ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფსკრულის პირას!..

6 წლის წინოჯახის მამა მანქანამ გაიტანა. დაობლდნენ პატარები, სპარტაკის სიდედრს, ციცინოს ინსულტმა დაარტყა! პატარა ანასტასია ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა
2,275 ₾
104
დონორები
შეგროვებულია
როგორც იქნა, ჩემი, საკუთარი ფერია-ნათლია მყავს, რომელმაც ყველა ოცნება ამისრულა!

          ამიერიდან, და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, 12 წლის მარიამისთვისა და მისი ორი უმცროსი დისთვის, „ფერია-ნათლია“, ჩერნოვეცკის ფონდი იქნება...
სულ რაღაც ორი თვის წინ, როდესაც მივიღეთ საბრალო მარიამის შეტყობინება, მისი ოჯახი შიმშილობდა, სამ დაიკოს კი პაწაწინა, ვიწრო საწოლზე, ფაქტობრივად ერთმანეთზე ეძინათ. საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე, გოგონამ სხვის კომპიუტერიდან მოგვწერა... მოგვწერა იმ იმედით, რომ ზღაპარი კონკიაზე, როდესმე ახდება, მასთანაც მოფრინდება ფერია-ნათლია და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით აასრულებს ყველა მის სურვილს...
მარიამის იმედები გამართლდა! ახლა გოგონას აქვს საკუთარი პლანშეტი, რომლიდანაც თავის პერსონალურ ფერია-ნათლიას, უგზავნის მადლიერებით აღსავსე წერილებს! გოგონა მადლობას უხდის ახალი, განიერი საწოლისთვის და „უუუუზარმაზრი“ პლაზმური ტელევიზორისთვის და ასევე „საშინლად ბევრი გემრიელობისთვის“...
       - აბა, გოგონებო, გვიამბეთ! როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
      მარიამი(12 წლის): ძალიან, ძააალიან შეიცვალა! უდიდესი მადლობა! ისე ვამაყობ საკუთარი თავით, რომ მაშინ მოგწერეთ და ვირწმუნე, რომ ჩვენს დახმარებას შეძლებთ... ჩვენს ოჯახში, სასწაულის აღარავის სწამდა, მე კი არ ვნებდებოდი! ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს, საერთოდ ყველაფერი შემიძლია! თუნდაც, პრეზიდენტი რომ გავხდე! იცით, თითქოს ზღაპარში ავღმოჩნდი... ვითომ მე კონკია ვარ, თქვენ კი ჩემი „ფერია-ნათლია“! ბრახ! აჰა შენ, საწოლიც, ტელევიზორიც, პლანშეტიც და საჭმელიც!
       ძალიან, ძალიან ბევრი პროდუქტი მოგვიტანეს, დედიკო სულ რაღაც გემრიელს ამზადებს! მაგრამ, რაც მთავარია, - უზარმაზარი საწოლი გვაჩუქეს! უბრალოდ შეხედეთ რამხელაა! აქ ხომ, სპილოც კი დაეტეოდა! (იცინის) უმაგრესია, მე და ჩემი დები ლიზა(7 წლის) და ანასტასია(6 წლის) მშვენივრად ვეტევით და კიდევ ადგილიც რჩება, მაგრამ დედიკოს  მაინც არ ვუშვებთ ჩვენთან, ჩვენ, ჩვენი საიდუმლოები გვაქვს...
     ადრე იცით როგორ გვეძინა? ერთმანეთზე, ისეთი სივიწროვე იყო... მაგრამ სამაგიეროდ, თბილად ვიყავით, ერთმანეთს ვეხუტებოდით.
        ლიზი(7 წლის): კი, საწოლი მაგარია, მაგრამ ტე-ლე-ვი-ზო-რი! ახლა მულტფილმებს ოთახის მეორე ბოლოდანაც კი ვუყურებ! ადრე კი, პირდაპირ ეკრანთან უნდა დამჯდარიყავი, რამე რომ დაგენახა, ისეთი პატარა იყო...
       მაგრამ, მაინც გვაქვს ერთი პრობლემა! დედიკოს სერიალები უყვარს, და მულტფილმების ნაცვლად ამის ყურება მიწევს, დედიკოს რომ არ ვაწყენინო. ის კიდევ უყურებს და ხანდახან მეუბნება: „შეხედე, რა ლამაზი ბიჭია, მინდა, ასეთს რომ გაჰყვე ცოლად“. მე კი, ჯერ არ მინდა გათხოვება... 
     მარიამი(12 წლის): რა სულელი ხარ ლიზი, რას უყვები! მოდით, მე მოგიყვებით, როგორ მომეწონა პლანშეტი, რომელიც თქვენ მაჩუქეთ.
     მისი დახმარებით, იმდენი საინტერესო რამის გაკეთება შემიძლია! მაგალითად, ვკითხულობ, სწავლით ვარ დაკავებული. იმის გამო, რომ არ შემეძლო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, მეგონა, რომ შემდეგ კლასში ვერ გადავიდოდი, ჩემს თანაკლასელებთან ერთად. ახლა კი პლანშეტი მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერი მოგვარდება!
     და კიდევ(ჩურჩულზე გადადის), მე და ჩემმა დებმა სხვადასხვა თამაში გადმოვიწერეთ... ოღონდ დედიკოს არ უთხრათ, კარგი? ძალიან, ძალიან იშვიათად ვთამაშობთ ხოლმე, აი, ძალიან ცოტას... ლიზის და ანასტასიას ტელევიზორში მულტფილმების ყურება უფრო უყვართ, ის ხომ ძალიან დიდია.
      - მარიამ, შენი ახალი პლანშეტის დახმარებით, შენს თანაკლასელებს, სწავლაში თუ დაეწიე? 
     მარიამი(12 წლის): ალბათ იცით, რომ ამ სასწავლო წლის გაცდენა მომიხდა... მაგრამ ახლა, როგორც იქნა, შემიძლია დავუკავშირდე ჩემს მასწავლებლებს. ცალკე მიხსნიან იმ თემებს, რომელიც ჩემმა თანაკლასელებმა უკვე გაიარეს. ხანდახან, თვითონაც ვეძებ ინტერნეტში ინფორმაციას, ბევრს ვკითხულობ. მინდა პროგრამას დავეწიო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია რამე გაკეთდეს, რათა შემდეგ კლასში გადავიდე, ჩემს თანაკლასელებთან ერთად. ძალიან არ მინდა მთელი ერთი წლის დაკარგვა...
     - შენ ყველაფერი გამოგივა მარიამ, აი, ნახავ! ანასტასიასაც უნდა ჩემთან საუბარი?
     ანასტასია(6 წლის): ამათ ლაპარაკში ხო ვერ აჯობებ! (დებს საყვედურით შეხედა). მე პატარა ვარ და ჰგონიათ რომ სათქმელიც არაფერი მაქვს, მე კი გეტყვით: მ-ა-დ-ლ-ო-ბ-ა! ახლა თამაშიც შეგვიძლია პლანშეტით, ტელევიზორის ყურებაც, პირდაპირ საწოლიდან. დილით, ლოგინიდან ადგომაც კი აღარ გვჭირდება - წკაპ, დააჭერ პულტს და მულტფილმების ყურება შეგიძლია! თორემ ძველი ისეთი პატარა იყო, რომ არაფერი ჩანდა...
       - კიდევ რა გაგიხარდა? 
       ანასტასია(6 წლის): სხვადასხვა გემრიელობები... და კიდევ, ისეთი მაგარია, როდესაც ყველანი გახარებულები ვართ. დედიკოც კი იღიმის ხანდახან, თორემ სულ ტიროდა და ტიროდა.
     - მოდი, ახლა დედიკოსაც ვკითხოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
     თეა: ჩემს გოგონებს გაახსენდათ, რომ ბავშვები არიან! მეგონა, სულ დაავიწყდათ, რა არის ღიმილი... ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, დაემსგავსნენ უდარდელ ბავშვებს, როგორებიც იყვნენ, თავიანთი მამის გარდაცვალებამდე, 6 წლის წინ, იმ ჯოჯოხეთამდე, რომელშიც ავღმოჩნდით, მას შემდეგ, რაც ის ტრაგედია მოხდა...
     - თეა, ფონდის გარდა, ვინმე თუ დაგეხმარათ? იქნებ მათი სახელებიც გახსოვთ?
     თეა: კი, ძვირფასო, მახსოვს. მაგრამ ჯერ მინდა, ფონდის თანამშრომლებზე რომ ვთქვა - ნინო და დავითი ჰქვიათ. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთი თბილი და კარგი, იმდენი რამ გააკეთეს, იმდენი პროდუქტი მოგვიტანეს...
     კიდევ ერთი ქალბატონი იყო მოსული, გულიკო ერქვა, ძალიან ბევრი პროდუქტი მოგვიტანა. ფონდის ვებგვერდზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციიდანაც მოვიდნენ და ასევე, პროდუქტი მოგვიტანეს.
     მეტი, არავინ არ მოსულა, ალბათ, კარანტინის გამო შეიკავეს თავი. მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენი ფონდის მეშვეობით, უამრავი ადამიანი დაგვეხმარა. მინდა, ყველას, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა! თქვენამდე, ყურადღებას არავინ გვაქცევდა! არავინ! ახლა კი ბაშვები მშიერი აღარ მყავს და ბედნიერები არიან. დიდი ხანია, ასეთი გახარებული არ მინახავს! მათი ბედნიერება კი, მთავარია ჩემთვის!
         - თეა, იქნებ არის კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩენს მკითხველებს, შეუძლიათ რომ დაგეხმარონ? 
         თეა: მცხვენია და მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ, განა პრობლემები როდესმე მთავრდება? მაგრამ თქვენი დამსახურებით, წყლის ზედაპირზე ამოსვლა და ამოსუნთქვა შევძელით, თქვენ რომ არა, დავრჩებოდით ასე, სადღაც ფსკერზე. ვიცხოვრებდით ისე, როგორც ბუნაგში: არც ნორმალური ტელევიზორი, არც საწოლი ბავშვებისთვის, საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა. საშინელებაა, ბავშვებს რის გადატანაც მოუხდათ. თქვენ, საგრძნობლად შეგვიმსუბუქეთ ცხოვრება...
         მაგრამ დახმარება ნამდვილად გვჭირდება - ჩემს უმცროს გოგონას, ტასოს, წელის თიაქარი აქვს, ძალიან იტანჯება და ოპერაცია სჭირდება. იქნებ შესაძლებელი იყოს,  ამაზეც როგორმე შეგვიწყოთ ხელი? ღმერთისა და თქვენი იმედი მაქვს! ძალიან მცხვენია, კიდევ რამე რომ გთხოვოთ, , მაგრამ შვილისთვის, კიდევ ათასჯერ, ყველას მივმართავ თხოვნით, მუხლის ჩოქაც კი დავუდგები...
     - დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემაც მოგვარებული იქნება - ტასო, აუცილებლად გამოჯანმრთელდება! ქვეყანაზე ხომ, უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანია. პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ასეთი დახმარება და მხარდაჭერა ადამიანების მხრიდან?
      თეა: უზომოდ ბევრს... დიდი ხანია, ფარ-ხმალს დავყრიდი, გოგონები რომ არა, ალბათ ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. იმდენად დავიღალე ყველაფრით... უკვე შევეგუე კიდეც, იმ აზრს, რომ არავის არ ვჭირდებით, რომ კეთილი ადამიანები აღარ არსებობენ. მაგრამ თქვენმა ფონდმა, საპირისპირო დამიმტკიცა. თქვენ დამიბრუნეთ იმის რწმენა, რომ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სხვის გაჭირვება, არ არის სულერთი. ადამიანები, ვინც სხვის გაჭირვებას იზიარებს, როგორც საკუთარს. მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ამას არასდროს დავივიწყებ! ერთადერთი ხართ, ვინც ჩვენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა. ჩვენთვის იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე ჩვენმა საკუთარმა სახელმწიფომ! დიდი მადლობა ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩა, უფალი ხედავს ყველაფერს და დააჯილდოვებს თითოეულ მათგანს! თქვენ მართლა, უფსკრულიდან ამოგვიყვანეთ! 
       - დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნებით! შეიძლება, ბოლო კითხვა მარიამს დავუსვა? მითხარი, მარიამ, ახლა, ბედნიერი ხარ?
        მარიამი(12 წლის): როცა გწერდით, ჩემს გულში უკანასკნელი იმედი ცოცხლობდა... და ის გამართლდა!.. ჩემს გრძნობებს ვერ ავღწერ, ისეთი გახარებული ვიყავი, როდესაც დავინახე პლანშეტი, ტელევიზორი, საწოლი, პროდუქტი... კი, ახლა, თავს ბედნიერად ვგრძნობ, და კიდევ, ძლევამოსილად! იმიტომ, რომ არ შემეშინდა და მოგწერეთ - და აი, შედეგიც! ამისთვის, ძალიან დიდ მადლობას გიხდით! 

----
      და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით, გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს ფბ-პოსტებზე. ამ ოჯახის გაჭირვებასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. სწორედ ესაა ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! შესწირეთ უფალს მადლობა იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
        ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს! ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე -  შანსია, თქვენც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! 
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ტაბახმელაშვილების ოჯახი)
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
      0901 200 270 – 1 ზარს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: