ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამომხმარებლო შეთანხმება

08.06.2018 გამოცემა.

აღნიშნული შეთანხმება მომხმარებელთან (შემდგომში - „შეთანხმება“)განკუთვნილია ფიზიკურ პირებთა განუსაზღვრელი წრისათვის (შემდგომში-„მომხმარებელი“), რომლებიც იმყოფებიან ან რეგისტრირებული არიან ა.ა.ი.პ „ჩერნოვეცკის ფონდი“-ს (ს/კ: 404940711, საკონტაქტო მონაცემები: გორგასლის 2 შესახვევი, #25, თბილისი, საქართველო, ტელ:+995 577 92 40 45, +995 322 19 33 21)(შემდგომში-„ფონდი“) კუთვნილ ინტერნეტ გვერდზე დომენის სახელით (ყველა ქვედადომენის და სხვა დაკავშირებული ინტერნეტ გვერდები) chernovetskyifund.ge (შემდგომში -„საიტი“)).

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფონდსა (რომელიც დარეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არის საიტის ადმინისტრატორი) და მომხმარებელს შორის ურთიერთობის დარეგულირება, საიტის გამოყენების, საიტის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე საიტთან დაკავშირებული მომსახურება/სესვისების გამოყენებისას.

შეთანხმებაძალაშიშედისმომხმარებლის მიერსაიტისპირდაპირიგამოყენებისან/დაავტორიზაციისგზით თანხმობის გამოხატვის შემდეგ.

შეთანხმებისტექსტიშეიძლებაშეიცვალოსდაპერიოდულადდაერთოს შეთანხმებას მომხმარებლისწინასწარიგაფრთხილებისგარეშე (მათშორის, თუმოქმედიკანონმდებლობაშეიცვალა). ასეთშემთხვევაში, საიტისშეგვატყობინებს ცვლილებისძალაშიშესვლისთარიღს (შეთანხმებისახალივერსიისგამოქვეყნებისდღიდან 7 კალენდარულიდღისშემდეგ) დაგანსაზღვრულვადაშიძალაშიშედისშეთანხმებისახალირედაქცია. თუმომხმარებელიუარსარ ამბობსწერილობითშეთანხმებისპირობებისმიღებაზე, ესნიშნავსიმას, რომმომხმარებელიეთანხმებაშეთანხმებისახალვერსიას. რეკომენდირებულია მომხმარებლის მიერ შეთანხმებისგადახედვარეგულარულად, რათაშეამოწმოსნებისმიერიცვლილებაანდამატებები.

  1. ხელშეკრულების საგანი და ზოგადი დებულებები.

    1. მომხმარებელი საიტთან წვდომასა და არსებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას იღებს რეალურ დროში, მათ შორის - საიტის კონტენტითან წვდომისა და შემოწირულობის განახორციელებისშესაძლებლობა. კონტენტად, საიტის პირობების თანახმად, ითვლება ნებისმიერი საინფორმაციო მასალა (ტექსტები, სურათები, აუდიო, ვიდეო და სხვ.), რომლის გაცნობის საშუალებას მომხმარებელს აძლევს საიტი (რომელსაც მომხმარებელი ეცნობა საიტის მეშვეობით).

    2. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები რეგულირდება „პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკით“, რომელიც ხელმისაწვდომია მისამასრთზე : _______________________________________; საიტზე cookie-ფაილებთან მუშაობის წესები რეგლამენტირებულია cookies- ის დებულებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მისამსართზე: http: _______________________________________.

  2. მომხმარებლის უფლებები, მოვალეობები და გარანტიები

    1. მომხმარებლისმიერ საიტის გამოყენება ან/და მისი ნებისმიერი სხვა მომსახურებით სარგებლობის უფლება ნიშნავს მომხმარებელთა უპირობო თანხმობას ამ შეთანხმების ყველა პუნქტთან, ცვლილებებთან, დამატებებთან და ახალი პირობების უპირობო მიღებასთ. მომხმარებლის მხრიდან ამ შეთანხმების რომელიმე პუნქტის პირობით უკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს საიტის შემდგომში სარგებლობა.

    2. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს საიტი მხოლოდ მოცემული შეთანხმების პირობების შესაბამისად, შეასრულოს მისი მოთხოვნები, არ დაარღვიოს ფონდისა და საიტის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

    3. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს შეთანხმების პირობებს და დამოუკიდებლად ადევნოსთვალი მის ცვლილებებს. ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების შემდეგ, მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების გაგრძელება გულისხმობს მომხმარებლის თანხმობას ასეთი ცვლილებებზე ან / და დამატებებზე. შეთანხმების მოქმედი პირობების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებელს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, აგრეთვე არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხევაში.

    4. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ იგი არ გამოიყენებს და არ განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საიტის არასანქცირებულ გამოყენებას დაცვის ტექნიკური საშუალებების გვერდის ავლით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საიტის ფუნქციონალური მახასიათებლების შეცვლას, საიტის მუშაობის დესტაბილიზაციას.

    5. მომხმარებელი ეთანხმება საინფორმაციო მასალების მიღებას, ასევე საიტიდან „push“-შეტყობინებების მიღებას ნებისმიერ დროს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე, მომხმარებლის პირადი კაბინეტში ან სხვაგვარად.

    6. მომხმარებელი თანახმაა საიტის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გამოყენებაზე, რომლითაც დარეგისტრირებულია საიტზე ან რომელსაც იყენებს საიტზე საგადამხდელო ოპერაციების შესრულების დროს (შემოწირულობის განხორციელებისას), სატელეფონო ზარის საშუალებით, საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნისას, მოქმედი კანონმდებლობითა და შეთანხმებასთან შესაბამისობაში მყოფი ნებისმიერი სხვა მეთოდებით. მომხმარებელთან ურთიერთობაზე უფლებამოსილ პირთან მიმართვის შემდეგ, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მისი ნომრის შემდგომში გამოყენებაზე.

  3. საიტის უფლებები, მოვალეობები და გარანტიები

    1. საიტი კისრულობს ვალდებულებას დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოს საიტის ხელმისაწვდომობა და გამართული მუშაობა (დროებითი პროფილაკტიკური სამუშაოების, საიტისგან დამოუკედებლად გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზების გარდა) შეთანხმების პირობების შესაბამიასად.

    2. საიტი უფლებას იტოვებს საკუთარი შეხედულებისამებრ და სპეციალური შტყობინების გარეშე მომხმარებელს შეუზღუდოს საიტზე წვდომა მომხმარებლის მხრიდან შეთანხმების პირობების შუსრულებლობის შემთხვევაში.

    3. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ათავისუფლებს საიტს ნებისმიერი სახის კომპენსაციისა და ანაზღაურების ვალდებულებისგან, შეთანხმების ამ პუნქტით გათვალისწინებული საიტის უფლებების განხორციელებისათვის.

    4. შეთანხმების დარღვევის თავიდან აცილების, საიტისა და მომხმარებლების უფლებებისა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საიტს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

  4. გადახდები და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

    1. საიტზე საბანკო ბარათების გამოყენებით მომხმარებლის მიერ შემოწირულობების გაკეთება (გადახდები, თანხის გადარიცხვა) ხდება ელექტრონული გადახდის სისტემების საიტზე გადამისამართების გზით UFC (www.ufc.ge), libertypay.ge ასევევMoneyMovers, PayPal, WebMoney, Qiwi, GooglePay, ApplePay და სხვა.

    2. გადახდის შესახებ ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს გადამხდელზე, თანხის ოდენობასა და შემოწირულობის მიზნობრიობას (ბენეფიციარის მონაცემებს ან პროექტის დასახელებას).

    3. ზემოთ მითითებული შემთხვევებში გადახდების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია SSL- ის ოქმით, რათა მოხდეს მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა დაცვის ყველაზე მაღალი ხარისხის დახურული საბანკო ქსელების მეშვეობით და საგადასახადო მონაცემების შეტანა საგადახდო მომსახურების ინსტრუმენტების მეშვეობით საიტისთვის ინფორმაციის გადაცემის გარეშე (შესაბამისად,საიტის მიერ მიზანმიმართულად არ ხდება საგადასახადო მონაცემების დამუშავება).

    4. მომხმარებლის მიერ საქველმოქმედო შემოწირულობების განხორციელების პროცედურები და არსებული პირობები, რომელთა მოკრება ხდება ფონდის მიერ საქველმოქმედო პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, რეგლამენტირებულია საქველმოქმედო შემოწირულობის შესახებ საჯარო ოფერეტით, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე: https://chernovetskyifund.ge/ru/terms/.

    5. იმ შემთხვევაში თუ შემოწირულობა ვერ იქნა გამოყენებული მომხმარებლის მიერ მითითებული მიზნით (შემოწირულობის მიღების მომენტისათვის კონკრეტული პროექტისთვის შემოწირული სახსრების შეგროვების დასრულების ან სხვა მიზეზით) და თუ მომხმარებელმა დამატებით არ გვამცნო თავისი სურვილი წერილობითი ფორმით (გადარიცხული თანხის დაბრუნების ან ამ თანხის სხვა ადრესატისთის გადაცემის შესახებ) შემოწირულობა მიემართება ფონდის სხვა საწესდებო მიზნებზე.

    6. აღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ჩამოყალიბებულია 4.5 პუნქტში (რომელიც არ არის ამომწურავი), მომხმარებელის მიერ გადარიცხული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

    7. მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნება ( თანხის გადარიცხვის წესების დაუცველობის გამო, თანხის ოდენობაში შეცდომა და ა.შ.)

  5. პასუხისმგებლობა და მისი შეზღუდვები

    1. წინამდებარე შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან / და არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარე, დამრღვევი მხარე, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.დამნაშავე მხარე, ამ შეთანხმების თანახმად, ვალდებულებების არასათანადო შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულია მეორე მხარეს სრულად აუნაზღაუროს დოკუმენტურად დასაბუთებული ზიანი,

    2. საიტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავისი შეხედულებისამებრ შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს მომხმარებლისთვის საიტის ხელმისაწვდომობა ან მისი ცალკეული მომსახურება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ასევე თუ საიტს აქვს საფუძველი მომხმარებლის მოქმედება ჩათვალოს არაკეთილსინდისიერად, საიტის მუშაობის (ფუნქციონირების) შეფერხების ან / და საიტის ან/და სხვა მომხმარებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ან მათი ბიზნეს რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული. საიტი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს ასეთი ქმედებებით.

    3. მომხმარებელი პასუხისმგებელია მხოლდო საიტის გამოყენებასთან დაკავშირებულ მოქმედებაზე.

    4. მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება შემდეგს:

      1. საიტი არ არის პასუხისმგებელი საიტის შინაარსზე ან საიტზე განთავსებულ სხვა ინფორმაციაზე.

      2. საიტი არ არის პასუხიმგებელი ნებისმიერ ტექნიკურ ხარვეზზე, მონაცემთა დამუშავების ან გადაცემის პროცესის შეფერხებაზე, გადახდების მიღების შეფერხებაზე, მომხმარებლის ლოგინისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, არ იძლევა საიტის უშეცდომო და უწყვეტი მუშაობის გარანტიას, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერ გვერდზე (ბმულზე) ტექნიკური ხარვეზის ან პროგრამული უზრუნველყოფის ჩავარდნებით..

      3. საიტი არ აგებს პასუხს მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე ნებისმიერი პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევით მიყენებული ზიანის გამო, მათ შორის მიუღებელი შემოსავლების, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, რომელიც წარმოიშვა საიტის ან მისი ნებისმიერი სერვისის გამოყენების შედეგად.

    5. საიტის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის, სარჩელის ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში რომლებიც ეხება მესამე პირის მიერ მომხმარებელის ანგარიშების გამოყენებას საიტზე, მომხმარებელი ვალდებულია დაარეგულიროს ასეთი განცხადებები / სარჩელი / საჩივარი საკუთარი ძალებით/ხარჯებით და სრულად აუნაზღაუროს საიტს ამით გამოწვეული ზიანი და გაწეული ხარჯები.

    6. საიტი არ აგებს პასუხს ინტერნეტში მესამე მხარის საიტების ხელმისაწვდომობასა და შინაარსზე, რომელზეც გადამისამართება ხდება საიტზე განთავსებული ბმულების მეშვეობით, ისევე როგორც ასეთი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგებზე.

  6. მომხმარებლის რეგისტრაცია

    1. საიტის სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია საიტზე დარეგისტრირება და პირადი ანგარიშის შექმნა. რეგისტრაცია ხდება შემდეგი მეთოდებით: საიტზე ელექტრონული ფოსტის ლოგინის და პაროლის მითითებით, ან სოციალური ქსელების არსებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია მომხმარებლის სარეგისტრაციო გვერდზე. შემდეგში უკვე საიტზე მომხმარებლის მომდევნო შესვლა ხდება ავტორიზაციის საშუალებით.

    2. ხელშეკრულების პირობების თანახმად, საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია თავისი პირადი ანგარიშით სარგებლობა. შეთანხმების მიხედვით, პირად ანგარიშად ითვლება რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ იდენტიფიკაციისთვის და ავტორიზაციისთვის მითითებული ინფორმაცია.

    3. პირადი ანგარიშის განყოფილების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: განათავსოს პირადი ინფორმაცია საკუთარ პროფილზე ან შეცვალოს იგი, ან განახორციელოს სხვა ქმედებები, რომლებიც გათვალისწინებულია საიტის ფუნქციონირებაში.

    4. მომხმარებელი უფლებამოსილია შექმნას რამდენიმე ანგარიში, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და ერთ ნომერზე მხოლოდ ერთი ანგარიშის დარეგისტირებაა ნებადართული.

    5. მომხმარებელი პასუხისმგებელია და თავად იღებს ელექრტონული მისამართის და პაროლის, ტელეფონის ნომრის, ანგარიშის მომხმარებლისა და პაროლის უსაფრთხოების ზომებს. მომხმარებელი პასუხისმგებელია პირად ანგარიშზე შესრულებული ყველა ქმედებისათვის. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საიტის ადმინისტრაციას მესამე პირის მიერ პირადი ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების შესახებ.

    6. ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში და/ან პირად ანგარიშზე შესვლის შეფერხების შმთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია განაახლოს პაროლი ელ-ფოსტის საშუალებით, რომელზეც ავტომატურად იგზავნება წერილი პაროლის აღსადგენი ბმულით.


  1. ტექნიკური მოთხოვნები

    1. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ საიტის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მოწყობილობებიდან: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი ან/და სხვა ინერნეტ მოწყობილობა. მომსახურება მიუწვდომელია (ან შეზღუდულად ფუნქციონირებს) სხვა ისეთი მოწყობილების გამოყენებისას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საიტის ტექნილოგიურ მოთხოვნებს, ან საიტის მხრივ რაიმე შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში.

    2. საიტს უფლება აქვს ტექნიკური საშუალებებებით დაიცვას საიტი არასანქცირებული წვდომისგან ან/და შეთანხმების პირობებით აკრძალული სხვა ქმედებებისგან, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით.

    3. საიტი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ან მოწყობილობისთვის დაზიანების გამო, რომელიც გამოწვეული იქნება საიტის გამოყენებით.

  2. დამატებითი პირობები

    1. ეს შეთანხმება თავისუფლად ხელმისაწვდომია ვებგვერდზე, ასევე ხელშეკრულების მიმდინარე ვერსია ხელმისაწვდომია მისამართზე: http:--------------------------------------------------------.

    2. აღნიშნულ შეთანხმებაზე ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. შეთანხმების არარეგულირებადი საკითხები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    3. აღნიშნული შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და საიტის გამოყენებისთანავე ვრცელდება მომხმარებელზე.

    4. საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და უთანხმოება, მოთხოვნა და პრეტენზია გადაწყდება მხარეთა მოლაპარაკებით. მხარეთა შორის მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, ყველა დავა და უთანხმოება ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით გადაეცემა განსახილველად სასამართლოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    5. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი პუნქტის ბათილობა ან შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან, გავლენას არ ახდენს სხვა დანარჩენ პუნქტებზე. თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება შეუსაბამოა, იგი ცნობილ იქნება ბათილად და დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს სხვა პირობით, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შესაცვლელი პუნქტის შინაარსს, მაგრამ ამავე დროს იქნება მოქმედი და ძალაში მყოფი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის შეთანხმებაში გათვალისწინებული წესით.

  3. მიმართვა

    1. მომხმარებელთა განაცხადები ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღება ფონდის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე-fsp@fsp.ge ან ტელეფონით +995 577 92 40 45, +995 322 19 33 21. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ საიტის მეშვეობით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან ნებისმიერი კანონმდებლობით აუკრძალავი ფორმითმიმართონ საიტს.