რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ლიკას დაჩქარებული სიკვდილის სახელი საშინელი დაავადება ალცჰაიმერია! თუ ახლა არ დავეხმარებით, ის შეიძლება ნებისმიერ დღეს დაეწყოს! ოთხი წლის წინ მეზობლის ბიჭის მიერ ვაშლის ჩამოსაგდებად ასროლილი ქვა შემთხვევით ლიკას მოხვდა თავის ცენტრალურ ნერვში. საბრალო ბავშვი!!! მან მაშინვე დაკაგა გონება და საშინელი კრუნჩხვებით დაეცა მიწაზე. მაშინ დასრულდა მისი ბედნიერი ბავშვობა. ამ დღიდან ცუხიშვილების ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ლიკას ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება და, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოკვლევები თურქეთში! ჩვენ ერთად უკვე გადავარჩინეთ მრავალი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში და არ გვჯერა, რომ ქართველი ექიმების განაჩენი სიმართლეს შეესაბამება! დაე ღმერთი დაეხმაროს ლიკას სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში! მაგრამ ჩვენ გარეშე მისი ხელები არ შეეხება უბედურს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საკუთარი შვილის ნელი სიკვდილის ყურებაზე საშინელი არაფერია მოსიყვარულე დედისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
18 წლის ლიკა, მისი სამი დაიკო და დარდით განადგურებული დედა ჩვენს და ღვთის დახმარებას ითხოვენ!
ლიკას დაჩქარებული სიკვდილის სახელი საშინელი დაავადება ალცჰაიმერია! თუ ახლა არ დავეხმარებით, ის შეიძლება ნებისმიერ დღეს დაეწყოს!
ოთხი წლის წინ მეზობლის ბიჭის მიერ ვაშლის ჩამოსაგდებად ასროლილი ქვა შემთხვევით ლიკას მოხვდა თავის ცენტრალურ ნერვში.
საბრალო ბავშვი!!! მან მაშინვე დაკაგა გონება და საშინელი კრუნჩხვებით დაეცა მიწაზე. მაშინ დასრულდა მისი ბედნიერი ბავშვობა. ამ დღიდან ცუხიშვილების ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.
თავად სიკვდილის მიერ ნასროლი ქვა!!!
როცა დაურეკეს ლიკას მამას, რომელმაც დედამისი მაშინ მიატოვა ვერაგულად, როცა ის უმცროს გოგონაზე იყო ფეხმძიმედ, და უთხრეს, „ლიკა კვდებაო“, ნაძირალამ მხოლოდ ეს უპასუხა: „ჩემთვის სულ ერთია, რა მოუვიდა, თქვენ თვითონ მიხედეთ!“
ახლა ლიკა 18 წლისაა. ამ ოთხი წლის მანძილზე ბავშვს დღეში შვიდჯერ ემართება საშინელი კრუნჩხვები! დაზიანებული ტვინის გამო გოგონა მთლიანად მოწყვეტილია სამყაროს. მან იცის მხოლოდ ოთხი სიტყვა: „დიახ“, „არა“, „დედა“ და „ბებო“.
შეტევის დროს ლიკას დაიკოები საათობით არიან დაჩოქილი მის საწოლთან
მამისგან მიტოვებული ოთხი საბრალო გოგონა… შეხედეთ, შეხედეთ, მეგობრებო, როგორ არიან დაჩოქილი ლიკას დაიკოები მის საწოლთან და შიშით ყურს უგდებენ მის გულისცემას. „ცოცხალია?“ – ჩურჩულით ეკითხებიან ბავშვები ერთმანეთს.
დედა თამარი ლიკას აი ასე, ხელით აჭმევს პურს. პურის გარდა, სხვა საკვები სახლში ხშირად არ არის. ისეც ხდება, რომ დებს არაფერი ხვდებათ. მაგრამ ამ ოჯახში არავინ წუწუნებს. აქ დასადგურებულია სიყვარული და თანაგრძნობა, რასაც ხშირად მდიდარ ოჯახებშიც კი ვერ ნახავთ! მთავარია, ლიკამ იცოცხლოს!!!
მშიერი, ბედის ანაბარად მიტოვებული ფეხმძიმე ქალი სამ მშიერ ანგელოზთან ერთად. ღმერთო, ღმერთო!!! ამ სცენის წარმოდგენაზეც კი სისხლი გვეყინება ძარღვებში. მაგრამ ქართველი დედა ყველაზე ძლიერი მებრძოლია ამქვეყნად და, თუ საჭირო გახდა, საკუთარ სიცოცხლეს გასწირავს შვილებისთვის.
დედა საათობით არის დაჩოქილი შვილის საწოლთან და ხელში ღვთისმშობლის ხატი უჭირავს
„დედაო ღვთისავ! შენც ხომ დედა ხარ, შეისმინე ჩემი ვედრება!“
სასოწარკვეთილი დედა უკვე ოთხი წელია, ყოველდღე ხედავს თავისი ქალიშვილის ტანჯვას და უფულობის გამო ვერაფრით ეხმარება. ცხოვრობს, თუ ამას შეიძლება ცხოვრება ეწოდოს, სოციალური დახმარების თანხაზე, რომლითაც სახლის ქირას იხდის და ორ კილო მაკარონს ყიდულობს.
ლიკას სხვის დაუხმარებლად ჩაცმაც კი არ შეუძლია
ბავშვს უჭირს გადაადგილება. ეზოში მარტოსაც კი ვერ ტოვებენ, რადგან ტვინი აქვს დაზიანებული და… ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს…
ეს 5 წლის ბარბარეა. სწორედ ამ ანგელოზზე იყო დედა ორსულად, როცა ის ნაძირალა მამამ მიატოვა. ბავშვი შიმშილის გამო ტირის
ნათია (ლიკას და, 19 წლის): „როცა ჩემს დას ეს უბედურება შეემთხვა, მაშინვე შევატყობინეთ მამას, მაგრამ ისეთი პასუხი გაგვცა, რომ გული ჩამიკვდა. საკთარმა მამამ გულში ისარი მესროლა და დამჭრა. მხოლოდ ჩემი დისთვის ვცოცხლობ. მინდა ისევ ისეთი ვნახო, როგორიც 14 წლამდე იყო. მე და ჩემი დები არ ვთხოვთ დედას, რომ საკვები იყიდოს, რადგან გვინდა, რომ თითოეული თეთრი ჩვენი დატანჯული დისთვის, ლიკასთვის შევაგროვოთ. გთხოვთ, ნუ დატოვებთ ჩემს კეთილ დაიკოს ამ უსასრულო ჯოჯოხეთში! მას ეს არ დაუმსახურებია. ის ყველაზე კეთილი და თბილი ბავშვი იყო, რომელსაც კი ოდესმე ვიცნობდი“.
საბრალო გოგონა დახეულ და ზამბარებამოყრილ დივანზე ზის. თუ დახმარება დაიგვიანებს, ის განწირულია!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
როცა ამ ძალიან, ძალიან სევდიან და ტრაგიკულ ისტორიას ვწერდი, თავში აზრმა გამირბინა: როდის უფრო ეტკინა ლიკას? როცა ის წყეული ქვა მოხვდა თავში და ცენტრალური ნერვი დაუზიანა თუ მაშინ, როცა მიხვდა, რომ მამამისს გულის ნაცვალად ქვა ედო მკერდში? მეგობრებო, ახლა ჩვენ ამ საბრალო ბავშვის ერთადერთი იმედი ვართ!
ლიკას ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება და, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოკვლევები თურქეთში! ჩვენ ერთად უკვე გადავარჩინეთ მრავალი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში და არ გვჯერა, რომ ქართველი ექიმების განაჩენი სიმართლეს შეესაბამება! დაე ღმერთი დაეხმაროს ლიკას სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში! მაგრამ ჩვენ გარეშე მისი ხელები არ შეეხება უბედურს!
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: ქალაქი ბოლნისი, თამარ მეფის ქუჩა, სახლი № 90.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ცუხიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3949.70₾დატოვა:
5565.41₾