ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!

page info icon
2021 დეკემბერი 15
page info icon
1124
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
2,884.58 ₾
( 122 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
 „დედიკო ამბობს, რომ მუცელზე თუ დაწვები, იმდენად აღარ მოგშივდება“
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ  „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
რა ქნან? მარტოხელა დედას, სოციალური დახმარება საჭმელზე არ ჰყოფნის. უბრალოდ შეუძლებელია ეყოს. მან ხომ 380 ლარით უნდა გადაიხადოს ბინის ქირაც, კომუნალური გადასახადიც, და კიდევ, ყველაზე იაფფასიანი პროდუქტი იყიდოს. მაგრამ ეს პროდუქტიც, 2-3 კვირაზე მეტხანს ფიზიკურად არ ეყოფა. მერე კი, მხოლოდ იმ კეთილი ადამიანების იმედზეა, ვინც ყურს მოკრავს პატარა მშიერი მუცლების ბუყბუყს... სულ ასეა.
 „მორჩა, ნუ ტირი, სირცხვილია დეიდასთან!“
როგორც კი გოგონები „მშიერ ბუყბუყას“ გააჩუმებენ, ტუჩებზე ბედნიერი ღიმილი ეფინებათ
- ეკატერინე, ძალიან ფერმკრთალი ხართ. ცუდად ხართ?
ეკატერინე: სულ ასე ვარ, ხანდახან, შიმშილისგან წამიერად გონებას ვკარგავ. მაგრამ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ნახევარი საქართველოა ასეთ მდგომარეობაში.
- პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებთ?
ეკატერინე: თავად დაითვალეთ, სოციალური დახმარება - 380 ლარია. 200 ლარს ამ ბინის ქირაში ვიხდი. ამას ემატება კომუნალურისა და ტელეფონის გადასახადი. და რა მრჩება? 150 ლარი. ამ თანხით რა უნდა ვიყიდო, რომ ბავშვებს ერთი თვე ეყოთ? აი, მითხარით, თქვენ ხომ ჭკვიანი ადამიანები ხართ! ან თქვენმა მკითხველებმა მომწერონ... როგორ, რანაირად გადავანაწილო ეს თანხა? საჭმელში, საპონში, შამპუნსა და სარეცხ ფხვნილში რომ მეყოს... როგორ? 150 ლარი მთელი თვე ორ კნუტსაც არ ეყოფა, ბავშვებს კი არა. სანაგვეზე კი არ მყავს ნაპოვნი... მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას არ უმართლებს. ბედნიერ ვარვსკვლავზე არ იბადება ყველა...
- და მათი მამა?
ეკატერინე: გამოვექეცი. ჩათვალეთ, რომ არ არსებობს. უკვე ოთხი წელია არ გვინახავს. და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვნახოთ... არ გვინდა ამაზე... ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობ.
მარიამი (8 წლის): დედას არ უყვარს ამაზე ლაპარაკი, გული არ ატკინოთ... ნუ ტირი, დე!
ანანო (7 წლის): აბა, ჩქარა გაიღიმე! ჩვენ შემოგვხედე და გაიღიმე! დედა!
 „დედიკოს წყენინების უფლებას არავის მივცემ! ყველაზე ჩასახუტებელი და კარგი გვყავს“
ეკატერინე: ხანდახან ვეუბნები: „აი, სხვა დედა რომ გყავდეთ, გიყიდიდათ კანფეტებს და ლამაზ კაბებს...“ ტირილს იწყებენ და მეუბნებიან: „არაფერი არ გვინდა, მხოლოდ დედა გვინდა.“ და იცით, არც ერთხელ, აი, ერთხელაც კი, სიტყვაც არ წამოსცდენიათ, რომ რაღაც უნდათ. ჩემი საუკეთესოები, საყვარლები, აი, რა გავაკეთო, მათი ცხოვრება ცოტათი მაინც ნამდვილს რომ დაემსგავსოს, რომ იგრძნონ, რა არის ბავშვობა? რა ვქნა?
 „ღმერთო, მადლობა, რომ ეს ქალი ჩვენი დედაა!“ 
- ეკატერინე, სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ეკატერინე: კი, მაგრამ აზრი? თქვენ ოდესმე მიგიმართავთ? გიპასუხეს? თქვენ ხომ ამხელა ძალა გაქვთ! მილიონი მკითხველი გყავთ! და მე ვინ ვარ? ვინ ვართ ჩვენ? არავინ! კოღოებივით ვბზუით, ხელს აგვიქნევენ და მორჩა!
- ვინ გეხმარებათ? თქვენ ხომ 150 ლარით თავს უბრალოდ ვერ გაიტანთ.
ეკატერინე: უცნობი კეთილი ადამიანები. მეზობლები... მოხუცი მშობლები მყავს, მათ თავად სჭირდებათ დახმარება. მე კი ვერ ვმუშაობ, გოგონებს ვერავის ვუტოვებ. ცოტაც წამოიზარდონ, და დავიწყებ. ყველაფრისთვის მზად, ოღონდ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორმე შევცვალო!
- როგორ ფიქრობთ, რით შეუძლიათ თქვენი დახმარება, ფონდსა და კეთილ ადამიანებს, ვინც თქვენი პრობლემების შესახებ შეიტყობს?
ეკატერინე: ვაიმე, ყოველთვის ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ზამთრისთვის პროდუქტის მარაგი მაინც მჭირდება. ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის ტანსაცმელი. თბილი ფეხსაცმელი. მალე სკოლაში სიარულსაც ვერ შეძლებენ. კიდევ ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა და მაცივარი. გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი... საწოლები, თბილი საბნები... უი, უი მაპატიეთ, გამიგრძელდა. სია ასე უსასრულო გამოვა.
ანანო: და ტელევიზორი შეიძლება? ან ტელეფონი? ან პლანშეტი? მარტო ჩემთვის არა! მე და ჩემი დაიკო ერთად ვუყურებთ.
 „მე და ჩემი დაიკო, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ამიტომ, ტყუპები ვგონივართ ყველას“
მარიამი: ვაიმე, რა მაგარი იქნებოდა! წარმოიდგინე, ანანო, ჩვენ, ტელეფონებით, როგორც ჩვენი ყველა კლასელი! ხო, ერთად ვიქნებით, ჩვენ ხომ საერთო გვაქვს ყველაფერი - დედიკოც კი. იცით, როცა ცივა, ის გვათბობს! მოდი, ვაჩვენოთ, დე! დედიკო კნუტებს გვეძახის.
 „როცა გვცივა, დედიკოს კნუტებივით ჩავეკრობით და ვთბებით“
 მიუხედავად იმისა, რომ შეყუჟულები არიან საშინელ ქოხში, ყველაზე ნაკლებად აღელვებთ ეს. როცა საჭმელი არ გაქვს და ისღა დაგრჩენია, რომ საკვები გულისხმიერ ადამიანებს სთხოვო, ყურადღებას აღარ მიაქცევ შელახულ კედლებსა და ჩამოცვენილ ჭერს
***
მეგობრებო, ამ ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, დახმარება რომ სთხოვონ. ჩვენ მათი უკანასკნელი იმედი ვართ. გვსურს დახმარებისთვის გულისხმიერ ადამიანებს მივმართოთ, ვინც ნამდვილად დაეხმარება ამ ოჯახს. მათ არ აქვთ ყველასთვის ჩვეული და უბრალო საოჯახო ტექნიკა. ღმერთო, დაეხმარე ამ საბრალო ტანჯულ ხალხს!
ამ კეთილ ქართულ ოჯახს ყველანაირი დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სარეცხი მანქანა, წყლის გამაცხელებელი და გამათბობელი. ასევე არაჩვეულებრივი იქნებოდა, თუკი შესაძლებელი იქნება მათთვის საწოლების, თეთრეულის, პლანშეტის, ტანსაცმლისა და თბილი ფეხსაცმლის შეძენა. ერთობლივი ძალებით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას, ისევე როგორც ათასობით სხვა ქართული ოჯახის, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: თბილის, კაიროს დასახლება, მე-3 ქუჩა, ბინა 5.
ყოველ ჯერზე, როცა შეგიძლიათ ვინმეს რომ დაეხმაროთ, უბრალოდ გააკეთეთ ეს, და გიხაროდეთ, რომ უფალი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვას!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ. ჩვენს თანამემამულეებს იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში!
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა!
არ დაგავიწყდეთ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ეკატერინე დეკანოიძე)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
    სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: