ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი?

- საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? - დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის). პატარა დენისი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც - ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას - მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები - ეს ყველაფერი ძვირი ჯდება!
1,199.5 ₾
108
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

თქვენ ჩემი შვილები ჩაიხუტეთ და გულში ჩაიკარით

–დე, დღეს ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია? - კითხულობს პატარა ლილე.

–ჰო, ჩემო გოგოვ, - იღიმის მარიკა.

–და ურიკა გვჭირდება?

–ორი ან სამი ურიკაც კი!

–დე, წამო, იქ წავიდეთ, სადაც შოკოლადის კანფეტებია.

–კარგი, საყვარელო.

– მე მომყევი, დედა. ვიცი, სადაც არის. აი, ესენი მინდა, ბევრი წავიღოთ სახლში და დენიც შეჭამს. კანფეტები დენისაც ხომ უნდა? არა, დე? ორცხობილაც გვინდა. ვიცი, სადაც არის. წამო, დე!

ლილეს დიდი საყიდლების დღე ძალიან მოეწონა. იმ დღეს მელაძეების ოჯახმა ბათუმის „სმარტი“ საფენების ხუთი შეკვრით, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების გვარიანი მარაგით და საკვებით დატოვა. ეს ყველაფერი კი - თქვენი წყალობით, ჩვენო ძვირფასო მკითხველებო!

წელიწადზე მეტია, რაც მარიკა მცირეწლოვან შვილებს - ლილეს და დენიზს მარტო ზრდის. გარემოებათა დამთხვევით, მისი მეუღლე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ოჯახმა შემოსავალი და საარსებო წყარო მთლიანად დაკარგა, ერთი წლის დენის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს (იხილეთ ჩვენი წინა პოსტი: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/634-meladze/)

საგონებელში ჩავარდნილმა მარიკამ დახმარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. თუ რა მოხდა შემდეგ - ამის შესახებ ოჯახთან საუბრისას შევიტყვეთ.  

მარიკა: ახლა ისეთი რთული დროა, პანდემიაა, ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა ოჯახს თავისი პრობლემებიც ჰყოფნის. ასეთ ყურადღებას, სითბოს და თანაგრძნობას ნამდვილად არ ველოდი... არ ველოდი, რომ ჩვენი პრობლემები სხვა ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ადრე ყველა პრობლემას ჩემი მეუღლე აგვარებდა, ის უზრუნველგვყოფდა. მაგრამ სხვებისთვის ამის თხოვნა როგორ უნდა გაბედო? თუმცა როდესაც ადამიანი მარტო რჩება, მას მხარდაჭერა სჭირდება. ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც სუსტი, დაუცველი და განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხარ. ზრუნვა, ყურადღება და გაფრთხილება ყველას გვჭირდება. ასეთ დროს განსაკუთრებით. მე და ჩემს შვილებს ეს განცდა ფონდის მკითხველების წყალობით გაგვიჩნდა. თითქოს ჩაგვიხუტეს და გულში ჩაგვიკრეს.

  თქვენი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გარკვეული დროით ფულზე დარდი აღარ მიწევს, აღარ ვფიქრობ, რა ვაჭამო შვილებს. აღარ ვნერვიულობ, რომ საფენები მითავდება. საფენებთან დაკავშირებული ეს პრობლემა ყოველი კვირის დასასრულს მიჩნდებოდა. დენიზს დღეში სამი ცალი სჭირდება, ლილეს კი ერთი - ძილის წინ. კარგი იქნებოდა, საერთოდ რომ გადამეჩვია, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ორი დიდი შეკვრა კიდევ დამრჩა და ჯერ შემიძლია არ ვიდარდო.   

ლილესთვის მთელი წლის განმავლობაში ტკბილი არაფერი მიყიდია - მხოლოდ ყველაზე აუცილებელ სურსათს ვყიდულობდი. რას ვიზამთ?.. და უცებ მას ატყობინებენ, რომ საყიდლებზე „სმარტში“ მივდივართ. ლილე ადრე ადგა, ერთი სული ჰქონდა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. ოჯახის მეგობარი მოვიდა - მთელი ნავაჭრი შემდეგ მისი მანქანით მოვიტანეთ. ძალიან გრძელი სია გვქონდა, სხვადასხვა განყოფილებაში გავიარ-გამოვიარეთ. ბავშვისთვის ეს ისეთი დღესასწაული იყო! ისეთი სიხარული! ცხადია, ყველაზე მეტად მას საკონდიტრო განყოფილება აინტერესებდა. და მიუხედავად იმისა, რომ მერე კანფეტებს გვთავაზობდა, მე და ჩემმა დედამთილმა ერთიც არ გამოვართვით. დაე, ბავშვმა მთელი გულით გაიხაროს! მას ხომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს ჰქონდა მოკლებული?! დენი კი კანფეტებს არ ჭამს.

პოსტის შემდეგ ახალი ნაცნობები და მეგობრები თუ შეიძინეთ?

მარიკა:მათმა უმეტესობამ, ვინც ჩვენ დაგეხმარა, სიკეთის გაკეთება ჩუმად ამჯობინა. ყველას იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც გამოგვეხმაურა და დიდი სიხარულით გამოვხატავდი ჩემს მადლიერებას პირადად. დაე, ჩვენი სიხარული თქვენ ორმაგად და სამმაგად დაგბრუნებოდეთ!  

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ქალი გავიცანი, სახელად მაია, რომელმაც ძალიან ბრძნული რჩევა მომცა, რომ თბილისის დავით ტატიშვილის კლინიკისთვის მიმემართა. მოგეხსენებათ, რომ ჩემს შვილს, დენიზს ცერებრული დამბლა აქვს. უფასო რეაბილიტაციის კურსები სამჯერ გავიარეთ, მაგრამ ამაოდ. ტატიშვილის კლინიკაში წამლები გამოგვიწერეს და მასაჟები დაგვინიშნეს, რაც ჩემს პატარაზე აშკარად სასიკეთოდ მოქმედებს. ამ რეკომენდაციების დაცვას ვაგრძელებთ და მასაჟებზე ოზურგეთში დავდივართ.

 ლილეს დენიზზე ზრუნვას თუ ასწავლით?

მარიკა: ჩემი გოგონა ისეთი სასაცილოა. ძმას თავისი სამი წლის გადმოსახედიდან ესაუბრება, თითქოს თვითონ უკვე დიდი იყოს. მე თუ მას აბაზანაში ვაბანავებ, ლილე ეუბნება: „არ იტირო, პატარაც“. მის ტანსაცმელს და პირსახოცს მაწვდის. სანამ რაღაცას ვამზადებ, ის მას სატელეფონო თამაშებით ართობს,

ლილე, შეიძლება ერთი წუთით რომ მოხვიდე?

(მოდის და ცნობისმოყვარეობით მიყურებს).

მითხარი, დენისთვის საფენის გაკეთება შეგიძლია?

ლილე: არა, დეიდა; მაგრამვიცი, საფენი სავსე როდის აქვს ან რაღაც უკვე რომ მოისაქმა...

ახალი გაზქურა როგორ მოგწონს? დედას საჭმლის კეთებაში ეხმარები?

ლილე: მე იქ სათამაშოებს ვაწყობდი, ახლა კი დედა უფლებას აღარ მაძლევს.

მარიკა: აჰ, დიახ, მართალია! გაზქურა ახალი მოტანილი იყო და დენზე შეერთებული ჯერ კიდევ არ გვქონდა, ლილე კი ღუმელს სათამაშოების სათავსოდ იყენებდა. ცხადია, ახლა ეს სიამოვნება მას მოაკლდა (იცინის.)

სამაგიეროდ, საჭმლის კეთების პროცესი უფრო სწრაფად მიდის. ცხადია, რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტით კულინარიულ შედევრებს ვერ გავწვდებით. მარტივ, ხელმისაწვდომ და შეძლებისდაგვარად სასარგებლო კერძებს ვამზადებ - შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოს, წვნიანებს, ფაფებს. „სმარტში“ რამდენჯერმე წასვლის შემდეგ თავს ხორცის უფლებაც მივეცით.

ლილეს ძალიან უყვარს ჩემი სამზარეულოში ყურება. სკამი მოაქვს, თოჯინასთან ერთად ჯდება და ჩემს ქმედებებს კომენტარებს უკეთებს: „ხედავ, ქვაბს როგორი ოხშივარი ასდის? მალე მზად იქნება და ჩვენც შევჭამთ. შენ რა, უმი მაკარონი გინდა? რა ჩერჩეტი ხარ!“  

გაზის ბალონით აღარ ვიტანჯები. თქვენ მე უაზრო ნერვების წყვეტისგან და ფუსფუსისაგან მიხსენით.

– ჩვენი პოსტი განგაშის ზარს ჰყავს - ის ყველა ადამიანს ესმის. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ინიციატივა ხომ არ წამოსულა?

მარიკა: ჯერჯერობით, ჩვენთვის კონკრეტული არაფერია. როგორც სოციალურად დაუცველები, ოჯახის თითოეული წევრისთვის საკვების გარკვეულ ულუფას ვიღებთ - ბრინჯს, პომიდორს, მზესუმზირის ზეთს და ა.შ. ადრე უკეთესი მდგომარეობა იყო. შეგვეძლო, ყოველდღიურად სადილი მიგვეღო. ერთ კაცზე წილი - 250 გრამი. ლილეს ის საკვები მოსწონდა: პიურე, ხორცის კვერები, ლობიო, ფლავი, ბარდის წვნიანი....ახლა კი, კორონავირუსის გამო, ულუფებზე გადაგვიყვანეს.

ერთი კარგი ამბავი მაქვს: ერთი თვის წინ დანის პენსია დაუნიშნეს. დიდი ხანია დროა. მართალია, ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ეს დროს საკითხია.

– ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? პროექტი გრძელდება. მკითხველებს შეუძლიათ შეუერთდნენ და მასში თავისი წვლილი შეიტანონ.

მარიკა: ტექნიკასთან დაკავშირებით ახლა ყველაფერი რიგზე მაქვს. ძალიან გამიხარდება და დიდად მადლობელი ვიქნები,  თუკი საკვებით, საფენებით, სველი ხელსახოცებით და წამლებით დახმარების შესაძლებლობა გექნებათ. საჭმელში უპრეტენზიოები ვართ. ბურღულეული, ორცხობილა... ლილეს ძალიან გაუხარდება.

ჯერჯერობით სამსახურში გასვლა არ შემიძლია. ჩემი ბიჭი გამოკვლევებზე და მასაჟებზე უნდა ვატარო, დავეხმარო, მისი და ჩვენი ტანჯვა შევამსუბუქო. ის ძირითადად სულ ხელში მიჭირავს.

ჩემმა მეუღლემ ჩვენს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შესახებ იცის და ძალიან განიცდის, რომ ვერაფრით გვეხმარება. ძალიან ააღელვა იმ ფაქტმა, რომ თანაგრძნობა ამდენმა ხალხმა გამოიჩინა და გასაჭირში არ მიგვატოვა. ლილემ არ იცის, რომ მამამისი სასჯელს იხდის. ჰგონია, რომ ის თბილისში საქმეებზეა წასული. ასე ვუთხარით, ბავშვისთვის ზიანი რომ არ მიგვეყენებინა. ის ჩემთან საუბარში სულ ერთსა და იმავეს კითხულობს: „მამა როდის მოვა?“

***

მარიკა მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ მან უკვე მოასწრო უამრავ პრობლემასთან შეჯახება - ოჯახის გამოკვებაზე ფიქრი, შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა... ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და არავინ იცის, რა ელის მას ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. ზოგიერთ ჩვენგანს ცხოვრებაში მძიმე ტვირთი ეძლევა. დღეს ასეთი გამოცდა მარიკას ხვდა წილად. ჩვენი მხარდაჭერის წყალობით მას სულის სიმხნევე მიეცა და ძალები შეემატა იმისთვის, რომ გააგრძელოს ყოველდღიური ბრძოლა და შეასრულოს თავისი მისია - იყოს დედა. ეს მშვენიერი, ახალგაზრდა ქალბატონი ბედის დარტყმებს მარტო უმკლავდება, ის არის თავის ორ პატარა ანგელოზზე პასუხისმგებელი. მოდით, მხარი დავუჭიროთ მას - თბილი სიტყვით, საქმით... და ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ, როგორ ივსება ჩვენი გული სიხარულით. განა შესანიშნავი არ არის, როდესაც სხვა ადამიანის ცხოვრების სასიხარულო ცვლილების მიზეზი და წყარო ხარ?! ეს არის უბრალო ადამიანური სასწაული. ის თითოეული ჩვენგანისთვის არის ხელმისაწვდომი. სცადეთ. დაურეკეთ მარიკას. მელაძეების ოჯახის ნომერი მოცემულია ქვემოთ, ჩვენს გვერდზე.

***

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათ პრობლემებთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მელაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/634-meladze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დავფიქრდეთიმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: