როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!
2021 ოქტომბერი 20
1653
დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, - მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა... მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ... და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,425.51 ₾
(
245 დონორი )
რომ გავიზრდები, მეც თქვენსავით უნდა დავეხმარო გაჭირვებულებს...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
,,ვ-ვ-ვ-ვ-ვ!.. უ-უ-უ-უ!..“ - გაბი სინქრონულად ახმოვანებს თავისი ახალი სათამაშო მანქანების მოძრაობას. -,,აი, ახლა მოსახვევია, არ დავეჯახები, მოვუხვევ, ხედავთ, რა მაგარი ვარ?! ნამდვილი ავტომრბოლელი ვარ! სხვა მანქანებიც მაქვს, გაჩვენებთ.“
ხტუნვა-ხტუნვით გარბის და მოაქვს თავისი ახალი მანქანები, რომელიც ახლახან აჩუქეს. ,,კიდევ, ტანსაცმელი მაქვს, ნამდვილი სპორტულები - თინა დეიდამ გამომიგზავნა გერმანიიდან. მე და დედიკომ, ლამაზად ჩავალაგეთ იმ ,,შკაფში“, თქვენ რომ გვაჩუქეთ“ (კომოდს გულისხმობს. - რედ.) კიდევ, თინა დეიდამ სახატავი რვეულები და ფერადი ფანქრები გამომიგზავნა, ახლა დავხატავ. ჯერ პატარა ფურცლებზე. დიდი რომ გავიზრდები, დიდ ფურცლებზე დავხატავ და კედელზე ჩამოვკიდებ!“
ბიჭუნას სიხარულს საზღვარი არ აქვს. მისი თვალები სავსეა ციცინათელებით. და ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, ჩვენი ფონდის ერთგულო მეგობრებო.


პატარა გაბრიელი დედასთან ერთად ცხოვრობს ფოთში, ყოფილი სამხედრო ბაზის მიტოვებულ, ნახევრად ჩამოშლილ შენობაში. ორი პატარა ოთახი აქვთ დაკავებული, მეხუთე სართულზე. შენობას არც ჭერი უვარგა, არც სახურავი. წვიმის გამო ჩამოშლილ ბათქაშს, ყოველ წუთს მოხვეტვა უნდა. გაბრიელის მამა, შვიდი წლის წინ გარდაიცვალა, დედას კი, მარტოს უწევს მცირეწლოვანი შვილის აღზრდა. ეს დანგრევის პირზე მისული ბინაც კი, არ არის მათი საკუთრება. ყოველდღე, გამოსახლების შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
ჩვენმა ფონდმა, ბურნაძეების ოჯახის შესახებ პოსტი 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/
- გაბრიელ, როგორც ვხედავ, ბევრი საჩუქარი მიიღე და ძალიან გახარებული ხარ. რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
გაბრიელი: ტელევიზორი მომეწონა, მულტფილმებს ვუყურებ... სათამაშოები მომეწონა. ვ-ვ-ვ-ვ-ვ... ავტომრბოლელი ვარ! (განაგრძობს თამაშს.)


- მოიცა, ხან მხატვარი ხარ, ხან ავტომრბოლელი? ადრე ამბობდი, რომ პოლიციელი და ექიმი უნდა გამოხვიდე. ბოლო-ბოლო ვინ გინდა იყო?
გაბრიელი: ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა, ვიყო კეთილი ადამიანი და დავეხმარო სხვა გაჭირვებულებს. ბავშვებს ვუყიდი ბევრ სათამაშოს, ჩიპსებს და კანფეტებს. მათ დედიკოებსაც დავეხმარები, თქვენსავით...
- ესე იგი, შენ გინდა, ქველმოქმედი რომ გახდე!
გაბრიელი: ა-ა-ა, ამას ასე ჰქვია?
- კი, ასე! როდესაც ხშირად ეხმარები გაჭირვებულებს, ქველმოქმედი ხარ!
გაბრიელი: მაშინ კი! მინდა!
- სანამ გაიზრდები და დიდი ქველმოქმედი გახდები, მანამდე, შენი სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ხომ ათამაშებ?
გაბრიელი: აუცილებლად, ყველას ვათამაშებ! მოდით, მოდით, ბავშვებო, ერთად ვითამაშო-ო-ო-ოთ... (თანატოლებს ხმამაღლა უხმობს)
(გაბრიელის დედას მივმართავ)
- თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
თამარი: სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე! რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი საჩუქრები მივიღეთ!
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძალიან ძვირი ღირს. ჩემისთანა ადამიანისთვის, წარმოუდგენელია, ასეთ ნივთებზე ოცნებაც კი. აბა, თუნდაც სარეცხი მანქანა, მე როგორ უნდა მეყიდა? და როგორ გვჭირდებოდა?! აქამდე, ხელით ვრეცხავდი ცივ წყალში. ხელები მუდამ დამსკდარი მქონდა, გაბი სულ წუხდა იმის გამო, რომ უხეში ხელები მქონდა. ახლა, ცივ წყალში ხელით რეცხვა აღარ მომიწევს! რა ბედნიერებაა! ღმერთო! რომ დავინახე, შევკივლე სიხარულისგან. თან რა ლამაზია. ტელევიზორიც ისეთი კარგია. ახლა, გაბრიელი მულტფილმების ყურებას შეძლებს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარეთ და რა ლამაზი დღე გვაჩუქეთ!
ალბათ, ხელებიც აღარ მექნება ასეთ მდგომარეობაში... თან, კარტოფილის ამოღებაზეც ვმუშაობდი, დღიურად. ცივ წყალში რეცხვას, ესეც ემატებოდა და ხელები სულ დამისკდა... ძალიან გაუხეშებული მაქვს კანი... აბა, როგორ არ წავსულიყავი, როგორ უნდა მეფიქრა კანზე, როდესაც მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად, დღიდან დღემდე, ძლივს გაგვქონდა თავი? დღიურ სამუშაოზეც ძალიან ცოტას იხდიან, თან არც არის ყოველდღე...
მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვთაკილობ, ასეთი ძვირფასი ნივთების შესაძენად საკმარის თანხას, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შევაგროვებდი. სახლში პატარა მყავს, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. არ შეიძლება ჩემთვის დატვირთვა, მაგრამ მე ეს ვერ მაჩერებს. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! ორი ხელი მაქვს და ამისთვის უფალს მადლობას ვწირავ.
ძალიან ვწვალობ. ახლა, მუშაობა დავიწყე და ალბათ, სოციალურ დახმარებასაც მომიხსნიან... (ტირის) მათ ხომ არ იციან, რომ ჩემი ხელფასი, კაპიკებით მეტია ამ დახმარებაზე. მაგრამ, როდესაც ასე ძალიან გიჭირს ადამიანს, მნიშვნელოვანია ის კაპიკებიც. მე კი, ჩემი ჯანმრთელობა უნდა შევაგდო სასწორზე, იმის გამო, რომ ჩემი შვილი გამოვკვებო და მხოლოდ პურზე და წყალზე არ მყავდეს.
- თუ შეიძლება, გვითხრათ, რა გაწუხებთ?
თამარი: თიაქარი მაქვს. ერთი ოპერაცია უკვე გავიკეთე, მაგრამ გაფრთხილება უნდა. როგორ უნდა გავუფრთხილდე თავს? მერე, ვინ აჭმევს ჩემს შვილს? დატვირთვისა და მძიმე შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მუდამ ხელს ხომ ვერ გავიწვდი, ადამიანებს საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ... მეორე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ არ აქვს აზრი მის გაკეთებას, მაინც იგივე განმეორდება... ამიტომაც, დავივიწყე ეს პრობლემა. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! აღარ მინდა ამაზე საუბარი...
- ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? თავი განსაკუთრებით ვინ დაგამახსოვრათ?
თამარი: ვენაცვალე ჩვენს ემიგრანტებს. სამშობლოდან მოწყვეტილები არიან, ბევრი აქვთ საკუთარი პრობლემებიც, და მაინც ეხმარებიან სხვა გაჭირვებულებს. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე შრომა უწევთ იქ, მაგრამ, არ ენანებათ ამ მძიმე შრომით ნაშოვნი ლუკმის თანამემამულეებისათვის გაყოფა. განსაკუთრებული ადამიანები არიან. უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ მათ.
ერთერთი მათგანი - უსაყვარლესი ქალბატონი, თინა, ჩემი პრობლემებითაც დაინტერესდა, შეეცოდა ჩემი ობოლი ბიჭი. ჯერ ჰიგიენური საშუალებები გამოგვიგზავნა: საპონი, ტანის და ხელის კრემები... შემდეგ კი, მთელი 20 კილოგრამიანი ამანათი, ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლით და ტანსაცმელით სავსე. გახარებულმა გაბრიელმა სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი რომ დაინახა, მაშინვე ჩაიცვა, თან დიდი კაცივით გვეკითხებოდა: „ხომ მიხდებაო?“ (იღიმის) ბიჭის სათამაშოებიც იყო, რამაც ძალიან გაახარა ჩემი პატარა. ხომ ხედავთ, ყველას აჩვენებს, ვინც მოდის. დიდი მადლობა ქალბატონ თინას. არასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს. საოცარი ადამიანია და უფალი ყოველთვის გაუმართავს ხელს.
ერთ საოცარ საღამოს, ოთხმა ახალგაზრდა ბიჭმა მოგვაკითხა. ჩვენი სახლი დიდხანს უძებნიათ, მაინც მოგვაგნეს ბოლოს. გაბრიელს პულტიანი მანქანა მოუტანეს, რომელსაც ღამითაც არ იშორებს, თავთით უდევს. მე ხომ არასდროს მქონია იმდენი ფული, მისთვის სათამაშოები რომ მეყიდა... კიდევ, ამ ოთხმა ახალგაზრდამ სამი ტომარა შეშა, საკვები პროდუქტი და ტორტი მოგვიტანეს. გაბის ესაუბრნენ, ეთამაშეს, მოეფერნენ პატარას და დაგვემშვიდობნენ. იმ საღამოს, სითბოში დავიძინეთ...
მათი სახელებიც კი არ ვიცი, არ უთქვამთ... ჩემო ძვირფასებო, სულ გლოცავთ, სულ წარმატებული გზებით გევლოთ. რა კარგია, ასეთი ახალგაზრდები რომ გვყავს. სულ სხვა თაობა მოდის, გულისხმიერი...
- თამარ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? ვინმემ დაგირეკათ? ან, იქნებ რაიმე პროგრამაში ჩაგრთეს?
თამარი: ადგილობრივიდან - არავინ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 220 ლარს, ასევე გაბრიელის ობლობის შემწეობას - 100 ლარს. სულ ეს არის. ერთხელ დამირეკეს სოციალური სააგენტოდან: „თამარ, ხომ არაფერი გჭირდებათო?“ ვეუბნები: „როგორ არ მჭირდება? ჭერი თავზე გვენგრევა. სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ლოგინის თეთრეულის რეცხვა ყოველდღე მიწევს. ჩამოცვენილი ბათქაში, ღამით ზედ გვეყრება. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, თუ შეგიძლიათ, გვიშველეთ რამე!“ მაგრამ, აღარ შეგვხმიანებიან. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, მიიტანენ გულთან ახლოს ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებს. თეთრეულის რეცხვაზე გამახსენდა და კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ მადლობა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ!


- თამარ, ეს ყველაფერი, არის ფონდის ერთგული მეგობრების დამსახურება, როგორ მიმართავდით მათ?
თამარი: უღრმესი მადლობა, ჩემო ტკბილებო, ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს რომ მიიტანეთ. თქვენ რომ არა, რა ეშველებოდა ერთ უსახლკარო, გაჭირვებულ, მარტოხელა დედას, რომელსაც გვერდით მდგომი არავინ არ ჰყავს, და მინდობილია მხოლოდ უფალსა და თქვენს სიკეთეზე? თითოეული ლარისთვის, თითოეული ნივთისთვის, ჩემი და ჩემი ბიჭის სიხარულისთვის, ათას მადლობას გიგზავნით. თქვენი დახმარებით, გავიხსენე ეს გრძნობა.
- გაბრიელ, ახალი სახატავი ნივთები გაქვს, რა უნდა დახატო?
გაბრიელი: ჩვენს სახლს დავხატავ, რომელშიც მე და დედა ვიცხოვრებთ და არავინ გაგვაგდებს იქიდან!
(თამარი ატირდა)

თამარი: ჩვენი არ არის ეს სახლი, უსახლკაროები ვართ. ყინვის დროს, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავით აქ, სხვა ოჯახებთან ერთად, უკითხავად შემოვედით. შვიდი წელია აქ ვცხოვრობთ. ახლა კი, „წითელ“ ზონაში მოხვდა და დანგრევას ექვემდებარება. ეს კორპუსი დგას ფოთში და არის სენაკის ბალანსზე.
ეს არის ძველი სამხედრო ბაზის შენობა. ჩვენს პრობლემას, ყველა თავიდან ირიდებს: ფოთი სენაკში გვაგზავნის, სენაკი დუმს. მოკლედ, არ ვიცით, რა გვეშველება. საბოლოოდ, მაინც ქუჩაში დავრჩებით... ძალიან მეშინია. ღმერთს ვევედრები, ისე არ მოვკდე, რომ ჩემი შვილისთვის, ერთი პატარა, მოცუცქნული ოთახის შეძენა მაინც ვერ მოვახერხო. ვიცი, დიდი დღე არ მიწერია. მაგრამ, სანამ ვიქნები, არ შევწყვეტ არც შრომას, არც ბრძოლას. ღმერთმა, თქვენი იმედიც ნუ მომიშალოს. თქვენ ხომ ყველაზე მეტად მეხმარებით!
***
ვეღარაფერს დავამატებ. მხოლოდ, თამარის სახელით, მოგმართავთ თხოვნით: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ამ სათნო და ერთგული ქალბატონისთვის, რომელსაც გაჭირვებამ წაართვა ქმარი, კაცის და ქალის ტვირთი კი, ერთად აჰკიდა მხრებზე. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, პატარა გაბრიელისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმად სწამს სიკეთისა და სიყვარულის, და უნდა, რომ დიდი ქველმოქმედი გამოვიდეს. დავეხმაროთ მას ამ დიდი მიზნის მიღწევაში! სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ პატარა ბიჭუნას! დღეს, ის ხატავს სახლს, თავის ლამაზ სახლს, რომელიც არ აქვს და რომელზეც ოცნებობს. ხვალ კი, ვინ იცის, რა ვაჟკაცი გაიზრდება თავისი ქვეყნისთვის, და რამდენ სიკეთეს დათესავს?!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბურნაძეების ოჯახი).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/.
თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 მაი 13 | პროდუქტები | 300.05 | transferred |
2022 მაი 13 | მედიკამენტები | 49.96 | transferred |
2022 იან 31 | პროდუქტები | 91.2 | transferred |
2022 იან 3 | კომოდი | 250 | transferred |
2021 დეკ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 615 | paid |
2021 დეკ 30 | ღუმელი | 220 | transferred |
2021 დეკ 30 | პროდუქტები | 299.93 | transferred |
2021 დეკ 21 | პროდუქტები | 200 | transferred |
2021 ნოე 12 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,198 | transferred |
2021 ნოე 12 | პროდუქტები | 201.6 | transferred |
სულ ხარჯი: 3,425.74 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
28.04.2022 00:00:00 | ი/მ თემურ გიორგაძე | 3.4 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | გვანცა რაქვიაშვილი | 5 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | მარიამ ძაძუა | 3 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
27.04.2022 00:00:00 | შარაფოვა ილახა | 5 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ლელა შავიძე | 1 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | თამთა შუბლაძე | 5 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ნანა მეტრეველი | 1 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ელდარი გურჩიანი | 3 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | თეა ზავრაშვილი | 2 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | თამარ დვალიშვილი | 5 | Transfer to account |
23.04.2022 00:00:00 | ცომაია თორნიკე | 2 | Transfer to account |
23.04.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
22.04.2022 00:00:00 | სულხანი ბაძგარაძე | 10 | Transfer to account |
22.04.2022 00:00:00 | ხარშილაძე გიორგი | 2 | Transfer to account |
22.04.2022 00:00:00 | შალვა ჩაკვეტაძე | 5 | Transfer to account |
21.04.2022 00:00:00 | სალომე ეფრემიძე | 15 | Transfer to account |
21.04.2022 00:00:00 | ალექსანდრე მაჩაბელიძე | 5 | Transfer to account |
21.04.2022 00:00:00 | ზურაბ ზურაბაშვილი | 5 | Transfer to account |
21.04.2022 00:00:00 | ნატო ფანჩვიძე | 1 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | ფატი ძოწენიძე | 10 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | სილაგავა მარიამ | 10 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | კუჭუაშვილი მზია | 50 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | ძაძამია ამირან | 10 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 3 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.2 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | ბესიკ ხაჩიძე | 2 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | ი/მ შოთა კავსაძე | 1 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | ნაზი კვანტრიშვილი | 10 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | ი/მ ლევან გეწაძე | 7 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | ი/მ შოთა კავსაძე | 1 | Transfer to account |
16.04.2022 00:00:00 | მიხეილ ბეგლარიშვილი | 10 | Transfer to account |
16.04.2022 00:00:00 | ესკერხან მადიევი | 5 | Transfer to account |
16.04.2022 00:00:00 | ი/მ დავითი ჩიხლაძე | 3 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
14.04.2022 00:00:00 | სალომე თეიმურაზიშვილი | 10 | Transfer to account |
14.04.2022 00:00:00 | ნასიპაშვილი ჯემალი | 5 | Transfer to account |
14.04.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | ღუდუშაური გიორგი | 15 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | ჯიშკარიანი ვასილი | 5 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 10 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | გიორგი ღვალაძე | 10 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | აივაზაშვილი იმედა | 30 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | ბესიკ მანჯგალაძე | 3 | Transfer to account |
28.01.2022 00:00:00 | ზალიკიანი ვასო | 2 | Transfer to account |
28.01.2022 00:00:00 | ლია მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
28.01.2022 00:00:00 | ლია მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
24.01.2022 16:34:00 | დევნოსაძე თამილა | 1 | Transfer to account |
24.01.2022 16:34:00 | დავითი ვარდიაშვილი | 1 | Transfer to account |
20.12.2021 00:00:00 | ლევან დათუკიშვილი | 20 | Transfer to account |
09.12.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
08.12.2021 00:00:00 | ლაშა ხაჭაპურიძე | 5 | Transfer to account |
07.12.2021 00:00:00 | ბოდაველი ნათია | 5 | Transfer to account |
06.12.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Transfer to account |
05.12.2021 00:00:00 | მუშკუდიანი მარიამ | 1 | Transfer to account |
05.12.2021 00:00:00 | ივანაური შმაგი | 5 | Transfer to account |
04.12.2021 00:00:00 | წიბლიაშვილი გურამ | 5 | Transfer to account |
03.12.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
03.12.2021 00:00:00 | კირკიტაძე მათე | 8 | Transfer to account |
02.12.2021 00:00:00 | ჭიჭიკოშვილი ვახტანგ | 5 | Transfer to account |
02.12.2021 00:00:00 | გიორგი ჩქარეული | 2 | Transfer to account |
01.12.2021 00:00:00 | მერაბ ფეიქრიშვილი | 10 | Transfer to account |
30.11.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
29.11.2021 00:00:00 | ემუხვარი სალომე | 5 | Transfer to account |
29.11.2021 00:00:00 | სოფიო ზაუტაშვილი | 10 | Transfer to account |
28.11.2021 00:00:00 | გაბისონია მიხეილი | 1 | Transfer to account |
28.11.2021 00:00:00 | თორნიკე ჭელიძე | 5 | Transfer to account |
26.11.2021 10:56:27 | ანონიმი | 300 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.11.2021 00:00:00 | თვაური თორნიკე | 1 | Transfer to account |
26.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
25.11.2021 00:00:00 | დობორჯგინიძე ნიკოლოზ | 10.74 | Transfer to account |
25.11.2021 00:00:00 | აბაშიძე დემეტრე | 10 | Transfer to account |
24.11.2021 00:00:00 | შველიძე სერგო | 10 | Transfer to account |
22.11.2021 00:00:00 | მეგრელიძე ირაკლი | 20 | Transfer to account |
22.11.2021 00:00:00 | თორნიკე ჭელიძე | 5 | Transfer to account |
21.11.2021 12:03:27 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.11.2021 01:47:57 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.11.2021 00:00:00 | გიგაური ნია | 2.61 | Transfer to account |
20.11.2021 00:00:00 | ირაკლი ბერძენიშვილი | 5 | Transfer to account |
20.11.2021 00:00:00 | თორნიკე ჭელიძე | 10 | Transfer to account |
19.11.2021 00:00:00 | ჯღარკავა თამთა | 40 | Transfer to account |
19.11.2021 00:00:00 | გიორგი ღამბაშიძე | 50 | Transfer to account |
19.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
19.11.2021 00:00:00 | თემირა მეხრიშვილი | 30 | Transfer to account |
18.11.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | კოკოლიშვილი ლევანი | 5 | Transfer to account |
16.11.2021 00:00:00 | რევაზ როსტაშვილი | 100 | Transfer to account |
16.11.2021 00:00:00 | მაია მორჩილაძე | 10 | Transfer to account |
15.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
15.11.2021 00:00:00 | მაია დანელია | 5 | Transfer to account |
15.11.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
15.11.2021 00:00:00 | ლელა ლელაძე | 3 | Transfer to account |
15.11.2021 00:00:00 | პაატა აბულაძე | 5 | Transfer to account |
14.11.2021 00:00:00 | ლარისა თხელიძე | 2 | Transfer to account |
14.11.2021 00:00:00 | გიორგი კოვზირიძე | 4 | Transfer to account |
14.11.2021 00:00:00 | ეკატერინე ჭინჭარაული | 5 | Transfer to account |
13.11.2021 00:00:00 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
13.11.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
13.11.2021 00:00:00 | შმაგი ბეგიაშვილი | 20 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | შეყილაძე მაყვალა | 100 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | უნგიაძე გია | 5 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
11.11.2021 00:00:00 | ჯაშიაშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
11.11.2021 00:00:00 | ნიკა ნაბახტეველი | 5 | Transfer to account |
10.11.2021 17:54:13 | ანონიმი | 15 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.11.2021 00:00:00 | კაკაურიძე ანა | 10 | Transfer to account |
10.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზ ზუბიტაშვილი | 50 | Transfer to account |
10.11.2021 00:00:00 | ელისაბედ ცისკარიშვილი | 5 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | გვენეტაძე ლევან | 5 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | დათაშვილი გურამ | 25 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | ლომიძე ნინო | 15 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | გიორგი ეხვაია | 10 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 3 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | ჯემალ გელოვანი | 5 | Transfer to account |
07.11.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
07.11.2021 00:00:00 | რევაზ ბერიძე | 20 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | სეფაშვილი მაკა | 2 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 5 | Transfer to account |
05.11.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
05.11.2021 00:00:00 | ლანა ბედიაშვილი | 10 | Transfer to account |
05.11.2021 00:00:00 | გულიკო ხეჩუმაშვილი | 10 | Transfer to account |
05.11.2021 00:00:00 | მარიამი მღებრიშვილი | 2 | Transfer to account |
04.11.2021 00:00:00 | მარინე ოატ | 10 | Transfer to account |
04.11.2021 00:00:00 | მამუკა ყაველაშვილი | 10 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | გიორგი მაისურაძე | 20 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | მაკა ლალიაშვილი | 10 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | მამუკა მურთაზაშვილი | 30 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ირაკლი არღვლიანი | 20 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | დემეტრე აბაშიძე | 20 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ნათია ხერგიანი | 1 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | დავით ასანიძე | 5 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ნათია ხერგიანი | 1 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | გიორგი მიქაძე | 5 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ირაკლი აფხაიძე | 10 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ანასტასია ქიტიაშვილი | 4 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ალექსანდრე მდინარაძე | 10 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | გიგა ჯიჯელავა | 1 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ნინო სურგულაძე | 2 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | გიოგრი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | შალვა ჩაკვეტაძე | 5.5 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ანა ქოქრაშვილი | 13 | Transfer to account |
01.11.2021 23:58:12 | ანონიმი | 50 | PayPal |
01.11.2021 14:52:06 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
01.11.2021 00:00:00 | აკაკი სულაბერიძე | 1 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ლევან დათუკიშვილი | 50 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | მირიან მირაზანაშვილი | 10 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | ავთანდილ ციცქიშვილი | 30 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | გიორგი ირემაძე | 40 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ეკა ფერაძე | 5 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ალექსანდრე მდინარაძე | 5 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ნანო ფურცხვანიძე | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ნიკა აბრამშვილი | 2 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 30 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ტარიელ ივანიძე | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | გიორგი ჩაჩავა | 20 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | გოჩა ოშაყმაშვილი | 5 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | აკაკი ვაშაკიძე | 30 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | გიგა შეყლაშვილი | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 11 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | თამარ თალაკვაძე | 2 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | კახაბერ ილურიძე | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 5 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ნინო მამეიშვილი | 10 | Transfer to account |
28.10.2021 18:21:09 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.10.2021 00:00:00 | სოლომონ ხუციშვილი | 5 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | გიგა ჯიჯელავა | 1 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ნათია ხერგიანი | 1 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ნინო სიხარულიძე | 10 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 20 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | გიორგი ხატიაშვილი | 250 | Transfer to account |
27.10.2021 13:23:29 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.10.2021 00:00:00 | ვახტანგ მაისურაძე | 10 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | გვანცა ფშიბილოვსკა | 30 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ნინო როსტომაშვილი | 5 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ნინო ფირცხალაიშვილი | 5 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ნიკა აბრამიშვილი | 2 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | თამარ კანდელაკი | 3 | Transfer to account |
26.10.2021 23:19:17 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.10.2021 22:04:36 | ანონიმი | 100 | PayPal |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | ერნესტ მანუკიანი | 25 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი ისაკაძე | 10 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | თეონა სანდუხაძე | 3 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | დემეტრე აბაშიძე | 35 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | ნია ჯმუხაძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი სომხიშვილი | 10 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | გიორგი ირემაძე | 40 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | მარიამ ცერცვაძე | 3 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ხვიჩა მელიქიშვილი | 5 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | დავით კაიდარაშვილი | 50 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ნიკა აბრამიშვილი | 2 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ნანუკა ყულიშვილი | 5 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ნიკოლოზ ბაქრაძე | 10 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ჭარხალაშვილი ნინო | 25 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 5.5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | მეტონიძე დავით | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ხატია ჯოლბორდი | 10 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | თამარ მინაძე | 10 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ეთერი სიმსივე | 5 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ცოტნიაშვილი გიორგი | 30 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ზურაბი კვირიკაშვილი | 1.56 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ბონდო ცაგურიშვილი | 1 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ნინო სურგულაძე | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | გოგიძე ედვარდი | 10 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | სხილაძე ბესიკ | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | კობაიძე ლევან | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | გიორგი საბანაძე | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ვაჟა სამხარაძე | 25 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ტერმინალი | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | კონსტანტინე ჩიტიშვილი | 2 | Transfer to account |
21.10.2021 15:55:22 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.10.2021 00:00:00 | მღებრიშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ორბელაძე ლევან | 20 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | კუტივაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ნიკოლოზი ხიდეშელი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,425.51 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|