ნამდვილი სიყვარულის ამბავი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნამდვილი სიყვარულის ამბავი

page info icon
2015 დეკემბერი 22
page info icon
6203
ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას მჭედლიძეების ოჯახის დასახმარებლად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,317 ₾
( 75 დონორი )
დასრულებულია

„მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე, ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს“... ეს სიტყვები ალბად ფილმებში მოგისმენიათ. ერთი პატარა თბილისური ოჯახისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის - ეს მათი ცხოვრების პრინციპია.

გაიცნეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, დაქორწინდნენ, ბავშვიც შეეძინათ... ნინო და რობერტი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს მათი მშვიდი ცხოვრება უბედურმა შემთხვევამ  შეცვალა... 

ნინო სარეცხს ფენდა, ფეხი დაუცურდა და აივნიდან გადავარდა. თავის და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. გადარჩა, მაგრამ ეტლსაა მიჯაჭვული და მეტყველების პრობლემებიც აქვს.

ეს დარტყმა რობერტისთვის დიდი ტრაგედია იყო. მისი ცხოვრება მხოლოდ მეუღლის და შვილის მოვლაზე იყო ორიენტირებული. მუდმივი სტრესის და ნერვიულობის ფონზე, რამოდენიმე წელიწადში, ეს მის ჯანმრთელობასაც დაეტყო. რობერტმა გადაიტანა ინსულტი, რის შედეგადაც ერთი წელი სრულიად პარალიზებული იყო.

ახლა ნინომ ითავა მეუღლეზე ზრუნვა. თვითონ ეტლით გადაადგილდებოდა და ჯანმრთელობის რისკის ფასად საწოლსმიჯაჭვულ მეუღლეს უვლიდა. დროთა განმავლობაში რობერტმა საწოლზე წამოჯდომა ისწავლა, მაგრამ ჯერ ვერ საუბრობს. მხოლოდ მეუღლის სახელის თქმა შეუძლია...
მაგრამ მათ უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის. როდესაც ნინო პარალიზებული იყო, რობერტი მას ხელისგულზე ატარებდა, ახლა ნინო უვლის მას და აკეთებს ყველაფერს, რომ მეუღლემ თავი უკეთესად იგრძნოს. ამ ტრაგედიამ მათი გრძნობები უფრო ძლიერი გახადა.
„სოციალური პარტნიორობა“ სასიცოცხლო დახმარებას უწევს ამ ოჯახს. ჩვენი ფონდის ექთნები რობერტს და ნინოს უტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟების კურსს, ეხმარებიან ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაში.
ერთი წლის განმავლობაში მივაღწიეთ კარგ შედეგებს. რობერტმა შეძლო წამოჯდომა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე გაივლის კიდეც.
ასევე, ჩვენს თანამშრომლებს მიაქვთ მათთვის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ეხმარებიან საოჯახო საქმეებში.
მაგრამ, მხოლოდ ჩვენი ფონდი ამ ოჯახის ყველა პრობლმას ვერ გადაწყვეტს. ამიტომ გვინდა ამ შესანიშნავი წყვილის დასახმარებელ აქციაში თქვენც ჩაერთოთ.
ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, თეთრეულს და ტანსაცმელს...
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნინო მჭედლიშვილი) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/112/
ერთად ვაკეთოთ სიკეთე! ჩვენ გვჯერა, რომ სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: