კითხვა-პასუხი - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კითხვა-პასუხი

ფონდს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა პირმა, ვისაც სჭირდება რაიმე სახის დახმარება. ფონდი ეხმარება მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებსა და მოზარდებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა მოხუცებს, ასევე მძიმედ დაავადებულ პაციენტებს, გარდა მათი, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი შესაძლებლობებიდან და ვეყრდნობით ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

დახმარების მიღების აუცილებელი წინაპირობაა პრობლემის გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში და ყველა საბუთის საფუძვლიანი შემოწმება!

აუცილებელი არ არის. თუ თქვენ იმყოფებით რთულ მდგომარეობაში, თქვენი სტატუსი შეჩერებულია ან გაქვთ მის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფონდს.

უმარტივესი გზაა მეგობრებს ან მეზობლებს სთხოვოთ თქვენი სახელით დაუკავშირდნენ ფონდს ან დარეკოთ ფონდის ცხელ ხაზზე +995322193321.

ფონდი განკარგავს შეგროვებულ თანხას ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად და სპეციალურად შემუშავებული პროცედურების მიხედვით, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტყუილს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მას დახმარებისთვის მიმართა!

ნაღდი ფული არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა ბენეფიციარს ხელზე, რადგან არ გვაქვს იმის გარანტია, თუ როგორ განკარგავს მას. არაფერი ვიცით მისი ჩვევების შესახებ და ნაღდი ფულის გადაცემას არავის ვურჩევთ. ცუდი მიდრეკილებების გამო (მაგალითად, მშობლების ან ზრდასრული შვილების), შეიძლება გამოუსწორებელი უბედურება მოხდეს, დაზარალდნენ ბავშვები ან გარშემომყოფები, დახმარება კი ვერ მიიღონ.

დახმარების გაწევა ხდება მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბავშვებისთვის საჭირო ნივთების, ტანსაცმლის, ელექტრონიკის შეძენის, კომუნალური გადასახადების ან ქირის დაფარვის და სხვა უამრავი საჭიროების დაკმაყოფილების გზით. ოპერაციის საფასურის გადახდის შემთხვევაში თანხა ირიცხება საავადმყოფოს ანგარიშზე.

შეჭირვებული ოჯახები ფონდის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან მანამ, სანამ მათი პრობლემები არ მოგვარდება!

ფონდმა შეიძლება თქვას უარი განმცხადებლისთვის დახმარების გაწევაზე შემდეგ შემთხვევებში:

- თუ განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა;

– თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენაზე (ფორმა N100, კალკულაცია);

– თუ განმცხადებელმა უარი თქვა ფოტოების ან/და ვიდეოების გადაღებაზე ან მასალის გამოქვეყნებაზე;

- თუ განმცხადებელი შემჩნეულია თაღლითობაში.

ფონდი არ იხდის ბანკის ან ფიზიკურ პირების წინაშე არსებულ ვალდებულებებს და არ გასცემს სესხებს!

პრობლემის შესახებ პოსტი, პოსტ-ანგარიში და ვიდეო გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/ და ფონდის ყველა სოციალურ პლატფორმაზე https://www.facebook.com/ChernovetskyiFund, https://www.instagram.com/chernovetskyi.fund, https://t.me/ChernovetskyiFund. მათ იხილავს მკითხველი საქართველოს მასშტაბით და ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ.

განმცხადებელმა თავის მიმართვაში მოკლედ უნდა მიუთითოს პრობლემის არსი, რომელიც მას აწუხებს, ასევე მიუთითოს საკონტაქტო ნომერი კომუნიკაციისთვის.

განაცხადის შევსება შეუძლია ბენეფიციარის ნაცნობს, მეგობარს, ნათესავს, ოჯახის წევრს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ან ადამიანს, ვისთვისაც ბენეფიციარის ბედი სულერთი არ არის.

საკონტაქტო ნომრის მითითებით განაცხადის გაგზავნის შემდეგ უკუკავშირი აუცილებლად მოხდება 2-5 დღის განმავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში არ დაგიკავშირდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მოთხოვნა არასწორია და აპლიკაცია ავტომატურად უარყოფილია.

თუ თქვენი განაცხადი უარყოფილია, აუცილებლად მიიღებთ ამის შესახებ შეტყობინებას.

ბენეფიციარს შეუძლია დახმარების მიღების შემდეგ, ექვს თვეში შეავსოს ახალი განაცხადი.

დიახ, ბენეფიციარს შეუძლია გააუქმოს განაცხადი ფონდის თანამშრომლის პირველ ვიზიტამდე. უკვე გამოქვეყნებული პოსტის წაშლა შეუძლებელია.

ოჯახის წევრს, რომელსაც ვიდეო გადაღებაში მონაწილეობის მიღება არ სურს, შეუძლია თქვას უარი და განმარტოს მიზეზები.

თუ დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მასზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე, დახმარების გაწევა შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ, ფონდის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით. სხვა შემთხვევაში - თანხის შეგროვებიდან ერთი თვის განმავლობაში.

არა. ფონდი პასუხს აგებს და ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს ქველმოქმედებს ფონდის ანგარიშებზე ჩარიცხულ ყოველ ლარზე. შესაბამისად, ბენეფიციარისთვის შეგროვებული თანხები იხარჯება დადგენილი წესით. ნაღდი ფული ხელზე არ გაიცემა.

არა, ეს ნივთები თქვენ ფონდისგან მიიღეთ საჩუქრად.

ყოველწლიურად, ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ტარდება ფონდის აუდიტი, აუდიტორული კომპანია Ernst and Young-ის მიერ. ეს ძალიან ძვირადღირებული შემოწმებაა! მაგრამ ჩვენი ავტორიტეტი ჩვენთვის უფრო ძვირფასია! მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კომპანიები გადიან ასეთ აუდიტს. ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვებგვერდის განყოფილებაში „ანგარიშები“ ბმულზე:

https://chernovetskyifund.ge/ge/reports/fin-report/

იმ ნივთების სია, რომელიც სჭირდებათ ჩვენს ბენეფიციარებს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://chernovetskyifund.ge/ge/beneficiaries-needs

ინტერვიუს შემდეგ, სტატიის ბოლოს ყოველთვის მითითებულია ბენეფიციარის კოორდინატები. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე (კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში) და დასვით შეკითხვა. ფონდის თანამშრომლები აუცილებლად მოგაწვდიან ინფორმაციას.

ინტერვიუს შემდეგ, სტატიის ბოლოს ყოველთვის მითითებულია, რა პროდუქტები და ნივთები სჭირდება ბენეფიციარს. შეგიძლიათ მიაწოდოთ ბენეფიციარს შემდეგი არამალფუჭებადი პროდუქტები: ფქვილი, ბურღულეული, მარცვლეული და პარკოსნები, მცენარეული ზეთი, მაკარონი, შაქარი, მარილი, კონსერვი, ჩაი, ორცხობილა და ა.შ.

ნივთების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, ფონდს გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია ტრანსპორტირებაში დახმარება.

კორონავირუსის პანდემიისა და სხვა ინფექციური დაავადებების პერიოდში, რომლებთა რიცხვიც, სამწუხაროდ, მზარდია, ფონდმა ბენეფიციარებისთვის ნივთების მიღება შეაჩერა. ფონდი პასუხს აგებს ბენეფიციარებზე და ვერ გარისკავს.

თუ შემოწირულობა ვერ გამოიყენება ქველმოქმედის მიერ განსაზღვრული დანიშნულებით (შემოწირულობის მიღების მომენტში კონკრეტული პროექტისთვის თანხის შეგროვების დასრულება) და ქველმოქმედმა წერილობით არ შეგვატყობინა მისი სურვილი (ჩარიცხული თანხის დაბრუნება ან თანხის სხვა შეჭირვებული ბენეფიციარისთვის გადაცემის ნებართვა) შემოწირულობა იხარჯება ფონდის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

დიახ, ფონდის ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ პროექტში, რომელმაც თქვენი თანაგრძნობა გამოიწვია!

ვებგვერდზე რეგისტრაცია გათვალისწინებულია მათთვის, ვინც სისტემატიურად ეწევა ქველმოქმედებას, რათა თანამემამულეების მწუხარების შესახებ ინფორმაცია, უფრო სწრაფად მოხვდეს მათ სოციალურ გვერდზე.

ფონდის ვებგვერდზე თითოეულ პროექტში მითითებულია გადახდის შესაძლო მეთოდები. შეგიძლიათ აირჩიოთ "ყოველთვიური" ან "ყოველწლიური" გადახდა. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვის ან მოხუცის დახმარება მუდმივ საფუძველზე. ჩვენ ხომ მოყვასის დახმარების ღვთაებრივი იდეის განხორციელების მიზნით ვმუშაობთ და თავად ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ასეთი ქმედებები უფალს შეუმჩნეველი არ დარჩება!

ეს ღილაკი ნიშნავს, რომ თქვენ ელექტრონულ მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, როდესაც ამ ოჯახს დახმარება მიეწოდება.

უპრობლემოდ, ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში! და ამისათვის, ჩვენ გაწვდით ცნობას მსოფლიოს გადახდის სხვადასხვა სისტემების შესახებ.

ფონდის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიყვანა ღმერთთან (მათეს სახარება 25:35–36, 40). თუ გსურთ ამის გაკეთება ასეთი ფორმით, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით! საპასუხოდ ფონდი გამოგიგზავნით თქვენი საჩუქრის გადაცემის ფოტოანგარიშს.

დაგვისვით თქვენი შეკითხვა