რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ…

calendar აპრილი 8, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
   

     მეზობლებთან დატრიალებული საჭმლის სურნელი, უფრო გემრიელია, ვიდრე მათ სახლში მომზადებული სადილი. სათამაშოები მხოლოდ მეგობრების ხელში აქვთ ნანახი, ფილმებსა და მულტფილმებზე კი, მხოლოდ დედისგან სმენიათ.

დედამ რაც არ უნდა ეცადოს მათ გამხიარულებას, ასეთ სახლში ბავშვები ბედნიერად ვერ იცხოვრებენ
რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.

ავეჯიდან მხოლოდ ეს აქვთ. ორი საწოლი ხუთი ადამიანისთვის. ერთზე დედას სძინავს, პატარებთან ერთად, მეორეზე კი – მამას და უფროს შვილს

რომელ ბედნიერებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ოჯახს, მაგიდაც კი არ გააჩნია? არც სკამები, საერთოდ არაფერი არ აქვთ. როდესაც ფანჯრებიდან უბერავს, სახურავიდან წვეთავს, კარები კი,  ნორმალურად არ იკეტება 
         სოციალური დახმარების თანხა – 500 ლარი, მხოლოდ საჭმელში ჰყოფნით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სათამაშოების და ოჯახისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენის საშუალება კი, უბრალოდ არ აქვთ. 
        რომა (10 წლის): როდესაც ძალიან მოწყენილი ვარ, დედა მეუბნება: „მოიყვანე მეგობრები და გაერთობი…“ სად მოვიყვანო? სკამებიც კი არ გვაქვს, რომ დასხდეთ. 

ნიკა (5 წლის): „როდესაც მოწყენილი ვარ, დედა ჩართავს ხოლმე მუსიკას, ვცეკვავთ და ვმღერით. და ეგრევე „ვმხიარულდები“. დედამ იცის, როგორ გაგვახალისოს“
       რომა: კი, გახსოვს, ერთხელ იწვა და ამბობდა, რომ მძინარე პრინცესა არის? ჩვენ ვიცინოდით, მერე კი, საავადმყოფოში წაიყვანეს.
        იზა: კი, ასე იყო. ორი წლის წინ, სერიოზული პრობლემები მქონდა. სერიოზული რა – გადავრჩი ცოცხალი. გულმა, მუდმივ ნერვიულობას და სტრესს ვერ გაუძლო. როდესაც არ იცი, შვილებს რა აჭამო, როდესაც კედელი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოინგრეს, როდესაც დახმარებას არსაიდან ელი, ყველაფერი აგტკივდება, მარტო გული კი არა. ხანდახან მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დილას, უბრალოდ ვეღარ გავიღვიძებ.

 „ოღონდ დედიკო არასდროს არ გახდეს ავად, ის ხომ, ყვავილივით ლამაზია“
– ბავშვებმა კი თქვეს, რომ ძალიან მხიარული ხართ, რომ აცინებთ და ცეკვავთ მათთან ერთად.
იზა: კი. ჩემი ცრემლი რომ არ დავანახო, და ტირილი არ გავაგონო, მუსიკას ბოლო ხმაზე ვრთავ და მათთან ერთად ვცეკვავ. მერე კი, ყურადღებას რომ გადავატანინებ, სხვა ოთახში გავდივარ და ვტირი. იცით, რა საშინელებაა, ბავშვი რომ გეტყვის: „სულ ერთნაირი საჭმელი რატომ გვაქვს? მეზობლებთან სულ რატომ არის გემრიელი საჭმლის სურნელი, ჩვენთან კი, არასდროს?“ რა პასუხი გავცე? როგორ ვანუგეშო? არ ვიცი.

ნია მაცივარში დღეში რამდენიმეჯერ იჭყიტება, იქნებ გაჩნდეს იქ რამე… იქნებ გაჩნდეს…
         – სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი შემოსავალია?
         იზა: კი, 500 ლარი. მეუღლეს სამუშაოდ ეძახიან, ხანდახან. მუშაა. მაგრამ, რამდენიც არ უნდა იშრომოს, მთელი ფული საჭმელში გვეხარჯება. ავეჯს, ან ტექნიკას ვერ ვყიდულობთ. ვერც ვიოცნებებთ ამაზე. მაცივარი გვაქვს, მაგრამ ცარიელია, არც ვრთავ, დენი რომ არ დაიხარჯოს. ბავშვებსაც სულ ძველი და დაკემსილი ტანსაცმელი აცვიათ. მაგრამ სუფთა. ბავშვებმა იციან: ჯობია საჭმელი ვერ ჭამონ, მაგრამ ბინძურად და უშნოდ ჩაცმულებს არსად არ გავუშვებ.

 „ჩვენ ღარიბები ვართ, ბინძურები კი არა… სისუფთავის სურნელი გვაქვს“
         რომა: კი, დედა ისე რეცხავს ჩვენს ტანსაცმელს, ხანდახან მგონია, დაგლიჯავს! რეცხავს, რეცხავს! რა მაგარი იქნებოდა, ახალი ტანსაცმელი რომ გვქონდეს!
         – კიდევ რა იქნებოდა შენთვის მაგარი?
         რომა: არასდროს არავისთვის არაფერი არ მითხოვია.
         – უბრალოდ მითხარი, რაზე ოცნებობ? შენს გულში ჩაიხედე და მითხარი.
          რომა: კომპიუტერი მჭირდება. იმის გამო, რომ სკოლის გაკვეთილების გაცდენა მომიწია, ბევრი რამის სწავლა ვერ მოვახერხე. უბრალოდ, ძალიან მჭირდება კომპიუტერი, ან პლანშეტი. მაგრამ… ადგილიც კი არ მაქვს, რომ დავდო. ისე, მაგიდაც შეიძლება? სკამიც? შეიძლება?

 „რომა მორიდებულია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. თვალებში  სულ ცრემლები უდგას. მას სხვა ბავშვებივით ცხოვრება უნდა“
– ჩემი აზრით, შენთვის ყველაფერი შეიძლება. ველოსიპედი არ გინდა?
 რომა: არა-ა-ა, სათამაშოები ნიკას და ნიაკოსნაირი პატარებისთვის არის. ნიას, თოჯინაც კი არ აქვს! ჩემთვის ვერ ვითხოვ ამდენს.

ნია (3 წლის): კი! ნიას თოჯინა უნდა, ჩემნაირი თმით! „ლალაზი“ თოჯინა“

ნიკა (5 წლის): „ნიკას კი, თოჯინა არ უნდა, ნიკას უნდა მანქანა, კუბიკები და გასაფერადებლები. და ბევრი გემრიელი ხაჭაპური! აი, რა უნდა ნიკას“
         – ვფიქრობ, თქვენ გექნებათ ეს ყველაფერი. ახლა კი, დედიკოს ვკითხოთ, იქნებ, მაგასაც უნდა თოჯინა?
          ნია: არა-ა-ა. (ხითხითებს.) მაგას უნდა „წითეი და უჯი“ კუბიკი. სახლს ავაშენებთ და ჩემს თოჯინასაც იქ დავაძინებ.
         ნიკა: არც მანქანა არ უნდა! იქნებ ველოსიპედი გინდა, დე? 
         ნია: კანფეტი?
         ნიკა: ბევრი ხაჭაპური?
         ნია: საწოლი?

დედას ერთადერთი ოცნება არის ის, რომ მის შვილებს გემრიელი საჭმელი რომ ჰქონდეთ

 „აი, როგორ „ქაბუკა“ მაქვს. „კუკა“ რომ მეყოლება, „სუპს“ აქ გავუკეთებ“
          იზა: აი საწოლები კი, ნამდვილად გვჭირდება. და საკვები პროდუქტი. კიდევ რაზე ვოცნებობ, იცით? ახლა წარმოვიდგინე, რომ მაგიდასთან ვსხედვართ, მთელი ოჯახი, ვუყურებთ ტელევიზორს. სუფრაზე კი, გემრიელი სადილი, რამე ხორციანი. ხაჭაპურს დავაცხობდი, და ჩვენ, ყველანი ერთად… ოჰ, რა კარგია და ლამაზი ეს ყველაფერი… გულიც კი გამითბა, რაღაცნაირად, ეჰ… 
         ნიკა: კი-ი-ი-ი! სუფრაზე ბე-ე-ევრი ხორცი! გინდა, საშინელება განახო? წამოდი, რაღაც გაჩვენო! ოღონდ, აი, აქ დადექი, თვალები დახუჭე და რომ დაგიძახებთ, ზემოთ ამოიხედე.

 „ჭი-ტა-ა! ნახე, სად ვართ! შენც გაქვს სახლში ასეთი ხვრელი?“
***
         აი, ასეთ უბრალო ოცნებებს შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. წარმოგიდგენიათ? იმას, რაც ჩვენ გვაქვს ყოველ საღამოს, სხვები მრავალი წლის მანძილზე ნატრულობენ.
მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი და პროდუქტი – დედის ოცნება ეს არის. ბავშვებს კი, კომპიუტერი, სათამაშოები და გემრიელი კანფეტები სჭირდებათ.
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და გაუწიოთ მათ დახმარება: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფუთი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გარდაუვალი დაღუპვისგან მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხიხაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

„რა მაგარი დღეა, რა ნათელი მზეა… დღეს, ჩვენი ოჯახის ხელახლა დაბადების დღეა…“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „დიახ, დიახ! თითქოს, ხელახლა დავიბადეთ ყველანი ერთად. დიახ, დიახ! მზეც უფრო მეტად ბრწყინავს. თითქოს, უკვე სიცოცხლეც მიხარია. იმედი მოგვეცა, რწმენა დაგვიბრუნდა. იცით, როგორ გაგვახარეთ? ამდენი საჩუქარი არასოდეს მიგვიღია…“ – ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ეს სიტყვები იზამ. მის თვალებში მართლაც დავინახეთ რწმენის და იმედის სხივი. გმადლობთ, კეთილო ადამიანებო, რომ ჩვენს გვერდით დგახართ სიღატაკესთან ბრძოლაში და ცდილობთ, უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ბედნიერი  დღე გაუთენოთ.

„უკვე ყველგან შემიძლია წასვლა ჩემი ლამაზი კაბით!“

           ხიხაძეების მრავალშვილიან, უაღრესად შეჭირვებულ ოჯახს კარგად იცნობთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო. ისინი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობენ, სადაც არ აქვთ არანაირი პირობა. არც არაფერი გააჩნიათ. ულამაზესი ნიაკო, ცელქი ნიკოლოზი და გალანტური რომა, ის ქართველი ბავშვები არიან, რომლებიც გემრიელობებზე, სათამაშოებზე  და ფუმფულა ლოგინზე ოცნებობენ. იხილეთ პოსტი, რომელიც ჩვენმა ფონდმა 8 აპრილს გამოაქვეყნა:
         – იზა,  ძალიან გახარებულები ხართ თქვენც და ბავშვებიც. გვინდა, რომ თქვენი სიხარული ჩვენც გაგვიზიაროთ.
        იზა (40 წლის): სარეცხი მანქანა რომ დავინახე… ჯერ ისევ ყუთში იყო, მაგრამ მივხვდი, რაც იქნებოდა… სიხარულისგან შევკივლე.

„მოდი, შიგნითაც შეიხედე… ისეთი ახალია-ა-ა-ა და კრიალა-ა-ა-ა“

        მერე, გაზქურა… ისიც ოცნებად მქონდა ქცეული… როდის შევძლებდი ამ ნივთების შეძენას? ალბათ, ვერასდროს! რა კარგი ადამიანები ხართ, როგორ ზუსტად იცით, რა დროს რით შემოგვეშველოთ. აი, სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. დედა ვარ და ეს ყველაფერი ჰაერივით მჭირდებოდა.
       – ბავშვებსაც გაუხარდათ?
        იზა: რა თქმა უნდა, მათაც. ისინი სხვანაირი ბავშვები არიან. დედა რომ წვალობს, გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ. თუ გახსოვთ, რომა სარეცხ მანქანაზე ოცნებობდა იმიტომ, რომ დედას წვალება შეუმსუბუქდესო. ნიაკო ხომ, ერთი ციდაა? იცით, საოჯახო საქმეებში როგორ მეხმარება? ხვეტავს, ჭურჭელს რეცხავს… სულ თავისით. ხანდახან, ხელსაც მიშლის ამით, მაგრამ არ ვუკრძალავ. ვეუბნები, ერთად გავაკეთოთ, ასე უფრო მეტს მოვასწრებთ და უფრო ხარისხიანად გავაკეთებთ-მეთქი. 

„დედიკო, აქ გამოვაცხობთ, ხომ, ორცხობილებს?“

        ნიაკო (4 წლის): მე თოჯინებიც გამიხარდა… ძალიან ლამაზები არიან „ტირიანი“ თოჯინები!
        – როგორი?
        ნიაკო: „ტირიანი“.  აი, ტირილი რომ შეუძლიათ. გინდა, მოგასმენინო? დაიცა „სოსკას“ ჩავუდებ. 
        ნიკოლოზი (5 წლის): მოიცა, არ ატირო, ცოდოა… რა თავისნაირი მტირალა თოჯინა აჩუქეთ… (იცინის, ხითხითებს.) აი მე, ეგ თოჯინა სულაც არ მომეწონა. მე კანფეტები და „პეჩენიები“ მომეწონა. ერთიანად გადავსანსლე. 

„მალე გახსენი, გოგო… ძალიან მინდა გავსინჯო, თორემ შენ შეგახრამუნებ…“

„მპა-მპა-მპა… რა გემრიელი ხარ, ნამცხვარო!“

         – და-ძმა არ დაგეხმარა ჭამაში?
         ნიკოლოზი: აბა, ამათ გარეშე, როგორ? დედა რომ ვერ გვყიდულობდა, ცოდოები ხომ ვიყავით? მე არ ვტიროდი, მე ღონიერი და კუნთებიანი ბიჭი ვარ, ნია კი ტიროდა. ხომ გითხარი, ეს მტირალაა – მეთქი.
          – კუნთებიანი როგორ გახდი? ვარჯიშობ?
          ნიკოლოზი: აბა, რა… მართალია ჯერ სავარჯიშო რაღაცეები… ისინი… რა ჰქვია…
          – ჰანტელები?
          ნიკოლოზი: ჰო, ეგენი და კიდევ სხვა „რაღაც-რუღაცეებიცაა“… სახელი არ მახსოვს. ჰო, ეგენი არ მაქვს, მაგრამ ისე ვვარჯიშობ. რომ გავიზრდები, ყველას უნდა მოვერიო. ახლა ბევრი საჭმელებიც ხომ მოგვიტანეთ, ეგეც მომეხმარება, ღონე რომ მომემატოს. ჰოდა, დედიკო რამე გემრიელს გამიკეთებს, მაგის ხელებს ვენაცვალე… (ყველანი ვიცინით.)
          – რომა შენ რატომ ხარ ჩუმად?
           რომა: მე ყველაფერი გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. დედა მთელი დღე რეცხავდა. ახლა, მის ნაცვლად ეს „იგუგუნებს“. (ისევ გვეცინება.)
           – ძალიან ხალისიანი ბავშვები ხართ!
            იზა: უხარიათ.
            – იზა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? პირადად თუ მოგინახულათ ვინმემ, ან დაგირეკათ, გაგამხნევათ?
            იზა: ეგეც იყო. არასოდეს დამავიწყდება სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა – ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.  ქუთაისიდან იყვნენ. ისე მოულოდნელად მოვიდნენ… 
           ნიკა: სანტა კლაუსებივით, ოღონდ ზაფხულში…
           – და რა საჩუქრები მოგიტანეს ზაფხულის სანტებმა?
           ნიკა: რაც მთავარია, ველოსიპედი!
            იზა: უამრავი საჩუქარი! საკვები: კარტოფილი, ზეთი, ფქვილი, ხორცი, ტკბილეული, წვენები. ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები… 
            ნიაკო: და ჩემი კაბები? იცით, რა ლამაზი კაბები მომიტანეს? აი, ამდენი. (პატარა ლამაზ თითუნებს გვაჩვენებს.) მე არ მქონდა კაბები, ზეიმზე რომ ჩამეცვა და ვტიროდი.
          – ზეიმზე ბაღში? ბაღში დადიხარ?
          ნიაკო: ახლა მახველებს. რომ მცოდნოდა, ავად გავხდებოდი, ტკბილ წამლებს დაგაბარებდით. წამლები ცუდია, მაგრამ ტკბილებს, არა უშავს… ისე მინდა ბაღში წასვლა, მე ხომ ახალი კაბები მაქვს.
         – მალე გამოკეთდები, პატარავ, და წახვალ ლამაზი კაბებით ბაღში.
         იზა: მინდა, იმ ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო, მეამაყება, რომ ჩემს პატარა საქართველოს ასეთი ახალგაზრდები ჰყავს! ბედნიერება და ბარაქა მათ ოჯახებს!
         – იზა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?
         იზა: დასაქმების პროგრამაში ჩამსვეს. მე საბავშვო ბაღში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, 300 ლარი მაქვს ხელფასი. მართალია, საერთოდ, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ სულ არარაობას სჯობია. რას ამბობთ… ჩემი ოჯახისთვის, ეს მაინც დიდი ფულია… ჩვენ ხომ, ძალიან ღატაკები ვართ.
          – ნათესავები თუ გეხმარებიან?
          იზა: ისეთი არავინ მყავს, სისტემატიურად რომ შემაშველოს ხელი…
          – ალბათ, კიდევ უამრავი საჭიროებები გაქვთ… ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რას გამოჰყოფდით?
           იზა: როდესაც ადამიანს არაფერი გაგაჩნია… ახლა უკვე, ამ გაზქურის და სარეცხი მანქანის გარდა… აღარ ვიცი, რა ვთქვა… მერიდება. ისედაც ბევრი ოჯახი შევაწუხე. მათ ხომ თავად მოიკლეს და ჩვენ შეგვმატეს. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი გაგვიხარდება.
         – მოდით, ბავშვებს ვკითხოთ. რომა შენ გვითხარი.
          რომა: მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. დედა, უფულობის გამო ფეხბურთზეც ვერ მატარებს. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი თამაშებს ტელევიზორში. ისეთ ტელევიზორზე ვოცნებობ, რომელიც კარგად აჩვენებს. 
          – ვისი ფანი ხარ?
          რომა: მე – გიორბელიძის.
          – გურამ გიორბელიძის ფანი ხარ, შესანიშნავია! იმედი მაქვს, ტელევიზორიც მალე გექნება და გიორბელიძის თამაშს მიადევნებ თვალ-ყურს, როგორც საქართველოს ნაკრების, ასევე გერმანიის, დრეზდენის კლუბის თამაშებზეც.
          ნია: მე ბაჭია მინდა, ფუმფულიკო ბაჭია, რომ ჩავეხუტო და ბევრი მოვეფერო. (ხელები შემოაჭდო დედას კისერზე.)
***
         მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, დღეს ძალიან გახარებულები არიან. მაგრამ, კიდევ ბევრი საჭიროებები  დარჩათ. ოჯახს არ აქვს ნორმალური ავეჯი. ბავშვებს სძინავთ ძალიან ცუდ საწოლებზე. არ აქვთ მაგიდა, სკამები. მორიგეობით უწევთ საუზმობა, სადილობა, ვახშმობა. მთელი მათი შემოსავალი კვებასაც არ ჰყოფნის. ჩვენი თანადგომა და დახმარება ისევ სჭირდებათ. იმედია, ელოდებოდით ამ სტატიას, გსურდათ გაგეგოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ხიხაძეების ოჯახში. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესობისკენ მივიწევთ. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, თქვენთან ერთად, ჩვენო ძვირფასო მკითხველო! მაგრამ, კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გავხადოთ ამ ანგელოზების ყოველი დღე! დარწმუნებული ვართ, თქვენც სწორედ ეს გინდათ! მადლობა ამისთვის!
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებულის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხიხაძეების ოჯახი)
 თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
       თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 05
სარეცხი მანქანა
650.00₾
2022 ივნ 01
პროდუქტები
148.99₾
2022 ივნ 09
გაზქურა
547.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
345.00₾
2023 იან 04
პროდუქტები
161.96₾

სულ ხარჯები:

1852.95₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიორგი შალამბერიძე
05.11.2022 20:00:00
₾5.00
'ზურაბ შაიშმელაშვილი
30.10.2022 20:00:00
₾1.00
'მარიამ ქვლივიძე
30.10.2022 20:00:00
₾5.00
ანა მშვენიერაძე
14.08.2022 20:00:00
₾10.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
13.08.2022 20:00:00
₾0.50
მრ. ანუჩა კაევკონგ
11.08.2022 20:00:00
₾0.50
რომან ხუციშვილი
10.08.2022 20:00:00
₾10.00
ვენერა კოჭლამაზაშვილი
10.08.2022 20:00:00
₾2.00
ლევან მთიულიშვილი
10.08.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი ხურციძე
10.08.2022 20:00:00
₾2.00
ნიკა თეთრაძე
10.08.2022 20:00:00
₾1.00
ლუკა ნაცვალაიძე
10.08.2022 20:00:00
₾2.36
ეკა ბერიძე
09.08.2022 20:00:00
₾3.00
ესკერხან მადიევი
08.08.2022 20:00:00
₾10.00
ბაია ჯინჯიხაძე
07.08.2022 20:00:00
₾10.00
ანზორ დანელია
05.08.2022 20:00:00
₾1.00
ანრი გურგენიძე
05.08.2022 20:00:00
₾5.00
მარატი ჟღენტი
05.08.2022 20:00:00
₾10.00
ლევან მთიულიშვილი
05.08.2022 20:00:00
₾1.00
ლევან მთიულიშვილი
05.08.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾1,852.43

143 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,852.43

143 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება