რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ქოხი სადაცაა დაინგრევა. ხუთი ბავშვის სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია
ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ.
ეს ოთხი ნაჭერი პური, ხუთმა დედმამიშვილმა უნდა გაიყოს
მშიერ ბავშვებს, ამ პურის გარდა საჭმელი არაფერი აქვთ
შეხედეთ, ბავშვები ისე ინაწილებენ პურს, თითქოს, შემწვარი ქათმის ხორცი იყოს. ეს ოთხი ნაჭერი პური, ხუთმა დედმამიშვილმა უნდა გაინაწილოს. ბავშვები ცდილობენ, რომ თანაბრად გაიყონ. ღმერთო, როგორ უნდა იმყოფინოს ხუთმა მშიერმა ბავშვმა ეს პური? ყველიც კი არ აქვთ, პურთან ერთად რომ ჭამონ.
„დეიდა, აი, ამ ცელოფნით უნდა წავიღო სკოლაში წიგნები“
ეს პატარა ანგელოზი, 6 წლის დათოა. ძვირფასო მკითხველო, ალბათ ფიქრობთ, ეს ცელოფნის პარკი წიგნთან რა კავშირშია. სამწუხაროდ, ჩანთის მაგივრად, ამ პატარა ანგელოზმა სწორედ ამ ცელოფნის პარკით უნდა წაიღოს სკოლაში წიგნები.
შეხედეთ, ბავშვის სევდიან თვალებს. რამდენ დარდს იტევს მისი პატარა გული
ბავშვებს ჟანგიან რკინის საწოლზე სძინავთ, ლეიბი და საბანიც კი არ აქვთ
ჟანგიან რკინის საწოლზე სძინავთ ამ ანგელოზებს. დილით კი, ბავშვებს ძვლები სტკივათ, რადგან ლეიბიც კი არ აქვთ. არც თბილი საბანი აქვთ. ზამთარში, ბავშვები პლასტმასის ბოთლში ცხელ წყალს ასხამენ და ისე იძინებენ, რომ არ გაიყინონ.
ჭერზე მუყაო არის გაკრული. ოთახშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ
დააკვირდით ბავშვების ფეხებს, წვიმისგან სულ დაუსველდათ და ეს სწორედ ოთახში ხდება
როდესაც ფონდის კორესპონდენტი ხაჭიპურაძეების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა, წვიმაც დაიწყო ცოტა ხანში. ოთახშიც ზუსტად ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. შეხედეთ ამ ფოტოს და თავად დარწმუნდებით. საბრალო ბავშვები სულ დასველდნენ და სიცივისგან კანკალებდნენ. არც თბილი საბანი ჰქონდათ, არც გამოსაცვლელი ტანსაცმელი, არც თბილი ფეხსაცმელი. სიცივისა და შიმშილისგან ბავშვები კანკალებდნენ. თვალებით კი, შველას ითხოვდნენ.
ასე იყურებოდნენ გარეთ და ნატრობდნენ, რომ წვიმას მალე გადაეღო. თუმცა, თითქოს ჯიბრით, სულ უფრო ძლიერდებოდა წვიმა. ჭექა–ქუხილის ხმამ ბავშვები შეაშინა, რადგან სახლი ისე შეირყა, თითქოს, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბავშვების თვალებში ისეთი შიში იდგა, ისეთი…. ღმერთო, რატომ? რა დააშავეს ამ ანგელოზებმა?
9 წლის ბადრი ცდილობს, დედას ბაღის დაბარვაში რომ დაეხმაროს
ბექა კი, ბალახს ცელავს
11 წლის გვანცა ცდილობს, ძმებს დაეხმაროს
ბურთის ნაცვლად, თოხი და ბარი უჭირავთ ბავშვებს ხელში. მშიერი ბავშვები ცდილობენ, ნაკვეთში პომიდორი და მწვანილი მაინც მოიყვანონ, შიმშილისგან გული რომ არ წაუვიდეთ.
შეხედეთ ამ ფოტოს, ამ „სახლში“ იმდენად საშინელი მდგომარეობაა, რომ შესაფერისი სიტყვების მოძებნა რთულია. კადრი თავად ამბობს სათქმელს. თუმცა, იცით, რა არის ამ ფოტოს მთავარი შინაარსი? 6 წლის დათო, შიმშილისგან დაუძლურებული, მაინც როგორ ცდილობს, რომ ამაყად იჯდეს, როდესაც „უცხო დეიდა“ ფოტოს უღებს. დიახ, ქართველებს ხომ, დაბადებიდან სისხლში აქვთ სიამაყე და შეუპოვრობა.
ეს რკინის ჯართი, ბავშვისთვის ველოსიპედია
ეს ფოტო ნამდვილი დრამაა. პატარა დათო ისე ოცნებობდა ველოსიპედზე, რომ ეს რკინის ჯართი, ახლა, ბავშვს უწევს მის მაგივრობას.
დათო (6 წლის): „დეიდა, ზოგ ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, მაგრამ, ხელს არ მაკარებინებენ ერთ სათამაშოზეც კი. ძალიან მწყინს, მაგრამ იმ ბავშვებზე მაინც არ ვბრაზობ. მე რომ სათამაშოები მქონდეს, ყველას ვათამაშებდი, ჩემსავით შეჭირვებულ ბავშვებს. ძალიან მშია, დეიდა. გუშინ მაკარონი გვაჭამა დედიკომ მე და ჩემს დაიკოებს. დღეს, მაკარონიც აღარ გვაქვს. ჩემი ტოლი ბიჭები, ჩემზე მაღლები არიან. მე რომ საჭმელს ვერ ვჭამ, ალბათ, იმიტომაც ვერ ვიზრდები“
იატაკის ნაცვლად, ეს თხელი ფიცრებია, რომელიც დალპა და ჩამტვრეულია
კედლები მთლიანად დამპალია. ბავშვებს ნესტში სძინავთ
უკვე რამდენი წელია, ბავშვები ოცნებობენ, რომ იქნებ, ეს ტელევიზორი ჩაირთოს. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მუშაობს
11 წლის გვანცა ზამთარშიც კი, ცივ წყალში რეცხავს ჭურჭელს
ამ დანგრევის პირას მყოფ „სახლში“ ბავშვების დარჩენა, უბედურებას მოიტანს…
ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი ობჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ხაჭიპერაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
1930.00₾დარჩა:
350.63₾