ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ერთ წამში შეწყვეტილი სიცოცხლე! ორი ქართველი ძმის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შესძრა. როდესაც რევაზს ცივ სამარეში აწვენდნენ, სწორედ მაგ დროს, მისი უმცროსი ძმა, რეანიმაციაში, სიცოცხლისთვის იბრძოდა. სამწუხაროდ, რევაზი ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ ახლა შანსი გვაქვს, რომ 25 წლის ლევანი ვიხსნათ ამქვეყნიური ჯოჯოხეთისგან.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!

დღეს 25 წლის ბიჭი პარალიზებულია.
მან მხოლოდ დაქორწინება მოასწრო.
მხოლოდ დაიწყო ოცნება შვილებზე.
მხოლოდ ახლა დაიწყო ცხოვრება…
ერთ მშვენიერ დღეს, ძმები ლვანი და რევაზი სოფელ ბადიაურიდან თბილისში ჩავიდნენ, მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. სამწუხაროდ, ეს დღე, ძმებ უსუფაშვილებისთვის, ტრაგიკული აღმოჩნდა. ქუჩაში ძმებს მანქანა დაეჯახათ. 29 წლის რევაზი (5 წლის ანანოს მამა) გარდაიცვალა.
,,მამიკო მალე დაბრუბდება?” – ღმერთო, როგორი მძიმეა ბავშვისგან ამ სიტყვების მოსმენა!
ლევანი კი, 21 დღე კომაში იყო. 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, საბრალო ბიჭი მთლიანად არის პარალიზებული.
,,როდესაც კომადან გამოვედი, მაშინვე ჩემი ძმა ვიკითხე. მითხრეს, რომ ისიც საავადმყოფოში წევს, სხვა პალატაში. ცოტა უკეთ რომ გავხდი და სხვა პალატაში გადამიყვანეს, იქ ერთ პაციენტს ვთხოვე ტელეფონი და ჩემი ძმის ნომერზე დავრეკე. ავტომოპასუხემ მაცნობა, რომ ტელეფონი გამორთულია.’’
,,შემდეგ მის სოციალურ ქსელში შევედი და… იქ დამხვდა ხალხისგან სამძიმრის კომენტარები… გონება დავკარგე’’.
ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი დააკლო ქმრის დაინვალიდებამ.
24 საათის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდება საყვარელ მეუღლეს და ექთნის გასაკეთებლ საქმესაც, ეს პატარა გოგონა თავად აკეთებს (ექთნის დაქირავების ფინანსური საშუალება ოჯახს არ გააჩნია).
ალიონა, 22 წლის: ,,ჩვენს ახლადშექმნილ ბუდეში მხოლოდ ბედნიერება გვინდოდა, ბევრ შვილზე ვოცნებდით. რა იქნება ამის მერე? ნუთუ ისე უნდა დავიხოცოთ მე და ლევანი, რომ შვილის ალერსი ვერ გამოვცადოთ?!“
მეგობრებო, ლევანის რეაბილიტაცია უფულობის გამო შეწყდა. ღმერთო, ეს ხომ დიდი უსამართლობაა… არადა, რეაბილიტაციის პროცესში, მას იმაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე ამას ექიმები მოელოდნენ.
თუ ლევანს დროულად არ გაუგრძელდება რეაბილიტაცია, კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი სამუდამოდ დაკარგავს ფეხზე გავლის შანსს. ის ვერასდროს გახდება მამა და მთელი ცხოვრება საწოლს იქნება მიჯაჭვული. არადა, ის ხომ სულ რაღაც 25 წლისაა…. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვს.
უსუფაშვილების სახლში ფანჯარაც კი არ არის.
მეგობრებო, ამ ფოტოების ნახვისას, ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რომ უსუფაშვილების ოჯახში არ მოიძებნება არც ერთი ნივთი, რომლის გაყიდვაც 5-ლარიანი წამლის ყიდვის საშუალებას მაინც მისცემდათ, აღარაფერს ვამბობთ ძვირადღირებულ რეაბილიტაციაზე.
მეგობრებო, ახლა კიდევ ერთი ქართველი ბიჭის ბედი წყდება. და შესაძლოა, სწორედ თქვენმა გაზიარებამ ან დახმარებამ გადაარჩინოს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში საწოლს მიჯაჭვული ყოფნისგან.
მხოლოდ თქვენ, კეთილო ადამიანებო, შეგიძლიათ გლოვის ზარი ბედნიერების ზარად აქციოთ – ახლად შექმნილი ოჯახისათვის: 22 წლის გოგოსა და 25 წლის ბიჭისთვის. ახლა თითოეული წუთი მნიშვნელოვანია!
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
თუ გსურთ ეწვიოთ და პირადად დაეხმაროთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბადიაური.
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
უფლისთვის არ არსებობს „მცირედი“ დახმარება, არ არსებობს „მცირედი“ თანაგრძნობა ან ლოცვა. მას პიროვნულად უყვარს ადამიანი და მისთვის არაფერია „მცირე“, თუკი მთელი გულით უთანაგრძნობთ შეჭირვებულს დახმარებას როდესაც გაუწევთ და შემდგომშიც.
გახსოვდეთ: ღმერთს მხოლოდ თქვენი სული და პირდაპირ გულიდან წამოსული დახმარება აინტერესებს! დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, რათა შემდგომ, საკუთარ თავს გულქვაობაში არ დასდოთ ბრალი!
და კიდევ… ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანთან მისი გამოჯანმრთელების შემდეგაც მუდმივი კავშირი თუ გექნებათ: დღესასწაულები და დაბადების დღე მიულოცოთ. დაუმეგობრდეთ! ჩვენ ხომ, ძალიან ცოტანი დავრჩით… არადა, ერთი ოჯახი ვიყავით ყოველთვის. ყოველ ჯერზე, შეჭირვებულ ოჯახს რომ დაურეკავთ – შეუდარებელი გრძნობა დაგეუფლებათ!!! თითქოს, ღმერთს ესაუბრეთ!!! ეს თქვენი შანსია, უბედნიერესი ადამიანი გახდეთ ამ ქვეყნად! სწორედ ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია!
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
ჩვენ ვეხმარებით შეჭირვებულებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მივდივართ იქ, სადაც ვერავინ ახერხებს მისვლას!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
არ არსებობს მცირედი დახმარება.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: უსუფაშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3311.00₾დარჩა:
7132.63₾