მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

page info icon
2024 ივნისი 14
შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო! ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა... „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, - პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,875 ₾
( 138 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!

ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა...

„ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, - პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„აქ ყველაფერი მტვრით არის სავსე, თავადაც მტვრად ვართ ქცეული...“

თუ ამ ოჯახს არ გადავიყვანთ ბინაში, სადაც ექნებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ეს ორი ქართველი ულამაზესი გოგონა დაიღუპება! ეს ადგილი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მოკლავს მათ, აქ მათი ფილტვები დამსხვრეული ქვების მტვრით ივსება! SOS!!! ახლა მათი ბედი ჩვენს ხელთაა. თუ ისინი დარჩებიან ამ პირობებში და ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, მათი სიკვდილი ჩვენს სინდისზე იქნება!

დარინა (10 წლის): ხანდახან მგონია, რომ თავადაც მტვერი ვარ, რომ კუჭშიც და ფილტვებშიც ქვები და ჭუჭყი მაქვს. ამის გამო ყველაფერი ძალიან მტკივა და მეფხანება...

ანასტასია (9 წლის): ხანდახან მინდა, რომ ფილტვები ხელით შიგნიდან მოვიფხანო. როგორ ფიქრობ, ამის გამო არ მოვკვდებით?

— აქ, მხოლოდ რამდენიმე წუთი გავატარე, მაგრამ უკვე ყურები ამტკივდა და ვეღარ ვსუნთქავ!

 

„ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი გოგონები არიან ჩემი შვილიშვილები! ასეთ პირობებში ცხოვრება რატომ უწევთ?“

მზია (ბებია): ბოდიშს გიხდით, აქ რომ მოგიყვანეთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ გაიგებდით, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. სახელმწიფო უწყებებს რამდენჯერ მივმართე, ვეხვეწე, ვემუდარე, რომ მოსულიყვნენ და ენახათ, სად და როგორ ვცხოვრობთ. მაგრამ ეს არავის ადარდებს. ჩვენს მერს ჩაეცინა კიდევაც, გვითხრა, ჩემს სახლში ხომ არ გაცხოვრებთო... მხოლოდ დამცირებასა და შეურაცხყოფას ვიღებ პასუხად.

 „დალაგებული არ გაქვს, უკვე ისევ მტვრის ფენა ადევს ყველაფერს“

 — აქ როგორ აღმოჩნდით, მზია... ეს ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია...

 მზია: უსახლკარო ვარ, 2006 წლიდან აქ, ამ ვაგონში ვცხოვრობ. ახალგაზრდობის ასაკიდან მოყოლებული ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ... სკოლის მერხიდან დაწყებული ვმუშაობდი. არანაირ შრომას არ ვთაკილობდი. ისე მიჭირდა, რომ იძულებული გავხდი, ინტერნატში ჩამებარებინა ჩემი შვილები.  თავისუფალ დროს ვნახულობდი, თავი მიტოვებულად რომ არ ეგრძნოთ, მაგრამ მათი წამოყვანის საშუალება არ მქონდა. ამ ვაგონში ცხოვრების უფლება კი მოგვცა ქვის სამტეხლოს მეპატრონემ, როცა აქ დამლაგებლად ვმუშაობდი.

 „დღეს ამ ბალახს შევჭამთ, ხვალ კიდევ დავკრეფთ...“

ანასტასია და დარინა ჩემი შვილები კი არა, შვილიშვილები არიან. ჩემს ქალიშვილებს არ გაუმართლათ, ორივე ქმრებისგან მიტოვებულები არიან. ამიტომ გოგონები ინტერნატიდან წამოვიყვანე. მათ ჩემი სიყვარული სჭირდებათ!

 „ჩვენი სიცოცხლე უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვენს პატარა გოგონებს რა ეშველებათ?“

 — დიდხანს იცხოვრეს თქვენმა შვილებმა ინტერნატში?

 მზია: მეორე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე. ძალიან ვნანობ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სახლისა და საკვების გარეშე ბავშვებთან ერთად თავს როგორ გავიტანდი?! იქ კი ვიცოდი, რომ თავზე ჭერი ჰქონდათ, აჭმევდნენ და საწოლებზე ეძინათ და არა მიწაზე, ძველი პალტოებისა და ქურთუკების გროვაში...

 — დარინასა და ანასტასიაზე საუბრობთ, მზია?

 მზია: არა! ისინი ჩემი შვილიშვილები არიან. ორი ქალიშვილი მყავს და მათი შვილები არიან. ჩემი გოგონები ჩემზე უარეს დღეში ჩაცვივდნენ. ერთი მეუღლემ მიატოვა, მეორე კი ბეწვზე გადაურჩა მხეცს. ახლა ჩემთან ერთად ამ უჰაერო ვაგონში ცხოვრობენ. არც კი ვიცი, აქ როგორ ვეტევით შვიდი ადამიანი. ჩემმა მეუღლემ, გივიმ, ინსულტის შემდეგ გადაადგილების უარი დაკარგა, ჩვენს უმცროს გოგოს კი, 16 წლის სოფოს, სულ რაღაც აწუხებს...

 „პირდაპირ სახლში იყრება ქვები... ხომ შეიძლება, მოკლას კიდევაც ვინმე!“

 — აქ როგორ ცხოვრობთ, მზია?!  ჭკუიდან შევიშლებოდი, მხოლოდ ხმაურისა და უჰაერობის გამო კი არა, არამედ ასეთ ვითარებაში... მართალი გითხრათ, ასეთი რამ ფილმებშიც არ მაქვს ნანახი...

 მზია: რა ვქნათ, აბა? გვითხარით, ნებისმიერ რჩევას მივიღებთ. ფული არ გვაქვს, ნორმალური ბინა რომ ვიქირაოთ. არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არც სახლი, არც ნაკვეთი გვაქვს. ვწერდი, მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. იქნებ, თქვენ გააგებინოთ რამე? ბავშვების გამო მეშინია... რამე საშინელება  რომ დაემართოთ? როგორ შეიძლება ასეთი ჰაერის სუნთქვა?

 „სკოლამდე რომ მივიდეთ, ფეხით უნდა გავიაროთ ძალიან, ძალიან ბევრი კილომეტრი“

 ანასტასია: იცი, ჩვენი სკოლა რა შორს არის? 5 000 ნაბიჯი უნდა გადავდგათ, იქ რომ მივიდეთ...

 დარინა: სახლში რომ დავბრუნდეთ, იმდენივე. როდესაც ცივა და ფეხსაცმელი სველდება, შეიძლება საერთოდ მოკვდე! 

 — მზია, ეს რას ნიშნავს?

 მზია: დიახ, აქედან ოთხ კილომეტრშია სკოლა. გადაკარგულში ვცხოვრობთ და აქედანაც ჩვენი გაგდება უნდათ...

 — ვის უნდა?

 მზია: ქვის სამტეხლოს მეპატრონეს, გვეუბნება, რომ ეს მისი ტერიტორია არის და უნდა წავიდეთ. სად წავიდე? მძიმედ დაავადებულ ქმართან და ბავშვებთან ერთად... ჰოდა ასე, ამ სიბინძურეში, მტვერსა და ხმაურში ცხოვრება გვიწევს.

 „ხანდახან თვალებს ვხუჭავ და ლამაზ სახლზე ვოცნებობ ხოლმე“

- რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?

 მზია: არც კი ვიცი. აბსოლუტურად ყველაფერი გვჭირდება: საწოლები, ავეჯი, პროდუქტი, მედიკამენტები. თუკი შეძლებთ, ვენტილატორი გვაჩუქოთ, ნამდვილად შესანიშნავი იქნება. ზაფხულში აქ, უბრალოდ, შეუძლებელია სუნთქვა. სახლიც, რამდენიც არ უნდა ალაგო, მაშინვე მტვრით ივსება ყველაფერი. წარმომიდგენია, ჩვენს ფილტვებში რა ხდება. კიდევ, ძალიან გთხოვთ, ჩვენი, როგორც საქართველოს ყველაზე უბედური მოქალაქეების, სახელით მიმართოთ ხელისუფლებას. იქნებ, თქვენ მაინც გააგებინოთ რამე. 

 „არაფერი გაგვაჩნია, აგურებზე დადებული ფიცრები გვაქვს საწოლის ნაცვლად“

 „ამ რკინის ვაგონში ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი ჯოჯოხეთური სიცხეა“

ანასტასია: იქნებ, ჩვენთან ასეთი ხმაური რომ არის, იმიტომ ვერ ვაგებინებთ ვერაფერს? ხანდახან მგონია, რომ ქარხანა არასდროს გაჩერდება. ყურებზე ხელებს ვიჭერთ, ვცდილობთ, ხმამაღლა ვილაპარაკოთ. მაგრამ ხანდახან ესეც არ გვშველის.

 „აღარ მინდა ამ ბალახის ჭამა... არ მომწონს. მაცივარში კი არაფერი დევს“

 დარინა: ხანდახან სხვადასხვა თამაშს ვთამაშობთ, ცოტა რომ გავერთოთ. მაგრამ ზოგჯერ ესეც არ გვშველის.

 ანასტასია: დიახ! უბრალოდ დავრბივართ, ბურთიც კი არ გვაქვს. არც სათამაშოები, არც ველოსიპედები. ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ ხმა არ ისმის.

 — რაზე ოცნებობთ?

 დარინა: შორს რომ არ იყოს ჩვენი სკოლა, ასეთი ხმაური რომ არ იყოს აქ...

 ანასტასია: სახლი რომ გვქონდეს, ლამაზი ოთახებით...

მზია: ნახეთ, ბავშვებს სად სძინავთ. იშლება ყველაფერი. ჩვენ კი საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. რამდენჯერ მშივრებიც დავწოლილვართ დასაძინებლად, სიცივეში ვიყინებოდით... ახლა მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს.

 „ამ სურათს შეხედეთ და თქვით, როგორ შეიძლება ასეთ ადგილას ცხოვრება?“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 ემოციებს ვეღარ ვუმკლავდებოდი. იმ სახლიდან გამოქცევა მინდოდა. მინდოდა, იმ ყველაფრის დავიწყება, რაც ვნახე. ის ხმაური კი, საზარელი ხმაური, ჯერ კიდევ ჩამესმის ყურებში და ორ ულამაზეს გოგონას, ანასტასიას და დარინას მახსენებს. უკვე არაერთი დღე გავიდა მას შემდეგ, ჩემი ფილტვები კი მაინც მტვრით არის სავსე და მგონია, რომ უწინდებურად სუნთქვას ვერასდროს შევძლებ... პატარა ანასტასიასთვის და დარინასთვის ასეთი პირობები მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, იძულებული არიან შეეგუონ, რადგან ბავშვობით სრულად დატკბობის საშუალება არ აქვთ.

 წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი შვილები იტანჯებიან ასე, ნორმალური პირობები არ გააჩნიათ და სასწაულის იმედი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმაური და მტვერი ჩვენგან შორს არის, უფლება არ გვაქვს, მათი ტანჯვის მიმართ გულგრილნი დავრჩეთ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ქვის სამტეხლოს ჯოჯოხეთური ხმაურის მიუხედავად, ეს დახმარების მუდარა ესმის, შემოგვიერთდეთ, ერთად დავეხმაროთ ანასტასიას და დარინას. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ უკეთესი მომავალი შევუქმნათ მათ. ერთად ჩვენ შეგვიძლია, ეს სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველა ბავშვისთვის.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი აღაიანი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: პირმისაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  კორ.: ნინო   

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: