ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!

page info icon
2024 ივნისი 18
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში გამოაცხადებდნენ, რომ საკუთარი სახლის ნანგრევებქვეშ ნაპოვნია მრავალშვილიანი ქართული ოჯახი! რა საშინელებაა! ან შიმშილით დახოცილი... პირისაგან მიწისა აღიგვებოდა ოჯახის კვალი, იმ ადამიანებს კი, ვინც პასუხისმგებელია მათ სიცოცხლეზე, ნამუსიც არ შეაწუხებდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,293 ₾
( 353 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში გამოაცხადებდნენ, რომ საკუთარი სახლის ნანგრევებქვეშ ნაპოვნია მრავალშვილიანი ქართული ოჯახი! რა საშინელებაა! ან შიმშილით დახოცილი... პირისაგან მიწისა აღიგვებოდა ოჯახის კვალი, იმ ადამიანებს კი, ვინც პასუხისმგებელია მათ სიცოცხლეზე, ნამუსიც არ შეაწუხებდა.

შეხედეთ ამ პატარა ანგელოზის ცრემლიან თვალებს. გოგონას მანი ფაფა გამოელია

ხმასაც ვერ იღებს ტირილის დროს. ჩუმად, თავისთვის ტირის. ღმერთო, ნუ დაგვანახებ ბავშვების ცრემლებს... ოღონდ ბავშვების ცრემლები არა...

ეს პირუტყვის სადგომი კი არა, სახლია, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ — ჩვენი ამაყი ქვეყნის, საქართველოს მომავალი — მომავალი, რომელზეც არავინ ზრუნავს

იმდენად არასაიმედოა ეს ნაგებობა, რომ სუსტი ქარის დროსაც კი შეიძლება ჩამოინგრეს. წვიმის დროს კი ასანთის კოლოფივით, მთლიანად სველდება. ერთი ფანჯრის შუშაც კი არ არის მთელი, სახლში ქარი ქრის!

ბავშვებს ამ ხის ქოხში რომ არ ეძინოთ და ერთ დღესაც არ მოგვიხდეს, ფიცრების გროვაში ცოცხლად დამარხულები ვეძებოთ, ძველი სახლი დაუთმეს ნათესავებმა. მყარია, ქვით არის ნაშენი. სახურავიდან თოვლისა და წვიმის წყალი არ ჩადის. მაგრამ! მიუხედავად იმისა, რომ ამ კედლებს დანგრევა არ ემუქრება, სხვა არაფერია აქ, კედლების გარდა. ფანჯრებიც არ . თანხა რომ დაეზოგათ და ფანჯრები ჩაესვათ, ოჯახი საჭმელს იკლებდა. ახლა კი ეს კედლები მყუდრო სახლად რომ იქცეს, მათ სჭირდებათ თქვენი, უფლის გამოგზავნილი ადამიანების დახმარება! უნდა გავერთიანდეთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ.

შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადავიდეს ამ სახლში საცხოვრებლად, რადგან ხის ქოხში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ყოველი დღე შეიძლება მათთვის უკანასკნელი გახდეს! ჩვენ ხომ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს?!

ქოხში შესულს, ასეთი სურათი დამხვდა: მაგიდასთან შემომსხდარი ბავშვები პურს ინაწილებენ. ყური მოვკარი, ბიჭები დაიკოებს რომ ეუბნებოდნენ: „ჯერ  თქვენ მოიტეხეთ, რაც  დარჩება, იმას ჩვენ შევჭამთო“. აი, ესენი გაიზრდებიან ნამდვილი  ქართველი ვაჟკაცები! გმირი ქართველები! დაილოცოს, თქვენი  გამზრდელი დედა!

მხოლოდ შიმშილითა და ნანგრევების ქვეშ სიკვდილის შიშით არ შემოიფარგლება ამ ოჯახის გასაჭირი. მძიმედ დაავადებულია ოჯახის ერთერთი წევრი — ბავშვების ბიძა. იმდენად ცუდად არის, რომ მისი მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ჰაერის უკმარისობა აწუხებს, მუდმივად წევს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად კი სჭირდება ჟანგბადის აპარატი. კიდევ ერთი ტრაგედია ის არის, თუ სად უწევს წოლა! დაჟანგულ რკინის საწოლზე! ადამიანისთვის, რომელსაც ხერხემლის გამრუდება აქვს, ნამდვილი სატანჯველია ასეთ საწოლზე წოლა.

 „მთელი ზამთარი ვიყინებოდით. ფანჯრები ჩამტვრეულია და სახლშიც თოვდა. ზაფხულში კი სიცხით ვიხოცებით. თანაც ბუზები და კოღოები არ გვასვენებენ“

წვიმის დროს სახურავიდან სახლში წყალი ჩამოდის. აი, პატარა საბა დღესაც ღვრის დაგროვებულ წვიმის წყალს. 

რას ამოიკითხავთ ამ ბიჭის თვალებში? განა შეიძლება, ამდენად სევდიანი რომ იყოს?!

ბავშვები თავდაუზოგავად ზრუნავენ ერთმანეთზე, ყველაფერს უნაწილებენ. უფროსებს შეუძლიათ, მშივრები დარჩნენ, მაგრამ არ დაუშვებენ, პატარებმა რომ იშიმშილონ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, ეს უბრალოდ დახმარების თხოვნა არ არის, მდგომარეობა საგანგაშოა! ოჯახი უნდა გადავარჩინოთ! ვერ დავუშვებთ იმას, რომ მშვიდობიან დროს ბავშვები საკუთარი სახლის ნანგრევების ქვეშ იღუპებოდნენ, შიმშილით იხოცებოდნენ. ვიცით, ამ ამბავს გულთან ახლოს მიიტანთ, უფალი კი კეთილ საქმეში ხელს მოგიმართავთ! დაე ასე იყოს!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი საკურწე.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბრეგვაძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი 

 



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: