პროექტის რეპორტი როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

page info icon
2021 ოქტომბერი 20
დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, - მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა... მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ... და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,426 ₾
( 245 დონორი )
დასრულებულია
რომ გავიზრდები, მეც თქვენსავით უნდა დავეხმარო გაჭირვებულებს...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
  ,,ვ-ვ-ვ-ვ-ვ!.. უ-უ-უ-უ!..“ - გაბი სინქრონულად ახმოვანებს თავისი ახალი სათამაშო მანქანების მოძრაობას. -,,აი, ახლა მოსახვევია, არ დავეჯახები, მოვუხვევ, ხედავთ, რა მაგარი ვარ?! ნამდვილი ავტომრბოლელი ვარ! სხვა მანქანებიც მაქვს, გაჩვენებთ.“
ხტუნვა-ხტუნვით გარბის და მოაქვს თავისი ახალი მანქანები, რომელიც ახლახან აჩუქეს. ,,კიდევ, ტანსაცმელი მაქვს, ნამდვილი სპორტულები - თინა დეიდამ გამომიგზავნა გერმანიიდან. მე და დედიკომ, ლამაზად ჩავალაგეთ იმ ,,შკაფში“, თქვენ რომ გვაჩუქეთ“ (კომოდს გულისხმობს. - რედ.) კიდევ, თინა დეიდამ სახატავი რვეულები და ფერადი ფანქრები გამომიგზავნა, ახლა დავხატავ. ჯერ პატარა ფურცლებზე. დიდი რომ გავიზრდები,  დიდ ფურცლებზე დავხატავ და კედელზე ჩამოვკიდებ!“ 
ბიჭუნას სიხარულს საზღვარი არ აქვს. მისი თვალები სავსეა ციცინათელებით. და ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, ჩვენი ფონდის ერთგულო მეგობრებო.
,,რომ გავიზრდები, ბევრ სათამაშოს ვუყიდი პატარა, გაჭირვებულ ბავშვებს!“
,,რამდენი საჩუქარია! თანაც, ყველაფერი ახალი. არასდროს მქონია ასეთი ახალი ტანსაცმელი“
პატარა გაბრიელი დედასთან ერთად ცხოვრობს  ფოთში,  ყოფილი სამხედრო ბაზის მიტოვებულ,  ნახევრად ჩამოშლილ შენობაში. ორი პატარა ოთახი აქვთ დაკავებული, მეხუთე სართულზე. შენობას არც ჭერი უვარგა, არც სახურავი. წვიმის გამო ჩამოშლილ ბათქაშს, ყოველ წუთს მოხვეტვა უნდა. გაბრიელის მამა, შვიდი წლის წინ გარდაიცვალა, დედას კი, მარტოს უწევს მცირეწლოვანი შვილის აღზრდა.  ეს დანგრევის პირზე მისული ბინაც კი, არ არის მათი საკუთრება. ყოველდღე, გამოსახლების შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
ჩვენმა ფონდმა, ბურნაძეების ოჯახის შესახებ პოსტი 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/
         - გაბრიელ, როგორც ვხედავ, ბევრი საჩუქარი მიიღე და ძალიან გახარებული ხარ. რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
        გაბრიელი: ტელევიზორი მომეწონა, მულტფილმებს ვუყურებ... სათამაშოები მომეწონა. ვ-ვ-ვ-ვ-ვ... ავტომრბოლელი ვარ! (განაგრძობს თამაშს.)
,, ვაუ, რა მაგარია-ა-ა... ახლა, ყველას გავუსწრებ ამ მანქანით! ნამდვილი ავტომრბოლელი ვარ!“
,,დედიკო! მულტფილმებზე გადამირთე! ნახე, რა მაგარი პულტი აქვს!“
        - მოიცა, ხან მხატვარი ხარ, ხან ავტომრბოლელი? ადრე ამბობდი, რომ პოლიციელი და ექიმი უნდა გამოხვიდე. ბოლო-ბოლო ვინ გინდა იყო?
        გაბრიელი: ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა, ვიყო კეთილი ადამიანი და დავეხმარო სხვა გაჭირვებულებს. ბავშვებს ვუყიდი ბევრ სათამაშოს, ჩიპსებს და კანფეტებს. მათ დედიკოებსაც დავეხმარები, თქვენსავით...
- ესე იგი, შენ გინდა, ქველმოქმედი რომ გახდე!
       გაბრიელი:  ა-ა-ა, ამას ასე ჰქვია? 
       - კი, ასე! როდესაც ხშირად ეხმარები გაჭირვებულებს, ქველმოქმედი ხარ! 
   გაბრიელი: მაშინ კი! მინდა!
        - სანამ გაიზრდები და დიდი ქველმოქმედი გახდები, მანამდე, შენი სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ხომ ათამაშებ? 
        გაბრიელი: აუცილებლად, ყველას ვათამაშებ! მოდით, მოდით, ბავშვებო, ერთად ვითამაშო-ო-ო-ოთ... (თანატოლებს ხმამაღლა უხმობს)
 (გაბრიელის დედას მივმართავ)
         - თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
         თამარი: სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე! რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი საჩუქრები მივიღეთ! 
        საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძალიან ძვირი ღირს. ჩემისთანა ადამიანისთვის, წარმოუდგენელია, ასეთ ნივთებზე ოცნებაც კი. აბა, თუნდაც სარეცხი მანქანა, მე როგორ უნდა მეყიდა?  და როგორ გვჭირდებოდა?! აქამდე, ხელით ვრეცხავდი ცივ წყალში. ხელები მუდამ დამსკდარი მქონდა, გაბი სულ წუხდა იმის გამო, რომ უხეში ხელები მქონდა. ახლა, ცივ წყალში ხელით რეცხვა აღარ მომიწევს! რა ბედნიერებაა! ღმერთო! რომ დავინახე, შევკივლე სიხარულისგან. თან რა ლამაზია. ტელევიზორიც ისეთი კარგია. ახლა, გაბრიელი მულტფილმების ყურებას შეძლებს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარეთ და რა ლამაზი დღე გვაჩუქეთ!
ალბათ, ხელებიც აღარ მექნება ასეთ მდგომარეობაში...  თან, კარტოფილის ამოღებაზეც ვმუშაობდი, დღიურად. ცივ წყალში რეცხვას, ესეც  ემატებოდა და ხელები სულ დამისკდა... ძალიან გაუხეშებული მაქვს კანი... აბა, როგორ არ წავსულიყავი, როგორ უნდა მეფიქრა კანზე, როდესაც მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად, დღიდან დღემდე, ძლივს გაგვქონდა თავი? დღიურ სამუშაოზეც ძალიან ცოტას იხდიან, თან არც არის ყოველდღე...
მიუხედავად იმისა, რომ  არაფერს ვთაკილობ, ასეთი ძვირფასი ნივთების შესაძენად საკმარის თანხას, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შევაგროვებდი. სახლში პატარა მყავს, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. არ შეიძლება ჩემთვის დატვირთვა, მაგრამ მე ეს ვერ მაჩერებს. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! ორი ხელი მაქვს და ამისთვის უფალს მადლობას ვწირავ.
ძალიან ვწვალობ. ახლა, მუშაობა დავიწყე და ალბათ, სოციალურ დახმარებასაც მომიხსნიან... (ტირის) მათ ხომ არ იციან, რომ ჩემი ხელფასი, კაპიკებით მეტია ამ დახმარებაზე. მაგრამ, როდესაც ასე ძალიან გიჭირს ადამიანს, მნიშვნელოვანია ის კაპიკებიც. მე კი, ჩემი ჯანმრთელობა უნდა შევაგდო სასწორზე, იმის გამო, რომ ჩემი შვილი გამოვკვებო და მხოლოდ პურზე და წყალზე არ მყავდეს.
        - თუ შეიძლება, გვითხრათ, რა გაწუხებთ?
        თამარი: თიაქარი მაქვს. ერთი ოპერაცია უკვე გავიკეთე, მაგრამ გაფრთხილება უნდა. როგორ უნდა გავუფრთხილდე თავს? მერე, ვინ აჭმევს ჩემს შვილს? დატვირთვისა და მძიმე შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მუდამ ხელს ხომ ვერ გავიწვდი, ადამიანებს საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ... მეორე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ არ აქვს აზრი მის გაკეთებას, მაინც იგივე განმეორდება... ამიტომაც, დავივიწყე ეს პრობლემა. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! აღარ მინდა ამაზე საუბარი...
         - ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? თავი განსაკუთრებით ვინ დაგამახსოვრათ?
        თამარი: ვენაცვალე ჩვენს ემიგრანტებს. სამშობლოდან მოწყვეტილები არიან, ბევრი აქვთ საკუთარი პრობლემებიც, და მაინც ეხმარებიან სხვა გაჭირვებულებს. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე შრომა უწევთ იქ, მაგრამ, არ ენანებათ ამ მძიმე შრომით ნაშოვნი ლუკმის თანამემამულეებისათვის გაყოფა. განსაკუთრებული ადამიანები არიან. უნდა დავაფასოთ და  გავუფრთხილდეთ მათ. 
ერთერთი მათგანი - უსაყვარლესი ქალბატონი, თინა, ჩემი პრობლემებითაც დაინტერესდა, შეეცოდა ჩემი ობოლი ბიჭი. ჯერ ჰიგიენური საშუალებები გამოგვიგზავნა: საპონი, ტანის და ხელის კრემები... შემდეგ კი, მთელი 20 კილოგრამიანი ამანათი, ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლით და ტანსაცმელით სავსე. გახარებულმა გაბრიელმა სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი რომ დაინახა, მაშინვე ჩაიცვა, თან დიდი კაცივით გვეკითხებოდა: „ხომ მიხდებაო?“ (იღიმის) ბიჭის სათამაშოებიც იყო, რამაც ძალიან გაახარა ჩემი პატარა. ხომ ხედავთ, ყველას აჩვენებს, ვინც მოდის. დიდი მადლობა ქალბატონ თინას. არასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს. საოცარი ადამიანია და უფალი  ყოველთვის გაუმართავს ხელს.
ერთ საოცარ საღამოს, ოთხმა ახალგაზრდა ბიჭმა მოგვაკითხა. ჩვენი სახლი დიდხანს უძებნიათ, მაინც მოგვაგნეს ბოლოს. გაბრიელს პულტიანი მანქანა მოუტანეს, რომელსაც ღამითაც არ იშორებს, თავთით უდევს. მე ხომ არასდროს მქონია იმდენი ფული, მისთვის სათამაშოები რომ მეყიდა... კიდევ, ამ ოთხმა ახალგაზრდამ სამი ტომარა შეშა, საკვები პროდუქტი და ტორტი მოგვიტანეს. გაბის ესაუბრნენ, ეთამაშეს, მოეფერნენ პატარას და დაგვემშვიდობნენ. იმ საღამოს, სითბოში დავიძინეთ...
       მათი სახელებიც კი არ ვიცი, არ უთქვამთ...  ჩემო ძვირფასებო, სულ გლოცავთ, სულ წარმატებული გზებით გევლოთ. რა კარგია, ასეთი ახალგაზრდები რომ გვყავს. სულ სხვა თაობა მოდის, გულისხმიერი...
        - თამარ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? ვინმემ დაგირეკათ? ან, იქნებ რაიმე პროგრამაში ჩაგრთეს?
 თამარი:  ადგილობრივიდან - არავინ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 220 ლარს, ასევე გაბრიელის ობლობის შემწეობას - 100 ლარს. სულ ეს არის. ერთხელ დამირეკეს სოციალური სააგენტოდან: „თამარ, ხომ არაფერი გჭირდებათო?“ ვეუბნები: „როგორ არ მჭირდება? ჭერი თავზე გვენგრევა. სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ლოგინის თეთრეულის რეცხვა ყოველდღე მიწევს. ჩამოცვენილი ბათქაში, ღამით ზედ გვეყრება. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, თუ შეგიძლიათ, გვიშველეთ რამე!“ მაგრამ, აღარ შეგვხმიანებიან. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, მიიტანენ გულთან ახლოს ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებს. თეთრეულის რეცხვაზე გამახსენდა და კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ მადლობა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ!
,,სარეცხი მანქანა რომ დავინახე, გეფიცებით,  სიხარულისგან ფრთები გამომესხა“
,,აქ ნამცხვარს გამომიცხობ, არა, დედიკო? მეც მოგეხმარები!“
         - თამარ, ეს ყველაფერი, არის ფონდის ერთგული მეგობრების დამსახურება, როგორ მიმართავდით მათ?
        თამარი: უღრმესი მადლობა, ჩემო ტკბილებო, ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს რომ მიიტანეთ. თქვენ რომ არა, რა ეშველებოდა ერთ უსახლკარო, გაჭირვებულ, მარტოხელა დედას, რომელსაც გვერდით მდგომი არავინ არ ჰყავს, და მინდობილია მხოლოდ უფალსა და თქვენს სიკეთეზე? თითოეული ლარისთვის, თითოეული ნივთისთვის, ჩემი და ჩემი ბიჭის სიხარულისთვის, ათას მადლობას გიგზავნით. თქვენი დახმარებით, გავიხსენე ეს გრძნობა.
         - გაბრიელ, ახალი სახატავი ნივთები გაქვს, რა უნდა დახატო?
         გაბრიელი: ჩვენს სახლს დავხატავ, რომელშიც მე და დედა ვიცხოვრებთ და არავინ გაგვაგდებს იქიდან!
(თამარი ატირდა) 
,,ოცნების სახლი, საიდანაც არავინ გაგვაგდებს”
თამარი: ჩვენი არ არის ეს სახლი, უსახლკაროები ვართ. ყინვის დროს, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავით აქ, სხვა ოჯახებთან ერთად, უკითხავად შემოვედით. შვიდი წელია აქ ვცხოვრობთ. ახლა კი, „წითელ“ ზონაში მოხვდა და დანგრევას ექვემდებარება. ეს კორპუსი დგას ფოთში და არის სენაკის ბალანსზე.
ეს არის ძველი სამხედრო ბაზის შენობა. ჩვენს პრობლემას, ყველა თავიდან ირიდებს: ფოთი სენაკში გვაგზავნის, სენაკი დუმს. მოკლედ, არ ვიცით, რა გვეშველება.  საბოლოოდ, მაინც ქუჩაში დავრჩებით... ძალიან მეშინია. ღმერთს ვევედრები, ისე არ მოვკდე, რომ ჩემი შვილისთვის, ერთი პატარა, მოცუცქნული ოთახის შეძენა მაინც ვერ მოვახერხო. ვიცი, დიდი დღე არ მიწერია. მაგრამ, სანამ ვიქნები, არ შევწყვეტ არც შრომას, არც ბრძოლას. ღმერთმა, თქვენი იმედიც ნუ მომიშალოს. თქვენ ხომ ყველაზე მეტად მეხმარებით!
***
        ვეღარაფერს დავამატებ. მხოლოდ, თამარის სახელით, მოგმართავთ თხოვნით: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ამ სათნო და ერთგული ქალბატონისთვის, რომელსაც გაჭირვებამ წაართვა ქმარი,  კაცის და ქალის ტვირთი კი, ერთად აჰკიდა მხრებზე. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, პატარა გაბრიელისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმად სწამს სიკეთისა და სიყვარულის, და უნდა, რომ დიდი ქველმოქმედი გამოვიდეს. დავეხმაროთ მას ამ დიდი მიზნის მიღწევაში!  სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ პატარა ბიჭუნას! დღეს, ის ხატავს სახლს, თავის ლამაზ სახლს, რომელიც არ აქვს და რომელზეც ოცნებობს. ხვალ კი, ვინ იცის, რა ვაჟკაცი გაიზრდება თავისი ქვეყნისთვის, და რამდენ სიკეთეს დათესავს?!
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა  უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბურნაძეების ოჯახი).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/.
        თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

მსგავსი პროექტები: