ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
99 წლის რუსუდან ბებოს სულ ცოტა დარჩა, რომ საუკუნე შეუსრულდეს. შევძლებთ, რომ ასი წლის იუბილე, მას, არა საფლავზე ყვავილების მიტანით, არამედ თავის ლამაზ ეზოში, ასი ანთებული სანთლით მორთული ტორტით მივულოცოთ? ამ შეკითვაზე პასუხი, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ჩვენი გვერდში დგომა, გმირი მოხუცისთვის ახლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის შეიძლება ძალიან მალე გარდაიცვალოს წამლების გარეშე, მას კი ფული არ ჰყოფნის!
როდესაც მე, „ჩერნოვეცკის ფონდის“ ჟურნალისტი, 99 წლის რუსუდან ბებოს სანახავად მივდიოდი, გზად მეფიქრებოდა – ,,ალბათ, სიარული აღარ შეუძლია და ლოგინში წევს”. ან, ,,შესაძლოა, დადის, მაგრამ ალბათ, ასაკიდან გამომდინარე, მეხსიერება ღალატობს”. მაგრამ როდესაც ჭიშკარი შევაღე, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი.
ულამაზეს ყვავილების ბაღში იჯდა 99 წლის ბებო, რომელსაც არა სიკვდილის ეშინოდა, არამედ სიცოცხლე სწყუროდა. დიახ, ჩემს წინ იყო ბებო, რომლის თვალებიც ,,ცოცხალ ისტორიას” ყვებოდა შორეული1926 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე.
დიახ, არ მოგეჩვენათ….
რუსუდან კაპანაძე 1926 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ქ.თბილისში, ინტელიგენტების ოჯახში. საბჭოთა კავშირის დროს, მუქ ფერებში არსებული ცხოვრების მიუხედავად, რუსუდანის ბავშვობა ცისარტყელას ფერებში იყო. ახალგაზრდა გოგონამ იმ დროის საუკეთესო განათლება მიიღო. მისი სილამაზე კი მზეზე უფრო მეტად სჭრიდა თვალს ადამიანებს.
მეგობრებო, ეს ფოტო, ხელოვნური ინტელექტით შელამაზებული არ გეგონოთ. ეს ის რეალური სილამაზეა, რომლითაც განგებამ რუსუდანი დააჯილდოვა.


თუმცა ფიზიკური სილამაზე წარმავალია… სულის სილამაზეს კი წლები ვერაფერს აკლებს.
დიახ… როდესაც ბებომ თავისი ცხოვრების ფრაგმენტები მომიყვა, დავრწმუნდი, რომ მისი მთავარი ღირსება და სიმდიდრე – უსაზღვროდ კეთილი გული იყო.
რუსუდანი, 99 წლის: ,,იმ პერიოდში არ არსებობდა სამშობიაროები. სულ რაღაც 14 წლის ვიყავი, როდესაც მეზობლად მცხოვრებ ორსულ ქალს, მშობიარობაში დავეხმარე. არადა, თავადაც ბავშვი ვიყავი. საკუთარი ხელით ვრეცხავდი სისხლიან ჩვრებს. ის ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა. მე კი, სახლში საჭმელს არ ვჭამდი მანამ, სანამ მათ არ შევაწვდიდი ცხელ წვნიანს”.
რუსუდან ბებომ ის ბაღი დამათვალიერებინა, რომელსაც 99 წლის მოხუცი დღემდე საკუთარი ხელით უვლის.
ფერადი ყვავილების სურნელმა მომაჯადოვა.
ეს არ არის ,,უბრალოდ ყვავილები”. ამ ყვავილებს, ,,სუნთქვის ძალას” აძლევს 99 წლის ბებო. არადა, თავად მას უჭირს სუნთქვა…
ფონდის ჟურნალისტი: „ბებო, იმდენი რამ მინდა გკითხოთ, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. თქვენ ჩემთვის ძვირფასი საუნჯე ხართ.“
ამ სიტყვების მოსმენისას, მოხუცის ზღვისფერ თვალებში, ცრემლმორეული ღიმილი შევნიშნე.
ფონდის ჟურნალისტი: ,,ბებო, თქვენს სიყვარულის ისტორიაზე მიამბობთ?”
რუსუდანი, 99 წლის – ,,სიყვარულის გარეშე, ცხოვრება შავ–თეთრ ნახატს ჰგავს. ან სამყაროში ხომ უამრავი ფერი არსებობს, მაგრამ მე გამოვიგონე ახალი ფერი – ,,სიყვარულის ფერი. ახალგაზრდა შვილიშვილი (ბიჭი) დამეღუპა და ახლა, როდესაც შენგან მოვისმინე სიტყვა – ,,ბებო”, გული თითქოს, საგულედან ამოვარდნას ცდილობს“.
დაღუპულ შვილიშვილზე საუბრისას, ბებოს თვალებში არაამქვეყნიური ტკივილი შევნიშნე, ამიტომ ვეცადე საუბარი სასიამოვნო თემაზე გადამეტანა.
ფონდის ჟურნალისტი: „ ბებო, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს? “
რუსუდანი, 99 წლის: „რუსუდანი 99 წლის – ,,გაეცით, გაეცით, გაეცით სიყვარული. ზღვა სიყვარული…. თავად ღმერთიც ხომ სიყვარულია. როდესაც ადამიანის გული, სიყვარულისთვის დახურულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარს თავად უფალს უკეტავს”.
ამ ფოტოზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, შვილო. მფრინავი იყო. ეჰჰ, ნეტავ შემეძლოს, თუნდაც წუთიერად გავაცოცხლო ის დრო და მერე, თუნდაც მოვკვდე.
ნოსტალგიაზე ტკბილი და ამავდროულად, მწარე, ამ სამყაროში არაფერია.
მეგობრებო, ამ ტკბილ ბებოს ესაჭიროება მედიკამენტები. ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ის მედიკამენტები, რომლებიც არ ფინანსდება, მათ საყიდლად ბებოს პენსიის ფული არ ჰყოფნის.
მოხუცს ერიდებოდა დახმარების თხოვნა, მაგრამ სიცოცხლის სურვილმა დასძლია. დიახ, 1926 წელს დაბადებული რუსუდან ბებოს ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ, ფონდის მეგობრებო.
თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი, ეს არ არის უბრალოდ დახმარება. ამით თქვენ, ბებოს მთავარ ოცნებას აასრულებთ – რომ მას 100 წელი შეუსრულდეს.
რუსუდანი, 99 წლის: „ შვილო, როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდება, ზოგი ადამიანი ალბათ, გაიფიქრებს :,, 99 წელი იცოცხლა და ახლა კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვისო. ეჰჰ…. ვინ იცის, იქნებ, ის ადამიანებიც მართლები არიან, მაგრამ…. მაგრამ….. ბებომ ამოიოხრა და ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება…. თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა აკანკალებული ხელებით და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო საუბარი…
99 წელმა ისე გაიფრინა, თითქოს, ერთი ღამის სიზმარი იყო.

გავიღვიძე, სარკეში ვიყურები და ლამაზი სახის ნაცვლად ვხედავ დანაოჭებულ კანს…. ჩემს თვალებსაც გაუხუნდა მწვანე ფერი….
მაგრამ ერთადერთი, რაც 99 წლის შემდეგაც არ დავკარგე, – ეს არის სიცოცხლის სურვილი…
მინდა, რომ ისევ ვუყურებდე მზეს… მინდა, რომ
ჩემი დარგული ყვავილების სურნელით ისევ ვტკბებოდე. მინდა, რომისევ ვუხდიდე უფალს მადლობას ყოველი გათენებული დილისთვის. მინდა, რომ ჭიშკრის გარეთ, ხის სკამზე ისევ ვიჯდე და ქუჩაში გამვლელ ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებს ვუმზერდე და მათი ბედნიერებით ვტკებოდე“.
ფონდის ჟურნალისტი: „ბებო, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?“
მოხუცი დაფიქრდა…. მზერა ერთ წერტილს მიაპყრო… მისი თვალების ანარეკლში ვხედავდი, რომ თავისი ცხოვრება კადრებად გადაახვია წლების წინ….
შემდეგ კი ჩაიჩურჩულა: ,,არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაიმე, თუნდაც მცირედის შეცვლას არ ისურვებდა წარსულ
ცხოვრებაში, მაგრამ ეს სამყარო დიდებული
სწორედ იმით არის, რომ ადამიანს წამითაც კი არ შეუძლია დროის უკან გადახვევა… მაგრამ სამაგიეროდ, უფალმა ადამიანს მისცა შესაძლებლობა, რომ თავად განკარგოს ყოველი მომდევნი წუთი, საათი, კვირა, თვე, წლები და აგერ, საუკუნეც.
დიახ…. სულ რამდენიმე თვეში საუკუნე უნდა შემისრულდეს, მაგრამ ვინ იცის, თქვენი დახმარების გარეშე, 100 წელს ვერ მივაღწევ შვილო. ამაზე ფიქრებმა სასოწარკვეთაში არ ჩამაგდო, არამედ გამოსავლის ძიება დავიწყე. უფალიც ხომ სწორედ ამას გვეუბნება.
გამოსავლის ძიებაში კი, 99 წლის ასაკში გავარკვიე, რომ არსებობს ,,ჩერნოვეცკის ფონდი”, რომლის მეგობრებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ მოხუცებზე.
რუსუდანი 99 წლის: „ვინ იცის, შვილო, სანამ ეს სტატია გამოქვეყნდება, იქნებ, ცოცხალი აღარც ვიყო… იქნებ, ვეღარც მოესწროს ჩემთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა’’.
ღვთისნიერო ადამიანებო, მე, ფონდის ჟურნალისტმა ბებოს პირობა მივეცი, რომ მის შესახებ სტატიას ფონდი მაშინვე გამოაქვეყნებდა. და აი, ჩვენ პირობა შევასრულეთ. მაგრამ ბებოს დასმული ყველაზე მთავარი შეკითხვა, კვლავ პასუხგაუცემია.
შევძლებთ,რომ 99 წლის გმირ ბებოს, სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტები შევუძინოთ?
შევძლებთ, რომ ასი წლის იუბილე, ამ ტკბილ ბებოს, არა საფლავზე ყვავილების მიტანით, არამედ თავის ლამაზ ეზოში, ასი ანთებული სანთლით მორთული ტორტით მივულოცოთ? ამ შეკითვაზე პასუხი, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
თუ გსურთ, ოჯახი მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისამართია: ქ. თბილისი, აბაშის ქუჩა 10.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
უფლისთვის არ არსებობს „მცირედი“ დახმარება, არ არსებობს „მცირედი“ თანაგრძნობა ან ლოცვა. მას პიროვნულად უყვარს ადამიანი და მისთვის არაფერია „მცირე“, თუკი მთელი გულით უთანაგრძნობთ შეჭირვებულს დახმარებას როდესაც გაუწევთ და შემდგომშიც.
გახსოვდეთ: ღმერთს მხოლოდ თქვენი სული და პირდაპირ გულიდან წამოსული დახმარება აინტერესებს! დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, რათა შემდგომ, საკუთარ თავს გულქვაობაში არ დასდოთ ბრალი!
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
ჩვენ ვეხმარებით შეჭირვებულებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მივდივართ იქ, სადაც ვერავინ ახერხებს მისვლას!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
არ არსებობს მცირედი დახმარება.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: რუსუდან კაპანაძე).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
328.52₾დარჩა:
116.69₾