ღმერთო, შენ უშველე! 15 წლის გიორგის გერმანიაში ძვირადღირებული ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარე! 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო, შენ უშველე! 15 წლის გიორგის გერმანიაში ძვირადღირებული ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარე! 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია!

page info icon
2024 ივლის 10
უკვე ხუთი თვეა, ქართველი ექიმები ვერ უსვამენ დიაგნოზს საბრალო ბავშვს. 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია! ხუთი თვის წინ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოულოდნელად ავად გახდა და მას შემდეგ ოჩხორაშვილების ოჯახში სიკვდილის ნაბიჯების ხმა სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის. ბავშვი იხრჩობა. იმდენად ხმამაღლა ახველებს, გეგონებათ, ფილტვები დაუსკდა. ვეღარ ლაპარაკობს და ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს გადაჭრილი აქვს ხმის იოგები. საკვებისა და წყლის მიღება მხოლოდ მილის მეშვეობით შეუძლია, მაგრამ ყველაფერს უკან იღებს. ჟანგბადის აპარატი ერთადერთია, რაც ბიჭს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მაგრამ, როდემდე?!!! ბავშვის სიცოცხლის წამზომი ჩართულია. ჩართეთ ვიდეო და მოუსმენთ სიკვდილის ხმას! ნიკოლოზის და გოგას დედა და მამა, რუსუდანი და გიორგი გერმანიაში წასასვლელად თანხის შეგროვებაში ითხოვენ დახმარებას! საბუთების მიღებისთანავე შეგატყობინებთ ოპერაციის ღირებულებას. ღმერთო, შენ უშველე, შენ დაეხმარე მათ! საქართველოში ხომ ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,821 ₾
( 922 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ღმერთო, შენ უშველე! 15 წლის გიორგის გერმანიაში ძვირადღირებული ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარე! 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

უკვე ხუთი თვეა, ქართველი ექიმები ვერ უსვამენ დიაგნოზს საბრალო ბავშვს. 15 წლის გიორგის სიცოცხლის საათები დათვლილია!

ხუთი თვის წინ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოულოდნელად ავად გახდა და მას შემდეგ ოჩხორაშვილების ოჯახში სიკვდილის ნაბიჯების ხმა სულ უფრო და უფრო  მკაფიოდ ისმის. ბავშვი იხრჩობა. იმდენად ხმამაღლა ახველებს, გეგონებათ, ფილტვები დაუსკდა. ვეღარ ლაპარაკობს და ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს გადაჭრილი აქვს ხმის იოგები. საკვებისა და წყლის მიღება მხოლოდ მილის მეშვეობით შეუძლია, მაგრამ ყველაფერს უკან იღებს. ჟანგბადის აპარატი ერთადერთია, რაც ბიჭს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მაგრამ, როდემდე?!!! ბავშვის სიცოცხლის წამზომი ჩართულია. ჩართეთ ვიდეო და მოუსმენთ სიკვდილის ხმას!

გოგას მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მნიშვნელოვანია ყოველი წამი

ეს მუქი, წებოვანი ნივთიერება ბავშვის სასუნთქი გზებიდან ამოდის.

ამ საშინელი ფერის სითხის წარმომავლობა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ქართული მედიცინისთვის უცნობია! ეს არ არის სისხლი ან ჩირქი. თითქოს მასთან ერთად გიორგის სხეულს სიცოცხლეც ტოვებს! ბავშვის რომელი ორგანოდან მოდის ეს საშინელება? რა არის ეს? მხოლოდ გერმანიაში თანამედროვე ტექნიკის დახმარებით არის შესაძლებელი ამის გარკვევა!

გოგას ოპერაცია გაუკეთეს თავზე, მაგრამ უშედეგოდ

საშინელება ის არის, რომ დაუდგენელი დიაგნოზის მიუხედავად, ექიმებმა ბიჭს თავზე მაინც გაუკეთეს ოპერაცია, რომელიც მთელი 8 საათი გაგრძელდა! მაგრამ ოპერაციის შემდეგ საერთოდ არ გაუმჯობესებულა ბავშვის მდგომარეობა. პირიქით, მთელი რიგი გართულებები მოჰყვა.

რვასაათიანი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა

წყალსაც რომ სვამს, მაშინვე სასუნთქი გზებიდან ამოსდის.

ძვირფასო მკითხველო, ნახეთ, რაოდენ საშინელია ამ ბავშვის მდგომარეობა. ორგანიზმი ვერ იღებს წყალს, ის მაშინვე ცხვირიდან გადმოსდის. მე, ფონდის კორესპონდენტი, ამ პროცესს პირადად შევესწარი. საშინელი სანახაობა იყო! ბავშვი იხრჩობდა ჩემ თვალწინ. სასუნთქ გზებში ჩარჩენილმა სითხემ ბიჭი კინაღამ დაახრჩო და დაღუპა. ხუთი თვის განმავლობაში საბრალო ბავშვი ასეთ ჯოჯოხეთს უძლებს ყოველდღე.

გოგას უმცროსი ძამიკო, 5 წლის ნიკოლოზი, უფროსი ძმის საწოლს თითქმის არ შორდება. 

უმცროსი ძამიკო, ნიკოლოზი, უკვე ხუთი თვეა საავადმყოფოს პალატაში ცხოვრობს. დედას ყოველდღე სანთლის დანთებას სთხოვს, შემდეგ კი ძმის საწოლთან დგას, სანამ სანთელი არ ჩაიწვება. ბავშვმა იცის, რომ ზეცაში ღმერთი ცხოვრობს და მას ესმის თითოეული ჩვენგანის ლოცვა. ამიტომ ნიკოლოზი უფალს ყოველდღე სთხოვს, რომ მისი საყვარელი ძმა მალე დაბრუნდეს სახლში, ისევ ეთამაშოს და თუ ვინმე აწყენინებს, ამაყად უთხრას: „უფროსი ძმა მყავს, ის ძალიან ძლიერია“.

ხუთი წლის ნიკოლოზი დედასთან ერთად მომაკვდავი ძმის საწოლთან ათევს ღამეს

გოგას გულმოკლული დედის თვალზე ცრემლი არ შრება

ეს რუსუდანია, ნიკოლოზისა და გოგას დედა, სანამ ავად გაუხდებოდა შვილი. 35 წლის ულამაზესი ქალი შვილზე დარდმა ერთ ღამეში დააბერა.

ოთახის კუთხეში სასოწარკვეთილი დედის მიერ ანთებული სანთელი წამითაც არ ქრება.

კეთილო ადამიანებო, გოგას გულმოკლულ დედას ეშინოდა, უცხო ადამიანებისთვის დახმარება ეთხოვა. უკვე დიდი ხანია, ქართველი ექიმები ნიკოლოზის დედას ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანას სთხოვენ. მაგრამ ოჯახს ძალიან უჭირს, საკუთარი სახლიც კი არ აქვთ და ნაქირავებში ცხოვრობენ.

ნიკოლოზის და გოგას დედა და მამა, რუსუდანი და გიორგი გერმანიაში წასასვლელად თანხის შეგროვებაში ითხოვენ დახმარებას! საბუთების მიღებისთანავე შეგატყობინებთ ოპერაციის ღირებულებას. ღმერთო, შენ უშველე, შენ დაეხმარე მათ! საქართველოში ხომ ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით...

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი გორი, ცხინვალის ქ. № 55.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ოჩხორაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!   

 კორ.: ნინი




ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: