რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!

calendar აპრილი 21, 2024

ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად სცემდა და ამცირებდა ბავშვების თვალწინ! ამჟამად ის ციხეშია, ცოლ-შვილს კი მაინც უყვარს, ხუთი შვილის დაშინებული დედა კი ერიდება ამის შესახებ საუბარს! პოლიციაში ბავშვებმა დარეკეს: ძალიან შეეშინდათ, მამას დედა არ მოეკლა ცემით!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად სცემდა და ამცირებდა ბავშვების თვალწინ! ამჟამად ის ციხეშია, ცოლ-შვილს კი მაინც უყვარს, ხუთი შვილის დაშინებული დედა კი ერიდება ამის შესახებ საუბარს! პოლიციაში ბავშვებმა დარეკეს: ძალიან შეეშინდათ, მამას დედა არ მოეკლა ცემით!

აი, ისიც — მომავალი ქართველი გმირი, რომელიც შეუპოვრად იცავდა დედას! მაგრამ, თუ ჩვენ არ გავუწვდით დახმარების ხელს, მას პატარებთან ერთად კვლავაც ნაგავსაყრელის ხშირი სტუმრობა და ჯართის ძებნა მოუწევს! ნუთუ საქართველო ასეთ მომავალ თაობას იმსახურებს?! რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ბრალია?! მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, გვერდი გულგრილად ავუაროთ! წარმოგიდგენიათ, რომ ამხელა ოჯახის კვებაზე ზრუნვა ტვირთად აწევს ამ პატარა ბიჭს?!

ნანა კანთელაშვილი (დედა, 35 წლის): ჩემზე ფიზიკური ძალადობის გამო ამჟამად ციხეში იმყოფება ჩემი შვილების მამა. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამ თვეში კი დაიბადება ჩემი მეექვსე შვილი. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აუცილებლად სჭირდება, მამა გვერდით რომ ჰყავდეს! მით უმეტეს, როდესაც შვილებს მამა ძალიან უყვართ! მამებო, ნუ გახდებით თქვენი შვილების სულიერი ტკივილის მიზეზი! ისინი ხომ თქვენი სისხლი და ხორცი არიან!

ამ ფოტოზე საბრალო ოთხი წლის გაბრიელს ხედავთ. ხოხვისგან დასისხლიანებულ მუხლებზე დგას და მუდარით მოგვმართავს, ის საჭმელს ითხოვს! საკუთარი ნებით არ არის ასე დამცირებული!  მძიმედ ავად არის ეს ბიჭუნა! ალექსის შეგროვებული ჯართი და რკინა კი საკვების საყიდლად არ ჰყოფნით, არათუ ძმის საავადმყოფოში წასაყვანად!

ალექსი (11 წლის): ამქვეყნად ყველაზე საშინელი რამ არის სიღატაკე… (ასე მსჯელობს ეს ნაადრევად დაბრძენებული ბიჭუნა. ამ დროს კი თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, თავისი ბავშვობით უნდა ტკბებოდეს, სწავლობდეს!..) ადრე შეშის მოსატანად მე და დედა ერთად დავდიოდით ხოლმე. ახლა კი დედიკო ორსულად არის, მისთვის მძიმეების აწევა არ შეიძლება. ამიტომ მარტო დავდივარ შეშაზე, ჩემს და-ძმებს რომ არ შესცივდეთ და ავად არ გახდნენ.

მთელი დღეების განმავლობაში ალექსი აგროვებს ჯართს…

მერე კი ელის, როდის მოვა სოფელში მანქანა, რომელიც ჯართს იბარებს.

ალექსი: ხან 7 ლარს მაძლევენ, ხან 10-ს. მერე ამ ფულით ჩემი და-ძმისთვის და ორსული დედიკოსთვის საჭმელს ვყიდულობ. დედას ჩემი დაიკო ჰყავს მუცელში.

„დედიკოს თუ შია, ასე გამოდის, ჩემი დაიკოც, რომელიც მუცელში ჰყავს, მშიერი არის“.

ოჯახი ნახევრად დანგრეულ, უფანჯრო სახლში ცხოვრობს. რომ გაწვიმდება, ბავშვებს სველ ლოგინში უწევთ ძილი, იმიტომ რომ შიგნით ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

ამის გამო კი ბავშვები ხშირად ცივდებიან, მაღალი სიცხე აქვთ, დედას კი ფული არ აქვს, აფთიაქიდან წამლები რომ მოუტანოს.

ალექსი: სკოლის ექსკურსიაზე ერთხელაც არ ვყოფილვარ. ჩემს გარდა, ყველა ბავშვი დადის ექსკურსიებზე. რომ ვერ მივდივარ, გული მტკივა და ვტირი. მაგრამ ჩუმად ვტირი, მასწავლებელმა რომ ვერ დამინახოს. ხანდახან მგონია, რომ არავის ვუყვარვარ.

— ალექსი, შენთვის რას ნიშნავს სიღარიბე?

ალექსი: შიმშილს, სიცივეს და კიდევ იცით, რას? არაფრის იმედი რომ არ გვაქვს…

— ღმერთო, შენ ხომ ბავშვი ხარ… და ამდენი იცი? დაბრძენებული მოხუცივით ლაპარაკობ. ვინ უნდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?

ალექსი: მე ვარ ბავშვი ღარიბი ოჯახიდან (ამაყად მპასუხობს ბიჭუნა). მეკითხები, ვინ უნდა გამოვიდე? მაშინ უნდა იცოდე: არაფერი გამოვა  ჩემგან…

 „ღარიბი ოჯახიდან ვარ… ვინ მინდა გამოვიდე? არაფერი გამოვა ჩემგან…“

— აი, პასუხი! ალექსის რომ ვესაუბრებოდი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი! ისეთი ლამაზი, ისეთი ამაყი, ისეთი, ისეთი, ისეთი… ნამდვილი ქართველი! დარწმუნებული ვარ, დედამიწის ზურგზე ასეთი შვილის ყოლას ნებისმიერი ისურვებდა! საბოლოოდ, მას სიყვარულის გარდა, არაფერი უთხოვია! ისეთი სიყვარულის, რომლის გარეშეც ბავშვიც კი მოხუცად იქცევა! ეს დაუშვებელია! დაუშვებელია, მეგობრებო! მოდი დავანახოთ ალექსის, მის დაიკოებსა და ძამიკოებს, რომ საქართველოში ბავშვები უყვართ, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც ის არის! ვაჩუქოთ ის, რასაც ფულით ვერ იყიდი! ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ და ალექსიმ ეს უნდა იგრძნოს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ახალსოფელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კანთელაშვილების ოჯახი). 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

კარგი ამბები ფონდისგან: მეგობრებო, კანთელაშვილების მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო დახმარება თქვენგან! შეხედეთ, რა ბედნიერები არიან ბავშვები – ეს სიხარულის ცრემლებია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 მაი 13
ავეჯი
4650.00₾
2024 მაი 13
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
3700.00₾
2024 მაი 13
თეთრეული
700.00₾
2024 მაი 13
პლანშეტი
469.00₾
2024 მაი 13
ქვაბების ნაკრები
149.00₾
2024 მაი 13
გაზქურა
685.00₾
13.06.2024
მედიკამენტები
320.25₾
19.06.2024
სამშენებლო მასალა
747.54₾
19.06.2024
სამშენებლო მასალა
3735.00₾
19.06.2024
სახურავის სარემონტო სამუშაო
6300.00₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
8565.00₾
01.07.2024
ველოსიპედი
280.00₾
01.07.2024
ველოსიპედი
360.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ანონიმი
04.05.2024 20:56:03
₾20.00
ქრისტინე ტიკარაძე
04.05.2024 20:00:00
₾5.00
მიხეილი მჭედლიშვილი
04.05.2024 20:00:00
₾5.00
ნინო წიკლაური
04.05.2024 20:00:00
₾10.00
ილია სურმავა
04.05.2024 20:00:00
₾20.00
ნინო გაბაშვილი
04.05.2024 20:00:00
₾20.00
ი/მ დავითი მეგრელიშვილი
04.05.2024 20:00:00
₾50.00
ინგა მიქავა
04.05.2024 20:00:00
₾10.00
ნინო გამარნიკ
04.05.2024 20:00:00
₾20.00
გოგოლაძე ამირან
04.05.2024 20:00:00
₾20.00
ოსიძე იოსებ
04.05.2024 20:00:00
₾20.00
ჩოფლიანი თეა
04.05.2024 20:00:00
₾10.00
ასაკაშვილი ლიზი
04.05.2024 20:00:00
₾3.00
ხოსრუაშვილი მაია
04.05.2024 20:00:00
₾20.00
ღურწკაია ნანა
04.05.2024 20:00:00
₾5.00
ჯიქია ლადო
04.05.2024 20:00:00
₾250.00
ჭანტურია მარინე
04.05.2024 20:00:00
₾3.00
ჩხუბაძე თამრიკო
04.05.2024 20:00:00
₾5.00
ფხაკაძე ნინო
04.05.2024 20:00:00
₾4.00
ფრანგიშვილი კასიონ
04.05.2024 20:00:00
₾5.00

შემოწირული:

₾42,820.82

2303 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾42,820.82

2303 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება