გადარჩებიან თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო! ოთხი პატარა ბავშვი გაყინულ ვაგონში ცხოვრობს, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათ მამას ტუბერკულოზი და С ჰეპატიტი აქვს, შესაძლოა, მომაკვდინებელი და გადამდები ფორმით!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გადარჩებიან თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო! ოთხი პატარა ბავშვი გაყინულ ვაგონში ცხოვრობს, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათ მამას ტუბერკულოზი და С ჰეპატიტი აქვს, შესაძლოა, მომაკვდინებელი და გადამდები ფორმით!..

page info icon
2024 თებერვალი 5
ღმერთო, ღმერთო, შენი უსაზღვროდ მადლიერი ვართ! ვინ ვართ ჩვენ, მოკრძალებული თანამშრომლები, ფონდის მეგობრებთან ერთად, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები რომ გადავწყვიტოთ?! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები! გმადლობთ, უფალო, იმისთვის, რომ ეს საბრალო ოჯახი მოიყვანე ჩვენს ფონდში! აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ საქართველოში ჩვენს ასი ათასობით კეთილ მეგობარს, ამ დაავადებული ბავშვების, ბებიის და მათი გულმოკლული დედის ყოფა რაოდენ საშინელია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,220 ₾
( 553 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

გადარჩებიან თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო! ოთხი პატარა ბავშვი გაყინულ ვაგონში ცხოვრობს, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათ მამას ტუბერკულოზი და С ჰეპატიტი აქვს, შესაძლოა, მომაკვდინებელი და გადამდები ფორმით!..

შვიდი ადამიანი ცხოვრობს ამ პატარა ვაგონში! ძლივს ეტევიან! კოხის ჩხირებით სუნთქავენ!..(მამას ტუბერკულოზი აქვს) და ეს ჰაერიც ყველას არ ჰყოფნის!

ღმერთო, ღმერთო, შენი უსაზღვროდ მადლიერი ვართ! ვინ ვართ ჩვენ, მოკრძალებული თანამშრომლები, ფონდის მეგობრებთან ერთად, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები რომ გადავწყვიტოთ?! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები!  გმადლობთ, უფალო, იმისთვის, რომ ეს საბრალო ოჯახი მოიყვანე ჩვენს ფონდში! აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ საქართველოში ჩვენს ასი ათასობით კეთილ მეგობარს, ამ დაავადებული ბავშვების, ბებიის და მათი გულმოკლული დედის ყოფა რაოდენ  საშინელია.

სდექ! საშიშია სიცოცხლისთვის!!!

არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ამ ვაგონში, მეგობრებო! მაგრამ გულით მაინც, აუცილებლად შეიხედეთ! ამ მატარებლის ბოლო გაჩერება ხომ, ჯოჯოხეთია!

რა თქმა უნდა, ამ პატარებს უნდა შევუძინოთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გამოკვლევები ჩავუტაროთ, ვუმკურნალოთ და დიდ და ნათელ ბინაში გადავიყვანოთ ყველანი საცხოვრებლად! ამ ეტაპზე, თუნდაც, ნაქირავები იყოს! მაგრამ, რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს ეს! ღმერთმა ყველანი დაიფაროს, ვინმე არ დაიღუპოს!

გვერდს ნუ აუვლით ასეთ გასაჭირს, მეგობრებო!  ნუ დარჩებით გულგრილნი! ეს მატარებელი, მომაკვდინებელი ვაგონი, შეიძლება ძალიან მალე დაიძრას ამქვეყნად ყველაზე ბნელი ქვესკნელისკენ!

 „თოვლის ბაბუა არ არსებობს. შესაძლოა, სხვებისთვის არის, ჩვენთვის კი - არა! ალბათ, არც იცის, რომ ასეთ ვაგონში შეიძლება ბავშვებმა იცხოვრონ“ - ამბობს უსაყვარლესი ბიძინა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლამზირა - დედა და ოჯახის დიასახლისი - ცდილობს, ცხოვრებაზე არ იწუწუნოს. „ხანდახან ვფიქრობ, რომ მხოლოდ უფლის წყალობით ვცოცხლობთ. თითქოს, თუნუქის ქილაში ვართ. მეუღლე ავად მყავს. ჰეპატიტი აქვს და ტუბერკულოზი. მას მუშაობა არ შეუძლია. საკვები მუდამ გვაკლია, ბავშვები ავადმყოფობენ. უბრალო გაციებასაც კი ვერ უმკლავდებიან. ჩვენთვის ხომ, მედიკამენტები ფუფუნებაა! მხოლოდ ბიძინასთვის ვყიდულობთ წამლებს!“

ბიძინა (8 წლის): არ მინდა წამლები, მე კანფეტები მინდა! 

ლამზირა: მას ეპილეფსია აქვს! ხანდახან, გონებას კარგავს და დუჟი გადმოსდის პირიდან!

ოჯახის შემოსავლის ნახევარი იხარჯება ბიძინას წამლებში - 600 ლარი

 „კრუნჩხვები მემართება, ვშეშდები და იატაკზე ვეცემი ხოლმე... მერე, აღარაფერი მახსოვს! სამაგიეროდ, ტკივილებს ვერ ვგრძნობ! მხოლოდ გული მტკივა ხოლმე, შეტევის წინ.“

ბიძინა: გულის ტკივილი მეწყება, მერე იატაკზე ვეცემი და აღარაფერი მახსოვს...

ლამზირა: მძიმედ ავად არის ჩვენი პირველი შვილი! წყეული ეპილეფსია! ყოველი შეტევის დროს, მასთან ერთად მეც ვკვდები ხოლმე... მას კი, კანფეტები უნდა!.. ღმერთო, შიში მკლავს, რომ ერთ დღესაც ჩემს ბიჭს ვეღარ ვუყიდი წამლებს! 600 ლარი ღირს! შვიდ ადამიანზე ვიღებთ სოციალურ შემწეობას და ეს ამ თანხის ნახევარია, გესმით? კარგია, რომ ქირის გადახდა მაინც არ გვიწევს...

როდესაც ბიძინა ტკივილს გრძნობს გულის არეში, უკვე იცის, რომ ამას შეტევა მოჰყვება. გონს რომ მოდის, ყველა ტირის მის გარშემო!

- მესმის, რომ ვერ გადაიხდით ქირას, მაგრამ როგორ ეტევით აქ?

ლამზირა: უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი სახსრებითა და სახელმწიფოს დახმარებით ვაშენებთ სახლის კედლებს. მაგრამ, ვერაფრით დავასრულეთ. სახლსაც ვერ დავარქმევთ ამ ნაგებობას, კედლებია და სახურავი. ცოტა ხნის წინ, ერთმა მეზობელმა ფანჯარა გვაჩუქა, მეორემ - კარი მოგვიტანა... აი, თქვენც მოგმართეთ... იქნებ, ჩვენი დახმარება თქვენ მაინც შეძლოთ?!

 „ეს ყველაზე გემრიელი ქვაბია. დედიკო ამ ქვაბში გვიმალავს პურს.“

 „ვაგონ-რესტორანი“, მენიუში კი, ხმელი პურია მხოლოდ!“

 „ყველაზე კარგი გოგო ვარ!“ ოჰ, ეს ქართული თვალები! ამქვეყნად ყველაზე ლამაზი და ტკივილით აღსავსე თვალები!

- ყველაზე პატარა პეტრეს რა უნდა, ასე ჩუმად რომ არის?

გიორგი: საერთოდ არ არის ჩუმი, ძალიანაც ხმამაღლა ყვირის! ყველაზე უფრო ხმამაღლა! კივის და ტირის კიდევაც! უბრალოდ ახლა, შენი ერიდება.

 „ერთი „გაფუჭებული“ დათუნია მყავს... მე კი, თოჯინა და კაკები მინდა.“

პეტრე (4 წლის): მე კარგი ბიჭი ვარ. მანქანა მინდა. არავის ვათხოვებ. მხოლოდ მე ვითამაშებ. ისინი მაბრაზებენ. მხოლოდ დედიკოს ვათხოვებ ხოლმე. ყველაზე კარგი დედიკო მყავს.

ლამზირა: მხოლოდ ჩემი შვილებით ვხარობ. მხოლოდ მათი დამსახურებაა, აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალე.

- არ თქვათ. ასეთ პირობებში ცხოვრება ხომ, ძალიან ძნელია... ქორწინებამდე როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?

არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ, მეგობრებო! ეს მატარებელი ჯოჯოხეთისკენ მიემართება! ნუთუ, ევროპულ საქართველოში ასეთ პირობებში უნდა იცხოვრონ ბავშვებმა?!

ლამზირა: ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. სიყვარულის პოვნა ჩემი ერთადერთი ოცნება იყო. მზად ვიყავი, კარავში მეცხოვრა... ირაკლი გავიცანი და ცოლად გავყევი. „მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტევაო“ - ამბობს ქართული ანდაზა და მართალიც არის. მაგრამ, ბავშვები დაიბადნენ და ცოტა არ იყოს, სივიწროვეა.

- თქვენი ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება რა არის?

ლამზირა: დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, დაგვეღუპა უამრავი ნათესავი და ახლობელი. ახალშობილი ქალიშვილიც კი დამეღუპა. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ ვიტანჯები! დაიბადა და არ გაეხსნა ფილტვები... ისიც ვერ მოვასწარი, გულში რომ ჩამეკრა. მისი საფლავიც არ ვიცი, რომ დავიტირო... 

 „პულტიან მანქანაზე ვოცნებობ, მაგრამ არ ვიცი ხატვა.“

- ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. ლამზირა, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

გიორგი: დე, უთხარი: „საწოლები!“

ბიძინა: დედა, კიდევ ის უთხარი, „მწვანე ბარდით, მაიონეზით და გემრიელობებით“ რომ არის.

ლამზირა: ჩემი შვილები ყველაფერს მოკლებულები არიან! აი, რამდენიმე თვის წინ, სალათი „ოლივიე“  მოვუმზადე, დღემდე ახსოვთ. ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტი, საწოლები, მაცივარი... და თუკი შესაძლებელია, სახლის გარემონტებაში რომ დაგვეხმაროთ, ამ ვაგონიდან ნორმალურ სახლში რომ გადავიდეთ საცხოვრებლად.

გულსაკლავია იმის დანახვა, ასეთ გაჭირვებაში რომ ცხოვრობენ და იტანჯებიან ბავშვები... თვალზე ცრემლი მოადგება ადამიანს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ემოციები ვერაფერს შველის. ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ყოველთვის ვწირავთ მადლობას უფალს, როდესაც ვხედავთ ჩვენს გარშემო, რომ ერთიანდება საზოგადოება ყველაზე მძიმე მომენტებში. დღეს, მოგიწოდებთ, დავეხმაროთ ჯავახიშვილების ოჯახს, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. მათ ჩვენი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ.

წმინდა სახარებაში ყოველთვის შეგვიძლია ბრძნული სიტყვების ამოკითხვა, რომელიც შთაგვაგონებს. ის შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ახლობელების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა. „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ (მარკოზი 12:31). სწორედ ეს მცნება მოგვიწოდებს, კეთილშობილება და თანაგრძნობა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სჭირდება დახმარება.

ამჟამად, ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი და საწოლები, ბავშვებს კი სათამაშოები და ტკბილეული ენატრებათ. ან იქნებ, გქონდეთ იმის საშუალება, ამ ოჯახს პატარა სახლის მშენებლობის დასრულებაში რომ დაეხმაროთ? იქნებ, სამშენებლო მასალა დაგრჩათ რემონტის შემდეგ? გავერთიანდეთ, ერთობლივი ძალებით ვაკეთოთ სიკეთე, რათა შევუმსუბუქოთ მათ ეს მძიმე ტვირთი.

ვინც გაჭირვებულს ხელს გაუმართავს, ემსახურება ღმერთს! ამ ოჯახის დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ უმაღლეს სულიერ ფასეულობებს, რათა სიკეთის ძალის მიმართ საკუთარი რწმენა გამოვავლინოთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, ევგენი აფხაზავას ქ; მეექვსე შესახვევი №1.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჯავახიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


 


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: