მოხუცების სურვილები

შვილმკვდარი დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მოკვდეს და გვერდით მიუწვეს თავის ბიჭს!
შეგროვებულია
65 ₾
დონორი
3

ჩემი სიკვდილი ჩვენი სიყვარულის ღალატის ტოლფასი იქნება. ავიწყდება, კარადა რისთვის გამოაღო, მაგრამ რაც მთავარია, მე მახსოვს, რომ მიყვარს.
შეგროვებულია
177 ₾
დონორი
18

ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის მკვდარი ვარ... ჩემში ერთადერთი ოცნება ცოცხლობს, როგორმე გამოვკვებო ჩემი დაობლებული შვილიშვილები
შეგროვებულია
310 ₾
დონორი
9

ღირსებას ფულზე ვერ გავცვლი!
შეგროვებულია
341 ₾
დონორი
13

ეს დიდებული ქართველი ქალბატონი 98 წლისაა. ომი გამოიარა! მაგრამ იქაც კი, არ დატანჯულა ისე, როგორც ახლა, სიცხისგან, კონდიციონერის გარეშე!
შეგროვებულია
430.93 ₾
დონორი
69

შვილებო, დამეხმარეთ, არ გავიყინოთ და არ დავიხოცოთ სიცივითა და შიმშილით. როდესაც მოვკვდები მინდა, ჩემი სახლიდან გამასვენონ!
შეგროვებულია
1,054.32 ₾
დონორი
40

მოხუცი და მარტოსული ქართველი "ბავშვების" უკანასკნელი სურვილები
შეგროვებულია
1,059.35 ₾
დონორი
91
მოხუცებულთა ახდენილი სურვილები

ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!
როდესაც მკითხეს, რაზე ვოცნებობ, გამეცინა. ეს იყო სიმწრის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის სიცილი. ოცნება? ყოველდღე გადარჩენისთვის ვიბრძვი, რაზე უნდა ვიოცნებო?! რეალისტი ვარ და ერთადერთი, რაც ნამდვილად მჭირდება, არის საკვები, წამალი და საფენები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ჩემს ყოველდღიურ ტანჯვას. ოცნების კი მრცხვენოდა. მეგონა, რომ არავის ვჭირდებოდი ჩემი ოცნებებით და სასაცილოა. მერე რა, რომ არ გვაქვს წყლის გამაცხელებელი და დაბანა წამებაა ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი მეუღლისთვის და მისი დედისთვის, რომელიც კიბოთი კვდება. მერე რა, რომ მობილური ტელეფონი გაფუჭდა და შეიძლება სასწრაფოს ვერ დავუკავშირდე, თუ ცუდად გავხდი.
თურმე, როგორ ვცდებოდი... ფონდმა შეკრიბა საუკეთესო ადამიანები, რომლებმაც ჩემი ოცნებები აასრულეს. რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე, გეფიცებით!

ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ზამთარი უკანასაკნელი არ იყოს ჩემთვის!
მეგონა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეები იყო და ეს ზამთარიც ბოლო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორ გავუძლებდი ამ ყინვებს? ავადმყოფი, მშიერი, გაყინული, არავის ვჭირდებოდი... როგორ ამბობენ? ერთი ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ ჰყავსო? აი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ვფიქრობდი, იყოს ასე! რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო?! აღარც მახსოვს, ბოლოს საახალწლოდ როდის მქონდა კარგის მოლოდინი...
|