ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
კადრები, რომლებსაც ვერ შეხედავთ ცრემლების გარეშე! ლევანს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
როგორია მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ხეიბრისთვის? მძიმედ დაავადებული ლევანი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში. უკვე რამდენიმე წელია, გარეთ გასასვლელად ბიჭი მუხლის ჩოქებზე, ხოხვით ჩადის კიბეებზე და მერე ისევე ხოხვით ამოდის.

ხოხვის შედეგი: დასისხლიანებული მუხლები, საშინელი სისხლჩაქცევები და აუტანელი ტკივილი
ლევანი (31 წლის): „ასე აღარ შემიძლია! დავიღალე ეტლში ჯდომით, მომბეზრდა მუდმივად წოლა. ყველას გთხოვთ, ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დამეხმარეთ. ერთი სული მაქვს, დამთავრდეს ჩემი ტანჯვა და საკუთარი ფეხით დავიწყო სიარული. ადრე გარეთ გასვლა მაინც შემეძლო. უფრო სწორად, ხოხვით გასვლა. ახლა კი, მუხლებზე ჭრილობების გამო ოთხ კედელში ვარ გამოკეტილი“.

იმის გამო, რომ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, ექიმისთვის დროულად მიემართა, სისხლის მოწამვლა და ანთება განვითარდა. ლევანს მაღალი სიცხე და ციებ–ცხელება აქვს. საწოლიდან ვერ დგება და განძრევაც არ შეუძლია. ოჯახმა ლევანის შშმ პირის პენსიით მოახერხა ძვირადღირებული ნემსების, წამლებისა და მალამოების ყიდვა, ახლა კი საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ მომავალ პენსიამდე.

30 წელია დედა გმირულად ხელით ატარებს შვილს. მის გარდა, ლევანს არავინ ჰყავს ამქვეყნად. მამა ადრე გარდაეცვალა და დახმარებას არსაიდან ელის

ფეხის დადგმა ძალიან მტკივნეულია, გონების დაკარგვამდე მტკივნეული!
ორ წლამდე ლევანი ჯანმრთელი იყო, სანამ უბედური შემთხვევა არ მოხდა. ოჯახი ძალიან შეჭირვებულად, სივიწროვეში ცხოვრობდა. ლევანი საწოლიდან გადმოვარდა, მდუღარე წყლით სავსე სათლი გადმოაყირავა და დაიწვა. ბიჭი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც, ფაქტობრივად, ნაწილ–ნაწილ ააწყვეს ექიმებმა. მყესები დაუზიანდა და სიარული შეწყვიტა. მას შემდეგ ეტლს არის მიჯაჭვული.
თამარი (ლევანის დედა): „როდესაც თურქმა ექიმებმა ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლების მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში ნახეს, როგორ ხოხავს ლევანი კიბეებზე, თქვეს, რომ დიდი შანსი აქვს, კვლავ იაროს!“
ჩვენმა ფონდმა თევდორაშვილების ოჯახზე პოსტი გამოაქვეყნა:
„გული ლამისაა გამისკდეს, ისე მტკივა! ყოველდღე ვუყურებ, როგორ იტანჯება ლევანი, მაგრამ ვერ ვეხმარები ჩემს ბიჭს! თურქი ექიმები ამტკიცებენ, რომ ლევანის ფეხზე დაყენება შეუძლიათ. ამისთვის ოთხი ოპერაცია უნდა გაკეთდეს ერთ დღეში. ამ სასწაულის ღირებულება კი, რომელსაც ქირურგები გვპირდებიან, 20 ათასი დოლარია. შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მაგრამ თქვენი თანადგომის გარეშე არაფერი გამოგვივა! ამ თანხის დამოუკიდებლად შეგროვებას მე ვერ მოვახერხებ და მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების იმედი მაქვს. დახმარების თხოვნით მოგმართავთ ყველას. მჯერა, რომ გამოჩნდებიან გულკეთილი ადამიანები, ვინც მზად არის, ლევანი გადაარჩინოს და ფეხზე დააყენოს!“


თამარი: „ჩემი ოცნებაა, დავინახო როგორ დადგება ფეხზე ჩემი შვილი. კეთილ ადამიანებს ვთხოვ დახმარებას. ნეტა მაცოცხლა იმ დღემდე! ახალგაზრდა აღარ ვარ, გული მტკივა, ფეხები მისივდება. მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ, ფული არ მაქვს, საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხანია, ხელი მაქვს ჩაქნეული. მთავარია, შვილს დავეხმარო. ჩემი ცხოვრება ის არის! ხანდახან დამლაგებლად თუ ვიმუშავებ, 10-20 ლარს მიხდიან, მაგრამ ეს ფული წამლებისა და პურის საყიდლად ძლივს კმარა“.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გვჯერა, რომ ლევანისა და მისი ტანჯული დედის ისტორიის მოსმენის შემდეგ, უამბობთ მას თქვენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და სოციალურ ქსელებში გააზიარებთ. ლევანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ფეხზე დადგეს. მაგრამ ამისთვის, დიდი თანხებია საჭირო, რომელიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ, დავეხმაროთ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ზარზმის ქ. №11, ბინა 14.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თევდორაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ლევანი დღეს მეორედ დაიბადა. განა ეს სასწაული არაა??? და ამ სასწაულის შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ, ფონდის მეგობრებო! დიახ, სწორედ თქვენი წყალობით ლევანმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
ლევანი – „მაპატიეთ, ფონდის მეგობრებო, რომ თქვენი სიკეთის შესახებ გავრცელებული ისტორიები გადაჭარბებულად მიმაჩნდა. ახლა კი ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე! და საქვეყნოდ ვაცხადებ – თქვენი გმირობის შესახებ უნდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს!“
საწყალი ბიჭი ისე იტანჯებოდა, რომ ზოგჯერ სიკვდილზეც ოცნებობდა.

იმისთვის, რომ მრავალსართულიანი სახლიდან გარეთ გასულიყო, მას კიბეებზე ხოხვა უწევდა, რის გამოც ფეხები უსისხლიანდებოდა. მოგვიანებით კი სისხლის მოწამვლა დაეწყო.

საწყალ დედას შვილი გაფუჭებული ეტლით დაჰყავდა
ლევანი: – „როცა ჩერნოვეცკის ფონდს მივმართე, ასეთი ძვირადღირებული ოპერაციის იმედიც კი არ მქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჩემი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ფონდიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კარგი ამბავი აქვთ, ვიფიქრე, რომ საქმე ელექტრო ეტლს ეხებოდა, მაგრამ ტელეფონში ასეთი სიტყვები გაისმა: „ლევან, კეთილმა ადამიანებმა თურქეთში ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო თანხა შეაგროვეს. მოემზადე.“ როცა ეს სიტყვები გავიგონე, სიხარულისგან გული თითქოს გამიჩერდა.“
და მართლაც — კვალიფიციურმა ექიმებმა ჩვენს საყვარელ ქართველ ბიჭს ძალიან რთული ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც 5 საათი გაგრძელდა.
ლევანმა პირველად ცხოვრებაში მიიღო შანსი, დადგეს ფეხზე, დაიწყოს მუშაობა, შექმნას ოჯახი და, რაც მთავარია — გახდეს მამა და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი წყალობით, ჩვენო ძვირფასო და ერთგულო მეგობრებო!
თამარი: „ ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რაც ახლა ჩემს გულში ხდება. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვილოცებ თითოეული ადამიანისათვის, ვინც მცირედით მაინც დაეხმარა ჩემს ლევანს.“
გახარებულმა დედამ მადლობის წერილი დაწერა
მაგრამ წინ – საფინალო ბრძოლაა საბოლოო გამარჯვებამდე.
ოპერაციის შედეგები წყალში რომ არ ჩაიყაროს, საჭიროა:
ნაკერების დასამუშავებლად სპეციალური ხსნარები, მალამოები, სხვადასხვა მედიკამენტი, მათ შორის ანტიბიოტიკები. მალე თაბაშირის მოხსნის დრო დადგება — ესეც ხარჯია. შემდეგ — რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია… მარტოხელა დედის გული იკუმშება — და თქვენ, რა თქმა უნდა, ხვდებით რატომ. მათ ეუხერხულებათ ისევ დახმარების თხოვნა. ახლა არჩევანი თქვენზეა.
ფონდში არც ერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ კეთილშობილ ბიჭს არ მიატოვებთ. გახსოვდეთ,მხოლოდ ბოლო ნაბიჯი დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე.
„მეგობრებო, არ არსებობს სხვისი უბედურება, ამიტომ თუ იცით ადამიანების პრობლემების შესახებ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში — მოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ!“
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თევდორაშვილების ოჯახი)
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
24540.90₾დარჩა:
0.55₾