო? უბრალოდ გიჟდება თავის ახალ თოჯინებზე, სულ თამაშობს. მაშინაც კი, როდესაც საჭმელად ვსხდებით, თოჯინები თან მოაქვს, მათთან ერთად იძინებს და მთელი ღამე არ უშვებს ხელიდან.
- ნინო, დედიკომ გვითხრა, რომ ახალი თოჯინები გაჩუქეს, ბედნიერი ხარ?
ნინო(3 წლის): კიიიიი! ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარს ჩემი ახალი მეგობრები! ისეთი ლამაზები და რბილები არიან! ვაჭმევ კიდევაც და კაბებსაც ვურეცხავ წყალში. ნენესაც ისინი ძალიან მოსწონს.
- სანდრო, შენ როგორ მოგწონს შენი ახალი ნოუთბუქი? რის გასაკეთებლად იყენებ ხოლმე?
სანდრო(15 წლის): უმაგრესია, ძალიან დიდი მადლობა! ახლა შემიძლია ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, თორემ სულ მეზობელთან მიწევდა სირბილი. მით უმეტეს, რომ ახლა, სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და საკონტროლოები და ტესტირებები გვაქვს. ამისთვის კომპიუტერი ძალიან მჭირდებოდა. მეცადინეობის გარდა, ვთამაშობ კიდევაც, ჩემს დაიკოებს მულტფილმებს ვაყურებინებ. თავს მანამდე არ მანებებენ, სანამ არ ჩავურთავ.
- სანდრო, გვითხარი, თავს ბედნიერად გრძნობ?
სანდრო(15 წლის): რა თქმა უნდა! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ჩემი, პირადი კომპიუტერი მქონოდა. ვიცოდი, ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეყიდათ. რა კომპიუტერის, ნენეს კვებისთვისაც კი არ გვქონდა ფული. 8 ივნისს ჩემი დაბადების დღეა, და სიმართლე გითხრათ, თქვენ მე ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქეთ! ოცნება ამიხდინეთ!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით, ყურადღება ჩვენს პოსტებზე გადაიტანეთ.
ან უმჯობესია, უბრალოდ დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. სწორედ ესაა ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია, თქვენც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სტაჟაძეების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/570-stajadze/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივლ 8 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 270 | paid |
2020 ივნ 5 | კომპიუტერი | 900 | transferred |
2020 ივნ 5 | პროდუქტები | 199.72 | transferred |
სულ ხარჯი: 1,369.72 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
24.09.2020 12:23:17 | ანონიმი | 15 | PayGe (VISA, MasterCard) |
09.07.2020 00:00:00 | დევნოზაშვილი ავთანდილ | 5 | Transfer to account |
09.07.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
09.07.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
08.07.2020 00:00:00 | ანი თვალაბეიშვილი | 5 | Transfer to account |
08.07.2020 00:00:00 | ნათია ჩუბინიძე | 3 | Transfer to account |
08.07.2020 00:00:00 | დიმიტრი ზაქარეიშვილი | 5 | Transfer to account |
08.07.2020 00:00:00 | გიორგი ნოზაძე | 5 | Transfer to account |
07.07.2020 19:36:22 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.06.2020 13:38:26 | Anthony Melchett | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
08.06.2020 00:00:00 | ჩადუნელი დავით | 3 | Transfer to account |
08.06.2020 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 1 | Transfer to account |
30.05.2020 00:00:00 | მაკა მარცვალაძე | 1 | Transfer to account |
25.05.2020 00:00:00 | ქუბიაშვილი კახაბერი | 2 | Transfer to account |
25.05.2020 00:00:00 | ჯინჭარაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
25.05.2020 00:00:00 | წერეთელი ხათუნა | 30 | Transfer to account |
22.05.2020 00:00:00 | ნინო მუმლაძე | 1 | Transfer to account |
21.05.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
20.05.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
19.05.2020 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
18.05.2020 00:00:00 | მაკა მარცვალაძე | 1 | Transfer to account |
15.05.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
15.05.2020 00:00:00 | ბებიაშვილი გოგიტა | 1 | Transfer to account |
14.05.2020 00:00:00 | კვეტენაძე დავით | 20 | Transfer to account |
13.05.2020 00:00:00 | გოზალიშვილი თალიკო | 5 | Transfer to account |
13.05.2020 00:00:00 | მაკარიძე სოფიო | 5 | Transfer to account |
13.05.2020 00:00:00 | ჩადუნელი დავით | 5 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | ჯაჯანიძე გიორგი | 4 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | ნინო მღებრიშვილი | 5 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | ბარათაშვილი სოფიო | 30 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
11.05.2020 00:00:00 | ქეთევან ჯავახაძე | 5 | Transfer to account |
09.05.2020 20:15:52 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
08.05.2020 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
08.05.2020 00:00:00 | გოგოლაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
07.05.2020 00:00:00 | ეკატერინე ესიტაშვილი | 20 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 3 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | ელისო გიორგაძე | 50 | Transfer to account |
05.05.2020 00:00:00 | გიორგი თხელიძე | 60 | Transfer to account |
05.05.2020 00:00:00 | TAMAR KUDASHVILI | 25 | Transfer to account |
05.05.2020 00:00:00 | ირაკლი გალდავა | 15 | Transfer to account |
04.05.2020 00:00:00 | არჩილ გელაშვილი | 5 | Transfer to account |
04.05.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
04.05.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
04.05.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | სიყმაშვილი გიორგი | 7.7 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | წიბლიაშვილი გურამ | 2 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 10 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
29.04.2020 00:00:00 | ანა ჩაგელიშვილი | 10 | Transfer to account |
28.04.2020 00:00:00 | ირაკლი თოდუა | 30 | Transfer to account |
28.04.2020 00:00:00 | მარიამ მანგიაშვილი | 5 | Transfer to account |
27.04.2020 18:23:14 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.04.2020 00:00:00 | ჭიჭიაშვილი ზვიად | 10 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | სინაურიძე მარიამი | 10 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | გურამი ნოზაძე | 10 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | ვაჟა მუქერია | 20 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.04.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
25.04.2020 20:02:54 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
25.04.2020 16:40:58 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
25.04.2020 03:57:40 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.04.2020 11:04:34 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.04.2020 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 2 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | ჭალაგანიძე დავით | 5 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | ხოსიაური ნინო | 1 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | სიყმაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | გიორგი გომელაური | 15 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | თეა ჭარხალაშვილი | 10 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | ხომასურიძე ელგუჯა | 2 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | შალვა ჩაკვეტაძე | 8 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 15 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | ნინო ჯაფიაშვილი | 50 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | ნათია გელანტია | 3 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ხიდეშელი სოფიო | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ჯახია გოგა | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ჯოჯუა ცირა | 50 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | TAMAR KUDASHVILI | 30 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | Sanadze Giorgi | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | თურმანიძე გოჩა | 7 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | თამუნა ბაჩილავა | 1 | Transfer to account |
20.04.2020 15:14:00 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.04.2020 05:08:00 | sa Guest | 20 | PayPal |
20.04.2020 00:00:00 | სოფიო ვარდიაშვილი | 20 | Transfer to account |
18.04.2020 12:58:41 | ანონიმი | 100 | PayGe (VISA, MasterCard) |
18.04.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | გვანცა გელენიძე | 20 | Transfer to account |
17.04.2020 01:48:52 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.04.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | ი/მ ზურაბი ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | მიქაუტაძე თამარ | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | სესილია ბოხუა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,369.7 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|