ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!

page info icon
2024 ივნისი 22
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული! ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს. მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
23,839 ₾
( 1,143 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! 

 „ოჯახის მარჩენალი ვიყავი, ახლა კი ხეიბარი ვარ! ახლა, ვინ აჭმევს და ვინ ჩააცვამს მათ? შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული!

 „ხარი ნაჭრის თოჯინასავით მათამაშებდა, კინაღამ გამთელა ფეხქვეშ“

ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს.

— ალბათ, არავის ეგონა, რომ გადარჩებოდით?

ალექსი: საშინელება იყო. ვერც გავაცნობიერე, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. საავადმყოფოში არც კი ეჯერათ, რომ ცოცხალი გადავრჩი. ფილტვი გახლეჩილი მქონდა, ნეკნები დამტვრეული, ხერხემალიც დამიზიანდა. არც კი ვიცი, რამდენი ლიტრი სითხე ამოიღეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო დაზიანებები არ მქონდა, უკვე ორი წელია, აღარ ვვარგივარ ადამიანად. რამდენიმე ნაბიჯს რომ გადავდგამ, სული მეხუთება, ზურგი საშინლად მტკივა. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მუშაობა აღარ შემიძლია.

 „ორი ნაბიჯის გადადგმა, ორი წინადადების გადაბმა არ შემიძლია, სული მეხუთება... წამლები კი ძალიან ძვირი ღირს“

— ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე დარჩა?

ალექსი: დიახ! არც კი ვიცი, დღეს ვინ იტანჯება უფრო მეტად. ხანდახან ვფიქრობ, რომ დავაღალატე მათ. თავდაუზოგავად ვშრომობდი, სანამ შემეძლო, ულუკმაპუროდ რომ არ დარჩენილიყო ჩემი ცოლ-შვილი. ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია ამქვეყნად, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს.

— ეს სახლი? ქირას იხდით?

ალექსი: არა! საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. არც სახლი გვაქვს, არც ჩაწერის მისამართი. ეს ახლობლის სახლია, დროებით შეგვიფარა. მეზობლები გვეხმარებიან ხანდახან, გვაწვდიან საჭმელს. შეშაც მეზობელმა მოგვცა ზამთარში. მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ არ გავიყინეთ. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე. აქ ყველაფერი სხვისია...

 „ეს სახლი მეგობარს ეკუთვნის, მან შეგვიფარა“

გიორგი: ყველაფერი არა! ერთი რამ ჩემი არის! წამოდი, გაჩვენებ! ეს ვაჟაა! ხომ საყვარელია? შეხედე რა პატარაა და ერთი წუთით არ მშორდება. ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობარიც არის და სათამაშოც!

 „ეს კნუტი არის ჩემი მეგობარიც და სათამაშოც!“

— სხვა სათამაშოები არ გაქვს?

გიორგი: მამა ველოსიპედის ყიდვას შემპირდა. ფულს ერთად ვაგროვებდით, მერე კი იმ საძაგელმა ხარმა კინაღამ მოკლა! ველოსიპედის ფული დედას მივეცი, წამლები რომ ეყიდა მისთვის. ასე დავრჩი ველოსიპედის გარეშე, ვაჟასთან ერთად!

 „მამა ველოსიპედის ყიდვას შემპირდა, მაგრამ მთელი ფული, რაც გადავდეთ, დედას მივეცი, წამლები რომ ეყიდა მამაჩემისთვის“

— გვითხარით, ტანჯვას რა შეგიმსუბუქებთ?

ალექსი: აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. ხელი ჩავიქნიე, ექიმებმა რეაბილიტაციის მიახლოებითი ღირებულება რომ მითხრეს. მკურნალობაზე უფრო მარტივი სიკვდილია. არავინ მყავს, დახმარება რომ ვთხოვო. მშობლები არ გვყავს, ნათესავებს თავადაც უჭირთ. არავინ არის ვალდებული, ვინმეს რამე უწილადოს. სოციალურ შემწეობასაც კი ვერ ვიღებდით. მისამართს ვერ ვუთითებდით. ახლა გვითხრეს, რომ ჩაგვერიცხება, ვითომ... ვნახოთ...

 „მამაჩემი ოდესმე გამოკეთდება, მე კი ჯერჯერობით დედას ვეხმარები სახლში“

— თქვენი საარსებო წყარო რა არის?

ალექსი: მძიმე ჯაფა მთლიანად ჩემს მეუღლეს, ქეთევანს დააწვა მხრებზე. ვენახებში მუშაობს ხოლმე. კაპიკებს უხდიან, რომლითაც ვყიდულობთ საჭმელს და წამლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეზობლები რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით. ღმერთო! როგორ ვუმუხთლე ჩემს ოჯახს... ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენა ხართ!

მამამ დანაპირები ვერ აასრულა, გიორგის ველოსიპედი ვერ უყიდა და ახლა ძალიან დარდობს.

— ხომ იცით, მთელი საქართველო კითხულობს ჩვენს პოსტებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარება ბევრს მოუნდება. 

ალექსი: ვიცი და ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. სახელმწიფოსგან რას უნდა ველოდო? სოციალური შემწეობაც კი შეგვიწყვიტეს. წამლებითა და საკვებით დახმარებას რომ ვითხოვ, როგორც დამშეულ ძაღლს, წელიწადში ერთხელ სამას ლარს მომიგდებენ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ეს საკმარისია. სამასი ლარი ჩემს წამლებს და საფენებსაც კი არ ჰყოფნის. ღმერთო, რა სირცხვილია, ახალგაზრდა კაცს ამაზე საუბარი რომ მიწევს. მაგრამ, თუ დამეხმარებით, რეაბილიტაცია რომ ჩავიტარო, კვლავ სრულფასოვანი ადამიანი თუ გავხდები, ჩემი ოჯახის შენახვას თავადაც შევძლებ! სხვებსაც კი დავეხმარები.

ბავშვს დამტვრეულ საწოლზე სძინავს... 

— ქეთევან, თქვენს მეუღლეს ერიდება და იქნებ, თქვენ გვითხრათ, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?

ქეთევანი: მეც მერიდება თხოვნა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება, რა თქმა უნდა. სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდა, არც მაცივარი მუშაობს. გორგისთვის ველოსიპედიც ძალიან გვინდა. მამამისი დანაპირებს ყოველთვის უსრულებდა, ახლა კი ძალიან განიცდის, რომ საჩუქრის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, დამტვრეულ ტახტზე სძინავს. მისი გამოცვლაც თუ მოხერხდება, ძალიან კარგი იქნება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ალექსის ისტორია არა მხოლოდ სასწაულებრივი გადარჩენის ისტორია გახლავთ, ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სიკეთისა და სიყვარულის არსებობას. მძიმე ჟამს მოყვასის თანადგომა შეიძლება გახდეს სინათლის სხივი, რომელიც ადამიანს უკუნეთ სიბნელეში გაუკვლევს გზას. გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი, კეთილი საქმე გააკეთეთ და შესაძლოა, სასწაულის მონაწილე გახდეთ ადამიანის ცხოვრებაში.

მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

ალექსი და მისი ოჯახი მადლობელია იმისთვის, რომ მიეცათ მეორე შანსი. სწამთ, რომ ღვთის წყალობა ჩვენს ცხოვრებაში სწორედ სიკეთეს მოაქვს. მართლმადიდებლური წესით კი სწორედ მოყვასის დახმარება არის რწმენის ერთ-ერთი მთავარი არსი. როდესაც შეჭირვებულებს ვუწვდით დახმარების ხელს, გარდა ამისა, ჩვენს რწმენას ვამტკიცებთ და ვასრულებთ ქრისტეს მცნებებს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თელავი, ნინოშვილის ქ. № 5.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: დიმიტრიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  კორ.: ნინო   


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: