რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…

calendar ივნისი 8, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…

მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..

თვითონაც ცდილობს აჭამოს და პაპას თავისი პატარა, თეთრი, ფუმფულა ხელით გაუთავებლად ეფერება.

პაპა კი პასუხად მხოლოდ უხმოდ ტირის, რადგან უკვე ხუთი წელია წყეულმა ინსულტმა გატეხა და ლოგინად ჩააგდო.

მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…

„ხუთი წლის წინ ჩემი ქმარი ინსულტმა ლოგინად ჩააგდო და მას შემდეგ, როგორც ბავშვს, ისე ვუვლი“, – სლუკუნებს ქეთინო ბებო. – „მთელი ცხოვრება სიამტკბილობაში გავატარეთ, ყველაფერში ჩემი საყრდენი იყო; მთელი ცხოვრება შრომობდა, ჩვენზე ზრუნავდა, ახლა კი, ხომ ხედავთ, სრულიად უმწეო გახდა. შვილიშვილებით გახარება და მათთან ერთად თამაში ვერ მოასწრო. ბავშვებს ის ჯანმრთელი არ ახსოვთ, მაგრამ ძალიან უყვართ!

როგორც ამბობენ, უბედურება მარტო არ დადისო. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მათ 32 წლის შვილს, გოდერძის, ათი წლის წინ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი აღმოუჩინეს. ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი დაინვალიდდა, უმუშევარი დარჩა და მშობლების დახმარება და საკუთარი ოჯახის შენახვა ვეღარ შეძლო; ხუთი წლის წინ კი ოჯახის თავს, ნოდარი პაპას, ინსულტი დაემართა და მას შემდეგ მისი მეუღლე, ქეთინო, მის საწოლს აღარ შორდება. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სასოწარკვეთილი იბრძვის გადარჩენისთვის, მაგრამ ფული ყველაზე ძირითად ნივთებზე – სურსათზე, წამლებზე და საფენებზეც კი არ ჰყოფნით. მათზე ვინ იზრუნებს? დახმარების ხელს ვინ გაუწვდის? იქნებ ჩვენ ვიცოდეთ პასუხი!

– ქეთინო, თქვენი გასაჭირი გაგვიზიარეთ…

ქეთინო: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ყველა უბედურება ერთიანად დაგვატყდა თავს. მე და ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით. მართალია, მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ არც ვშიმშილობდით. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ წინ ასეთი უბედურება გველოდა… ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით! ნოდარი საწოლს არის მიჯაჭვული, ჩემს ბიჭს დიაბეტი აქვს, შვილიშვილები ერთმანეთზე პატარები არიან; ოჯახში არავინ მუშაობს, არადა ყველაფერი ძვირდება და ძვირდება… ფული ყველაზე ელემენტარულისთვის: სურსათისთვის, წამლებისთვის და ჰიგიენური საშუალებებისთვისაც კი არ გვაქვს…

– თუ შეიძლება, ყველაფერი დალაგებულად მოგვიყევით.

ქეთინო: როგორც გითხარით, მშვიდი და გამოზომილი ცხოვრებით ვცხოვრობდით. არ გვიჭირდა. ჩემი ბიჭი კონტრაქტით მსახურობდა და ცხელ წერტილებში იბრძოდა. მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო, ექიმს მიმართა და გაირკვა, რომ შაქარი ჰქონდა მომატებული. ექიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის ინსულინდამოკიდებულება აერიდებინა – მაინც ახალგაზრდა კაცია, სამხედრო… მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა. გოდერძი 32 წლის ასაკში დაინვალიდდა და უკვე 10 წელია იტანჯება. დღეში 4 ნემსი სჭირდება. მუშაობა არ შეუძლია. კარგი იქნებოდა დიეტაც დაეცვა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაკარონით ვიკვებებით. მერე ჩემს ქმარს ეს უბედურება შეემთხვა და ახლა ნოდარი სრულიად უმწეოა: მე ვაჭმევ, წამალს მე ვასმევ, ვაბანავებ, პატარა ბავშვივით ვუვლი… საწყალი, ზოგჯერ ისეთი თვალებით შემომცქერის, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არ შეუძლია. გული მიკვდება, ისე მებრალება…

– ქეთინო, მეუღლის შესახებ ისეთი სიყვარულით საუბრობთ… გაგვიზიარეთ ახალგაზრდობის მოგონებები – როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ქეთინო: 64 წლის ვარ, შვილო და ჩემს ახალგაზრდობაში წესი იყო, რომ შვილებს საცოლეს ან საქმროს მშობლები ურჩევდნენ. ქორწილამდე ჩემი ქმარი ნანახი არ მყავდა! მაგრამ, როგორც ხედავთ, ამდენი წელი სიამტკბილობაში გავატარეთ, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით. ჩემი ქმარი განათლებული და ძალიან ნიჭიერი კაცია… იყო… იცით, „ნიჭიერშიც“ კი მონაწილეობდა. სიტყვებს კომპიუტერზე სწრაფად აბრუნებდა წაღმა-უკუღმა! ახლა კი, ხომ ხედავთ, სიტყვასაც კი ვეღარ ამბობს, მარტო ტკივილისგან კვნესის. წამლები ძალიან სჭირდება. ღმერთმა ნუ ქნას, ერთი აბიც რომ გამოტოვოს, ისე აკანკალებს, ისე აკანკალებს… ლამის საწოლზე ხტუნაობს.

– ალბათ ძალიან გიჭირთ…

ქეთინო: ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ! წელი საშინლად მტკივა; მას გვერდზე გადატრიალება, დაბანა და ათასი რამე სჭირდება… რძალი ძალიან მეხმარება, თორემ მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. ყოჩაღი გოგოა! არც კი ვიცი, როგორ ასწრებს ბავშვებსაც მიხედოს და მეც დამეხმაროს… ბავშვები სულ მთლად პატარები არიან: გოდერძი ოთხი წლისაა, ამირანი – ორის, სულ თვალყურის დევნება სჭირდებათ! უნდა ჩააცვა, აჭამო… არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ გვიჭირს. ხარჯებს არც თავი უჩანს, არც ბოლო: წამლები, საფენები… ეს ყველაფერი ძალიან ძვირია, ფული საჭმლისთვისაც კი აღარ გვრჩება. წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო.

– დახმარების თხოვნით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ?

ქეთინო: სახელმწიფო ჩემს საწყალ ბიჭს ინსულინს უფინანსებს. რამდენჯერმე ცოტა სურსათიც მოგვიტანეს. სულ ეს იყო… ხანდახან წამლებისთვის ფულსაც გვაძლევენ. მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩვენი პრობლემების გადამკიდე ეს ზღვაში წვეთია! უბრალოდ მიმოიხედეთ გარშემო! ეს სახლი ისეთი ძველია, სადაცაა თავზე ჩამოგვენგრევა!

– ეს… სახლი თქვენ გეკუთვნით?

ქეთინო: დიახ, ჩემი ქმრის მშობლებმა ააშენეს. როცა შეგვეძლო, ვუვლიდით, რაღაცებს ნელ-ნელა ვარემონტებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი განადგურდა: სახურავი ჟონავს, ყველა ხვრელიდან ქარი უბერავს, კედლებში ნახვრეტების ამოვსება ნაჭრებით გვიწევს, მაგრამ არ შველის! ახლა სოფლის გზას აკეთებენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბულდოზერები აქეთ-იქით დადიან, ღობე ჩამოწვა და მთელი სახლი ირყევა, ერთ კუთხეში ფუნდამენტიც დაზიანდა… ვაიმე, ვაიმე!.. ამ ყველაფერს ვინ შეაკეთებს? ჩვენი დამხმარე არავინაა! ამ სიბერეში ასეთი უბედურება რით დავიმსახურე? ჩემმა ქმარმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ასეთ წამებაში რატომ უნდა გაატაროს?

– ქეთინო, ღმერთის გწამთ? ეკლესიაში დადიხართ?

ქეთინო: რა თქმა უნდა! მთელი ოჯახი დავდივართ და სახლშიც სულ ვლოცულობ. უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები სიკვდილისთვის არ გაწიროს. რა ვქნა, ინსულტი რომ არა, დარწმუნებული ვარ, ნოდარი კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებდა ჩვენთვის. მთელი ცხოვრება მუშაობდა, ტექნიკუმი დაამთავრა, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, მერე სავაჭრო ცენტრშიც… როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამატებითი ფულის შოვნას მიწაზე მუშაობით ცდილობდა. უსაქმოდ ერთი დღეც არ მჯდარა! ახლა კი, როცა ჩემი ბიჭი ავადაა, ქმარი კი ასეთ მდგომარეობაში, მთელ იმედებს მხოლოდ უფალზე და კეთილ ადამიანებზე ვამყარებ!

– თქვენი შვილიშვილების შესახებ მოგვიყევით…

ქეთინო: ოოო, ისინი ჩემი ერთადერთი სიხარული და სინათლის სხივები არიან! ჩემი საოცარი, მოსიყვარულე ბიჭები… იცით, მათ პაპა ჯანმრთელი არასდროს უნახავთ. ჩემი რძალი ორსულად იყო, როცა ნოდარს ინსულტი დაემართა. უფროსი ბიჭი, გოდერძი, სულ მის გარშემო ტრიალებს და კითხულობს: „პაპას რა სტკივა? რატომ?“ – ცდილობს კოვზით აჭამოს, ეფერება, მასთან თამაშს ცდილობს…

– მართალია, გოდერძი? გიყვარს პაპა?

(პატარა ბიჭი, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებდა და ცნობისმოყვარედ ისმენდა საუბარს, ბებიის ზურგს უკან თავპირისმტვრევით მიიმალა…)

ქეთინო: ძალიან მორცხვები არიან. უმცროსი ჯერ არ ლაპარაკობს… ეჰ, გული მტკივა, შვილო, ვერც კი წარმოიდგენ, ისე მტკივა!.. ღამეები არ მძინავს, ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვძვრეთ. შვილის ავადმყოფობა, ჩემი ქმრის თავს დატეხილი უბედურება – ამ ყველაფერმა კალაპოტიდან ამოგვაგდო. უკვე ათი წელია გადარჩენას ვცდილობთ, მაგრამ წლიდან წლამდე, დღითიდღე, უფრო და უფრო გვიჭირს. (სლუკუნებს საბრალო, მოხუცი ქალი.)

– ჰოო… მართლაც რომ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდით… გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ქეთინო: ხედავს უფალი, არასოდეს არავისთვის არაფერი მითხოვია. აი, ამ ხელებით ვშოულობდი ლუკმაპურის ფულს, დილიდან საღამომდე ქმართან ერთად ვმუშაობდი… ვისი ბრალია, ასე რომ მოხდა?

ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემი შვილიშვილები, ჩემი პატარები, ნახევრად მშივრები არიან, სხვისი გამონაცვალი აცვიათ… ასე როგორ შეიძლება?! ბავშვებს საჭმელი და ტანსაცმელი სჭირდებათ! ნოდარსაც ბევრი რამ სჭირდება. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი მის საფენებზე და წამლებზე იხარჯება. ავეჯიც ძალიან დაძველდა, იშლება, არც საწოლები გვაქვს და არც კარადა… სარეცხი მანქანა კი უბრალოდ ოცნებაა – ცხოვრებას ბევრად შეგვიმსუბუქებდა, რადგან სახლში ბავშვები და მწოლიარე ავადმყოფია. თავადაც გესმით, რამდენი სარეცხია. ზამთარში ცივ წყალში რეცხვა საშინელებაა! მე და ჩემს რძალს უკვე ხელებიდან სისხლი გვდის!

– ქეთინო, ამ სტატიას მთელი საქართველო წაიკითხავს. დარწმუნებული ვარ, ბევრს ახსოვს თქვენი მეუღლის გამოსვლა და თქვენს დახმარების ძახილს ბევრი გამოეხმაურება…

ქეთინო: მადლობელი ვარ ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ!

***

მეგობრებო, ეს უბრალო, კეთილი, ქართული ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა! ნოდარი პაპა საწოლს არის მიჯაჭვული, ცოლი კი დღედაღამ გვერდიდან არ შორდება. მწოლიარე ავადმყოფის მოვლას ცოტა ფული ნამდვილად არ სჭირდება! მათი ბიჭი, გოდერძი, მისი ცხოვრების საუკეთესო წლებში, ინსულინდამოკიდებული გახდა და დაინვალიდდა. ოჯახში ორი მშვენიერი ბიჭი – ორი წლის ამირი და ოთხი წლის გოდერძი იზრდება. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ კვებას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს…

დღეს ნოდარ არხოშაშვილის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება! მათ ესაჭიროებათ: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საწოლები, სარეცხი მანქანა და მრავალი სხვა.

არხოშაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ხვედურეთი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნოდარ არხოშაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ნოდარ არხოშაშვილის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

უფალმა დალოცოს მთელი საქართველო, მარტოობისთვის რომ არ გაგვწირეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!

 „მარტონი აღარ ვართ, ძვირფასო! მთელი საქართველო მხარში გვიდგას! გამაგრდი, ჩემო კარგო, დანებება არც იფიქრო!“
 „მხურვალედ ვევედრებოდი ღვთისმშობელს, ჩემი შვილები შიმშილით სიკვდილისთვის არ გაეწირა! თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში, ნამდვილი სასწაულია! – ცრემლნარევი ღიმილით ამბობს ახალგაზრდა ქალი, იულია, არხოშაშვილების ოჯახის რძალი – ჩვენ გვჯეროდა, რომ ერთხელაც ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა. არა ყველაფერი ერთბაშად, მაგრამ ახლა ჩვენ იმედი გვაქვს. დავიწყებული გვქონდა სიხარულის განცდა როგორია, თქვენ კი გაგვახსენეთ“.
ინსულტის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი ნოდარი პაპაც კი ცდილობს გაიღიმოს. ის ყველაფერს გრძნობს, უხარია და ღელავს ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრები. როდესაც ოჯახს საჩუქრები მოუტანეს, საოცარი რეაქცია ჰქონდა. ოჯახის წევრებს უკვე ხუთი წელი, რაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთი გახარებული არ უნახავთ. ნოდარი პაპა წამოდგომას  ცდილობდა, რაღაცის თქმას, ერთიანად კანკალებდა ემოციებისგან. მოსიყვარულე ოჯახისთვის ეს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო. ყველა ძალიან ბედნიერი იყო, მისი პატარა შვილიშვილები, ერთგული მეუღლე ქეთინო, შვილი, რძალი იულია.
რა თქმა უნდა, გახსოვთ არხოშაშვილების ოჯახის გასაჭირი, რომლის გამოც ჩვენ მოგვმართა. ნოდარი პაპას ოჯახის მარჩენალს, შოუ „ნიჭიერის“ მონაწილეს, აქტიურ და ძალიან პოზიტიურ ადამიანს ინსულტმა დაარტყა. ოჯახის ყველა წევრის, ინსულინდამოკიდებული მეუღლის, ავადმყოფი მამამთილის, მოხუცი დედამთილისა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის მძიმე ტვირთი მხრებზე დააწვა  რძალს, იულიას
ოჯახს სძლია ავადმყოფობამ, გაჭირვებამ და შიმშილმა!
გაჭირვებასთან გამკლავება ყველაზე რთულია, როცა მარტო ხარ. მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით! თითოეულმა თქვენთაგანმა გამოიჩინა დიდსულოვნება და მზრუნველობა ამ ოჯახის მიმართ, თითქოს თავად გახდა მათი მარჩენალი ნოდარი პაპას ნაცვლად. ძვირფასო მკითხველებო, ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენთვის ეს განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ნოდარი პაპას ოჯახის წინაშე.

„ღმერთმა დაგლოცოთ! უფალმა დალოცოს მთელი საქართველო, მადლობა, რომ არ გაგვწირეთ! – ამბობს იულია, და პირჯვარს იწერს. – ჩემი ოჯახი ამას არასდროს დაივიწყებს!“
– იულია, გვიამბეთ, გთხოვთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
იულია: რა თქმა უნდა, იცით, მანამდე როგორ ვცხოვრობდით – სრულიად მარტო, სიღატაკის, შიმშილისა და შიშის პირისპირ. მას შემდეგ, რაც ჩემს მამამთილს ინსულტმა დაარტყა, ოჯახს საყრდენი გამოეცალა. ყველაფერს ის აკეთებდა: ფული შემოჰქონდა, ბაზარში დადიოდა პროდუქტის საყიდლად, საათობით სეირნობდა ბავშვებთან ერთად, საღამოს კი, შეეძლო მთელი ოჯახისთვის მოკრძალებული, მაგრამ ძალიან გემრიელი ვახშამიც მოემზადებინა. იმ წამიდან, რაც ჩვენი მარჩენალი ლოგინად ჩავარდა, ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა. პროდუქტის საყიდელი ფული არ გვქონდა. ჩვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაქრნენ ნაცნობები, მეგობრები, და ოდესღაც ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი. დავრჩით სრულიად მარტო, არავის ვჭირდებოდით. ასე ვცხოვრობდით თქვენს გამოჩენამდე.
უფალი შეგეწიოთ! თქვენ იმედი დაგვიბრუნეთ!  ხელი, გასაჭირში, მხოლოდ თქვენ გამოგვიწოდეთ. რაღაა სათქმელი! თქვენ რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით! მაპატიეთ, ისე ვღელავ, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამდენი კეთილი, გულისხმიერი ადამიანი, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი!
ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს, არც მე, ორსულს, არც ჩემს დედამთილს, აღარ მოგვიწევს სარეცხის ხელით, ცივ წყალში რეცხვა. მამამთილსა და შვილს ახალ საწოლებზე სძინავთ, ადამიანურად. არც კი ვიცი, საკუთარი სახსრებით, საწოლების შეძენას როდის მოვახერხებდით? შვილს იატაკზე ეძინა აქამდე… პროდუქტი, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ძალიან გვჭირდებოდა ეს ყველაფერი.
ნოდარი პაპა, საწოლს ისევ ისეა მიჯაჭვული. მაგრამ რა შედარებაა უწინდელსა და ახლანდელ პირობებს შორის?!
ახლა ის კომფორტშია და სისუფთავეში
– იულია, მჯერა, რომ ჩვენს მკითხველებს ძალიან გაახარებთ ამ სიტყვების წაკითხვა! სასიკეთო ცვლილებები მთელი გულით გვსურს და ველოდებით. იქნებ განსაკუთრებულად გსურთ აღნიშნოთ ახალი მეგობრებიდან ვინმე?
          იულია: მერიდება რომელიმე მათგანი გამოვყო, მართლა. ასობით ადამიანიდან, ვინც ჩვენს დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, თითოეული იმსახურებს მადლიერებას, ადამიანმა ხომ საკუთარ თავს და ოჯახს მოაკლო! უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო კარგებო! თქვენ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ, დიახ, დიახ, თითოეულმა თქვენთაგანმა!
– იულია, ადგილობრივი ხელისუფლება ასევე გამოეხმაურა ჩვენ პოსტს და თქვენს დახმარების თხოვნას?
იულია: ვაიმე, ნეტავი! ჩემი მეუღლისთვის ინსულინს გვაძლევენ. წელიწადში რამდენიმეჯერ პროდუქტი მოაქვთ და ნაწილობრივ აფინანსებენ მედიკამენტებს. მაგრამ დიდი ოჯახისთვის, რომლის საარსებო წყაროც სოციალური დახმარებაა 270 ლარის ოდენობით, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ორი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, მე ორსულად ვარ, მეუღლე, დედამთილი, მამამთილი – ავადმყოფები. 270 ლარი მთელ თვეზე რანაირად გავანაწილოთ, კომუნალური გადასახადების გათვალისწინებთ? ნუთუ დღეში 1 ლარი საკმარისია? ამიტომაც, მუდმივად ნახევრად მშივრები ვართ, ალბათ ისევე, როგორც ნახევარი საქართველო.

 „არაჩვეულებრივი ნივთია! სწორედ ისეთი, მძიმე ცხოვრებით დატანჯული ადამიანებისთვის, როგორიც მე ვარ“
– ჩვენი მწარე რეალობა. საბედნიეროდ ამდენმა იმედგაცრუებამ და დახმარების თხოვნაზე უარის მიღებამ ადამიანების რწმენა არ დაგაკარგვინათ, არ ჩაიკეტეთ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ. რა გრძნობები გამოიწვია თქვენში მკითხველთა მხარდაჭერამ?
იულია: ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემი მამამთილის რეაქცია, როცა საჩუქრები მოგვიტანეთ. ემოციებისგან კანკალებდა, წამოდგომას ცდილობდა, ვერ მშვიდდებოდა!!! მრავალი წლის მანძილზე ეს იყო პირველი სიხარულის ცრემლი… დღე, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ! თქვენმა დახმარებამ დაგვიბრუნა რწმენა იმისა, რომ არ ვართ უსასრულო ტანჯვისთვის განწირულნი და ჩვენც გვაქვს ბედნიერების უფლება. ხუთი წლის მანძილზე ბევრი ნაცნობი და მეგობარი დავკარგეთ, მათ ჩვენზე უბრალოდ უარი თქვეს… მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არავის განკითხვის უფლება არ მაქვს. ახლა, ისეთი მძიმე დროა, როცა ყველა გადარჩენისთვის იბრძვის, ისე, როგორც შეუძლია… წამიერად იმედგაცრუების მწარე განცდა დამეუფლა. მაგრამ თქვენ დაგვეხმარეთ იმაში, რომ ადამიანების რწმენა არ დაგვეკარგა! დაგვანახეთ, რომ კეთილი ადამიანები, ვინც ერთმანეთს უანგაროდ ეხმარება, ჯერ კიდევ არსებობენ! ძალიან დიდი მადლობა ყველას!

აქ ბევრი სარეცხი ჩაეტევა
– მინდა თქვენს ბიჭუნას, გოდერძის გავესაუბრო. მოდი ჩვენთან პატარავ. შენ რომელი საჩუქარი მოგეწონა?
გოდერძი (5 წლის): შოკოლადები მომეწონა ყველზე მეტად. საჭმელი საუკეთესო საჩუქარია, ჩემი ყველაზე საყვარელი! მიყვარს გემრიელად ჭამა, როცა საჭმელი გვაქვს.
– ესე იგი, თოვლის ბაბუს საჭმელი უნდა სთხოვო?
გოდერძი: ყოველთვის საჭმელს ვთხოვდი. ხინკალი, ჰამბურგერები, ძეხვი, კანფეტი. მაგრამ თოვლის ბაბუა ჩვენთან არ მოდის. არ ვიცი, რატომ. დედა ამბობს, რომ ძალიან შორს ვცხოვრობთ. მას რომ ეკითხა ჩემთვის: „რა გინდა, გოდერძი?“, მე ვუპასუხებდი, რომ წელს მინდა დიდი მანქანა და შოკოლადის ტორტი!

 „ნოდარის უნდა, რაღაცა რომ გითხრათ. ნეტავ იცოდეთ, მადლობის რამდენ სიტყვას მოისმენდით, ლაპარაკი რომ შეეძლოს! დიახ, ძვირფასო, ჩვენს სტუმრებს ნამდვილად ესმით, რასაც გრძნობ“
– ჩემო ოქრო ბიჭუნა! ვფიქრობ, წელს, დიდი მანძილის მიუხედავად, თოვლის ბაბუა შენთან მოვა და მოგიტანს მანქანას და გემრიელ ტორტს!
გოდერძი: შოკოლადის! მე უკვე ხუთი წლის ვარ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, რომ მოვიდეს?!
– რა თქმა უნდა, სიხარულო! ეჭვიც არ შეგეპაროს. იულია, გვითხარით, კიდევ რა პრობლემების გადაჭრაში შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ?
იულია: პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი და მხარში დაგვიდგა ყველაზე მძიმე დროს, როცა ლუკმა პურიც კი არ გვქონდა სახლში. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! რაც შეეხება დახმარებას… ძალიან მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი პრობლემები, არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. თავადაც ხედავთ, რომ ძალიან გვიჭირს, ცუდ პირობებში ვცხოვრობთ, თითქმის ყოველდღე ვშიმშილობთ.
ჩემს მამამთილს სჭირდება პამპერსი, ტკივილგამაყუჩებლები, ნაწოლების მალამო… დედამთილს და ჩემს ინსულინდამოკიდებულ მეუღლეს ასევე სჭირდებათ მკურნალობა და სპეციალური საკვები. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის ფული, და არც კი ვიცი, გვექნება როდესმე თუ არა?! აღარაფერს ვამბობ ბავშვებზე, რომლებიც ერთმანეთის გამონაცვალი, გაცვეთილი ტანსაცმლით იზრდებიან და საჭმელს სთხოვენ თოვლის ბაბუას. მძიმეა ამის მოსმენა. უხერხულია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ სარეცხი მანქანის დამონტაჟება ჯერ ვერ მოხერხდა – სახსრები ვერ გამოვნახეთ. ვამბობ და საშინლად მრცხვენია.
ღმერთო, როგორ გვინდა, რომ ყველაფერი მოგვარდეს. ჩვენც ხომ ვიმსახურებთ ჩვენს წილ ბედნიერებას! თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სიტყვებს წაიკითხავს, სიყვარულსა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ ოჯახებთან ერთად! შიმშილობას არავის ვუსურვებ!

  „ოჰ, პამპერსი თითქმის აღარ გვაქვს“ – ამოიოხრა ქეთინომ
                                           ***
ძვირფასო მეგობრებო! არხოშაშვილების ოჯახმა კვლავ დახმარების თხოვნით მოგვმართა. ჩვენ უკვე ერთხელ გავერთიანდით, და მოვახერხეთ, რომ ცოტათი შეგვემსუბუქებინა მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები. მაგრამ საკვები პროდუქტი და მედიკამენტი უკვე გამოილია, ოჯახი კვლავ შიმშილობს და ისევ სჭირდებათ წამლები! ნოდარი პაპას უმწეობა გულს აგიჩუყებთ, ჩვენს გარდა, მას ვერავინ დაეხმარება.
გვერდით კი უნარშეზღუდული შვილი, მოხუცი მეუღლე, ფეხმძიმე რძალი და მცირეწლოვანი შვილიშვილები ჰყავს. რა ქნან, რა მოიმოქმედონ? პურსა და ნაწოლების მალამოს შორის, რა აირჩიონ? თვალებში როგორ უნდა ჩახედო შვილს, რომელიც დახეული ფეხსაცმლით დადის და იყინება მთელი ზამთარში? ეს საბრალო ადამიანები ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემენ. ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავანახოთ სიკეთის ძალა და ცოტათი უკეთესი გავხადოთ არხოშაშვილების ოჯახის  ცხოვრება.
მათ სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და მზრუნველობა! ზურგს ნუ შევაქცევთ! ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ ისინი დავიხსნათ შიმშილისგან. თუ დავფიქრდებით, იქნებ ამქვეყნად ჩვენი მისია  სწორედ ესაა – ხელი გავუმართოთ მშიერს და ავადმყოფს?!
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
          ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე –  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: არხოშაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ვებგვერდის მეშვეობით:
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
              შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270 
დალოცვილები ყოფილიყვით!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 04
სარეცხი მანქანა
577.00₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები,პამპერსები
246.43₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
440.00₾
2021 აგვ 31
საწოლი
800.00₾
2021 სექ 16
პროდუქტები
150.00₾
2021 დეკ 31
პროდუქტები
470.00₾
2021 დეკ 31
მედიკამენტები
174.93₾
2022 თებ 24
პამპერსები
175.00₾
2022 თებ 24
პროდუქტები
412.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾

სულ ხარჯები:

3695.36₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თხელიძე ირინე
24.03.2022 20:00:00
₾50.00
ქინქლაძე ლაშა
21.03.2022 20:00:00
₾200.00
ცხვარიაშვილი გიორგი
03.02.2022 20:00:00
₾4.00
მუმლაძე ლევან
03.02.2022 20:00:00
₾20.00
მერაბიშვილი ნანა
03.02.2022 20:00:00
₾5.00
რუხაძე ნიკოლოზ
28.01.2022 09:55:00
₾5.00
აბრამიანი ვიქტორია
23.01.2022 17:49:00
₾5.00
შალამბერიძე მარიამი
15.01.2022 20:00:00
₾10.00
თამარ ბაქრაძე
13.01.2022 20:00:00
₾15.00
ლომსიანიძე ლევან
12.01.2022 20:00:00
₾10.00
ესკერხან მადიევი
12.01.2022 20:00:00
₾5.00
თეა შალამბერიძე
12.01.2022 20:00:00
₾20.00
გიორგი შალამბერიძე
11.01.2022 20:00:00
₾5.00
ანდრო თავართქილაძე
10.01.2022 20:00:00
₾1.00
ბერიძე თინათინ
09.01.2022 20:00:00
₾3.00
მარიამი აბრამიშვილი
09.01.2022 20:00:00
₾10.00
ზედგინიძე ილია
09.01.2022 20:00:00
₾5.00
მანანა ბეჟიტაშვილი
08.01.2022 20:00:00
₾30.00
გიორგი ბაღდავაძე
07.01.2022 20:00:00
₾3.00
გაგანაშვილი მაკა
06.01.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,695.00

245 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,695.00

245 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება