პატარა ელენეს ისტერიკა ემართება შიმშილის გამო, რასაც შეიძლება ფსიქიკური ტრავმა და შიმშილით სიკვდილიც მოჰყვეს!
პატარა ელენეს ისტერიკა ემართება შიმშილის გამო, რასაც შეიძლება ფსიქიკური ტრავმა და შიმშილით სიკვდილიც მოჰყვეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

ნინი (9 წლის): შიმშილი ცუდია. „ბუ-უ-უ-უ“ - აი, ასეთი ხმა მქონდა ყურებში. ყველაფერი გაშავდა და მეძინებოდა. მაგრამ სხვანაირად, ისე კი არა, როგორც ღამით. თითქოს, დაიძინებ და ვეღარ გაიღვიძებ, უფლისწულმა რომ გაკოცოს, მაშინაც კი.
მარი: თუ ჯერ საჭმელს გვაჭმევს და მერე გვაკოცებს, შეიძლება გავიღვიძოთ კიდეც.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილისთვის საჭმელს ვერ ყიდულობთ. ის ტირის, ცუდად ხდება, შიშსა და სასოწარკვეთას ხედავთ მის სახეზე. ასეთ სიტუაციაში რას მოიმოქმედებთ? დანაშაულს ჩაიდენთ? გარისკავთ და მოიპარავთ? ან იქნებ, ყველა გამვლელს სთხოვთ დახმარებას? ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ მკითხველი კი არა, დედა ხართ, ვისი შვილებიც შიმშილით იტანჯებიან.
შიმშილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გრძნობა. ეს არის ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რომელსაც სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნობ. მოდით, ხუთი შვილის მარტოხელა დედის, ალას ცხოვრებაზე ვისაუბროთ. მან ბავშვის მოცილებაზე უარი თქვა და მარტო, ამიტომ დარჩა. ყოველდღიურად უწევს საშინელი დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი ოჯახი რომ გამოკვებოს.
- როგორ აღმოჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში?
ალა: ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გავიგე, რომ მეხუთე შვილს ველოდებოდი. მეუღლე კატეგორიულ უარზე იყო. ხუთს კი არა, ოთხ ბავშვსაც ძლივს ვინახავდით! ულტიმატუმი წამიყენა: ან ბავშვს ვიშორებ ან ოჯახს ტოვებს. საკუთარ შვილს ვერ მოვკლავდი. დედები გამიგებენ.

მარი: მახსოვს, მამა დედიკოს რომ უყვიროდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. ბევრი ვიტირე. ჩემი გაჩენაც არ უნდოდა, იქნებ?
ნინი: კარგია, რომ ახლა, აღარავინ გვეჩხუბება არც დედას, არც ჩვენ.
- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით, თუ მეუღლე გინახავდათ?
ალა: საკუთარი ბინა არასდროს გვქონია. მეუღლე მუშაობდა, მე კი უსახლკარო ქალების თავშესაფარში ვცხოვრობდი, ბავშვებთან ერთად. მას იქ არ უშვებდნენ და ამიტომ, ქალაქში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება. ახლა, ჩვენი ახლობლის ბინაში ვართ. იშვიათად თუ შეგხვდება ასეთი კეთილი ადამიანი. ხანდახან ხომ, ოჯახის წევრებისგანაც კი, დახმარების ნაცვლად მხოლოდ საყვედურს იღებ.

- მშობლებიც არ გეხმარებიან?
ალა: 18 წლის ვიყავი დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მამა სმას მიეძალა და ისიც გარდაიცვალა ორ წელიწადში. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით. მაგრამ ისინი, ისე იქცევიან, თითქოს არც მიცნობენ. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს. ჩემი შვილები ნანახიც არ ჰყავთ.

- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
ალა: მამაჩემის გასვენებაში გამაცნო ჩემმა ძმამ. მითხრა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ცოლად უნდა გავყოლოდი. მე არ მინდოდა. სწავლა მინდოდა მაგრამ, ძმას ვერ შევეწინააღმდეგე. ახლა კი, ვუყურებ ჩემს ანგელოზებს და სულაც არ ვნანობ. მაგრამ როდესაც, შიმშილისგან დაბინდული თვალებით მიყურებენ და ტირიან, სიკვდილი მინდა. შიმშილს ვერ უძლებენ, არ გამოსდით. სოციალური შემწეობა კი, არაფერში გვყოფნის.
- მრავალშვილიანი ოჯახის შემწეობას არ იღებთ? ან იქნებ, სასადილოთი სარგებლობთ?
ალა: ფოთში, ახალ მისამართზე ჩაწერილები ჯერ არ ვართ. მანამდე კი, თავშესაფარში ვცხოვრობდით. საბუთების ამბავიც გაიწელა. ვიცი, ასე სჭირდება საქმეს. მაგრამ მათ, ვინც მოიგონა ეს კანონები, ალბათ, საკუთარი შვილი მშიერი არასდროს უნახავთ, როდესაც მუხლებზე დგას და ღმერთს ევედრება ლუკმა პური გამოუგზავნოს.

ნინი: დედას შემწეობა აღარ აქვს. ძალიან მალე თავდება. ძალიან მეშინია, ისევ მშიერი არ ვიყოთ მთელი სამი დღე! ჩემს გამო კი არა, ანდრიას და ელენეს გამო მეშინია. იცი, რა ცუდად იყვნენ? ჩვენ სკოლაში მაინც დავდიოდით. იქ, ბავშვები გვინაწილებდნენ საჭმელს. ანდრია კი „დაიკარგა“. დედა ლოყებზე ურტყამდა, ჩვენთან რომ დაბრუნებულიყო. მას კი არაფერი ესმოდა!
ნინი: კი, ზოგიერთი ბავშვი პურს გვინაწილებს, ზოგი კი დაგვცინის.

ანა (6 წლის): დამცინიან, რომ წიგნები ჩანთით კი არა, ცელოფნით დამაქვს. ქურთუკიც ძალიან დიდი მაცვია. მეუბნებიან, რომ ორასი ანა ჩაეტეოდა.
მარი: მე კიდევ მითხრეს, რომ მაწანწალას ვგავარ, დახეული ფეხსაცმელი რომ მაცვია. სულ დაგლეჯილია. ფანქრებიც ძველი მაქვს. მეუბნებიან, რომ თაგვმა ჭამა, ან მე, მშიერი როცა ვიყავი. ბოროტები არიან. მაგრამ, ყველა არა.

ნინი: შიმშილისგან მუცელი მტკივა. მაგრამ თუ შევჭამ, გამივლის. ასეთი სიტყვების გამო კი, გული ყოველთვის მტკივა.
ალა: კი, ჩემს შვილებს გულიც წასვლიათ შიმშილის გამო. სკოლაში დასცინიან, დახეული ტანსაცმელი რომ აცვიათ. მაგრამ მე, ძალიან კარგი შვილები მყავს. უფალი მათ დაიფარავს და დაიცავს ყველაფრისგან!


- ალა, რით შეგვიძლია თქვენი და თქვენი შვილების დახმარება?
ალა: ძალიან გვჭირდება ბავშვებისთვის საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი. ფასდაუდებელი იქნება ნებისმიერი სახის დახმარება. ექვს ადამიანს ერთ საწოლზე გვძინავს და ტელევიზორიც არ გვაქვს.
ანა: განა, ეს საწოლია? ვოცნებობ, ჩავარდეს ბოლოს და ბოლოს. იატაკზე უფრო კარგი და სახალისო იქნება ძილი! მე მგონი, ასეა.
მარი: რა ამბობ? იცი, მერე როგორ გეტკინება ზურგი? და თან თაგვებიც გიკბენენ.

იმ დროს, როდესაც თანამდებობის პირები თავიანთი შვილების, მეუღლეების, დების დაბადების დღეებს აღნიშნავენ და ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ მათ, ალას შვილები შიმშილს ებრძვიან. სულ ახლახან, სამი დღე მშივრებმა გაატარეს. მეზობლების სიკეთე რომ არა, ახალ ამბებში წავიკითხავდით მარტოხელა დედისა და მისი ხუთი შვილის შიმშილით დაღუპვის ტრაგიკულ ამბავს. ეს სამარცხვინოა!
თითოეულ მკითხველს მოვუწოდებთ დაფიქრდეს, რით შეუძლია დაეხმაროს შეჭირვებულებს. ამბობენ, რომ მადლიერების გრძნობა, არა მხოლოდ უდიდესი სათნოება, არამედ მადლიერი გულის ამოძახილიც არის. ვეხმარებით რა, ალას და მის შვილებს, სამყაროც უფრო თბილი და ნათელი ხდება. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარი შვილების მომავალზე, შეჭირვებულ და დამშეულ საზოგადოებაში ცხოვრება, რომ არ მოუწიოთ.
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ფოთი, აფხაზეთის ქ. 7, ბინა 34.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: პროხოროვების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები:
|