პროექტის რეპორტი ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად...

page info icon
2021 ივნისი 8
page info icon
1843
მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ - ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია - მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება... ოჰ, როგორ უნდა!..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,695 ₾
( 245 დონორი )
დასრულებულია
უფალმა დალოცოს მთელი საქართველო, მარტოობისთვის რომ არ გაგვწირეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
 „მარტონი აღარ ვართ, ძვირფასო! მთელი საქართველო მხარში გვიდგას! გამაგრდი, ჩემო კარგო, დანებება არც იფიქრო!“
 „მხურვალედ ვევედრებოდი ღვთისმშობელს, ჩემი შვილები შიმშილით სიკვდილისთვის არ გაეწირა! თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში, ნამდვილი სასწაულია! - ცრემლნარევი ღიმილით ამბობს ახალგაზრდა ქალი, იულია, არხოშაშვილების ოჯახის რძალი - ჩვენ გვჯეროდა, რომ ერთხელაც ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა. არა ყველაფერი ერთბაშად, მაგრამ ახლა ჩვენ იმედი გვაქვს. დავიწყებული გვქონდა სიხარულის განცდა როგორია, თქვენ კი გაგვახსენეთ“.
ინსულტის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი ნოდარი პაპაც კი ცდილობს გაიღიმოს. ის ყველაფერს გრძნობს, უხარია და ღელავს ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრები. როდესაც ოჯახს საჩუქრები მოუტანეს, საოცარი რეაქცია ჰქონდა. ოჯახის წევრებს უკვე ხუთი წელი, რაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთი გახარებული არ უნახავთ. ნოდარი პაპა წამოდგომას  ცდილობდა, რაღაცის თქმას, ერთიანად კანკალებდა ემოციებისგან. მოსიყვარულე ოჯახისთვის ეს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, მისი პატარა შვილიშვილები, ერთგული მეუღლე ქეთინო, შვილი, რძალი იულია.
რა თქმა უნდა, გახსოვთ არხოშაშვილების ოჯახის გასაჭირი, რომლის გამოც ჩვენ მოგვმართა. ნოდარი პაპას ოჯახის მარჩენალს, შოუ „ნიჭიერის“ მონაწილეს, აქტიურ და ძალიან პოზიტიურ ადამიანს ინსულტმა დაარტყა. ოჯახის ყველა წევრის, ინსულინდამოკიდებული მეუღლის, ავადმყოფი მამამთილის, მოხუცი დედამთილისა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის მძიმე ტვირთი მხრებზე დააწვა  რძალს, იულიას
ოჯახს სძლია ავადმყოფობამ, გაჭირვებამ და შიმშილმა!
გაჭირვებასთან გამკლავება ყველაზე რთულია, როცა მარტო ხარ. მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით! თითოეულმა თქვენთაგანმა გამოიჩინა დიდსულოვნება და მზრუნველობა ამ ოჯახის მიმართ, თითქოს თავად გახდა მათი მარჩენალი ნოდარი პაპას ნაცვლად. ძვირფასო მკითხველებო, ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენთვის ეს განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ნოდარი პაპას ოჯახის წინაშე.
„ღმერთმა დაგლოცოთ! უფალმა დალოცოს მთელი საქართველო, მადლობა, რომ არ გაგვწირეთ! - ამბობს იულია, და პირჯვარს იწერს. - ჩემი ოჯახი ამას არასდროს დაივიწყებს!“
- იულია, გვიამბეთ, გთხოვთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
იულია: რა თქმა უნდა, იცით, მანამდე როგორ ვცხოვრობდით - სრულიად მარტო, სიღატაკის, შიმშილისა და შიშის პირისპირ. მას შემდეგ, რაც ჩემს მამამთილს ინსულტმა დაარტყა, ოჯახს საყრდენი გამოეცალა. ყველაფერს ის აკეთებდა: ფული შემოჰქონდა, ბაზარში დადიოდა პროდუქტის საყიდლად, საათობით სეირნობდა ბავშვებთან ერთად, საღამოს კი, შეეძლო მთელი ოჯახისთვის მოკრძალებული, მაგრამ ძალიან გემრიელი ვახშამიც მოემზადებინა. იმ წამიდან, რაც ჩვენი მარჩენალი ლოგინად ჩავარდა, ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა. პროდუქტის საყიდელი ფული არ გვქონდა. ჩვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაქრნენ ნაცნობები, მეგობრები, და ოდესღაც ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი. დავრჩით სრულიად მარტო, არავის ვჭირდებოდით. ასე ვცხოვრობდით თქვენს გამოჩენამდე.
უფალი შეგეწიოთ! თქვენ იმედი დაგვიბრუნეთ!  ხელი, გასაჭირში, მხოლოდ თქვენ გამოგვიწოდეთ. რაღაა სათქმელი! თქვენ რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით! მაპატიეთ, ისე ვღელავ, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამდენი კეთილი, გულისხმიერი ადამიანი, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი!
ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს, არც მე, ორსულს, არც ჩემს დედამთილს, აღარ მოგვიწევს სარეცხის ხელით, ცივ წყალში რეცხვა. მამამთილსა და შვილს ახალ საწოლებზე სძინავთ, ადამიანურად. არც კი ვიცი, საკუთარი სახსრებით, საწოლების შეძენას როდის მოვახერხებდით? შვილს იატაკზე ეძინა აქამდე... პროდუქტი, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ძალიან გვჭირდებოდა ეს ყველაფერი.
ნოდარი პაპა, საწოლს ისევ ისეა მიჯაჭვული. მაგრამ რა შედარებაა უწინდელსა და ახლანდელ პირობებს შორის?!
ახლა ის კომფორტშია და სისუფთავეში
- იულია, მჯერა, რომ ჩვენს მკითხველებს ძალიან გაახარებთ ამ სიტყვების წაკითხვა! სასიკეთო ცვლილებები მთელი გულით გვსურს და ველოდებით. იქნებ განსაკუთრებულად გსურთ აღნიშნოთ ახალი მეგობრებიდან ვინმე?
          იულია: მერიდება რომელიმე მათგანი გამოვყო, მართლა. ასობით ადამიანიდან, ვინც ჩვენს დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, თითოეული იმსახურებს მადლიერებას, ადამიანმა ხომ საკუთარ თავს და ოჯახს მოაკლო! უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო კარგებო! თქვენ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ, დიახ, დიახ, თითოეულმა თქვენთაგანმა!
- იულია, ადგილობრივი ხელისუფლება ასევე გამოეხმაურა ჩვენ პოსტს და თქვენს დახმარების თხოვნას?
იულია: ვაიმე, ნეტავი! ჩემი მეუღლისთვის ინსულინს გვაძლევენ. წელიწადში რამდენიმეჯერ პროდუქტი მოაქვთ და ნაწილობრივ აფინანსებენ მედიკამენტებს. მაგრამ დიდი ოჯახისთვის, რომლის საარსებო წყაროც სოციალური დახმარებაა 270 ლარის ოდენობით, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ორი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, მე ორსულად ვარ, მეუღლე, დედამთილი, მამამთილი - ავადმყოფები. 270 ლარი მთელ თვეზე რანაირად გავანაწილოთ, კომუნალური გადასახადების გათვალისწინებთ? ნუთუ დღეში 1 ლარი საკმარისია? ამიტომაც, მუდმივად ნახევრად მშივრები ვართ, ალბათ ისევე, როგორც ნახევარი საქართველო.
 „არაჩვეულებრივი ნივთია! სწორედ ისეთი, მძიმე ცხოვრებით დატანჯული ადამიანებისთვის, როგორიც მე ვარ“
- ჩვენი მწარე რეალობა. საბედნიეროდ ამდენმა იმედგაცრუებამ და დახმარების თხოვნაზე უარის მიღებამ ადამიანების რწმენა არ დაგაკარგვინათ, არ ჩაიკეტეთ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ. რა გრძნობები გამოიწვია თქვენში მკითხველთა მხარდაჭერამ?
იულია: ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემი მამამთილის რეაქცია, როცა საჩუქრები მოგვიტანეთ. ემოციებისგან კანკალებდა, წამოდგომას ცდილობდა, ვერ მშვიდდებოდა!!! მრავალი წლის მანძილზე ეს იყო პირველი სიხარულის ცრემლი... დღე, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ! თქვენმა დახმარებამ დაგვიბრუნა რწმენა იმისა, რომ არ ვართ უსასრულო ტანჯვისთვის განწირულნი და ჩვენც გვაქვს ბედნიერების უფლება. ხუთი წლის მანძილზე ბევრი ნაცნობი და მეგობარი დავკარგეთ, მათ ჩვენზე უბრალოდ უარი თქვეს... მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არავის განკითხვის უფლება არ მაქვს. ახლა, ისეთი მძიმე დროა, როცა ყველა გადარჩენისთვის იბრძვის, ისე, როგორც შეუძლია... წამიერად იმედგაცრუების მწარე განცდა დამეუფლა. მაგრამ თქვენ დაგვეხმარეთ იმაში, რომ ადამიანების რწმენა არ დაგვეკარგა! დაგვანახეთ, რომ კეთილი ადამიანები, ვინც ერთმანეთს უანგაროდ ეხმარება, ჯერ კიდევ არსებობენ! ძალიან დიდი მადლობა ყველას!
აქ ბევრი სარეცხი ჩაეტევა
- მინდა თქვენს ბიჭუნას, გოდერძის გავესაუბრო. მოდი ჩვენთან პატარავ. შენ რომელი საჩუქარი მოგეწონა?
გოდერძი (5 წლის): შოკოლადები მომეწონა ყველზე მეტად. საჭმელი საუკეთესო საჩუქარია, ჩემი ყველაზე საყვარელი! მიყვარს გემრიელად ჭამა, როცა საჭმელი გვაქვს.
- ესე იგი, თოვლის ბაბუს საჭმელი უნდა სთხოვო?
გოდერძი: ყოველთვის საჭმელს ვთხოვდი. ხინკალი, ჰამბურგერები, ძეხვი, კანფეტი. მაგრამ თოვლის ბაბუა ჩვენთან არ მოდის. არ ვიცი, რატომ. დედა ამბობს, რომ ძალიან შორს ვცხოვრობთ. მას რომ ეკითხა ჩემთვის: „რა გინდა, გოდერძი?“, მე ვუპასუხებდი, რომ წელს მინდა დიდი მანქანა და შოკოლადის ტორტი!
 „ნოდარის უნდა, რაღაცა რომ გითხრათ. ნეტავ იცოდეთ, მადლობის რამდენ სიტყვას მოისმენდით, ლაპარაკი რომ შეეძლოს! დიახ, ძვირფასო, ჩვენს სტუმრებს ნამდვილად ესმით, რასაც გრძნობ“
- ჩემო ოქრო ბიჭუნა! ვფიქრობ, წელს, დიდი მანძილის მიუხედავად, თოვლის ბაბუა შენთან მოვა და მოგიტანს მანქანას და გემრიელ ტორტს!
გოდერძი: შოკოლადის! მე უკვე ხუთი წლის ვარ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, რომ მოვიდეს?!
- რა თქმა უნდა, სიხარულო! ეჭვიც არ შეგეპაროს. იულია, გვითხარით, კიდევ რა პრობლემების გადაჭრაში შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ?
იულია: პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი და მხარში დაგვიდგა ყველაზე მძიმე დროს, როცა ლუკმა პურიც კი არ გვქონდა სახლში. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! რაც შეეხება დახმარებას... ძალიან მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი პრობლემები, არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. თავადაც ხედავთ, რომ ძალიან გვიჭირს, ცუდ პირობებში ვცხოვრობთ, თითქმის ყოველდღე ვშიმშილობთ.
ჩემს მამამთილს სჭირდება პამპერსი, ტკივილგამაყუჩებლები, ნაწოლების მალამო... დედამთილს და ჩემს ინსულინდამოკიდებულ მეუღლეს ასევე სჭირდებათ მკურნალობა და სპეციალური საკვები. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის ფული, და არც კი ვიცი, გვექნება როდესმე თუ არა?! აღარაფერს ვამბობ ბავშვებზე, რომლებიც ერთმანეთის გამონაცვალი, გაცვეთილი ტანსაცმლით იზრდებიან და საჭმელს სთხოვენ თოვლის ბაბუას. მძიმეა ამის მოსმენა. უხერხულია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ სარეცხი მანქანის დამონტაჟება ჯერ ვერ მოხერხდა - სახსრები ვერ გამოვნახეთ. ვამბობ და საშინლად მრცხვენია.
ღმერთო, როგორ გვინდა, რომ ყველაფერი მოგვარდეს. ჩვენც ხომ ვიმსახურებთ ჩვენს წილ ბედნიერებას! თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სიტყვებს წაიკითხავს, სიყვარულსა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ ოჯახებთან ერთად! შიმშილობას არავის ვუსურვებ!
  „ოჰ, პამპერსი თითქმის აღარ გვაქვს“ - ამოიოხრა ქეთინომ
                                           ***
ძვირფასო მეგობრებო! არხოშაშვილების ოჯახმა კვლავ დახმარების თხოვნით მოგვმართა. ჩვენ უკვე ერთხელ გავერთიანდით, და მოვახერხეთ, რომ ცოტათი შეგვემსუბუქებინა მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები. მაგრამ საკვები პროდუქტი და მედიკამენტი უკვე გამოილია, ოჯახი კვლავ შიმშილობს და ისევ სჭირდებათ წამლები! ნოდარი პაპას უმწეობა გულს აგიჩუყებთ, ჩვენს გარდა, მას ვერავინ დაეხმარება.
გვერდით კი უნარშეზღუდული შვილი, მოხუცი მეუღლე, ფეხმძიმე რძალი და მცირეწლოვანი შვილიშვილები ჰყავს. რა ქნან, რა მოიმოქმედონ? პურსა და ნაწოლების მალამოს შორის, რა აირჩიონ? თვალებში როგორ უნდა ჩახედო შვილს, რომელიც დახეული ფეხსაცმლით დადის და იყინება მთელი ზამთარში? ეს საბრალო ადამიანები ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემენ. ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავანახოთ სიკეთის ძალა და ცოტათი უკეთესი გავხადოთ არხოშაშვილების ოჯახის  ცხოვრება.
მათ სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და მზრუნველობა! ზურგს ნუ შევაქცევთ! ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ ისინი დავიხსნათ შიმშილისგან. თუ დავფიქრდებით, იქნებ ამქვეყნად ჩვენი მისია  სწორედ ესაა - ხელი გავუმართოთ მშიერს და ავადმყოფს?!
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
          ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე -  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: არხოშაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ვებგვერდის მეშვეობით:
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
              შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270 
დალოცვილები ყოფილიყვით!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: