სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ...
2022 აპრილი 8
574
რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,852.43 ₾
(
143 დონორი )
„რა მაგარი დღეა, რა ნათელი მზეა... დღეს, ჩვენი ოჯახის ხელახლა დაბადების დღეა...“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„დიახ, დიახ! თითქოს, ხელახლა დავიბადეთ ყველანი ერთად. დიახ, დიახ! მზეც უფრო მეტად ბრწყინავს. თითქოს, უკვე სიცოცხლეც მიხარია. იმედი მოგვეცა, რწმენა დაგვიბრუნდა. იცით, როგორ გაგვახარეთ? ამდენი საჩუქარი არასოდეს მიგვიღია...“ - ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ეს სიტყვები იზამ. მის თვალებში მართლაც დავინახეთ რწმენის და იმედის სხივი. გმადლობთ, კეთილო ადამიანებო, რომ ჩვენს გვერდით დგახართ სიღატაკესთან ბრძოლაში და ცდილობთ, უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ბედნიერი დღე გაუთენოთ.

ხიხაძეების მრავალშვილიან, უაღრესად შეჭირვებულ ოჯახს კარგად იცნობთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო. ისინი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობენ, სადაც არ აქვთ არანაირი პირობა. არც არაფერი გააჩნიათ. ულამაზესი ნიაკო, ცელქი ნიკოლოზი და გალანტური რომა, ის ქართველი ბავშვები არიან, რომლებიც გემრიელობებზე, სათამაშოებზე და ფუმფულა ლოგინზე ოცნებობენ. იხილეთ პოსტი, რომელიც ჩვენმა ფონდმა 8 აპრილს გამოაქვეყნა:
- იზა, ძალიან გახარებულები ხართ თქვენც და ბავშვებიც. გვინდა, რომ თქვენი სიხარული ჩვენც გაგვიზიაროთ.
იზა (40 წლის): სარეცხი მანქანა რომ დავინახე... ჯერ ისევ ყუთში იყო, მაგრამ მივხვდი, რაც იქნებოდა... სიხარულისგან შევკივლე.

მერე, გაზქურა... ისიც ოცნებად მქონდა ქცეული... როდის შევძლებდი ამ ნივთების შეძენას? ალბათ, ვერასდროს! რა კარგი ადამიანები ხართ, როგორ ზუსტად იცით, რა დროს რით შემოგვეშველოთ. აი, სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. დედა ვარ და ეს ყველაფერი ჰაერივით მჭირდებოდა.
- ბავშვებსაც გაუხარდათ?
იზა: რა თქმა უნდა, მათაც. ისინი სხვანაირი ბავშვები არიან. დედა რომ წვალობს, გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ. თუ გახსოვთ, რომა სარეცხ მანქანაზე ოცნებობდა იმიტომ, რომ დედას წვალება შეუმსუბუქდესო. ნიაკო ხომ, ერთი ციდაა? იცით, საოჯახო საქმეებში როგორ მეხმარება? ხვეტავს, ჭურჭელს რეცხავს... სულ თავისით. ხანდახან, ხელსაც მიშლის ამით, მაგრამ არ ვუკრძალავ. ვეუბნები, ერთად გავაკეთოთ, ასე უფრო მეტს მოვასწრებთ და უფრო ხარისხიანად გავაკეთებთ-მეთქი.

ნიაკო (4 წლის): მე თოჯინებიც გამიხარდა... ძალიან ლამაზები არიან „ტირიანი“ თოჯინები!
- როგორი?
ნიაკო: „ტირიანი“. აი, ტირილი რომ შეუძლიათ. გინდა, მოგასმენინო? დაიცა „სოსკას“ ჩავუდებ.
ნიკოლოზი (5 წლის): მოიცა, არ ატირო, ცოდოა... რა თავისნაირი მტირალა თოჯინა აჩუქეთ... (იცინის, ხითხითებს.) აი მე, ეგ თოჯინა სულაც არ მომეწონა. მე კანფეტები და „პეჩენიები“ მომეწონა. ერთიანად გადავსანსლე.


- და-ძმა არ დაგეხმარა ჭამაში?
ნიკოლოზი: აბა, ამათ გარეშე, როგორ? დედა რომ ვერ გვყიდულობდა, ცოდოები ხომ ვიყავით? მე არ ვტიროდი, მე ღონიერი და კუნთებიანი ბიჭი ვარ, ნია კი ტიროდა. ხომ გითხარი, ეს მტირალაა - მეთქი.
- კუნთებიანი როგორ გახდი? ვარჯიშობ?
ნიკოლოზი: აბა, რა... მართალია ჯერ სავარჯიშო რაღაცეები... ისინი... რა ჰქვია...
- ჰანტელები?
ნიკოლოზი: ჰო, ეგენი და კიდევ სხვა „რაღაც-რუღაცეებიცაა“... სახელი არ მახსოვს. ჰო, ეგენი არ მაქვს, მაგრამ ისე ვვარჯიშობ. რომ გავიზრდები, ყველას უნდა მოვერიო. ახლა ბევრი საჭმელებიც ხომ მოგვიტანეთ, ეგეც მომეხმარება, ღონე რომ მომემატოს. ჰოდა, დედიკო რამე გემრიელს გამიკეთებს, მაგის ხელებს ვენაცვალე... (ყველანი ვიცინით.)
- რომა შენ რატომ ხარ ჩუმად?
რომა: მე ყველაფერი გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. დედა მთელი დღე რეცხავდა. ახლა, მის ნაცვლად ეს „იგუგუნებს“. (ისევ გვეცინება.)
- ძალიან ხალისიანი ბავშვები ხართ!
იზა: უხარიათ.
- იზა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? პირადად თუ მოგინახულათ ვინმემ, ან დაგირეკათ, გაგამხნევათ?
იზა: ეგეც იყო. არასოდეს დამავიწყდება სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ქუთაისიდან იყვნენ. ისე მოულოდნელად მოვიდნენ...
ნიკა: სანტა კლაუსებივით, ოღონდ ზაფხულში...
- და რა საჩუქრები მოგიტანეს ზაფხულის სანტებმა?
ნიკა: რაც მთავარია, ველოსიპედი!
იზა: უამრავი საჩუქარი! საკვები: კარტოფილი, ზეთი, ფქვილი, ხორცი, ტკბილეული, წვენები. ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები...
ნიაკო: და ჩემი კაბები? იცით, რა ლამაზი კაბები მომიტანეს? აი, ამდენი. (პატარა ლამაზ თითუნებს გვაჩვენებს.) მე არ მქონდა კაბები, ზეიმზე რომ ჩამეცვა და ვტიროდი.
- ზეიმზე ბაღში? ბაღში დადიხარ?
ნიაკო: ახლა მახველებს. რომ მცოდნოდა, ავად გავხდებოდი, ტკბილ წამლებს დაგაბარებდით. წამლები ცუდია, მაგრამ ტკბილებს, არა უშავს... ისე მინდა ბაღში წასვლა, მე ხომ ახალი კაბები მაქვს.
- მალე გამოკეთდები, პატარავ, და წახვალ ლამაზი კაბებით ბაღში.
იზა: მინდა, იმ ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო, მეამაყება, რომ ჩემს პატარა საქართველოს ასეთი ახალგაზრდები ჰყავს! ბედნიერება და ბარაქა მათ ოჯახებს!
- იზა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?
იზა: დასაქმების პროგრამაში ჩამსვეს. მე საბავშვო ბაღში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, 300 ლარი მაქვს ხელფასი. მართალია, საერთოდ, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ სულ არარაობას სჯობია. რას ამბობთ... ჩემი ოჯახისთვის, ეს მაინც დიდი ფულია... ჩვენ ხომ, ძალიან ღატაკები ვართ.
- ნათესავები თუ გეხმარებიან?
იზა: ისეთი არავინ მყავს, სისტემატიურად რომ შემაშველოს ხელი...
- ალბათ, კიდევ უამრავი საჭიროებები გაქვთ... ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რას გამოჰყოფდით?
იზა: როდესაც ადამიანს არაფერი გაგაჩნია... ახლა უკვე, ამ გაზქურის და სარეცხი მანქანის გარდა... აღარ ვიცი, რა ვთქვა... მერიდება. ისედაც ბევრი ოჯახი შევაწუხე. მათ ხომ თავად მოიკლეს და ჩვენ შეგვმატეს. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი გაგვიხარდება.
- მოდით, ბავშვებს ვკითხოთ. რომა შენ გვითხარი.
რომა: მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. დედა, უფულობის გამო ფეხბურთზეც ვერ მატარებს. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი თამაშებს ტელევიზორში. ისეთ ტელევიზორზე ვოცნებობ, რომელიც კარგად აჩვენებს.
- ვისი ფანი ხარ?
რომა: მე - გიორბელიძის.
- გურამ გიორბელიძის ფანი ხარ, შესანიშნავია! იმედი მაქვს, ტელევიზორიც მალე გექნება და გიორბელიძის თამაშს მიადევნებ თვალ-ყურს, როგორც საქართველოს ნაკრების, ასევე გერმანიის, დრეზდენის კლუბის თამაშებზეც.
ნია: მე ბაჭია მინდა, ფუმფულიკო ბაჭია, რომ ჩავეხუტო და ბევრი მოვეფერო. (ხელები შემოაჭდო დედას კისერზე.)
***
მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, დღეს ძალიან გახარებულები არიან. მაგრამ, კიდევ ბევრი საჭიროებები დარჩათ. ოჯახს არ აქვს ნორმალური ავეჯი. ბავშვებს სძინავთ ძალიან ცუდ საწოლებზე. არ აქვთ მაგიდა, სკამები. მორიგეობით უწევთ საუზმობა, სადილობა, ვახშმობა. მთელი მათი შემოსავალი კვებასაც არ ჰყოფნის. ჩვენი თანადგომა და დახმარება ისევ სჭირდებათ. იმედია, ელოდებოდით ამ სტატიას, გსურდათ გაგეგოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ხიხაძეების ოჯახში. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესობისკენ მივიწევთ. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, თქვენთან ერთად, ჩვენო ძვირფასო მკითხველო! მაგრამ, კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გავხადოთ ამ ანგელოზების ყოველი დღე! დარწმუნებული ვართ, თქვენც სწორედ ეს გინდათ! მადლობა ამისთვის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებულის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხიხაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 იან 4 | პროდუქტები | 161.96 | transferred |
2022 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 345 | paid |
2022 ივნ 9 | გაზქურა | 547 | transferred |
2022 ივნ 1 | პროდუქტები | 148.99 | transferred |
2022 მაი 5 | სარეცხი მანქანა | 650 | transferred |
სულ ხარჯი: 1,852.95 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
06.11.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
31.10.2022 00:00:00 | 'ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
31.10.2022 00:00:00 | 'მარიამ ქვლივიძე | 5 | Transfer to account |
15.08.2022 00:00:00 | ანა მშვენიერაძე | 10 | Transfer to account |
14.08.2022 00:00:00 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.5 | Transfer to account |
12.08.2022 00:00:00 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.5 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | რომან ხუციშვილი | 10 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | ვენერა კოჭლამაზაშვილი | 2 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | ლევან მთიულიშვილი | 1 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | გიორგი ხურციძე | 2 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | ნიკა თეთრაძე | 1 | Transfer to account |
11.08.2022 00:00:00 | ლუკა ნაცვალაიძე | 2.36 | Transfer to account |
10.08.2022 00:00:00 | ეკა ბერიძე | 3 | Transfer to account |
09.08.2022 00:00:00 | ესკერხან მადიევი | 10 | Transfer to account |
08.08.2022 00:00:00 | ბაია ჯინჯიხაძე | 10 | Transfer to account |
06.08.2022 00:00:00 | ანზორ დანელია | 1 | Transfer to account |
06.08.2022 00:00:00 | ანრი გურგენიძე | 5 | Transfer to account |
06.08.2022 00:00:00 | მარატი ჟღენტი | 10 | Transfer to account |
06.08.2022 00:00:00 | ლევან მთიულიშვილი | 1 | Transfer to account |
06.08.2022 00:00:00 | ლევან მთიულიშვილი | 1 | Transfer to account |
05.08.2022 00:00:00 | ნიკოლოზი წვერავა | 2 | Transfer to account |
05.08.2022 00:00:00 | თეა წილოსანი | 3 | Transfer to account |
03.08.2022 00:00:00 | ხოჯანაშვილი გურამ | 50 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ვენერა კოჭლამაზაშვილი | 1 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | უჩა ყაულაშვილი | 2 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | იზოლდა სვანიძე | 1 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | მაჭარაშვილი-ლაზუაშვი სალომე | 10 | Transfer to account |
13.06.2022 00:00:00 | ოდოშაშვილი ნიკოლოზ | 20 | Transfer to account |
12.06.2022 00:00:00 | ბადურაშვილი იმედა | 10 | Transfer to account |
11.06.2022 00:00:00 | მაისაშვილი დიანა | 10 | Transfer to account |
11.06.2022 00:00:00 | ონიკაშვილი შოთა | 10 | Transfer to account |
10.06.2022 00:00:00 | ბერუჩაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
10.06.2022 00:00:00 | ნოსელიძე რატი | 20 | Transfer to account |
07.06.2022 00:00:00 | ღლონტი ინგა | 50 | Transfer to account |
02.06.2022 00:00:00 | შეშაბერიძე ირაკლი | 5 | Transfer to account |
01.06.2022 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 5 | Transfer to account |
01.06.2022 00:00:00 | ვარდიაშვილი კარინე | 5 | Transfer to account |
30.05.2022 00:00:00 | თოიძე თამთა | 3 | Transfer to account |
30.05.2022 00:00:00 | შველიძე ვარლამ | 3.37 | Transfer to account |
30.05.2022 00:00:00 | ბერიძე სულხან | 10 | Transfer to account |
28.05.2022 00:00:00 | გოგოლაძე თორნიკე | 5 | Transfer to account |
28.05.2022 00:00:00 | აბაშიძე ელგა | 2 | Transfer to account |
28.05.2022 00:00:00 | მიმინოშვილი ნინო | 2 | Transfer to account |
28.05.2022 00:00:00 | გაბრიჭიძე მარიამ | 3 | Transfer to account |
27.05.2022 00:00:00 | ქობულაძე ნიკოლოზ | 2 | Transfer to account |
27.05.2022 00:00:00 | ცივაძე გიორგი | 30 | Transfer to account |
26.05.2022 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | გოგელია ქრისტინე | 5 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | ტურაშვილი ანდრო | 3 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | გუმბერიძე მადლენა | 20 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | ჭანტურია ლელა | 2 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | ქობულაძე ნიკოლოზ | 1 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | ლომიძე თამარ | 5 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | გაბუნია ნინო | 2 | Transfer to account |
25.05.2022 00:00:00 | ჯანხოთელი ნინო | 4.27 | Transfer to account |
24.05.2022 00:00:00 | კორკოტაძე მიხეილ | 10 | Transfer to account |
23.05.2022 00:00:00 | გიორგი ოთარაშვილი | 13 | Transfer to account |
22.05.2022 00:00:00 | სიამაშვილი ქეთევან | 5 | Transfer to account |
21.05.2022 00:00:00 | ხურციძე ინა | 5 | Transfer to account |
21.05.2022 00:00:00 | ზანდარაძე გია | 5 | Transfer to account |
21.05.2022 00:00:00 | ჭრელაშვილი ნიკა | 5 | Transfer to account |
21.05.2022 00:00:00 | ჭკუასელი თეა | 5 | Transfer to account |
21.05.2022 00:00:00 | ანდღულაძე ნანი | 5 | Transfer to account |
19.05.2022 00:00:00 | ჩიხლაძე გოგი | 3 | Transfer to account |
18.05.2022 00:00:00 | ნიკოლაძე ეთერი | 50 | Transfer to account |
17.05.2022 00:00:00 | გოგოლაძე ლევან | 5 | Transfer to account |
16.05.2022 20:59:20 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.05.2022 00:00:00 | კონსტანტინე სტურუა | 50 | Transfer to account |
16.05.2022 00:00:00 | მაკა უგულავა | 1 | Transfer to account |
10.05.2022 00:00:00 | ზაზა გიორგაძე | 20 | Transfer to account |
07.05.2022 23:08:30 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
05.05.2022 02:05:29 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
02.05.2022 00:00:00 | ნინო თედეშვილი | 4.97 | Transfer to account |
30.04.2022 00:00:00 | ზაქარეიშვილი ნანა | 1 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | ხარაბაძე მერაბ | 50 | Transfer to account |
28.04.2022 00:00:00 | მარიამ ძაძუა | 3 | Transfer to account |
27.04.2022 01:37:45 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.04.2022 00:00:00 | მარიამ კურკუმული | 30 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ჭოჭუა პაატა | 4 | Transfer to account |
25.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
25.04.2022 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
25.04.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
25.04.2022 00:00:00 | ბურდული პაატა | 20 | Transfer to account |
25.04.2022 00:00:00 | ახვლედიანი ბესიკი | 20 | Transfer to account |
24.04.2022 00:00:00 | ცომაია თორნიკე | 2 | Transfer to account |
23.04.2022 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
22.04.2022 00:00:00 | ვანო ხვადაგიანი | 25 | Transfer to account |
22.04.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
21.04.2022 00:00:00 | ბესიკ კარბელაშვილი | 30 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | საათაშვილი მაია | 1 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | კონსტანტინე ჩხეიძე | 20 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
19.04.2022 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | ხერგიანი ნათია | 1 | Transfer to account |
18.04.2022 00:00:00 | ივანე ჯანელიძე | 50 | Transfer to account |
17.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 5 | Transfer to account |
17.04.2022 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
17.04.2022 00:00:00 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Transfer to account |
16.04.2022 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
16.04.2022 00:00:00 | გიორგაძე ხატია | 5 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | მკრტიჩიანი ანა | 20 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
15.04.2022 00:00:00 | ნინო ხამაშურიძე | 10 | Transfer to account |
14.04.2022 00:00:00 | ანილ კარამოვი | 14.46 | Transfer to account |
14.04.2022 00:00:00 | ვერიკო კორტავა | 10 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | კავსაძე შოთა | 1 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
13.04.2022 00:00:00 | გიორგი ღვალაძე | 10 | Transfer to account |
12.04.2022 10:21:09 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
12.04.2022 00:00:00 | გოგა ჯანიაშვილი | 5 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 10 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ნინო გუნცაძე | 5 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | ასათიანი ნინო | 2 | Transfer to account |
12.04.2022 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | ზაქარეიშვილი ნანა | 50 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | გიორგი ხახალეიშვილი | 15 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | სალომე თარხნიშვილი | 100 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | გელა ბიჭაშვილი | 15 | Transfer to account |
11.04.2022 00:00:00 | თინათინ პაატას-ასული | 10 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | სიდამონიძე ეკა | 20 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | ხუნწარია ფიქრია | 5 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | მარიამ დევდარიანი | 10 | Transfer to account |
10.04.2022 00:00:00 | გიორგი სომხიშვილი | 10 | Transfer to account |
09.04.2022 00:00:00 | ნოზაძე თათია | 10 | Transfer to account |
09.04.2022 00:00:00 | კიკილაშვილი ანუკი | 2 | Transfer to account |
09.04.2022 00:00:00 | ჯოყილაძე გიული | 1 | Transfer to account |
09.04.2022 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
09.04.2022 00:00:00 | სალომე თარხნიშვილი | 100 | Transfer to account |
08.04.2022 15:09:32 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
08.04.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
08.04.2022 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 2 | Transfer to account |
08.04.2022 00:00:00 | ჩინჩალაძე თამარ | 1 | Transfer to account |
08.04.2022 00:00:00 | ოთარ გაფრინდაშვილი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,852.43 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|