შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

page info icon
2024 ივლის 3
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,953 ₾
( 492 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 – ნონა, რამდენიმე სიტყვით შენს შესახებ გვიამბე. რატომ მიმართე ფონდს?

 ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!

„უკვე მრავალი წელია, ექიმებთან დავყავარ ჩემს მშობლებს, მაგრამ, უშედეგოდ. ისინი კი, არ ნებდებიან და მეც არ მაძლევენ უფლებას, ფარ-ხმალი დავყარო!”

„ყოველდღე ტკივილის დაძლევას ვცდილობ და სახლში ვვარჯიშობ. დედაჩემის დახმარებით რამდენიმე წამით ფეხზე დადგომა, ფეხების მოხრა და გაშლა ჩემთვის პატარ-პატარა გამარჯვებები და სიხარულია“.

„თითქოს, ბორკილები მადევს, იმდენად მძიმეა ჩემი ფეხები. წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ და მაშინვე ვეცემი ძირს“

SOS!!! მეგობრებო, ნონას ძვირადღირებული მედიკამენტები და უწყვეტი რეაბილიტაცია სჭირდება!!! SOS!!!

თუკი ახლა, ვერ დავეხმარებით, ის თავის პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერასდროს გადადგამს. ის ხომ, 34 წლისაა, დიდი და რთული გზა აქვს გამოვლილი.  გოგონას ფეხებზე ექვსი რთული ოპერაცია ჩაუტარდა.  ბოლო,  თურქმა ქირურგმა გაუკეთა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო კურსს თუ გაივლის ნონა, სიარულს შეძლებს. მაგრამ, საბრალო გოგონა რეაბილიტაციაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავს, რადგან იცის, რომ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. ანდა, საიდან ექნება? მამა სოფლის ვეტერინარია, დედა კი - დიასახლისი, ოთხი შვილი ჰყავთ ნონას გარდა.

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ, ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ, ვერ დავეხმარებით?!

ეს ულამაზესი ქართველი გოგონა ცხოვრობს ადიგენში და რეგულარულ სამკურნალო ვარჯიშზეა დამოკიდებული მისი მომავალი

ნონა: იცით, ძალიან მერიდება, ჩემთვის რაიმეს თხოვნა იმ დროს, როდესაც მძიმედ დაავადებულია მამაჩემი. მას თავის ტვინის სიმსივნე (ადენომა) აქვს და საშინელი თავის ტკივილებით იტანჯება. ოპერაციის შემდეგ, ოდნავი ფიზიკური დატვირთვაც აეკრძალა, მზეზე გასვლაც კი არ შეიძლება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვეტერინარად მუშაობას აგრძელებს და ამბობს, რომ ვერ დაგვტოვებს საარსებო სახსრების გარეშე. მადლობელი ვართ მისი კოლეგების, რომლებიც მის მდგომარეობას ითვალისწინებენ და ეხმარებიან სამსახურში.

„გული მტკივა მამაჩემის მდგომარეობის გამო, ძალიან მიყვარს! საკუთარ თავზე საერთოდ არ ზრუნავს!“

ია (ნონას დედა): „სანამ მე და ჩემი მეუღლე ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენი გოგონა ხელით დაგვყავდა. ახლა კი, სიარული თავადაც გვიჭირს. თუ რამე დაგვემართა, მასზე ვინ უნდა იზრუნოს?”

- ია, არც კი ვიცი, რა გითხრათ! როგორ დაგამშვიდოთ! როდის შეემთხვა ნონას ეს უბედურება?

ია (ნონას დედა): ნონა შვიდი თვის ვადაზე დაიბადა, სულ პაწაწინა იყო. მისი წონა იყო მხოლოდ 1 კილოგრამი და 600 გრამი. ექიმებმა თქვეს, რომ ინკუბატორში უნდა დაეწვინათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ გავაკეთე. იმ დროს, კიდევ ორი ​​პატარა შვილი მყავდა, რომლებსაც ვერავის დავუტოვებდი. ამიტომ, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოვახერხე.

როგორ გვიხაროდა, ჩვილის სახლში მოვლა რომ მოვახერხეთ. მაგრამ, ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1 წლის და 3 თვის იყო ნონა, როდესაც მაღალი სიცხის გამო, კრუნჩხვებში ჩავარდა. ხელები და ფეხები გაუქვავდა. მეგონა, რომ მოკვდა. ბავშვი ზურგს ვეღარ იმაგრებდა, ჯდომა და გადაბრუნება აღარ შეეძლო. ცერებრული დამბლა - ასეთი საშინელი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. მას შემდეგ ვიტანჯებით. ეჰ, როგორც ჩანს, ჩემს საბრალო გოგოს ასეთი ბედი ხვდა წილად!

ნონას ბავშვობის ფოტოები. შეხედეთ, რა ლამაზია!

- ია, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

ია: მივმართავ ყველას, ვინც წაიკითხავს და გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი ოჯახის ამბავს: გთხოვთ, ჩვენი გოგონას ფეხზე დაყენებაში დაგვეხმარეთ! ის ხომ, ისეთი ახალგაზრდა და ლამაზია და ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, მოსიყვარულე მეუღლე და დედა რომ გახდეს. ასეთ შესაძლებლობას ნუ მოაკლებთ, გთხოვთ!

მეგობრებო, სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიტანის უნარი, დიდსულოვნების ერთ-ერთი ნიშანია! ჩვენ კი, ფონდში, გულწრფელად ვწუხვართ ნონას მდგომარეობის გამო, რადგან უსახსრობიდან გამომდინარე, შეიძლება ეტლში გაატაროს მთელი თავისი ცხოვრება! ეს უსამართლობაა! ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ამ ლამაზი, საოცარი გოგონას ბედი და ფეხზე წამოდგომაში დავეხმაროთ! ეს მისთვის ხელახლა დაბადების ტოლფასი იქნება!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ართმელაძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: