მოხუცების სურვილები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

მოხუცების სურვილები

შვილმკვდარი დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მოკვდეს და გვერდით მიუწვეს თავის ბიჭს!
შვილმკვდარი დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მოკვდეს და გვერდით მიუწვეს თავის ბიჭს!
შეგროვებულია
65 ₾

დონორი
3
ჩემი სიკვდილი ჩვენი სიყვარულის ღალატის ტოლფასი იქნება. ავიწყდება, კარადა რისთვის გამოაღო, მაგრამ რაც მთავარია, მე მახსოვს, რომ მიყვარს.
ჩემი სიკვდილი ჩვენი სიყვარულის ღალატის ტოლფასი იქნება. ავიწყდება, კარადა რისთვის გამოაღო, მაგრამ რაც მთავარია, მე მახსოვს, რომ მიყვარს.
შეგროვებულია
177 ₾

დონორი
18
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
შეგროვებულია
310 ₾

დონორი
9
ღირსებას ფულზე ვერ გავცვლი!
ღირსებას ფულზე ვერ გავცვლი!
შეგროვებულია
341 ₾

დონორი
13
ეს დიდებული ქართველი ქალბატონი 98 წლისაა. ომი გამოიარა! მაგრამ იქაც კი, არ დატანჯულა ისე, როგორც ახლა, სიცხისგან, კონდიციონერის გარეშე!
ეს დიდებული ქართველი ქალბატონი 98 წლისაა. ომი გამოიარა! მაგრამ იქაც კი, არ დატანჯულა ისე, როგორც ახლა, სიცხისგან, კონდიციონერის გარეშე!
შეგროვებულია
432.93 ₾

დონორი
70
შვილებო, დამეხმარეთ, არ გავიყინოთ და არ დავიხოცოთ სიცივითა და შიმშილით. როდესაც მოვკვდები მინდა, ჩემი სახლიდან გამასვენონ!
შვილებო, დამეხმარეთ, არ გავიყინოთ და არ დავიხოცოთ სიცივითა და შიმშილით. როდესაც მოვკვდები მინდა, ჩემი სახლიდან გამასვენონ!
შეგროვებულია
1,054.32 ₾

დონორი
40
მოხუცი და მარტოსული ქართველი
მოხუცი და მარტოსული ქართველი "ბავშვების" უკანასკნელი სურვილები
შეგროვებულია
1,125.35 ₾

დონორი
95

მოხუცებულთა ახდენილი სურვილები

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საშინელი ტკივილების გარეშე, ნაჭამი რომ დაიძინებ...
ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საშინელი ტკივილების გარეშე, ნაჭამი რომ დაიძინებ...
- ღმერთმა ნუ ქნას, გაიგოთ რას ნიშნავს, როდესაც კუჭი შიმშილით გეწვის, გამონაყარით დაფარული ფეხები გტკივა, გეფხნება, სისხლი გდის... დიახ, ასე ვცხოვრობდი, ავადმყოფი და მშიერი, არავის ვჭირდებოდი, სანამ თქვენ საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დამეხმარებოდით! მადლობა როგორ გადაგიხადოთ? ჩემო კარგებო, შეიძლება, მატყლის თბილი წინდები რომ მოგქსოვოთ?!
შეგროვებულია
287.5 ₾

დონორი
29
ანგარიში
თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!
თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!
გახსოვთ, სიკვდილის განდევნა რომ გთხოვეთ? ძალიან ახლოს იყო! სიკვდილს შიმშილისა და ცრემლების მარილიანი გემო ჰქონდა, სიღარიბისა და ჭუჭყის სუნი, ვგრძნობდი, როდესაც სიცივისგან ვიყინებოდი და მეშინოდა, რომ ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა, რომ იმქვეყნად წავედი... არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გადავიტანე, მაგრამ თქვენი წყალობით, ჩემი არსებობა ნამდვილ ცხოვრებას დაემსგავსა... იმდენი გააკეთეთ ჩემთვის, არ ვიცი, რით დავიწყო ჩამოთვლა, პროდუქტებით, მედიკამენტებით თუ ტექნიკით? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მიმიღია ამდენი საჩუქარი! მადლობა ფონდს ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს! თქვენ ჩემგან სიკვდილი განდევნეთ, ოღონდ გთხოვთ, აღარ მისცეთ მას ჩემთან მოახლოების უფლება!
შეგროვებულია
439.8 ₾

დონორი
27
ანგარიში
თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...
თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...
60 წლის ვარ და ცოცხლად ვლპები, შეგუებული ვარ კიბოს, სიღარიბეს და შიმშილს. თითქოს, ერთი დიდი იმედგაცრუებაა, მთელი ჩემი ცხოვრება, შეცდომებისა და ტრაგედიების რიგი. მაგრამ თქვენ გამახსენეთ, რომ სულის სიღრმეში, ისეთივე პატარა გოგო ვარ, როგორიც ვიყავი მრავალი წლის წინ, ოცნებებითა და რწმენით აღსავსე, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს. თურმე, როგორ მაკლდა კეთილი სიტყვები, თქვენი ზარები, მხარდაჭერა, ჩემო ძვირფასებო. ბავშვივით გამიხარდა თბილი ფეხსაცმელი, რომელიც მაჩუქეთ, არაფერი მქონდა ამ სიცივეში რომ ჩამეცვა. მაგრამ ჩემთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება საჭმელია! ისე გამოვიზოგავ, რომ რამდენიმე თვე მეყოს. მადლობა, მადლობა... მილიონჯერ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ სიცივით და შიმშილით არ მოვკვდები ამ ზამთარს!
შეგროვებულია
460.64 ₾

დონორი
44
ანგარიში
თქვენთვის არ არსებობს სხვის გასაჭირი, მადლობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღეთ!
თქვენთვის არ არსებობს სხვის გასაჭირი, მადლობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღეთ!
ოდიში, მიჭირს ემოციების გამოხატვა, ღიმილს გადავეჩვიე... ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში... იცით, მართლა როდის შემეშინდა? ჩემს ფარდულში ვიწექი, რაღაც შრიალი მომესმა, შემეშინდა, რომ ისევ ვირთხა შემოძვრა და მიკბენს... ორი დღის უჭმელი ვიყავი, თავი საშინლად მტკიოდა, კაციშვილი არ მყავდა გვერდით და სასწრაფოსაც ვერ გამოვიძახებდი - ტელეფონი მქონდა გაფუჭებული. თუკი არსებობს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, ნამდვილად გავლილი მაქვს მისი რამდენიმე წრე. ისე დამეხმარეთ, როგორც აქამდე არავინ დამხმარებია... მილიონჯერ მითხოვია და დამიმცირებია თავი. ფონდმა ტელეფონიც კი მაჩუქა, სამყაროსთან კავშირი რომ არ დავკარგო და მარტო დარჩენის არ შემეშინდეს. სხვას რომ ეთქვა ეს ჩემთვის, არც დავიჯერებდი!
შეგროვებულია
613.3 ₾

დონორი
78
ანგარიში
გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!
გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!
გამარჯობა, ჩემო მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერო და კეთილო ადამიანებო! თითქმის მთელი საუკუნეა ვცხოვრობ, როგორ ფიქრობთ, რამდენი რამის გადატანა მომიხდა? სხვადასხვანაირი ადამიანები შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის მწამდა, რომ კარგი ადამიანები მეტია! იქნებ, სწორედ ამ რწმენით დავიმსახურე ის, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ჩემი მძიმე ცხოვრებით დაინტერესდა, იზრუნა ჩემზე, დამეხმარა ყველაფრით, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა... თითოეული თქვენგანი, ვინც გულგრილი არ არის სხვა ადამიანების ტკივილის მიმართ ღვთის რჩეულია... დამიჯერეთ, ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც! გეფიცებით, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის!
შეგროვებულია
674.4 ₾

დონორი
44
ანგარიში
ფონდის სახით მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახი შევიძნეთ...
ფონდის სახით მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახი შევიძნეთ...
იცით, რაღაც მომენტში მე და დედაჩემმა თითქოს როლები გავცვალეთ, მე გავხდი მისი მშობელი. მას ყოველდღიური მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, უჩემოდ ვერაფერს შეძლებს... ჩემი თავი და დაავადებები სულ გადამავიწყდა. ასე დავრჩით მე და დედა ამქვეყნად სულ მარტო - ავადმყოფი, მოხუცები რომელიც არავის სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდმა იმედი გვაჩუქა, გვერდში დაგვიდგა ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც დედაჩემისთვის საფენების კი არა, საჭმლის საყიდელი ფულიც კი არ მქონდა! ჩემო კარგებო, თქვენ ხელი გაგვიმართეთ, მე და დედაჩემი შიმშილს გადაგვარჩინეთ! არასდროს მინახავს უფლის სიყვარულის ამაზე დიდი გამოხატულება! თითქოს მზრუნველი მშობლები და მოსიყვარულე ოჯახი ვიპოვეთ! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემო ძვირფასებო!
შეგროვებულია
691.79 ₾

დონორი
30
ანგარიში
ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ, რადგან თქვენისთანა კარგი მეგობრები მაჩუქა!
ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ, რადგან თქვენისთანა კარგი მეგობრები მაჩუქა!
გინდათ გულწრფელად გითხრათ? კი, უფეხო მოხუცი ვარ, მაგრამ აზროვნების უნარი და სინდისი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს! ჩემი მეუღლე, როგორც იტყვიან, მიწევს ხელ-ფეხის მაგივრობას... სრულიად უმწეო ვარ მის გარეშე. ასე რომ, თქვენ ფრთები აჩუქეთ ჩემს მფარველ ანგელოზს! როგორ იღლებოდა, საბრალო, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ჩემს ტანსაცმელს ცივ წყალში რეცხავდა. მე კი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ვფიქრობდი, თავადაც არ ვცხოვრობ და მასაც ვაწვალებ. ჩუმად ოცნებაღა დამრჩენოდა... სარეცხ მანქანაზე როგორ უნდა გვეფიქრა, როცა ხანდახან, პურის ფულიც კი არ გვაქვს... ბედნიერი ვარ? სიხარულის ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, ამ სიკეთისა და მზრუნველობისთვის, ამინ!
შეგროვებულია
806 ₾

დონორი
40
ანგარიში
ფონდმა თავისი სიყვარული გამინათა ის წყვდიადი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკარგული!
ფონდმა თავისი სიყვარული გამინათა ის წყვდიადი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკარგული!
უსახლკაროდ დავრჩი, საკუთარმა ოჯახმა ქუჩაში გამომაგდო, პურის ერთ ნაჭერს მთელი დღე ვიზოგავდი, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი და ყოველდღიურად დამემეტკიცებინა ყველასთვის, რომ მეც - უსინათლო ქალს, მქონდა ღირსეული ცხოვრების უფლება - მოკლედ თუ ვიტყვით, ჩემი ცხოვრების ისტორია ასე ჟღერს. რაღაც მომენტში, ჩემი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ოჰ, როგორ შეუძლია სიღარიბეს და მარტოობას გატეხოს ადამიანი! ღმერთო, არ მინდა იმ შავბნელი დღეების გახსენება... მერე კი, თქვენ გამოჩნდით.
შეგროვებულია
814.5 ₾

დონორი
49
ანგარიში
რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!
რამდენი წელია ახალი ხორცი და რძე არც გამისინჯავს. მათი გემო თქვენ გამახსენეთ!
მეგონა, შიმშილით მოვკვდებოდი... შემომხედეთ, ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილი. მაგრამ, შევებრალე უფალს და თქვენ, გულმოწყალე ადამიანები გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში... ღმერთო ჩემო, თურმე როგორ მომნატრბია რძისა და ხორცის გემო! იცით, შევეცდები გამოვიზოგო და ცოტ-ცოტა ვჭამო, ეს პროდუქტი დიდხანს რომ მეყოს! გმადლობთ, რომ მაჩუქეთ ეს ბედნიერება!
შეგროვებულია
828.5 ₾

დონორი
57
ანგარიში
თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო
თქვენ მაჩუქეთ სარეცხი მანქანა და შესაძლებლობა, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ღირსეულად რომ გავატარო
- არ ვიცი რა ვთქვა, ჩემი ახალი დამხმარესთვის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ? ნამდვილი კოშმარი იყო. ხელები მიცახცახებდა, ყველაფრს გაყინულ წყალში ვრეცხავდი, მერე კი, რამდენიმე დღე ველოდებოდი, სანამ გაშრებოდა ამ ნესტში! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, სწორედ თქვენი დამსახურებაა, საბოლოოდ, ბინძურ მაწანწალად რომ არ ვიქეცი!
შეგროვებულია
912.25 ₾

დონორი
47
ანგარიში
ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!
ღმერთს შევებრალე და თქვენი თავი გამომიგზავნა!
იცით, რას გეტყვით, ჩემო კარგებო... ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ, მოხუცებმა კი, შიმშილსა და არაადამიანურ პირობებში არ უნდა გაატარონ უკანასკნელი დღეები. ეს ნორმალური არ არის, ასე არ უნდა იყოს! ღმერთო, მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და ღირსეული სიბერე არ დავიმსახურე? არავის შესტკიოდა ჩემზე გული თქვენამდე. ეტყობა, ღმერთს შევებრალე, ჩემი ლოცვები შეისმინა და თქვენი თავი გამომიგზავნა, საუკეთესო ადამიანებო! მადლობა! ახლა, როგორი ტექნიკა მაქვს?! ამ ყველაფერს ვერასდროს შევიძენდი, ხანდახან ხომ, პურის ფულიც კი არ მქონდა!
შეგროვებულია
924.72 ₾

დონორი
82
ანგარიში
ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
იცით, რის თქმა მინდა თქვენთვის? ამ ბოლო დროს, იშვიათად ვახსენდებოდი ვინმეს. არავის ვჭირდებოდი და ასე, მშიერი და გაყინული ვატარებდი ჩემს უკანასკნელ დღეებს. ჩემს შვილს თავად არ ჰქონდა საჭმელი, საღამოს ცოტა მაინც რომ გადაედო ჩემთვის. ეს არის ცხოვრება? დედის გული როგორ არ გასკდა, არ ვიცი. არაფერი გვქონდა - არც საკვები, არც წამლები. ჩემი მობილური ტელეფონი კი, უკვე ლამის ასი წლისაა, ამიტომაც ხშირად ითიშება. ვფიქრობდი, რა მოხდება, უცებ ცუდად თუ გავხდი და ვერ დავურეკე ვერც ჩემს შვილს, ვერც სასწრაფო დახმარებას? როგორ ამბობენ? სინათლე გვირაბის ბოლოს? ის არსებობს! თქვენ გამოჩნდით როგორც სინათლის სხივი და თქვენი სიკეთითა და სიყვარულით, გაანათეთ ჩემი ცხოვრება. უკვე ვფიქრობდი, რომ დავიმსახურე ეს ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ თქვენ დამიბრუნეთ რწმენა, რომ ცოტათი მაინც ვიმსახურებ ბედნიერებას, გამახსენეთ ჩემი საყვარელი საჭმლის გემო და იმედი მაჩუქეთ, რომ მარტო არ ვარ. გვერდში მიდგას მთელი საქართველო, მსოფლიოში ყველაზე კეთილი ხალხი! ღმერთო, შენ დალოცე და დაიფარე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!
შეგროვებულია
992.18 ₾

დონორი
117
ანგარიში

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help