„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს ... მალე მოკვდება, არა?“ - ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა
2022 სექტემბერი 28
3158
სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია...“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,355.9 ₾
(
91 დონორი )
დედიკომ თქვა, ბევრ „ქართულ ხალხებს“ უყვარხართო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„წელს იყო პირველი ახალი წელი, როდესაც ვიგრძენით სიხარული, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენც შეიძლება გვქონდეს ბედნიერი მომავლის მოლოდინი! ყველაზე მეტად, ქართველების სიყვარული წელს შევიგრძენით.“ – გვეუბნება თვალცრემლიანი ლია.
უფალი ამბობს, რომ კარზე მშიერი მგზავრი თუ გვიკაკუნებს, კარი უნდა გავუღოთ, შემოვუშვათ და პური შუაზე გავუყოთ. რამეთუ, თავად უფალია ეს მგზავრი და ჩვენც უფალს უნდა ვხედავდეთ ყველა შეჭირვებულში. სხვას რომ ვეხმარებით, ვეხმარებით უფალს და პირველ რიგში, ჩვენს სულებს. ჩვენო მეგობრებო, ვიცით, რომ სწორედ ამ რწმენით მოდიხართ ჩვენამდე.

შიმშილსა და გაჭირვებაში მყოფი პატარების საუბარმა ყველას მოგვიკლა გული. დანგრევის პირას მისული სახლი, მწვანილით დაპურებული ბავშვები, სოციალური დახმარების გროშების მომლოდინე ავადმყოფი მშობლები - ეს იყო მათი რეალობა, რომელიც ერთად ვიხილეთ და რომელმაც გულგრილად დარჩენის უფლება არ მოგვცა.
- ლია, სახეები გიბრწყინავთ ყველას, ეს რამ გამოიწვია?
ლია: რომ იცოდეთ, როგორ გვახარებთ ხოლმე თქვენი სტუმრობით. ჩვენი ყველაზე საუკეთესო „სიახლე“ თქვენ ხართ და კიდევ, ის ადამიანები, ვინც ჩვენს გამო შეწუხდა. რამდენი კეთილი ადამიანი ყოფილა საქართველოში, ღმერთო! ზოგი ვინაობასაც არ ამხელს და მადლობასაც არ ელოდება...

- ვხედავ, ბევრი საჩუქარი მიიღეთ და უცნობი ადამიანებიც გესტუმრნენ. გვიამბეთ ამის შესახებ.
ლია: რამდენი წელია, საახალწლოდ ასეთი გახარებულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ამ დროს უფრო მაწვებოდა სევდა და ცრემლები მახრჩობდა, ხოლმე. როგორი გაუსაძლისია, როდესაც შენი პატარებისთვის შოკოლადის ყიდვაც კი არ შეგიძლია?! ახლა კი, ხმამაღლა მინდა ვიყვირო: წელს მეც მაქვს შეშა, ცხელი პური, ნაძვის ხე და კიდევ, უამრავი საჩუქარი. თქვენმა ფონდმა ახალი, ლამაზი გაზქურა მოგვიტანა. ქვემოთ საცხობი აქვს. პურს გამოვაცხობ. ასე, დიდ ეკონომიას გავწევ. პური ძალიან ძვირია...

სალომე: დედა გემრიელ პურს გვიცხობს ამ საცხობში. მეც ვეხმარები. კიდევ, სარეცხი მანქანა მოგვიტანეს. ჩიტებიან მანქანას გამოატანა თოვლის ბაბუამ.

საბა: თოვლის ბაბუა მარხილით ვერ მოვიდა, თოვლი არ იყო და ჩიტებიანი მანქანა გამოგვიგზავნა. (ფონდის მანქანას გულისხმობს.) მომეწონა ძალიან...
გიორგი: მე მაგიდა მომიტანეს. არ მქონდა. მუხლებზე მედო წიგნები, რვეულები და ისე ვწერდი. ახლა, მაგიდასთან ვჯდები და ვმეცადინეობ. თან იმხელაა, ასი წიგნიც დაეტევა ზედ!

- ბავშვებო, კიდევ რა საჩუქრები იდო „ჩიტებიან მანქანაში“ და ვის რა გაუხარდა ყველაზე მეტად?
სალომე: მე ფუმფულიკა დათუნია გამიხარდა და სარეცხი მანქანა. დათუნიას ბუბუ დავარქვი. მოდი, გაჩვენებ, როგორი დიდია... სარეცხი მანქანაც გაჩვენო?

საბა: მე ტრანსფორმერი სათამაშო მომეწონა. დააწვები პულტს მანქანაა, დააწვები რობოტია. ჩემსავით არის. მეც ხომ, ხან კარგი ბიჭი ვარ და ხან ცუდი!


- საბუკა, ცუდი რატომ ხარ?
საბა: იმიტომ, რომ დედას ვაბრაზებ. ხან ვატირებ.
- დედა ტირის ხოლმე?
საბა: მე რომ რაღაცეები მინდა მიყიდოს და ვერ მყიდულობს, მე ვტირი ხოლმე და ისიც ტირის. მაგ დროსაც ცუდი ბიჭი ვარ...
- შენც ეცადე, რომ დედიკოს არ აწყენინო...
საბა: ვეცდები, თუ თოვლის ბაბუა აღარ გამებუტება.
- ლია, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? მოგვიყებით ვინ გესტუმრათ, ვინ დაგეხმარათ.
ლია: ყველა ჩვენი მეგობარია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ძალიან კარგმა ადამიანებმა მოგვინახულეს. გოგონას, რომელიც პოსტის გამოქვეყნების შემდეგ პირველი გვესტუმრა, ნინი ჰქვია. მოგვიტანა უამრავი პროდუქტი: ფქვილი, ზეთი, კარტოფილი... და, რაც ყველაზე მთავარია, შეშა. მადლობას აქედანაც გიხდი ნინი, მინდა ყველამ გაიგოს, შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ! შენ სიცივისგან გვიხსენი! მადლობა ასეთი სიკეთისთვის. უფალი გინათებდეს ყველა გზას, რომელზეც ივლი. კიდევ, და-ძმა გვესტუმრა ჩვენი რაიონიდან. მათაც მოგვიტანეს საჭმელი. ღმერთმა დალოცოს კარგად აღზრდილი შვილების მშობლები, ოჯახი.
სალომე: კიდევ, იცით, რა მოგვიტანეს?
- არ ვიცი!
სალომე: ნაძვის ხე! ბურთულები... ჩამოსაკიდები... ნახე, მოვრთეთ უკვე და სულ უნდა იყოს ასე მორთული. შეიძლება ზაფხულშიც დავტოვო.

საბა: ჰა, ჰა, ჰა... ზაფხულში ნაძვის ხე ვის გაუგია?
სალომე: აბა, ზაფხულში რას ვუყურო? ტელევიზორი რომ გვქონდეს, მულტფილმებს ვუყურებდი... მაგრამ, „გაფუჭულია“.
- ტელევიზორი არ გექნებათ ახალ წელს?
ლია: გაგვიფუჭდა, უკვე დიდი ხანია...

- ლია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ? მისი რომელიმე წარმომადგენელი თუ გესტუმრათ?
ლია: მათაც რომ ჰქონოდათ ისეთივე რეაგირება, როგორც ჩვენს კეთილ ხალხს ჰქონდა, რა გვიჭირდა... ჩვენი სახლი სადაცაა დაინგრევა. არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გაუძლებს. მარტო იმაზე ვლოცულობ, შიგნით არ მოგვიყოლოს. ბავშვებს ეშინიათ ქარის, წვიმის. ამ დროს საშინელი ხმები ისმის. კედლები ზანზარებს. გამგეობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაგვპირდა შეკეთებას, მაგრამ, აქამდე არაფერი შეცვლილა. დაპირება დაპირებად რჩება. ხანდახან ვფიქრობ, რომ დაპირება ყველა ქართველი ჩინოვნიკის ქრონიკული დაავადებაა. პატივცემულო მთავრობავ, დეპუტატებო! დაპირებებით ვერავის დაანაყრებთ, ვერც განკურნავთ! თქვენ გგონიათ, რომ თუ შიმშილით არ ვიხოცებით საქართველოში, ეს მხოლოდ თქვენი სოციალური პროგრამების დამსახურებაა! ცდებით! ნეტა, თავად როგორ იცხოვრებდით იმ გროშებით, რასაც ჩვენ გვაძლევთ? რომ არა რიგითი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი გაჭირვება და ვინც უანგაროდ გვეხმარება, დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით! ისინი ამას, თქვენგან განსხვავებით, არჩევნებისთვის და ხმებისთვის კი არა, ჩვენთვის და უფლისთვის აკეთებენ! ღმერთმა წყალობა არასდროს მოაკლოს ყველა ასეთ ადამიანს - კეთილ მეგობარს, კეთილ მეზობელს... ან უბრალოდ კეთილ უცნობს, რომელიც მადლს ქვაზე დებს და მიდის!
***
ძნელია, არ დავეთანხმოთ ლიას. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მხოლოდ სოციალური დახმარებით, ადამიანის არსებობა შეუძლებელია. მით უფრო, თუ ეს ადამიანი ავადაა. რომ არა ჩვენი სიკეთე, ერთმანეთის გატანა, ქართული სიყვარული და რწმენა, აქამდე გადავშენდებოდით. გვჯერა, რომ კიდევ მრავალჯერ დაუდგებით გვერდში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს, რომლებზეც დროდადრო გიამბობთ ხოლმე. მახარაშვილების ოჯახი ერთერთი მათგანია, ისინი ისევ გელიან იმედითა და სიყვარულით.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახებს! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მახარაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 220 | paid |
2022 ნოე 29 | გაზქურა | 475 | transferred |
2022 ნოე 23 | სარეცხი მანქანა | 660 | transferred |
სულ ხარჯი: 1,355 ₾
დარჩა 0.9 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
01.03.2023 00:00:00 | მაისურაძე ვახტანგ | 10 | Transfer to account |
20.01.2023 20:08:28 | ანონიმი | 12 | VISA, MasterCard (Geopay) |
30.11.2022 00:00:00 | ვიქტორია ბერაია | 30 | Transfer to account |
28.11.2022 00:00:00 | ვარძელაშვილი ეკა | 25 | Transfer to account |
28.11.2022 00:00:00 | ტერმინალი | 49.65 | Transfer to account |
26.11.2022 00:00:00 | გოჩა თურმანიძე | 25 | Transfer to account |
24.11.2022 00:00:00 | მაია კიკალიშვილი | 30 | Transfer to account |
24.11.2022 00:00:00 | გიორგი გონჯილაშვილი | 30 | Transfer to account |
21.11.2022 00:00:00 | 'ლელა კილაძე | 50 | Transfer to account |
29.10.2022 18:48:02 | Carla Ungureanu | 41.64 | PayPal |
24.10.2022 00:00:00 | დანელია დავით | 10 | Transfer to account |
19.10.2022 00:00:00 | 'თეონა გოგიშვილი | 50 | Transfer to account |
18.10.2022 00:00:00 | სარიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
18.10.2022 00:00:00 | გიგაური გოდერძი | 3 | Transfer to account |
18.10.2022 00:00:00 | 'შორენა შამილაძე | 3 | Transfer to account |
17.10.2022 00:00:00 | ქემაშვილი მიხეილ | 10 | Transfer to account |
16.10.2022 00:00:00 | კაკალაშვილი დიმიტრი | 2 | Transfer to account |
15.10.2022 00:00:00 | 'გიორგი ზურაბაშვილი | 1.56 | Transfer to account |
14.10.2022 00:00:00 | ჩიკვილაძე ეკატერინე | 10 | Transfer to account |
14.10.2022 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
14.10.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
14.10.2022 00:00:00 | გავაშელაშვილი მარიამი | 1 | Transfer to account |
13.10.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
13.10.2022 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
12.10.2022 00:00:00 | ჭანტურია ზურაბი | 3 | Transfer to account |
12.10.2022 00:00:00 | შუბითიძე გურანდა | 1 | Transfer to account |
12.10.2022 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
12.10.2022 00:00:00 | 'ვალერი ქანთარია | 10 | Transfer to account |
11.10.2022 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
11.10.2022 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 75 | Transfer to account |
11.10.2022 00:00:00 | 'მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
10.10.2022 19:37:01 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.10.2022 00:00:00 | კასრელიშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
10.10.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
09.10.2022 00:00:00 | პოვხი იური | 20 | Transfer to account |
09.10.2022 00:00:00 | ჭანტურია ზურაბი | 3 | Transfer to account |
09.10.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 10 | Transfer to account |
09.10.2022 00:00:00 | 'ბერიკა მემანიშვილი | 2 | Transfer to account |
09.10.2022 00:00:00 | 'ბერიკა მემანიშვილი | 5 | Transfer to account |
08.10.2022 11:32:20 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
08.10.2022 00:00:00 | 'გიორგი სომხიშვილი | 15 | Transfer to account |
07.10.2022 10:58:59 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
07.10.2022 00:00:00 | დაბრუნდაშვილი ლუკა | 5 | Transfer to account |
07.10.2022 00:00:00 | 'მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
07.10.2022 00:00:00 | 'ანდრო თავართქილაძე | 2 | Transfer to account |
06.10.2022 02:10:57 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.10.2022 00:00:00 | მექვაბიშვილი ლელა | 10 | Transfer to account |
06.10.2022 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
05.10.2022 23:55:31 | ანონიმი | 2 | VISA, MasterCard (Geopay) |
05.10.2022 22:51:53 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
05.10.2022 00:00:00 | ხუბუა ლევან | 10 | Transfer to account |
05.10.2022 00:00:00 | 'ბაკური თათელიშვილი | 100 | Transfer to account |
04.10.2022 00:00:00 | 'ლამარა მჭედლიშვილი | 2 | Transfer to account |
03.10.2022 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
03.10.2022 00:00:00 | თოფჩიშვილი თენგიზ | 100 | Transfer to account |
03.10.2022 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
03.10.2022 00:00:00 | 'ლევან დათუკიშვილი | 20 | Transfer to account |
03.10.2022 00:00:00 | 'ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
02.10.2022 16:57:14 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
02.10.2022 00:00:00 | 'ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
02.10.2022 00:00:00 | 'ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
02.10.2022 00:00:00 | 'ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | შუბითიძე გურანდა | 1 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | 'ვალერი ქანთარია | 10 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | 'ნინო სურგულაძე | 5 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | 'ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | 'დავით ვარდოშვილი | 10 | Transfer to account |
01.10.2022 00:00:00 | 'არჩილი მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
30.09.2022 18:59:13 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
30.09.2022 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 2 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | ტატიური დიმიტრი | 1 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | გაბისონია მიხეილი | 2 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | ჩინჩალაძე თამარ | 10 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | 'ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | 'თურმანიძე გოჩა ამირანის ძე | 10 | Transfer to account |
30.09.2022 00:00:00 | 'გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | ხუბუა ლევან | 5 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | ბერიძე თინათინ | 3 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
29.09.2022 00:00:00 | 'კეჭეყმაძე დავით | 20 | Transfer to account |
28.09.2022 16:15:38 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.09.2022 15:53:57 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.09.2022 13:44:31 | Mikhailo Masnukha | 0.05 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.09.2022 00:00:00 | ქაჯაია თამარ | 30 | Transfer to account |
28.09.2022 00:00:00 | მარტყოფლიშვილი მარი | 5 | Transfer to account |
28.09.2022 00:00:00 | 'ბეჟანი შერეშაშვილი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,355.9 ₾
დარჩა 0.9 ₾
მსგავსი პროექტები:
|